ქალაქ ბორჯომში, „ოცნების“ მთავრობის განკარგულებით, 4,9 ჰექტარ მიწის ნაკვეთს შეუწყდა ტყის სტატუსი და მას პირობებიან აუქციონზე გაყიდიან. საწყისი გასაყიდი ფასი 3,94 მილიონი ლარი იქნება. მომავალმა მესაკუთრემ აქ „გამაჯანსაღებელ-დასასვენებელი კომპლექსი“ უნდა შექმნას. „განხორციელდეს სახელმწიფო ტყის საზღვრის კორექტირება და სახელმწიფო ტყის სტატუსი შეუწყდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ბორჯომში, „პლატოზე“ მდებარე 49 246.00 კვ/მ არასასოფლო-სამეურწეო [სახელმწიფო ტყის ფონდი] დანიშნულების …
Tag Archives: ტყე
ბილეთით ტყეში შეშის მოჭრა 2026 წლამდე იქნება შესაძლებელი – ახალი ცვლილება
ტყეში შეშის მოჭრა სპეციალური ბილეთის საფუძველზე 2023 წლიდან უნდა აკრძალულიყო, თუმცა, პარლამენტმა დაამტკიცა ახალი ცვლილება, რომლის მიხედვითაც შეშის მოჭრა ბილეთის საფუძველზე 2026 წლამდეა დაშვებული. „ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით, საშეშე მერქნის მოპოვების უფლების ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე გაცემა დასაშვებია 2026 წლის 1-ელ იანვრამდე“, – აღნიშნულია კანონში, რომელიც 2022 წლის 13 დეკემბერს ამოქმედდა. საქართველოს მთავრობას …
Continue reading “ბილეთით ტყეში შეშის მოჭრა 2026 წლამდე იქნება შესაძლებელი – ახალი ცვლილება”
ამობეჭდილი ათასობით ფურცელი ოფისებიდან ნაგავსაყარზე – ვინ არ უფრთხილდება რესურსს
ერთი ტონა გადაუმუშავებელი საოფისე ქაღალდის წარმოებისთვის 24 ხის მოჭრაა საჭირო. გარდა ამისა, ფურცლის წარმოება ძალიან დიდი რაოდენობით წყლისა და ელექტროენერგიის რესურსს მოითხოვს. მიუხედავად ამისა, დღემდე მსოფლიოში 300-400 მილიონ მეტრულ ტონა ფურცელს აწარმოებენ ყოველწლიურად, აქედან დაახლოებით 85 ტონა საბეჭდი/საწერი ქაღალდია. „2015-2019 წლებში ჩვენ გავაკეთეთ მორფოლოგიური კვლევა ბათუმში ნაგავსაყრელზე – მთლიან ნარჩენის 8-9 პროცენტი, ანუ 5300-5500 ტონაა ქაღალდი …
Continue reading “ამობეჭდილი ათასობით ფურცელი ოფისებიდან ნაგავსაყარზე – ვინ არ უფრთხილდება რესურსს”
ნებისმიერს გადმოგეცემათ სასურველი ტყე – მინისტრი პრემიერის ცოლისთვის ტყის მიცემაზე
„დღეს, თითოეულ თქვენგანს, ვინც აქ ესწრებით პრესკონფერენციას, შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნულ სატყეო სააგენტოს და მე თქვენ გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენთვის სასურველი ტყის ობიექტი, სათანადო პასუხისმგებლობის ფარგლებში, თქვენ გადმოგცენ, ასევე საიჯარო ვალდებულებებით“, – უთხრა დღეს, 31 იანვარს, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს. ჟურნალისტებმა დღეს დავითაშვილს ჰკითხეს, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლისთვის ბაკურიანში ტყის გადაცემაზე. მინისტრის …
ეკლესიას ტყეების საკუთრებაში გადაცემა ჯერ არ მოუთხოვია – სამინისტრო
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კანონით უფლება აქვს ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ მოითხოვოს ტყის საკუთრებაში გადაცემა – თითოეულ შემთხვევაში არაუმეტეს 20 ჰექტარი. ეკლესიას საკუთრებაში ტყეს საქართველოს მთავრობა გადასცემს – ეკლესიის შესაბამისი განაცხადისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე. სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 31 იანვრის მდგომარეობით ზემოაღნიშნული წესით ეკლესიისთვის ტყის ფართობების გადაცემა არ მომხდარა. „ამ ეტაპზე სამინისტროს …
Continue reading “ეკლესიას ტყეების საკუთრებაში გადაცემა ჯერ არ მოუთხოვია – სამინისტრო”
საპატრიარქოს ტყეები 2021 წლამდე არსებულ ეკლესიებთან გადაეცემა – ცვლილება კანონში
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შესაძლოა გადაეცეს ტყეები, რომლებიც 2021 წლამდე არსებული ეკლესია-მონასტრების მიმდებარედაა – ასეთი ჩანაწერი სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში ორი დღის წინ, 24 დეკემბერს გაჩნდა. პარლამენტმა შესაბამისი კანონი 2021 წლის 15 დეკემბერს მიიღო. ეკლესიისთვის ტყის საკუთრებაში გადაცემაზე საუბარი 2020 წელს დაიწყო და პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებებიც იმავე წელს დაამტკიცა. ცვლილება, ცალკეულ ეკლესია-მონასტერთან, თითოეულ შემთხვევაში, არაუმეტეს …
Continue reading “საპატრიარქოს ტყეები 2021 წლამდე არსებულ ეკლესიებთან გადაეცემა – ცვლილება კანონში”
რამდენი შეშა ეკუთვნის ოჯახს და რა ფასი დაადგინა მთავრობამ – ტყით სარგებლობის წესი ამოქმედდა
საქართველოს მთავრობამ შეშის ფასი დაადგინა. 1 კუბური მეტრი შეშა, ტრანსპორტირების ჩათვლით, 85-90 ლარი ეღირება, ხოლო ტრანსპორტირების გარეშე – 70-75 ლარი. ტყით სარგებლობის ახალი წესი 2021 წლის 21 მაისიდან ამოქმედდა. მოსახლეობა ამ ფასად შეშას მხოლოდ საქმიან ეზოებში იყიდის. 2023 წლამდე ერთდროულად იქნება დასაშვები როგორც შეშის მოჭრა ბილეთით, ასევე შეშის ყიდვა სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. 2023 წლიდან კი …
დაიბეგრებით, თუ ტყეში მოცვს, მაყვალს, მარწყვს კომერციული მიზნით შეაგროვებთ – ახალი წესი
ტყეში კენკროვანების და სხვა არამერქნული რესურსის კომერციული მიზნით შეგროვება უკვე დაშვებულია. ნებისმიერ მეწარმეს შეუძლია სარეალიზაციოდ შეაგროვოს ეს რესურსი, რისთვისაც კონკრეტულ მოსაკრებელს გადაიხდის. რაც შეეხება მოქალაქეებს/ფიზიკურ პირებს, მათ ასეთი რესურსის შეგროვებას როგორც აქამდე, მომავალშიც ყოველგვარი ნებართვისა და ფასის გადახდის გარეშე შეძლებენ. საუბარია, მაგალითად, მოცვზე, მაყვალზე, ტყის მარწყვზე, ასკილზე, ეკალაზე, სოკოზე და ა.შ. „ტყის ანუ სახელმწიფო რესურსის …
სოფლის მცხოვრებლები ტყეში შეშას ვეღარ მოჭრიან, ეს წესი 2023 წლიდან შედის ძალაში
მთავრობამ დღეს, 10 მაისს, ახალი „ტყითსარგებლობის წესი“ მიიღო, რომლის მიხედვითაც, „საშეშე და სამასალე მერქანის დამზადებას მხოლოდ ტყის მართვის ორგანოები უზრუნველყოფენ, დაახარისხებენ და განათავსებენ დასაწყობების ადგილებზე, ე.წ. „საქმიან ეზოებში“, რომლებიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს“, – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ახალი წესი თანხვედრაშია ტყის კოდექსთან, რომლის მიხედვითაც მოსახლეობა 2023 წლიდან შეშას …
Continue reading “სოფლის მცხოვრებლები ტყეში შეშას ვეღარ მოჭრიან, ეს წესი 2023 წლიდან შედის ძალაში”
გომის მთისა და ბახმაროს ტყეებში ეროვნული პარკის დაარსება იგეგმება
დაცული ტერიტორიების სააგენტო, გურიაში ეროვნული პარკის დაარსებისთვის საჭირო კვლევებს იწყებს. სააგენტოს ინფორმაციით, ეროვნული პარკის დაარსება ბახმაროსა და გომის მთის მიმდებარედ არსებულ დაუსახლებელ (ტყიან) ტერიტორიებზე იგეგმება. სააგენტოს ცნობით, გურიის ეროვნული პარკის დაარსების მიზანი გურიის მთიანი ლანდშაფტის უნიკალური ბუნების დაცვა და შენარჩუნებაა და ეროვნული პარკის დაარსებაც დაახლოებით გომის მთის დაუსახლებელ ტერიტორიაზე იგეგმება. “საუბარია ბახმაროს აქეთ, ტყეები რაც …
Continue reading “გომის მთისა და ბახმაროს ტყეებში ეროვნული პარკის დაარსება იგეგმება”
4 ეკლესიის მაგალითზე რომელ ტყეებს მიიღებს საპატრიარქო აჭარაში – კანონპროექტი
პარლამენტში ინიცირებული „ტყის კოდექსის“ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას [საპატრიარქოს] ექნება შესაძლებლობა ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ საკუთრებაში 20 ჰექტარი ტყე დაირეგისტრიროს. კანონპროექტს, რომლითაც საპატრიარქოსთვის ტყის საკუთრებაში გადაცემა ხდება შესაძლებელი, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დღეს, 20 მაისს, დაუჭირა. კანონპროექტი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. იმის საილუსტრაციოდ, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, თუ რა ფართობის ტყის საკუთრებაში მიღება შეუძლია …
Continue reading “4 ეკლესიის მაგალითზე რომელ ტყეებს მიიღებს საპატრიარქო აჭარაში – კანონპროექტი”