„აღარ დამირეკავს მერიაში და 112-ში, რა აზრი აქვს?“ – მოქალაქე დატბორილი ბათუმიდან

„დღეს აღარ დამირეკავს ბათუმის მერიაში და 112-ში, რა აზრი აქვს?“ – კითხულობს ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მცხოვრები დარიკო გოგოლიშვილი-თურმანიძე. მისი ორსართულიანი სახლის პირველი სართული წვიმის შემდეგ დღესაც დაიტბორა. დღეს, 9 აგვისტოს წვიმის შემდეგ ბათუმის არაერთი ქუჩა დატობორილია. წყალი შევიდა საცხოვრებელ სახლებში, ოფისებში… „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობა სანიაღვრე არხების პრობლემას ბათუმში წლებია არ აგვარებს. დარიკო გოგოლიშვილი-თურმანიძის სამეზობლოც …

ბათუმში ენვერ ხაბაძის ქუჩა ისევ დაიტბორა

ენვერ ხაბაძის ქუჩა ბათუმში ისევ დაიტბორა. ამ ქუჩის 38 ნომერში მცხოვრები, თამაზ მგელაძე ამბობს, რომ უკვე წლებია ეს პრობლემა ქუჩაზე ვერ მოგვარდა. „ყველა გაწვიმებაზე ეს პრობლემა გვაქვს, ბავშვების სკოლასა და ბაღში წასვლა-მოსვლა პრობლემურია. ეს კი არა, პატარა მანქანაც ვერ შემოდის, იმხელა წყალი დგება. 112-ში დავრეკეთ, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. ადრე ბლოკებიც დავაწყვეთ, მაგრამ სამშენებლო ბლოკებიც …

ბათუმი ისევ დაიტბორა [ფოტო]

ძლიერი წვიმის გამო ბათუმის ქუჩები დაიტბორა. დატბორილია ჭაობის უბანი და ე.წ. ხოფაზე, აღმაშენებლის ქუჩა.

სახლები ბათუმში, რომლებიც მდინარეს მიაქვს

„სპეციალისტებიც არ მოსულან ჯერ, რომ შეესწავლათ რა დღეშიც ვართ,“ – ამბობს მურმან აბუსელიძე, რომლის სახლსაც მდინარე ბარცხანამ საძირკველი თითქმის გამოაცალა. ამ მდინარის ჩაყოლებაზე, გოროდოკის უბანში, სხვა სახლებშიც აღარ აპირებენ ღამის გათევას. აქ 6 ოჯახს ელოდება საფრთხე. მდინარე ბარცხანის ქვედა ნაწილში, ბარცხანის დასახლებაში მცხოვრები 5 ოჯახი კი, დაახლოებით ერთი წლის წინ გაიყვანეს ქირით. „გვიანი ღამე იყო, …

20 მისამართზე მეწყერია, კომისია განიხილავს ყველა შემთხვევას – ბათუმის მერია

ბათუმის მერიის ცნობით, ბათუმში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შემდეგ 112-ზე დაფიქსირდა 420 შეტყობინება, ხოლო მერიის ცხელ ხაზზე – 250 შეტყობინება. 20 მისამართზე დაფიქსირდა მეწყრული პროცესები, ჩამოიშალა ფერდსამაგრი და საყრდენი კედლები. მერია იუწყება, რომ პროცესში ჩართულები არიან გეოლოგები და მიმდინარეობს შესაბამისი შესწავლა. „შესული შეტყობინებებიდან 50-ზე განხორციელდა შესაბამისი რეაგირება, 25 მისამართზე უკვე დასრულდა სამუშაოები, ხოლო 20 მისამართზე …

წყალდიდობა ბათუმში ძლიერი წვიმის შემდეგ – ფოტორეპორტაჟი

ძლიერი წვიმა ბათუმში წუხელ, 21 სექტემბერს დაიწყო. დღეს დილით ბათუმელებს დატბორილი ქუჩები, ავტომანქანები და დაბალსართულიანი შენობების დატბორილი პირველი სართულები დახვდათ რიგ ქუჩებზე. ძლიერმა წვიმამ დატბორა სახლები და ქუჩები ხელვაჩაურშიც. წვიმის შედეგად ქალაქის შემოგარენში განვითარდა მეწყრული პროცესები. ფერიის დასახლებაში სტიქიამ სამი სახლი წაიღო, ერთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს; ადიდებულმა მდინარე ბარცხანამ სახლების საძირკველს საფრთხე შეუქმნა. ცხელ ხაზზე …

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მაღაზიები დაიტბორა

ძლიერი წვიმის გამო ბათუმში ათობით ქუჩაა დატბორილი. რთული მდგომარეობაა პუშკინისა და მელიქიშვილის ქუჩებზე, სადაც წყალმა პირველ სართულზე მდებარე მაღაზიებში შეაღწია და დატბორა. წვრილი ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მერიასა და 112-ში დილის 6 საათის შემდეგ რეკავდნენ. „არც მთავრობიდან ყოფილა არავინ და არც ბათუმის მერიიდან. დილის 6 საათის შემდეგ აქ ვართ. 1 მეტრო სიმაღლის წყალი იდგა მაღაზიებში“, …

ცხელ ხაზზე 40-მდე ზარი შევიდა – კოკისპირული წვიმა ბათუმში

ბათუმში წუხელ კოკისპირული წვიმის შედეგად ქალაქის ქუჩები, ეზოები, დაბალსართულიანი სახლები და სავაჭრო ობიექტები დაიტბორა. კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ყველაზე მეტად დატბორილია ბაგრატიონის, თავდადებულის და გიორგი ბრწყინვალის ქუჩები. ცხელ ხაზზე დატბორვის შესახებ 40-მდე ზარი შევიდა. „ამ წუთებში მიმდინარეობს ყველაზე პრობლემური ადგილების ამოტუმბვითი სამუშაოები. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ჯგუფები და სპეცტექნიკა, იწმინდება სანიაღვრე არხები და ცხაურები, …

კოკისპირული წვიმის შედეგად ბათუმის ქუჩები დაიტბორა | ფოტო

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის ქუჩები დღეს, 22 სექტემბერს, დაიტბორა.

ბათუმში დაიტბორა ქუჩები და ეზოები, ცხელ ხაზზე 100-ზე მეტი შეტყობინება შევიდა

ბათუმის მერიის ცნობით, ცხელ ხაზზე 100-ზე მეტი შეტყობინება შევიდა ძლიერი წვიმის შემდეგ. დაიტბორა ბათუმის ქუჩები და ეზოები. გონიო-კვარიათისა და კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულებში განვითარდა მეწყრული პროცესები. მერიის ცნობით,  დაზარალებულების მდგომარეობას შეისწავლიან და შესაბამისი დახმარება კომისიური წესით განხორციელდება. მერიის ცნობით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს „ბათუმის წყალი“, რომელიც ამოტუმბვით სამუშაოებს ახორციელებს, იწმინდება სანიაღვრე ჭები და ზღვაში გამსვლელი არხები.

ძლიერი წვიმა ბათუმში | ფოტო

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის ქუჩებში წყალი დადგა. კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ცხელ ხაზზე ამ დრომდე არ შემოსულა შეტყობინება კონკრეტული ადგილების დატბორვის შესახებ. კომპანიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ჯგუფები პრევენციის მიზნით გასული არიან ყველა ადგილზე, სადაც მოსალოდნელია დატბორვა. „უამინდობის დროს წინასწარ ვახორციელებთ ზღვაში გამსვლელი არხებისა და ჭებისა და ცხაურების გაწმენდით სამუშაოებს“ – ამბობენ „ბათუმის წყალში“.

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მაღაზიები დაიტბორა – მოვაჭრეები ზარალს ითვლიან [ფოტო]

პირველ ოქტობერს, საღამოს საათებში, ძლიერმა წვიმამ ბათუმის ქუჩები დატბორა. დაიტბორა პუშკინის ქუჩაც, სადაც ბათუმში სამშენებლო მასალების ათობით მაღაზიაა. პირველ სართულზე მდებარე მაღაზიებში წყალი შევიდა. მოვაჭრეებმა დღეს, 2 ოქტომბერს გასაყიდი სველი საქონელი ქუჩაში გამოიტანეს გასაშრობად. აქ ზარალს ითვლიან.

ძლიერი წვიმა და დატბორილი ქუჩა ბათუმში [ფოტო]

დღეს, პირველ ოქტომბერს, საღამოს, ბათუმში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ეს ფოტოები ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზეა გადაღებული. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ამ დროისათვის აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო 30-მდე გამოძახება დაფიქსირდა. სამსახურისვე ცნობით, ნალექის შედეგად არავინ დაშავებულა და გამოძახების უმეტესობა ეზოების დატბორვას ეხებოდა.  

ბათუმიდან გასასვლელ გზაზე ეტაპობრივად დაიწყო ავტომანქანების გადაადგილება – მერია

ბათუმის მერიის ცნობით, ბათუმიდან გასასვლელ გზაზე, სადაც დღეს, 23 აგვისტოს, მოძრაობა შეფერხებული იყო, ეტაპობრივად დაიწყო ტრანსპორტის გადაადგილება. რაც შეეხება ბათუმში, ჩაქვის მხრიდან შემოსასვლელ გზას, მერიის ცნობით, ამ გზაზე მსუბუქი ავტომობილები შეუფერხებლად გადაადგილდება. დღეს, 23 აგვისტოს, ბათუმში წვიმის შედეგად ქალაქის ქუჩები დაიტბორა, ამ დრომდე ქალაქში შეფერხებული იყო მოძრაობა. _________ ძლიერი წვიმა ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე  

ავტობუსები ბათუმში აბაშიძის გამზირზე – წვიმის გამო სახანძროში 44 ზარი შევიდა

ძლიერი წვიმის გამო დღეს, 23 აგვისტოს, ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ქალაქში ამ წუთებშიც [13:15სთ.] გადაუღებლად წვიმს. წყალდიდობის გამო რუსთაველის ქუჩაზე მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტი ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში ვერ გადაადგილდება. ავტობუსები პრობლემურ ადგილებს გვერდს პარალელური ქუჩებით უვლიან. ბათუმის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, 13:00 საათის მდგომარეობით მათთან 44 ზარი შევიდა. „ყველა გამოძახებაზე ვრეაგირებთ, თუმცა თუ წვიმამ არ გადაიღო, პრობლემები …

ძლიერი წვიმა ბათუმში – დაიტბორა რამდენიმე ქუჩა

ბათუმში ძლიერი ნალექის გამო რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, განსაკუთრებული პრობლემა უხვი ნალექის გამო შეიქმნა ლერმონტოვის, სელიმ ხიმშიაშვილის, შავშეთის ქუჩებზე და გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში. „სანიაღვრე არხები წინასწარ იყო გაწმენდილი და გახსნილი, მაგრამ იმ რაოდენობით ნალექი მოვიდა, რომ შეუძლებელი იყო ჭებს გაეტარებინა. მობილიზებულია ბათუმის წყლის სპეციალური ტექნიკა, სანიაღვრე ქსელის ჯგუფები და ამ წუთებში …

უხვი ნალექი და ორი მეწყერი აჭარაში – 112-ში ბათუმიდან 60-მდე გამოძახება დაფიქსირდა

30-31 ოქტომბერს აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო 112-ში 60-მდე გამოძახება დაფიქსირდა. გამოძახების უმრავლესობა ძირითადად ეზოებისა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების დატბორვას შეეხებოდა – განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. ძლიერი წვიმის გამო კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მეჯინისწყალი, რამაც ახლოს მდებარე ქუჩების დატბორვა გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილებზე მობილიზებული იყო როგორც მაშველთა, ასევე, პოლიციის …

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

26 ოქტომბერს, ღამის საათებში ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციებისა და შპს “ბათუმის წყალი” სპეცტექნიკა და მობილური ჯგუფები სანიაღვრე არხებისა და ცხაურების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ. ასევე, იწმინდება ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხები.

საგანგებო: ძლიერი წვიმის გამო ბათუმში 20 შეტყობინება დაფიქსირდა

საგანგებო სიტუაციების მამრთვის სამსახურის ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო 20 შეტყობინება დაფიქსირდა ბათუმში, სადაც წყალი ჩავიდა სარდაფებში და დაიტბორა ეზოები. ასევე, დაიტბორა ერთ-ერთი მაღაზია აბუსერიძის ქუჩაზე.  ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ძლიერი წვიმა ბათუმში [ფოტო]

დღეს, 6 სექტემბერს, დაახლოებით საღამოს 7 საათიდან ბათუმში კოკისპირულად წვიმს. ძლიერი ჭვიმის შედეგად, დაიტბორა ქალაქის ქუჩები. რამდენიმე ადგილზე შეფერხებით მოძრაობს ავტოტრანსპორტი. „ბათუმის წყალში“ ამ დროისთვის [20:15 სთ.] შესულია ზარი 30-მდე მისამართიდან, ეზოებისა და სახლების დატბორვის შესახებ. კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ბრიგადები გასულები არიან გამოძახების ადგილებზე. ძირითადად, ზარები კომპანიაში გრიბოედოვის, ლერმონტოვის, გორგილაძის, აღმაშენებლის ქუჩებიდან შევიდა. აჭარის …

ძლიერი წვიმის გამო საგანგებო სამსახურში 45 შეტყობინება შევიდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო 45 შეტყობინება დაფიქსირდა. საგანგებოს ინფორმაციით, ბათუმში, რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე სისტემამ ვერ გაატარა წყლის ძლიერი ნაკადი, რამაც გზების დატბორვა გამოიწვია. „აღნიშნული მისამართების შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურებს უკვე გადაეცა. მაშველებმა მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში იმუშავეს. გამოძახების უმრავლესობა შენობების პირველი სართულების დატბორვას ეხებოდა,“- ნათქვამია აღნიშნული …

ხელოვნური „სატუმბი სადგური“ ფრიდონ ხალვაშის გამზირზე [ფოტო]

ფრიდონ ხალვაშის გამზირი არ არის ერთადერთი გამონაკლისი ბათუმის ქუჩებს შორის, რომელიც წვიმის დროს იტბორება. ამ ქუჩაზე ინტენსიური მოძრაობა და ვაჭრობაა. 30 ივნისს ერთ-ერთმა მოქალაქემ, ტროტუარზე წყლის დონე რომ დაკლებულიყო, კუსტარული „სატუმბი სადგური“ მოაწყო. ამ „სადგურით“ გზაზე დაგუბებული წვიმის წყალი გვერდით მდებარე ნაკვეთში იტუმბებოდა.

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში ქუჩები დაიტბორა

დღეს, 28 ივნისს, ღამით, ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე გარკვეული მონაკვეთები დაიტბორა. როგორც „ბათუმის წყალში“ გვითხრეს, ამ დროის მონაცემებით [23:00] ქუჩების მასობრივი დატბორვა არ ფიქსირდება და დაიტბორა ძირითადად ის მონაკვეთები, სადაც ამჟამად სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, განსაკუთრებით – ჭავჭავაძისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთა. „მობილიზებული გვყავს მობილური ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ სანიაღვრე ჭებზე, რომ ჭებმა გამტარუნარიანობა …

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა [ფოტო]

22 აგვისტოს, საღამოს 8-9 საათზე, ძლიერი წვიმის გამო ბათუმის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.

ბათუმში 150-მდე აბონენტს შუქი არ მიეწოდება

ამ დროისთვის ბათუმში 150-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, დილის საათებში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა 500-მდე აბონენტს. „თუმცა ამ დროისთვის 150-მდე აბონენტია მხოლოდ გათიშული. დენის გათიშვა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია,“- განაცხადეს კომპანიაში. ელექტროენერგია გათიშულია ქალაქის ე.წ. ჭაობის დასახლებაში. „მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და ვფიქრობთ, პრობლემა მალე აღმოიფხვრება“.

ძლიერმა წვიმამ მაიაკოვსკის ქუჩაზე სავაჭრო ობიექტები დატბორა

ძლიერი წვიმის გამო დღეს ბათუმის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. მაიაკოვსკის ქუჩაზე წყალი სავაჭრო ობიექტებშიც შევიდა. მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ქალაქში რამდენიმე ქუჩაა დატბორილი. ბათუმში ამ წუთებშიც წვიმს. ბათუმის მერიაში დღეს 15 საათზე სპეციალური ბრიფინგია ჩანიშნული.  

Exit mobile version