ვინ მიიღებს 2021 წელს სასურსათო კალათას აჭარაში – პროდუქტებზე 1 მილიონი დაიხარჯება

აჭარის 2021 წლის ბიუჯეტში 1 მილიონი ლარია გამოყოფილი პროგრამისთვის, რომელიც რეგიონში სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის  საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას გულისხმობს. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება პროდუქტების გაცემა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „პროგრამა ითვალისწინებს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებული მოსახლეობის მოწყვლადი ნაწილის ხელშეწყობასა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას საკვები პროდუქტების [სასურსათო კალათა] მიწოდების სახით“. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აჭარის მუნიციპალიტეტების მერიებიდან მიიღებს მონაცემებს …

სასურსათო კალათა მჭირდება – ქალი, რომელიც 3 წლის შვილიშვილს მარტო ზრდის

„პირველად მაშინ ვიგრძენი პანდემია, როცა შვილიშვილს სათამაშო მოუნდა და 30 ლარი აღარ მქონდა, რომ მისთვის მეყიდა… პანდემიის პერიოდმა გამჭედა, თორემ ისე არ მიჭირდა… ახლა თვეში 150 ლარად გაგვაქვს თავი. კომბოსტო, კარტოფილი, კვერცხი, ხანდახან ქათმის ხორცი – ძირითადად ამ პროდუქტებს ვყიდულობ,“ – გვიყვება ფატმა დეკანაძე. ის ბათუმში, აეროპორტის დასახლებაში, ნაქირავებში ცხოვრობს. ის პანდემიამდე თურქეთში მუშაობდა. ფატმა …

ვინ მიიღებს სასურსათო კალათას ბათუმში – პროდუქტების დარიგება დაიწყო

ბათუმში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სასურსათო კალათების დარიგება დაიწყო. ქალაქის მერიის ინფორმაციით, სასურსათო კალათს ბათუმში მცხოვრები 5 200 პირი მიიღებს. მათ პროდუქტს საცხოვრებელ ადგილზე მიუტანენ. ბათუმში სასურსათო კალათას მიიღებენ: 100 000 ქულის ჩათვლით – შშმ პირები სარეცელს მიჯაჭვული შშმ პირები მკვეთრად გამოხატული შშმ პირები ომში დაზიანებული შშმ პირები 18 წლამდე ასაკის შშმ პირები 100 000 …

ვინ მიიღებს სასურსათო კალათას აჭარაში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში „100 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარტოხელა პენსიონერები და სარეცელს მიჯაჭვული მოქალაქეები“ „სასურსათო კალათას“ მიიღებენ. ამ შემთხვევაში საუბარია ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოქალაქეებზე, რომელთათვისაც პროდუქტს აჭარის ბიუჯეტიდან შეისყიდიან [სულ 2 800 კალათა]. ერთი სასურსათო კალათა შედგება …

„კარფურმა“ და ირმა ინაშვილმა თეატრის თანამშრომლებს წინასაარჩევნოდ სურსათი დაურიგეს

ბათუმის დრამატული და თოჯინების თეატრების მსახიობებს, ასევე ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, „კარფურისა“ და ირმა ინაშვილის სახელით სასურსათო კალათები დაურიგეს. „ბათუმელებთან“ სურსათის დარიგების ფაქტი დრამატული თეატრის დირექტორმა თავდაპირველად უარყო, თუმცა დავით ოქიტაშვილთან ჩვენი საუბრის შემდეგ, კალათების გადაცემის ფაქტი დაადასტურა. ოქიტაშვილის თქმით, სასურსათო კალათა დღეს, 6 აგვისტოს, 77 ადამიანს გადასცეს. „დაახლოებით ორი კვირის წინ მთხოვეს სია, თუმცა …

ვინ მიიღებს აჭარაში სასურსათო კალათას – პროდუქტის ჩამონათვალი და რაოდენობა

აჭარის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან იმ პროდუქტებს შეიძენენ, რომლებსაც ბათუმსა და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გარკვეულ ოჯახებს უფასოდ გადასცემენ. პრიორიტეტულად იქნა მიჩნეული სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობა, აცხადებენ აჭარის მთავრობაში. ამჯერად ამზადებენ 19 260 სასურსათო კალათას, რომელსაც ამდენივე ოჯახს გადასცემენ, მათ შორის „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ 993 ოჯახს. სასურსათო კალათა შედგება შემდეგი პროდუქტებისგან: [checklist] ხორბლის ფქვილი 10 კგ; შაქარი 2 …

20 ათას ოჯახზე სასურსათო კალათა მზადდება, როდის დაიწყებს მთავრობა დარიგებას?

აჭარაში მცხოვრებ ამჯერად 20 ათასამდე ოჯახს სასურსათო კალათას დაურიგებენ. რეგიონის მთავრობის ინფორმაციით, ორ-სამ დღეში გახდება ცნობილი, როდის დაიწყება პროდუქტების დარიგება და რა კატეგორიის მოქალაქეები მიიღებენ მას. 10 ათასზე მეტ მოქალაქეს აჭარაში სასურსათო კალათა რომ გადაეცემოდა, ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, 27 აპრილს განაცხადა. თუმცა, ეს რაოდენობა შეიცვლება. როგორც მიმწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან ჩანს, კალათას …

ვინ მიიღებს სასურსათო კალათას აჭარაში

ის პირები, ვისაც აჭარის სარეზერვო ფონდიდან შეძენილი პროდუქტები გადაეცათ, განმეორებით სასურსათო კალათას კვლავ მიიღებენ, – ამის შესახებ „ბათუმელებს“ აჭარის მთავრობაში უთხრეს. „სასურსათო კალათას მიიღებენ სხვებიც, თუმცა როდის და კონკრეტულად ვინ მიიღებს, კრიტერიუმების შერჩევაზე ვმუშაობთ მუნიციპალიტეტენთან ერთად და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“, – გვითხრეს მთავრობის პრესსამსახურში. 10 ათასზე მეტ მოქალაქეს აჭარაში სასურსათო კალათა რომ გადაეცემა, ამის შესახებ აჭარის …

რა შედის სასურსათო კალათაში, რომელსაც აჭარაში 7 ათასამდე პირს გადასცემენ

აჭარის 2020 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 367 332 ლარის ფარგლებში შეძენილი იქნება პროდუქტები, რომლებსაც აჭარაში 7 ათასამდე პირს დაურიგებენ. „სასურსათო კალათას“ აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულით, აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარტოხელა პენსიონერები და საწოლსმიჯაჭვული მოქალაქეები. სასურსათო კალათა შედგება შემდეგი პროდუქტებისგან: …

აჭარის მთავრობა სოციალურად დაუცველ მოხუცებს „სასურსათო კალათას“ გაუგზავნის

აჭარის მთავრობა სოციალურად დაუცველი მოხუცებისთვის საკვები პროდუქტების და პირველადი მედიკამენტების გაგზავნას აპირებს – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს განაცხადა ბრიფინგზე. „ყველამ ერთად, როგორც სახელმწიფომ, ასევ საზოგადოებამ, მათ უნდა შევუქმნათ ყველა პირობა იზოლაციისთვის და ის რისკები, რაც უკავშირდება ამ ვირუსის გავრცელებას, მინიმუმამდე შევამციროთ… აჭარაში დღის წესრიგში დადგა სასურსათო კალათის შემუშავება და ამის ფარგლებში …

Exit mobile version