უცხოეთიდან საქართველოში 318.7 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა – ფულადი გზავნილები ოქტომბერში

უცხოეთიდან საქართველოში 2025 წლის ოქტომბერში 318.71 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა [დაახლოებით 865.6 მილიონი ლარი]. საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] ინფორმაციით, 2025 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 13.4%-ით [37.6 მილიონი აშშ დოლარით] მეტია 2024 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. „უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.4 პროცენტი იმ 26 უმსხვილეს პარტნიორ  ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ოქტომბერში …

ყველაზე მეტი თანხა საქართველოში აშშ-დან და იტალიიდან გადმოირიცხა – აპრილის სტატისტიკა

2025 წლის აპრილში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადმოირიცხა. შემდეგ ადგილებზეა: იტალია, რუსეთი, გერმანია, საბერძნეთი და სხვა ქვეყნები. ფულადი გზავნილების შესახებ სტატისტიკას საქართველოს ეროვნული ბანკი [სებ] აქვეყნებს. სებ-ის ინფორმაციით, 2025 წლის აპრილში: აშშ-დან საქართველოში გადმოირიცხა 53 987 300 აშშ დოლარი, რაც 7,6 მილიონი დოლარით მეტია 2024 წლის აპრილში ჩამორიცხულ თანხასთან შედარებით; იტალიიდან საქართველოში …

თუ სანქციები ამოქმედდა, შესაძლოა ოჯახებს ფული ვეღარ გამოვუგზავნოთ – ემიგრანტი გერმანიიდან

ჯული ფიჩხაია დევნილია აფხაზეთიდან, თუმცა ახლა ემიგრანტია გერმანიაში და საქართველოში დარჩენილ ოჯახს ასე არჩენს. ფინანსურად ეხმარება ნათესავებსაც. „ბათუმელებთან“ ჯული ფიჩხაია იმ საფრთხეებზე დარდობს, რაც შესაძლოა მოჰყვეს რუსული კანონის მიღებას საქართველოში. იმ შემთხვევაში თუ დასავლეთი სანქციებს აამოქმედებს, შესაძლოა საქართველოში ევროპის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილებიც შეიზღუდოს.  ემიგრაციიდან საქართველოში მილიონობით ფულადი გზავნილები შემოდის წელიწადში და ამ გზავნილების შეჩერება არა მარტო …

რუსეთიდან ფულადი გზავნილები 65%-ით შემცირდა

რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 2023 წლის სექტემბერში 65.81 %-ით შემცირდა. ფულადი გზავნილების შესახებ სტატისტიკურ მონაცემს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. სექტემბერში, რუსეთიდან საქართველოში 59.47 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს. რუსეთიდან ფულადი გზავნილების შემცირება 2023 წლის მაისიდან დაიწყო: მაისში რუსეთიდან საქართველოში 157.44 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს, ეს 49%-იანი კლებაა საერთო მოცულობის წლიურ მაჩვენებელში. კლება დაფიქსირდა 2023 წლის ივნისშიც – …

რუსეთიდან 73.82 მლნ დოლარამდე შემცირდა საქართველოში ფულადი გზავნილები

რუსეთიდან ფულადი გზავნილები 2023 წლის ივლისშიც შემცირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივლისში რუსეთიდან საქართველოში 73.82 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს, რაც წლიური ტემპის მაჩვენებელში 26%-იანი კლებაა. ზაფხულის სეზონის დადგომამდე კი, რუსეთიდან ფულადი გზავნილების მკვეთრი ზრდა ფიქსირდებოდა საქართველოში. მაგალითად, 2023 წლის იანვარში რუსეთიდან საქართველოში 267.62 მლნ აშშ დოლარი დარიცხეს, რაც წლიური მაჩვენებლით 1095 %-იანი ზრდაა. საქართველოს ხელისუფლების …

რუსეთიდან ფულადი გზავნილები 50 %-ით შემცირდა – ნახეთ, საიდან გაიზარდა ფულის გამოგზავნა

რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 2023 წლის მაისში შემცირდა – რუსეთიდან სულ 154,72 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს. ეს 50 %-იანი კლებაა „ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპის“ მიხედვით. განახლებულ მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. 2023 წლის აპრილში რუსეთიდან საქართველოში 159 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს [ზრდა 19 %], მარტში – 223 მლნ აშშ დოლარი [ზრდა 727%], თებერვალში – …

რუსეთიდან ფულადი გზავნილები საქართველოში ისევ შემცირდა

რუსეთიდან ფულადი გზავნილების რაოდენობა ისევ შემცირდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, რუსეთიდან საქართველოში ივლისში 100.59 მილიონი აშშ დოლარი გამოგზავნეს, რაც 150 %-იანი წლიური ზრდაა. თუმცა ივნისში კი, ეს მაჩვენებელი იყო 492 %-ით გაზრდილი [231.44 მლნ აშშ დოლარი]. ასევე, მაისში ყველაზე მეტად გაიზარდა რუსეთიდან ფულადი გზავნილების რაოდენობა 888 %-ით [313.9 მლნ აშშ დოლარი], აპრილში კი, 300 %-ით …

რუსეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა – ნახეთ საიდან გაიზარდა ფულის გამოგზავნა საქართველოში

რუსეთიდან საქართველოში ივნისში 231.44 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს. ეს 492 %-ით მაღალი წლიური მაჩვენებელია, თუმცა მაისის თვესთან შედარებით რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების რაოდენობამ იკლო – მაისში რუსეთიდან 313.9 მილიონი აშშ დოლარი ჩარიცხეს და წლიური 888 % ზრდა დაფიქსირდა. ივლისის მონაცემი ეროვნულ ბანკს ჯერ არ განუახლებია. აპრილში რუსეთიდან საქართველოში 132.9 მილიონი აშშ დოლარი ჩარიცხეს, მარტში – …

მაისში რუსეთიდან 313 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს საქართველოში

ფულადი გზავნილები რუსეთიდან უკვე 888 პროცენტით გაიზარდა. 2022 წლის მაისში რუსეთიდან საქართველოში 313.90 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს, რაც „ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპის“ მიხედვით 888-პროცენტიანი ზრდაა. ფულად გზავნილებზე სტატისტიკურ მონაცემს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. ივნისის მონაცემები ჯერ არ განახლებულა. აპრილში რუსეთიდან საქართველოში გზავნილები დაახლოებით 300 პროცენტით გაიზარდა – აპრილში რუსეთიდან საქართველოში 132.98 მლნ აშშ დოლარი ჩარიცხეს, …

რატომ გაიზარდა რუსეთიდან 300 პროცენტით ფულადი გზავნილები – ინტერვიუ

რუსეთიდან საქართველოში აპრილში გადმორიცხულმა ფულადმა გზავნილებმა 132.98 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი, „ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპის“ მიხედვით, დაახლოებით 300 პროცენტით არის გაზრდილი. მიუხედავად ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულება მცირდება და ის კიდევ უფრო მეტად შემცირდება. „ბათუმელებთან“ ინტერვიუში ეკონომისტი საუბრობს, თუ რა გახდა რუსეთიდან ფულადი …

300%-ით გაიზარდა რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები

რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები წლიურად 298 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, აპრილში, საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან ფულადი გზავნილები ჯამში 308.1 მილიონ აშშ დოლარამდე [944.8 მილიონი ლარი] გაიზარდა, რაც 114.1 მილიონი აშშ დოლარით [58 პროცენტი] მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რუსეთიდან საქართველოში აპრილში გადმორიცხულმა ფულადმა გზავნილებმა კი 132.98 მილიონი …

უცხოეთიდან საქართველოში 229.5 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა დეკემბერში

საქართველოს ეროვნული ბანკის[სებ] მონაცემებით, 2021 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 229.5 მლნ აშშ დოლარი [711.1 მლნ ლარი] შეადგინა, რაც 14.9%-ით [29.8 მლნ აშშ დოლარით] მეტია 2020 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე. სების ინფორმაციით დეკემბერში ყველაზე მეტი თანხა ჩამოირიცხა ევროკავშირის ქვეყნებიდან – ჯამში 90.3 მილიონი აშშ დოლარი. რაც შეეხება ცალკეულ ქვეყნებს, ამ შემთხვევაში ყველაზე …

მაისში ყველაზე მეტი თანხა საქართველოში იტალიიდან ჩამოირიცხა

იტალიიდან საქართველოში 2021 წლის მაისში 31,93 მილიონი აშშ დოლარი ჩამოირიცხა. ეს ყველაზე მეტია ამ თვეში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამორიცხულ თანხას შორის. მარტსა და აპრილში გადმორიცხული თანხის ოდენობით ქვეყნებს შორის რუსეთი ლიდერობდა, თუმცა მაისში რუსეთიდან 184,1 ათასი აშშ დოლარით ნაკლები გადმოირიცხა, ვიდრე იტალიიდან. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში გადმორიცხული თანხის ოდენობით ქვეყნებს შორის იტალია ლიდერობდა: საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, …

სექტემბერში უცხოეთიდან 192.7 მლნ აშშ დოლარი ჩამოირიცხა საქართველოში

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის სექტემბერში უცხოეთიდან ქვეყანაში 192.7 მლნ აშშ დოლარი [611.4 მლნ ლარი] ჩამოირიცხა, რაც 43 მლნ აშშ დოლარით მეტია 2019 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. „უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.7% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში …

ფინკა ბანკში ფულადი გზავნილები ოქტომბერშიც მომგებიანია

ფინკა ბანკი მომხმარებელებს მომგებიან ოქტომბერს სთავაზობს – მიიღეთ ან გააგზავნეთ საერთაშორისო ფულადი გზავნილები და დასაჩუქრდით ფულადი პრიზით. აქციის პირობები მარტივია: ვინც 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით ყველაზე მეტი მოცულობის ფულად გზავნილს განახორციელებს, თვის ბოლოს 50 ლარს მიიღებს. აქციას 36 გამარჯვებული ეყოლება – ფინკა ბანკის ყოველი სერვის ცენტრი თავის ყველაზე აქტიურ მომხმარებელს გამოავლენს. ჩაერთეთ, იაქტიურეთ და …

ფინკა ბანკში 15 ივნისიდან ფულადი გზავნილების ახალი აქცია დაიწყო

ფინკა ბანკში ფულადი გზავნილების აქცია ბრუნდება. მომხმარებლებს საშუალება აქვთ 15 ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით ყველანაირი ზედმეტი რიგისა და ლოდინის გარეშე, მარტივად განახორციელონ გზავნილი* და ყოველთვე მიიღონ 10, 20, 30, 40, 50 ლარიანი „ქეშბექი“. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის –  ამ სამთვიანი აქციის დასასრულს ბანკი 36 სერვის ცენტრიდან გამოავლენს 36 ყველაზე აქტიურ მომხმარებელს  და საჩუქრად 100 …

ფინკა ბანკში 2020 წლის ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო

ფინკა ბანკში 2020 წლის ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო. ყოველ თვე 100 ყველაზე აქტიური მომხმარებელი, ვინც თვის ჭრილში ყველაზე მეტი მოცულობის გზავნილი მიიღო/გააგზავნა,ს აჩუქრად 20, 30, 50 და 100 ლარს მიიღებს. 5 თებერვლიდან 5 მაისამდე პერიოდში ვინც ფინკა ბანკში მიიღებს ან/და გააგზავნის საერთაშორისო ფულად გზავნილს ის ავტომატურად ჩაერთვება გზავნილების აქციაში და მიიღებს დამატებით საჩუქრებს: უფასო ტელეფონ-ბანკს, მულტი-სავალუტო …

სექტემბერში უცხოეთიდან საქართველოში 150 მილიონამდე აშშ დოლარი ჩამოირიცხა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 149,8 მლნ აშშ დოლარი [444.0 მლნ ლარი] შეადგინა, რაც 13,9%-ით [18,3 მლნ აშშ დოლარით] მეტია 2018 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის მონაცემებით ყველაზე მეტი თანხა საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოირიცხა [56,91 მილიონი აშშ დოლარი]. ქვეყნების მიხედვით კი, ამ კუთხით, ლიდერობენ: რუსეთი, იტალია, …

ფინკა ბანკის ფულადი გზავნილების აქციის დასრულებამდე 3 თვე დარჩა

ფინკა ბანკში ფულადი გზავნილების აქცია უკვე მერვე თვეა, რაც მიმდინარეობს. ყველაზე აქტიური მომხმარებლები საჩუქრად სასაუბრო დროსა და დეპოზიტებს იღებენ. აქციის ფარგლებში უკვე 700 მომხმარებელს დაერიცხა 5 ლარიანი სასაუბრო დრო, ხოლო ყველაზე აქტიურ 20 მომხმარებელს ბანკმა 100 ლარიანი დეპოზიტი გადასცა. აქციის მთავარი პრიზი 500 ლარიანი დეპოზიტია, რომელთა იღბლიანი მფლობელებიც წლის ბოლოს გამოვლინდებიან. საბოლოო საჩუქარს წლის განმავლობაში …

ივნისში საქართველოში უცხოეთიდან 143,6 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის ივნისში საქართველოში უცხოეთიდან 143,6 მილიონი აშშ დოლარი [398,8 ლარი] გადმოირიცხა, რაც, გასული წლის ივნისის მაჩვენებელთან შედარებით 6,3%-ით [8,5 აშშ დოლარით] მეტია. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2019 წლის ივნისში ევროკავშირის ქვეყნებიდან გაცილებით მეტი თანხა გადმოირიცხა საქართველოში, ვიდრე რუსეთიდან. შესაბამისად – 56,78 მილიონი აშშ დოლარი და 34,78 მილიონი აშშ …

უცხოეთიდან ფულადი გზავნილები საქართველოში მილიარდ დოლარზე მეტია – 2018 წელი

2018 წლის განმავლობაში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით $ 1 579 მილიარდი შემოვიდა, 2017-ში $ 1.379 მილიარდი. ყველაზე დიდი რაოდენობის ფულადი გზავნილი გასულ წელს, ისევე როგორც წინა წლებში, რუსეთიდან შემივიდა. ქვეყნების პირველი ექვსეული, საიდანაც ყველაზე დიდი რაოდენიბით იგზავნება საქართველოში ფული, ასე გამოიყურება: ფულადი გზავნილების დიდი წილი, საქართველოდან წასული ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი თნხებია. ზოგიერთ სახელმწიფოში ემიგრანტების მიერ გადმორიცხული …

უცხოეთიდან საქართველოში თებერვალში 125.5 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა 

2019 წლის თებერვალში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 125.5 მლნ აშშ დოლარი [332.9 მლნ ლარი] შეადგინა, რაც 10.2 პროცენტით [11.6 მლნ აშშ დოლარით] მეტია 2018 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის თებერვალში ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი თანხა საქართველოში რუსეთიდან გადმოირიცხა – 31.62 მლნ აშშ დოლარი [მთლიანი გზავნილების 25.2%, რაც 4.05%-ით …

ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ფულადი გზავნილების რაოდენობა გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ფულადი გზავნილების რაოდენობა, 2019 წლის იანვარში, 2018 წლის იანვართან შედარებით, 4,76 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და 39,04 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ფულადი გზავნილები თითქმის 3 მილიონი დოლარით შემცირდა თურქეთიდან – 5,92 მილიონი 8 მილიონის ნაცვლად. გზავნილების რაოდენობა მიმდინარე წლის იანვარში გასული წლის იანვართან შედარებით თითქმის 5 მილიონი დოლარით …

ექვსი თვის ფულადი გზავნილები აჭარაში: პირველ ადგილზეა რუსეთი, მეორეზე – თურქეთი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან მიღებული მონაცემებით, აჭარაში უცხოეთის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების რაოდენობით წელს პირველ ადგილზე რუსეთია. რუსეთიდან აჭარაში, მიმდინარე წლის 6 თვეში 4,4 მილიონი აშშ დოლარით მეტი [32,1 მილიონი დოლარი] გადმოირიცხა, ვიდრე თურქეთიდან [27,7 მილიონი დოლარი]. მთლიანობაში, 2018 წლის 6 თვეში, აჭარაში საშუამავლო ბანკებისა და ელექტრონული ანგარიშსწორების მიხედვით, უცხოეთის ქვეყნებიდან ჩამოირიცხა 198 მილიონ 700 ათასი …

დაიბეგრება თუ არა ფულადი გზავნილები უცხოეთიდან – ცვლილება კანონში

„მეგობრებო, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შედის ცვლილება, რაც ემიგრანტებს დაავალდებულებს აღრიცხონ გზავნილი თანხები და თავისთავად დაბეგრავენ. ყველას ჩაუსხდნენ ჯიბეში. ეს კანონი 18 ივლისიდან ამოქმედდება“, – წერს ერთ-ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელ ფეისბუქში შექმნილ ჯგუფში – „ქართველები ამერიკაში“. ემიგრანტების ჯგუფებში გავრცელებული ინფორმაციით, „ფული, რომელსაც საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები საქართველოში აგზავნიან, დაიბეგრება, ხოლო ფულის გამომგზავნმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია“. სინამდვილეში საქმე …

ფულადი გზავნილები საქართველოში [ინფოგრაფიკა]

2017 წლის განმავლობაში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით $1.379 მილიარდი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 20%-ით მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ფულადი გზავნილების ძირითად წყაროდ, საქართველოდან ემიგრირებული მოქალაქეების ფულადი გზავნილები მიიჩნევა. საქსტატის ბოლო მონაცემებით [2014-2016 წწ.], ემიგრანტთა ნაკადი საქართველოდან იზრდება. 2014 წელს მათი რაოდენობა 88, 704 იყო, რომელთა შორის 69 855 საქართველოს მოქალაქე …

რუსეთი, იტალია, საბერძნეთი, აშშ – საიდან გადმოირიცხა ყველაზე მეტი ფული საქართველოში

საქართველოს ეროვნული ბანკის [სები] ინფორმაციით, 2017 წლის სექტემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 124.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 306.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.2 პროცენტით [24.2 მლნ აშშ დოლარით] მეტია 2016 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. სების მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტი ფული რუსეთიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან და აშშ-დან გადმოირიცხა. შემდეგ მოდის: ისრაელი, თურქეთი, გერმანია და სხვა ქვეყნები: …

ყველაზე მეტი ფული საქართველოში რუსეთიდან გადმოირიცხა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის ივნისში ყველაზე მეტი ფული საქართველოში რუსეთიდან გადმოირიცხა 34,4 მილიონი აშშ დოლარი. აღნიშნულ თვეში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ მთლიანობაში 117.7 მლნ აშშ დოლარი [283.9 მლნ ლარი] შეადგინა, რაც 17.1 პროცენტით [17.2 მლნ აშშ დოლარით] მეტია 2016 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.9 პროცენტი იმ …

საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან, აშშ-დან და საბერძნეთიდან შემოვიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 105.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 255.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 11.6 პროცენტით (11 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.8 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 …

Exit mobile version