„ოცნების“ დეპუტატი, საკრებულოს წევრი და ვიცე-მერი ათენში კონცერტზე – სამინისტრო ხარჯებს მალავს

აჭარის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები 2025 წლის ოქტომბერში საბერძნეთში, ქალაქ ათენში იმყოფებოდნენ. სამინისტროს გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ათენში, მარია კალასის საკონცერტო დარბაზში, კონცერტი გამართა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურმა ცენტრმა.  „მუსიკალური ბათუმი ათენში“ – ასე ერქვა კონცერტს, რომელიც ოდისეი დიმიტრიადის ხსოვნას მიეძღვნა. პროექტი განხორციელდა აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საბერძნეთში საქართველოს საელჩოსა და ათენის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ორგანიზაციის, …

„სასამართლო სისტემა არღვევს კანონს“ – რატომ არ ქვეყნდება გადაწყვეტილებები?

კანონის მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე სასამართლოს ოფიციალურ გვერდებზე, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, განაჩენებს ვერ იპოვით. სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსაქვეყნებლად შექმნილ ოფიციალურ პლატფორმაზე ვერც ცნობილ და გახმაურებულ საქმეებზე ნახავთ სასამართლოს მიერ მიღებულ აქტებს. „საერთო სასამართლოების სისტემა განაგრძობს საქართველოს კონსტიტუციისა და „საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის დარღვევას. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე სასამართლო აქტები საზოგადოებისთვის კვლავ …

რატომ დამალეს მოსამართლე თადუმაძის დეკლარაციის შემოწმების შედეგი -საკონსტიტუციო დავა

დღეს, 8 ივნისს, საკონსტიტუციო სასამართლომ საია-ს სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო პარლამენტის წინააღმდეგ, რაც შალვა თადუმაძის ქონებრივ დეკლარაციას უკავშირდება. შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეა და მანამდე საქართველოს გენერალური პროკურორი იყო. გარდა იმისა, რომ უზენაესის მოსამართლედ არჩევამდე, შალვა თადუმაძის დიპლომი და მისი განათლების საკითხი სკანდალად იქცა, 2019 წელს შალვა თადუმაძეს მისი ქონებრივი დეკლარაციის გადამოწმების შედეგის დაფარვაც …

რატომ არღვევს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა კანონს

განათლების სამინისტროს ერთ-ერთი უწყება, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, საჯარო ინფორმაციის გაცემის წესს არღვევს. „ბათუმელებმა“ უწყებისგან კონკრეტული ინფორმაცია 2023 წლის 6 თებერვალს გამოითხოვა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კანონით განსაზღვრული ათდღიანი ვადა გავიდა, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება კანონს არღვევს და არ გასცემს საჯარო ინფორმაციას. ამ უწყების ფუნქცია საგანმანათლებლო სტატისტიკის წარმოება და გავრცელებაა. სწორედ ამ უწყებამ უნდა უზრუნველყოს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო …

გაეცით იმ რუსული კომპანიების სია, რომლებიც ტენდერებს იგებენ – სასამართლოს დავალება სააგენტოს

უზენაესმა სასამართლომ შესყიდვების სააგენტოს დაავალა, გასცეს რუსეთში დაფუძნებული იმ  კომპანიის მონაცემები, რომლებიც საქართველოში ტენდერებს იგებენ. რუსული კომპანიების შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზე „ბათუმელებს“ უარი სააგენტომ 2019 წელს უთხრა. სასამართლოში „ბათუმელების“ ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. „მოგვაწოდეთ იმ კომპანიების ჩამონათვალი, სახელისა და საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით, რომლებმაც 2018 წელს, ასევე 2019 წლის 9 აგვისტომდე გაიმარჯვეს სახელმწიფო ტენდერებში. ასევე …

რომელ რეგიონში რამდენი ადამიანი დაიღუპა კოვიდით? – NCDC მონაცემებს არ ასაჯაროებს

დღეს, 14 თებერვალს, ქვეყანაში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა. იმავე ცენტრის დღეის მონაცემებით, კორონავირუსმა საქართველოში მთლიანობაში 3 352 ადამიანი იმსხვერპლა, თუმცა არ არის ცნობილი ყველაზე უფრო ქვეყნის რომელი რეგიონი დააზარალა ვირუსმა. იქედან გამომდინარე, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არ ავრცელებს ინფორმაციას რეგიონების მიხედვით დაღუპულების რაოდენობის შესახებ, „ბათუმელებმა“ უწყებიდან ეს …

საზმაუ შესყიდვებზე ინფორმაციას ვეღარ გაასაიდუმლოებს – საიამ სასამართლო დავა მოიგო

საზოგადოებრივ მაუწყებელს შესყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემა თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაავალდებულა. საუბარია კონტრაქტებზე, რომლებსაც მაუწყებელი სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთან აფორმებს. მაუწყებელში მიაჩნდათ, რომ შესყიდვებთან დაკავშირებული კანონმდებლობა არ ეხებოდათ და ისინი ამ ტიპის ინფორმაციას ამ დრომდე არ გასცემდნენ. ჯერ უცნობია, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს თუ არა ზემდგომ ინსტანციაში საზოგადოებრივი მაუწყებელი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასამართლოს მაუწყებლის მიერ გაფორმებული კონტრაქტების …

თუკი ბიუჯეტის ფულს ხარჯავ, ინფორმაციაც უნდა გასცე – უზენაესის ახალი გადაწყვეტილება

„კერძო სამართლის იურიდიულმა პირი საჯარო დაწესებულებად შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფო, ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახრებიდან დაფინანსების ფარგლებში იქნეს მიჩნეული,“ – ეს გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ მიიღო. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი „ბათუმის წყლის“ წინააღმდეგ უზენაესმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ბოლო ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა, უნდა ჩაითვალოს თუ არა საჯარო უწყებად და, შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება აქვს …

რამდენი პირი გაასამართლეს პოლიციელზე თავდასხმისთვის და რამდენი გამართლდა

აგვისტოს ჩათვლით პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით საქართველოში 25 პირი გაასამართლეს. ოცდახუთივე პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. 2012 წელს იმავე მუხლით მხოლოდ 2 პირი გასამართლდა, 2013 წელს – 1. ოფიციალური სტატისტიკა უზენაესმა სასამართლომ მოგვაწოდა. სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა ერთი მუხლი გულისხმობს „პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას“. ეს მუხლი …

რატომ არღვევს იუსტიციის სამინისტრო კანონს დემონსტრაციულად

პარასკევს, 12 ივლისს, „ბათუმელებმა“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსგან მიიღო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც უწყება გვპასუხობს 2018 წლის 17 დეკემბერს გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე. სამინისტრომ 6 თვის დაგვიანებით გვაცნობა იმის შესახებ, თუ რა თანხა დახარჯა გასულ წელს უწყებამ იუსტიციის მინისტრის მივლინებებზე ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით. წერილი დათარიღებულია 2019 წლის 10 ივლისით. წერილს ხელს აწერს სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ნათია …

„ბათუმის წყალი“ საკრებულოს ენმ-ის ფრაქციას პასუხობს

შპს „ბათუმის წყალი“ დღეს, 28 თებერვალს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის განცხადებას გამოეხმაურა. ფრაქციის წევრებმა  კომპანიის მხრიდან ინფორმაციის მიუწოდებლობაზე ისაუბრეს და ასევე აღნიშნეს, რომ  საკრებულოში არ იციან რაში იხარჯება კომპანიის ბიუჯეტი. „ბათუმის წყალი“ ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ  ფრაქციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. „მიზნად ისახავს შპს „ბათუმის წყლის“ დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში …

ახალი წესი ხელმოწერისთვის – თქვენ სერტიფიკატი გჭირდებათ

თუკი საჯარო უწყებისათვის წერილის გაგზავნას ელექტრონული ხელმოწერით აპირებთ, ამისთვის შესაბამისი სერტიფიკატი დაგჭირდებათ. იმ შემთხვევაში, თუ წერილზე ხელმოწერაა აუცილებელი და კანონით გამონაკლისი დადგენილი არ არის, „კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის“ გარეშე თქვენს ელექტრონულ წერილს აღარ ჩაიბარებენ. ძალაშია ძველი წესიც, თუ ქაღალდზე კალმით ხელის მოწერა გაწყობთ და წერილის სადმე ფიზიკურად დატოვება, ან ფოსტით გაგზავნა. პირველი ივლისიდან ახალი კანონი „ელექტრონული …

ქურდობის მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, აჭარაში სამჯერ გაიზარდა

413 ქურდობის შემთხვევა აჭარაში 2018 წლის პირველ სამ თვეში დაფიქსირდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქურდობის 142 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქურდობის მაჩვენებელი აჭარაში სამჯერ არის გაზრდილი პირველი სამი თვის მდგომარეობით და გასულ წელთან შედარებით. ქურდობის მუხლით არსებული სტატისტიკური მონაცემები „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოაწოდა. ამ უწყებას ასევე ვთხოვეთ ინფორმაციის მოწოდება …

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირებს გადაამზადებენ

იმისთვის, რომ ხელისუფლების ორგანოებმა საჯარო ინფორმაცია კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად გასცენ, ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა მუშავდება. დღეს, პირველ მაისს, დისკუსია საზოგადოების წარმომადგენლებთან ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა. შეხვედრაზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა, ლანა მორგოშიამ აღნიშნა, რომ რამდენიმე ახალი ელექტრონული პლატფორმა მოქმედებს, სადაც მოქალაქეებს ინფორმაციის მიღება შეუზღუდავად შეუძლიათ. იუსტიციის სამინისტრო დაინტერესდა, რა შეიძლება დაემატოს …

მუნიციპალური ორგანიზაციებიდან საჯარო ინფორმაციის დაბლოკვას სააპელაციო სასამართლომაც დაუჭირა მხარი

ბათუმის მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაციებიდან საჯარო ინფორმაცია ბათუმის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ მირდატ ქამადაძემ ვერ მიიღო. მან დღეს ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ორგანიზაცია, რომელიც დაფინანსებას იღებს ბიუჯეტიდან, ვალდებულია საზოგადოებას საჯარო ინფორმაცია მიაწოდოს. მირდატ ქამადაძეს თანამშრომლების სახელობითი სია, შრომის ანაზღაურების და ხარჯვითი ნაწილის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს: „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“, „ბათუმის წყალმა“, „ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტომ“. „ბათუმის …

საია „ბათუმის წყალს“ სასამართლოში უჩივის

საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის გამო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ შპს „ბათუმის წყალს“ სასამართლოში უჩივის. შესაბამისი სარჩელით ბათუმის საქალაქო სასამართლოს საია უახლოეს დღეებში მიმართავს. სარჩელის მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის მიღება იქნება, რაზეც „ბათუმის წყალმა“ უარი თქვა იმ მოტივით, რომ იგი ბიუჯეტიდან არ ფინანსდება და არ ახორციელებს საჯარო სამართლის უფლებამოსილებას. შპს „ბათუმის წყალი“ ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა და 100 …

ქედის საკრებულომ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა გაზარდა

ქედის საკრებულომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, გურამ ანანიძის  ინიციატივას – პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის გაზრდასა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვის საკითხს მხარი დაუჭირა. ქედის საკრებულოს მიერ 29 მაისს დამტკიცებული სტანდარტით, ქედის გამგეობასა და საკრებულოდან საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვის უფლება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, საჯარო ინფორმაციის მისაღებად საკმარისია მოქალაქემ მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე [keda.ge] მითითებულ ფოსტაზე წერილობით მოთხოვნა …

ქედის საკრებულომ საჯაროდ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ჩამონათვალი შესაძლოა გაზარდოს

ქედის საკრებულო, საჯარო ინფორმაციის ელქტრონული ფორმით გამოთხოვის სტანდარტის შემუშავებისა და ქედის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის განსასაზღვრავად, ახალ ინიციატივას განიხილავს. დადგენილების პროექტით, ქედის გამგეობასა და საკრებულოდან საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვის უფლება ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება და იმ შემთხვევაში, თუ ქედის საკრებულო დადგენილების პროექტს, აღნიშნული ფორმით დაუჭერს მხარს, საჯარო ინფორმაციის მისაღებად საკმარისი იქნება მოქალქემ მუნიციპალიტეტის …

შს სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს

შს სამინისტრო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას არ ასრულებს – საქმე ეხება „გაზეთ ბათუმელების“ საჩივარს შს სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც ამ უწყების პრემიების გასაჯაროებას უკავშირდებოდა. აღნიშნული საქმის შესახებ ბოლო, უზენაესი სასამართლოს განჩინება „გაზეთ ბათუმელებს“ 2015 წლის 27 ოქტომბერს ჩაბარდა. ამ განჩინების მიხედვით, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო სამინისტროს საჩივარი, რომელიც ითხოვდა პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოების …

Exit mobile version