სტამბის ხელმძღვანელის საქმე, რომელსაც თანამშრომელმა ძალადობის დროს ვიდეო გადაუღო

„ბოლო სასამართლო სხდომა 2023 წლის დეკემბერში ჩატარდა, ძალადობაში ბრალდებული დირექტორი ძველებურად აგრძელებს მუშაობას“, – ამბობს ადვოკატი თამილა გაბაიძე, რომელიც სასამართლოში ძალადობის მსხვერპლი ქალის, გვანცა ქველაძის ინტერესებს იცავს. გვანცა ქველაძე თბილისში მდებარე ერთ-ერთი სტამბის – „რეზონის“ ყოფილი თანამშრომელია. იგი ამბობს, რომ სტამბის დირექტორი მასზე სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობდა. მან დირექტორს შეურაცხყოფის მიყენების დროს ვიდეო გადაუღო, რაც …

„12 საათს ვმუშაობდი, ხელფასის ნაწილი არ ამინაზღაურეს“ – რას პასუხობენ ბარმენს Fanfan-ში

„ხელფასს ხელზე მიხდიდნენ, შეთანხმებული 8 საათის ნაცვლად კი 12 საათს ვმუშაობდი. როცა წამოვედი, არც ზეგანაკვეთური ამინაზღაურეს და არც დარჩენილი 14 დღის“, – ამბობს „ბათუმელებთან“ მარი მესტუმრიშვილი, რომელიც ბათუმში, კაფე Fanfan-ში ბარმენად მუშაობდა. მარი კაფეში ორთვენახევრის განმავლობაში იყო დასაქმებული, დამსაქმებელთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე. ის დამსაქმებლის მხრიდან შრომითი უფლებების დარღვევაზე საუბრობს. „ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ ვეძებდი სამსახურს. …

საქმეები სასამართლოში, როცა მოგებულიც წაგებულია

„უკვე 3 წელი იწელება ეს პროცესი. რას ნიშნავს, იურისტი არ ჰყავს აჭარის ტელევიზიას, სადაც 400 ადამიანია დასაქმებული?“ – მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს მიუბრუნდა იურისტი ანა ბერძენიშვილი მას შემდეგ, როცა 2023 წლის 26 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ სამი წლის წინ – 2020 წელს დაწყებული „თეონა ბაკურიძის საქმე“ ისევ უნდა გადადებულიყო. თეონა ბაკურიძე „აჭარის ტელევიზიის“ მთავარი საინფორმაციო …

შუახევის მერიამ და ხელვაჩაურის კულტურის ცენტრმა სასამართლო წააგეს ყოფილ თანამშრომლებთან

ხელვაჩაურის კულტურის ცენტრმა და შუახევის მერიამ წააგეს სასამართლო დავა გათავისუფლებული თანამშრომლების წინააღმდეგ. დავა შუახევის მერიის წინააღმდეგ უზენაეს სასამართლოში ვახტანგ ბერიძის სასარგებლოდ დასრულდა, მის ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იცავდა, ხელვაჩაურის კულტურის ცენტრს კი, სასამართლო ბეგლარ ცინცაძემ მოუგო. ბეგლარ ცინცაძე 2021 წლის 18 თებერვლიდან მუშაობდა „ხელვაჩაურის კულტურის და ხელოვნების ცენტრში“ ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის პოზიციაზე, 2022 წლის 10 …

„გვამუშავა და ხელფასი არ მოგვცა“ – მუშები მშენებელზე, რომელიც გონიოში კორპუსს აშენებს

„გვამუშავეს და ხელფასი არ მოგვცეს. ასაღები გვაქვს 27 ათასი ლარი, სულ 15 მუშა ვართ,“ – ამბობს ლევან კილაძე. ის გონიოში სასტუმროს მშენებლობაზე მუშაობდა. 16-სართულიან სასტუმროს გონიოში კომპანია „ლაბაუ გონიო“ აშენებს. ეს კომპანია სასტუმრო „მგზავრებსაც“ ფლობს, რომლის გვერდითაც მშენებლობა მიმდინარეობს. „ლაბაუ გონიოს“ მესაკუთრე დავით ცერცვაძეა. ის ერთ-ერთ კომპანიაში პარლამენტარ ბექა ოდიშარიასთან ერთად აქციებს ფლობს. „ჩვენ აქ …

სამსახურში აღდგენა და 30 ათასი ლარი კომპენსაცია 4 შვილის დედას – სასამართლო გადაწყვეტილება

გაერთიანებულმა პროფკავშირებმა „საქართველოს ბანკს“ სასამართლო დავა მოუგო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე თ.მ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად ცნეს „საქართველოს ბანკის“ ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. დამსაქმებელს დაევალა, მოსარჩელე მოლარე-ოპერატორი დააბრუნოს სამსახურში და მისცეს კომპენსაცია. „საქართველოს ბანკს“ დაეკისრა ასევე იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაც მოსარჩელის გათავისუფლების დღიდან (2018 წლის 17 აპრილიდან) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების …

„იალჩინმარკეტის“ ყოფილი მენეჯერი: ხელფასების 40%-ით ჩამოკლება უნდოდათ

სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას „იალჩინმარკეტის“ ერთ-ერთი ყოფილი მენეჯერი – ემზარ ქათამაძე სასამართლოში ითხოვს. იგი პანდემიის პირობებში, 9 მაისს, გაუშვეს სამსახურიდან. ემზარ ქათამაძის მტკიცებით, მას თანამშრომლებისთვის ხელფასის 40 პროცენტით შემცირებას სთხოვდნენ. „…ჩემი მუშაობის მთელი 4 წლის პერიოდში არასოდეს ყოფილა კომპანიაში შემოსავლის ასეთი მაღალი მაჩვენებელი და შესაბამისად, მოგებაც, როგორც პანდემიისას, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც გადაწყვიტეს თანამშრომლების …

„მე არც წყენა მინდა და არც შუაში დარჩენა“ – სამსახურიდან წასულმა სასამართლო დავა მოიგო

პანდემიის დროს, 7 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში შრომითი დავა ერთ-ერთმა მოქალაქემ მოიგო, რომელიც კერძო კომპანიაში გაყიდვების მენეჯერად მუშაობდა. გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე ყოფილ დასაქმებულს დირექტორთან უთანხმოება თანამშრომლებისთვის გასაცემი ბონუსების საკითხზე ჰქონდა. კამათის შემდეგ ყოფილმა მენეჯერმა დირექტორს მისწერა: ,,ამ საუბრის შემდეგ მუშაობის გაგრძელება აღარ მინდა, აპრილის ბოლოსთვის სამსახურიდან წასვლას ვფიქრობ. ხვალ აღნიშნულთან დაკავშირებით ბატონ ი–ნს ინფორმაციას …

„ეს ბოტების სკანდალსაც უკავშირდება“ – აჭარის მთავრობიდან IT სპეციალისტი გაუშვეს

„სამსახურიდან გამოშვება უკავშირდება ბოტების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს, ასევე „ქართული ოცნების“ შიგნით კონკრეტულ პირებს შორის დაპირისპირებას,“ – ამბობს ბერდია ბერიძე. იგი ბოლო 7 წლის განმავლობაში აჭარის მთავრობის აპარატში IT სპეციალისტად მუშაობდა. ბერდიას შრომითი ხელშეკრულება 31 მარტს შეუწყვიტეს. ბერდია ბერიძისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანებაში წერია, რომ იგი სამსახურში 6 მარტს არ გამოცხადდა, ერთი დღით გამოუცხადებლობა კი მისი …

მკერავების აქცია: გადავკეტავთ ბათუმი-სარფის გზას

ხელვაჩაურში, ახალსოფლის დასახლებაში, მკერავები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი სამკერვალო ფაბრიკის ხელმძღვანელებისგან ბოლო სამი თვის ხელფასის ანაზღაურებას ითხოვენ. სამკერვალო ფაბრიკა ხელვაჩაურში რამდენიმე დღის წინ დაიხურა. იგი თურქეთის მოქალაქეს ეკუთვნის, რომელიც ფაბრიკის თანამშრომლებს ამ დრომდე არ შეხვედრია. „ისინი მთავრობას სთხოვენ რეაგირებას. თუ არც ხელისუფლება მიაქცევს ყურადღებას ამ ადამიანებს, მკერავები ბათუმი-სარფის გზას გადაკეტავენ,“ – ამბობს ორგანიზაცია „ადამიანის უფლებებისთვის“ …

„აჭარის ტელევიზიის“ კამერა ქორწილში – მხარეთა არგუმენტები სასამართლოში

„ეს ვიდეოკამერა ნათია კაპანაძეს ან ვინმეს კი არ ეკუთვნის, ვინც ტელევიზიაში მუშაობს, არამედ ეს არის ქართველი ხალხის საკუთრება. ამიტომაც უჭირს ქართველ ხალხს სახელმწიფოს აშენება, რომ არსებობს დამოკიდებულება: რა უჭირს, სახელმწიფო ქონებაა და გამოვიყენებ, გადავიღებ ქორწილს, რა მოხდა მერე…“ – აღნიშნა დღევანდელ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ნათია წკეპლაძემ, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის …

ბათუმის ზოოკუთხის ყოფილმა უფროსმა სასამართლო დავა მოიგო

ბათუმის ზოოკუთხის განყოფილების ხელმძღვანელის – ამირან მურვანიძის საჩივარი მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ სრულად დააკმაყოფილა. ამირან მურვანიძე ბათუმის „ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს“ წინააღმდეგ დავობდა, საიდანაც იგი გასული წლის აპრილში გაათავისუფლეს. სასამართლომ მერიას დაქვემდებარებულ უწყებას გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენა, ასევე განაცთურის ანაზღაურება დააკისრა, რაც ამ დროისთვის უკვე 11 ათას ლარს შეადგენს. „გათავისუფლების მიზეზში მითითებული იყო მხოლოდ არასაკმარისი კვალიფიკაცია, …

„აჭარის ტელევიზიის“ კამერა ქორწილში და სარჩელი ტელევიზიის დირექტორის წინააღმდეგ

„აჭარის ტელევიზიის“ მმართველთა საბჭოს უკვე ყოფილი წევრი, ირაკლი ბარამიძე ტელევიზიის დირექტორის წინააღმდეგ სასამართლო დავას აპირებს. მიზეზი გათავისუფლების ბრძანებაა, რომელსაც ნათია კაპანაძემ ხელი უკვე მოაწერა. ირაკლი ბარამიძე ამბობს, რომ დირექტორი მას განცხადების დაწერას აიძულებდა. გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე, „აჭარის ტელევიზიის“ ოპერატორმა ტელევიზიის სტიკერიანი ვიდეო კამერით ერთ-ერთ ქორწილი გადაიღო, რაც გახდა ირაკლი ბარამიძის გათავისუფლების საფუძველი. „იმ დღეს …

კაზინოს წინააღმდეგ მოქალაქემ სასამართლოში შრომითი დავა მოიგო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკრაინის მოქალაქის პეტრო განჯას სარჩელი დააკმაყოფილა. ადვოკატის, ლელა ბჟალავას ინფორმაციით, დაკმაყოფლდა: ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე სამუშაოზე აღდგენა და  განაცდურის ანაზღაურება. ეს იყო შრომითი დავა შპს „ლიმონი 2009“-ის წინაღმდეგ, რომლის მფლობელობაშიცაა კაზინო „ივერია“ და იგი მდებარეობს სასტუმრო „რედისონში“.  პეტრო განჯასთან კაზინოს ადმინისტრაციას ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა 2019 წლამდე, მაგრამ იგი მიმდინარე წლის თებერვალში შეწყდა. …

კაზინოს ყოფილი თანამშრომლის საქმე სასამართლოში

პეტრო განჯა სასამართლოში კაზინო „რედისონ ივერიას“ ედავება. ის სამსახურში აღდგენას და განაცდური ხელფასის სრულ ანაზღაურებას მოითხოვს. მასთან კაზინოს ადმინისტრაციას ხელშეკრულება 2019 წლამდე ჰქონდა გაფორმებული, თუმცა იგი მიმდინარე წლის თებერვალში შეწყდა. ადმინისტრაციის განმარტებით, პეტრო განჯა გათავისუფლებამდე ერთი კვირის განმავლობაში უმიზეზოდ არ გამოცხადდა სამსახურში. პეტრო განჯას თქმით კი, კაზინოს ადმინისტრაციამ მას 27 იანვარს უთხრა, რომ სამსახურში აღარ …

Exit mobile version