„თუ სიტყვის თავისუფლება შეწყდება, აზროვნება საიდან დაიბადება?“ – მასწავლებელი

გაეროს ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც ახალგაზრდების უნარებსა და კომპეტენციებს იკვლევდა, ნათქვამია, რომ ქართველი მოზარდები აწყდებიან მნიშვნელოვან გამოწვევებს წიგნიერებაში. „განსაკუთრებით უჭირთ თავიანთი აზრების მკაფიოდ გამოხატვა, წერა და კრიტიკული აზროვნება“ – ვკითხულობთ კვლევის მთავარ მიგნებებში. იგივე შეფასებას დებდნენ წლების წინ სხვა, საერთაშორისო ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციებიც. რა ახდენს გავლენას მოზარდებზე და რა გარემოებები უშლის ხელს მათში თავისუფალი აზროვნების …

„მზია ამაღლობელი პირველი ქალი სინდისის პატიმარი ჟურნალისტია საქართველოში“ – განცხადება

ჟურნალისტები, რედაქტორები და მედიამენეჯერები მზია ამაღლობლის დაპატიმრებასა და საქართველოში არსებულ საშიშ მედიაგარემოზე განცხადებას ავრცელებენ. განცხადებას ხელს 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი აწერს. „ონლაინ გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მენეჯერი მზია ამაღლობელი პირველი ქალი სინდისის პატიმარი ჟურნალისტია საქართველოში. მზია ამაღლობელი რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის მიუღებელი მიუკერძოებელი ჟურნალისტური საქმიანობისა და მისი სამაგალითო სამოქალაქო აქტივიზმის …

მტკიცებულებად პოლიციელების ჩვენება და არა ვიდეო – მოსამართლე გოგუაძის სამართალი

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნებისმიერი საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საქმის განხილვისას უვადო მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე ყოველთვის მის მხარესაა, ვინც სიტყვის თავისუფლებას არად დაგიდევთ და ადამიანების დასჯას ითხოვს – ჯერჯერობით საქართველოში თავისუფალი სიტყვისთვის მხოლოდ ადმინისტრაციული კოდექსით სჯიან. ალექსანდრე გოგუაძეს ზოგჯერ იმდენად „მონდომებულია“, რომ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოც კი აუქმებს. ასე მოხდა, მაგალითად, ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის, …

ზღაპრის წიგნის გამო სულაკაურის გამომცემლობას მიუვარდნენ

სულაკაურის გამომცემლობას რამდენიმე ქალი „დედების სახელით“ მიუვარდა და თანამშრომლები ლგბტქ პროპაგანდაში დაადანაშაულა. შემთხვევა 27 ივნისს მოხდა თბილისში. გამომცემლობამ პოლიციას მიმართა. რადიკალურად განწყობილი ქალები გამომცემლობის თანამშრომლებს ათი წლის წინ ნათარგმნი ზღაპრის და ერთ-ერთი ფემინისტური წიგნის გამო ლანძღავდნენ. გამომცემლობის დირექტორის, თინა მამულაშვილის აზრით, ეს ყველაფერი იმ ანტიდასავლური რიტორიკის გაგრძელებაა, რასაც „ქართული ოცნება“ ეწევა და ღიად ახალისებს ძალადობას …

„რატომ იცინით“ – მოქალაქე, რომელმაც ბათუმის საკრებულოში რიჟვაძის ნათქვამი გააპროტესტა

დღეს, 27 ივნისს, მოქალაქე მეგი დიასამიძე ბათუმის საკრებულოს სხდომას პირველად დაესწრო, მოისმინა მხარეების პოზიციები და ბოლოს თავადაც გამოთქვა აზრის გაზიარების სურვილი – „ჩემს სათქმელსაც გეტყვით“. სხდომის ბოლოს მან საკრებულოს თავმჯდომარისგან თანხმობა მიიღო – „გისმენთ“. მეგი მიკროფონთან დასვეს. როგორც აღმოჩნდა, საკრებულოში ეგონათ, რომ მოქალაქეს ქალაქის პრობლემებზე სურდა საუბარი. „მადლობა პირველ რიგში. ძალიან ბევრ საკითხს შეეხეთ და …

15 წლით პატიმრობა რუსულ არმიაზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის – კანონი გამკაცრდა

„რუსულ არმიაზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის“ 15 წლით პატიმრობა – რუსეთის სახელმწიფო მშენებლობისა და კანონმდებლობის კომიტეტმა დღეს, 3 მარტს, დაამტკიცა ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას 15 წლამდე  თავისუფლების აღკვეთით, რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელისუფლებო მედია TASS-ი ავრცელებს. 2 მარტს რუსეთში დაიბლოკა არაპროპაგანდისტული რუსული მედიაორგანიზაციების ვებგვერდები. რუსეთის პროკურატურამ …

სუს-თან მუსიკის ჩართვისთვის დაკავებული კაცი სააპელაციოს მოსამართლემ გაამართლა

„გამამართლეს, რადგან ცეკვა დანაშაული არ არის,“ – ამბობს ბათუმელი რომა მახარაძე, რომელიც სუს-თან მუსიკის დინამიკებში ჩართვის და ცეკვის შემდეგ დააკავეს, ზუსტად 48 საათი წინასწარი დაკავების იზოლატორში დატოვეს, ხოლო შემდეგ მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ 500 ლარით დააჯარიმა. ამ მოსამართლის გადაწყვეტილება სუს-თან დაკავებულების საქმეზე უკვე მეორედ შეცვალეს სააპელაციო სასამართლოში. რომა მახარაძემდე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ისევ სუს-ის …

საშიშია, როცა მიიჩნევ, რომ უხამსობა ლახავს ადამიანის უფლებას – ზვიად ქორიძე

ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც მათ შორისაა, ვინც ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების გაუარესებაზე შიშობს. მისი აზრით, გამოხატვის თავისუფლების, როგორც მთავარი კონცეპტუალური საკითხის მიმართ, იცვლება დამოკიდებულება. ზვიად ქორიძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ გამოხატვის თავისუფლება გადააქციოს რაღაც ქიმერად, რომელსაც თითქოს შეუძლია ქვეყანას ნორმალურ განვითარებაში შეუშალოს ხელი და ამას აჯერებს კიდეც გარკვეულ საზოგადოებას. „ამიტომ აცხადებენ გამოხატვის თავისუფლებას დესტრუქციულ ქმედებად, აკავებენ …

მსოფლიო პრესის სატირული ნახატების კონკურსის გამარჯვებულები

მსოფლიო პრესის სატირულ-იუმორისტული ნახატების ყოველწლიური, რიგით მე-15 კონკურსი World Press Cartoon 2020 წელს პორტუგალიის ქალაქ კალდაშ-და-რაინიაში ჩატარდა. ფესტივალის ძირითადი გზავნილი პრესისა და სიტყვის თავისუფლების დაცვაა. გერმანელი ილუსტრატორი,  ფრანკ ჰოფმანი, რომლის კარიკატურამაც ბორის ჯონსონზე გრანპრი დაიმსახურა, მიიჩნევს, რომ სიტყვისა და პრესის თავისუფლება მსოფლიოში ამჯერად შექმნილ სიტუაციაში მნიშვნელოვანია ისე, როგორც არასდროს. „თუ დააკვირდებით, გაზეთები სულ უფრო იშვიათად …

სახელმწიფო ღალატში დადანაშაულებულ რუს ჟურნალისტს 20 წლით პატიმრობა ემუქრება

რუსეთში სულ უფრო და უფრო იზრდება სახელმწიფოს ღალატის მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა. ბრალდებულები არიან მეცნიერები, ბლოგერები, დიასახლისები და გამყიდველიც კი პურის მაღაზიიდან. 7 ივლისს სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულეს კოსმოსური კორპორაციის, როსკოსმოსის უფროსის მრჩეველი, გამოცემა „კომერსანტისა“ და „ვედომოსტის“ ჟურნალისტი ივან საფრონოვი, რომელსაც 20 წლით პატიმრობა ემუქრება. ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს. [red_box]ვინ არის ივან საფრონოვი[/red_box] ჟურნალისტი ივან …

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ზოიძის ტელევიზიიდან წასვლას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ნათია ზოიძის აჭარის ტელევიზიიდან წასვლას „პოლიტიკურ ზეწოლად“ აფასებს. ნათია ზოიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორის პირველი მოადგილის პოსტი 2 თებერვალს დატოვა. მანამდე მას ტელევიზიის ახალმა დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ხელშეკრულება შეუცვალა და მოვალეობად მხოლოდ ანგარიშების მომზადება დაუტოვა. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ შეშფოთებულია საქართველოში პოლიტიკური ზეწოლის ბოლო მაგალითის გამო, რაც ძირს …

რა არის თავისუფლება? – ვაჟა-ფშაველა

ძმობა, ერთობა, თავისუფლება. ამ სიტყვებით გაიჟღენთა არა მარტო ადამიანთა ყურები, არამედ ქვებიც კი; არა დროს ჩვენის ქვეყნის დაარსების შემდეგ არა გვგონია ასე მძლავრად და საყოველთაოდ როდისმე სმენოდეს საქართველოს ეს სამი სიტყვა, როგორც ესმა მას ამ წარსულ 1904-5 წლებში და დღესაც ესმის და მომავალ წლებშიც გაიგონებს. მაშასადამე უნდა ვიცოდეთ, გვესმოდეს თუ რაა ერთი, მეორე ან მესამე. …

ვინ ითხოვს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას

„შეზღუდვებს სიძულვილის ენის გამოყენებაზე ის ჯგუფები ითხოვენ, რომლებიც ხშირად თავად იყენებენ სიძულვილის ენას და ძალადობენ,“ – მიიჩნევს გიორგი მშვენიერაძე, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი. ბოლო პერიოდში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კუთხით არსებულ ინიციატივებზე გიორგი მშვენიერაძემ დღეს ბათუმში გამართულ მედიაფორუმზე ისაუბრა. „ბათუმელებმა“ მას რამდენიმე კითხვა დაუსვა. რამდენიმე ინიციატივა იყო, რაც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ეხებოდა. თქვენი დაკვირვებით, რა ფორმებს …

„თავისუფალი სიტყვა“ – კონფერენცია ბსუ-ში

17 აპრილს, 16:30 საათზე, ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში გაიმართება კონფერენცია „თავისუფალი სიტყვა“ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. ამ ფორმატში სტუდენტებს შეხვდება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ჟვანია. ორგანიზატორების ინფორმაციით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საინფორმაციო კამპანია – „თავისუფალი სიტყვა“, წელს პირველად ტარდება. გარდა ბათუმისა, „კამპანიის ფარგლებში შეხვედრები დაგეგმილია საქართველოს ყველა რეგიონული უნივერსიტეტის სტუდენტებთან (ქუთაისი, …

Exit mobile version