„ხელის გაწვდენაზე კორპუსს გვიშენებენ, ჩვენს სახლზე ბზარები გაჩნდა“ – ოჯახი, სადაც 9 ადამიანი ცხოვრობს

„მას შემდეგ, რაც სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა და მძიმე ტექნიკა ამოქმედდა, ჩვენს სახლში გაჩნდა ახალი ბზარები, სამუშაოების დროს სახლი საგრძნობლად ზანზარებს… მერიამ ისე გასცა ნებართვა, რომ გამოკვლევა არ ჩატარებულა,“ – ამბობს მოქალაქე მარიამ გოგუაძე „ბათუმელებთან“. მისი ოჯახი ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე ცხოვრობს ორსართულიან სახლში, რომელიც დაახლოებით 130 წლის წინ წინ აშენდა. ამ სახლის ფანჯრიდან ხელის …

გოგა ხაინდრავა „ფორმულას“ უჩივის – პროკურატურა აცხადებს, რომ გამოძიება დაიწყო

პროკურატურის ინფორმაციით, გუშინ, 16 ივნისს, გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ცრუ დასმენის ფაქტზე. „გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო კინორეჟისორ გიორგი (გოგა) ხაინდრავას ინტერესების დამცველი ადვოკატების განცხადება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გიორგი (გოგა) ხაინდრავას მიმართ დანაშაულის შესაძლო  ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით. საგამოძიებო ორგანოში, მოწმის სახით გამოიკითხა კინორეჟისორი გიორგი (გოგა) ხაინდრავა. ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და …

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვმა სკოლას სასამართლო დავა მოუგო – PHR

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, დღეს 17 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკმაყოფილდა არასრულწლოვანის სარჩელი დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარის“ წინააღმდეგ. საქმე ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას. ორგანიზაციის ინფორმაციით, სასამართლომ დააკმაყოფილა ორივე მოთხოვნა და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ დისკრიმინაციულ ქმედებებს – „ასევე, სასამართლომ სკოლას …

ძალადობის მსხვერპლი 2 ბავშვი ზრუნვის სააგენტოს სასამართლოში უჩივის – PHR

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ [PHR] ინფორმაციით, სისტემური ძალადობის მსხვერპლმა ბავშვებმა ზრუნვის სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს მიმართეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი ბავშვის სარჩელი წარმოებაში მიიღო. ორგანიზაციის განცხადებით, სასამართლო დავის საგანია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მხრიდან ბავშვების უფლებების სისტემური დარღვევა. „საზოგადოებას ახსოვს 9 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოს და მისი ძმის უმძიმესი ისტორია. ჯერ კიდევ სისხლის სამართლის საქმის დაწყებისას, …

ბათუმის სამშობიარო სახლის ექიმებმა სასამართლოში დავა წააგეს

„ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლის“ მეწილეებმა სასამართლო დავა წააგეს. გადაწყვეტილება მოსამართლე როინ კახიძემ მიიღო. საუბარია ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სამშობიარო სახლზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2013 წელს იჯარით 2026 წლამდე გადასცა „ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლს“. ამ ორგანიზაციაში მაშინ ის ექიმები გაწევრიანდნენ, რომლებიც სამშობიაროში მუშაობდნენ. იმისთვის, რომ ექიმების კომპანიას პირნათლად …

არ გამოუკვლევიათ „ბახვი 2″-ის გავლენა 10 სოფელსა და კურორტ ბახმაროზე – EMC-ი სასამართლოში ჩივის

„ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC), ადგილობრივი გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკოს“ სახელით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 22 მაისს მიმართა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ არ არის გამოკვლეული და შეუფასებელი რა გავლენას მოახდენს ჰესი ოზურგეთში არსებულ სოფლებსა და მოსახლეობაზე, რომლებიც ამ სოფლებში ცხოვრობენ. არასამთავრობო ორგანიზაციის თანახმად: „ორგანიზაცია ოზურგეთში, მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი …

რა დარღვევები დაინახა სახალხო დამცველმა „ქობულეთის ნაგავსაყრელის საქმეზე“

„ვინაიდან საკითხი პირდაპირ კავშირშია მოქალაქეთა საკუთრებისა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზებასთან, აუცილებელია კანონმდებლობა ცალსახად და მკაფიოდ განსაზღვრავდეს 500-მეტრიანი მანძილის ათვლის კრიტერიუმებს…“ – ეს სახალხო დამცველის დასკვნაა „ქობულეთის ნაგვასაყრელის საქმეზე“. ნაგავსაყრელთან ახლოს მცხოვრები 4 მოქალაქე სახელმწიფოს სასამართლოში ედავება – ეს ოჯახები თვლიან, რომ ახალი ნაგავსაყრელის კანონით განსაზღვრულ 500 მეტრიან რადიუსში ცხოვრობენ და იზღუდება მათი საკუთრების, …

იურისტი ამბობს, რომ უჩივლებს სახელმწიფოს, რადგან ის კოვიდ 19-ისგან სათანადოდ არ გვიცავს

„ვიღაცამ უნდა უთხრას სახელმწიფოს სამართლებრივ სივრცეში, ამ შემთხვევაში კი, სასამართლომ, რომ, აი, ასე უნდა მოქცეულიყავი,“ – მიიჩნევს ორგანიზაცია „დემოკრატიული ინიციატივას“ იურისტი, ედუარდ მარიკაშვილი, იგი პოზიტიური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელისუფლებისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს. „გაგვწირა ერმაც და ბერმაც!… პირობას ვდებ, როდესაც გადაივლის ეს ყველაფერი, ერთ ძალიან დიდ სამართალწარმოებას დავიწყებ, რომელიც ბევრ რამეს შეცვლის. ძირითადი მოთხოვნა იქნება მთავრობის …

მოქალაქე ხელვაჩაურის მერს სასამართლოში უჩივის

ხელვაჩაურში მცხოვრები ირაკლი მესხი ხელვაჩაურის მერს სასამართლოში უჩივის. ირაკლი სოფელ მნათობში ცხოვრობს, სადაც მერიას შიდა სასოფლო გზა გაჰყავს. მოქალაქე ამბობს, რომ ხელვაჩაურის მერი გეოლოგის დასკვნას არ ითვალისწინებს და მისი სახლის დამეწყვრის საფრთხე არსებობს. „ჩემს სახლთან არაერთხელ ჩამოწვა მეწყერი, პირველად 1989 წელს იყო ეს…“ – გვიყვება ირაკლი მესხი და სხვადასხვა დროს სახლთან ჩამოწოლილი მეწყრის ფოტოებს გვაჩვენებს. …

ტარიელ ნაკაიძე: მუსლიმები ახალი მეჩეთისთვის შეძენილ მიწას არ დავთმობთ

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფმა მერიის წარმომადგენელებთან ამჯერადაც უშედეგოდ დაასრულა შეხვედრა. როგორც ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ტარიელ ნაკაიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, მერია არც ამჯერად ცვლის თავის პოზიციას და მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფს აიძულებს მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, სადაც მეჩეთი უნდა აშენდეს, მუსლიმთა სამმართელოს გადასცენ საკუთრებაში. ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ მუსლიმები ამ წინადადებას არც …

ბათუმში 8 ქუჩის კეთილმოწყობა გადაიდო – სასამართლომ მერიის ტენდერი შეაჩერა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქალაქის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოს ტენდერი შეაჩერა. სასამართლოს ამ მოთხოვნით კომპანიამ „ზიმო 7“ მიმართა, რომელიც მიიჩნევს, რომ ტენდერში გამარჯვებულად სხვა კომპანია უსამართლოდ გამოაცხადეს. 8 ქუჩის კეთილმოწყობაზე ტენდერი ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველომ ივლისში გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 მილიონ 587 866 ლარი იყო. ამ ტენდერზეა დამოკიდებულია შემდეგი ქუჩების მოწესრიგება: ბაგრატიონის შესახვევი, გურამიშვილის ქუჩა, …

რას  ამბობს ბიზნესმენი, რომლის კომპანიის შენობაში ქიბარ ხალვაშის ძმამ შეჭრა სცადა 

ბიზნესმენმა ნიაზ ხალვაშმა 13 აპრილს, ღამით, ხელვაჩაურში მდებარე კომპანია „ტრანსკავკასია კრისტალის“ შენობაში შეჭრა სცადა. დაცვის თანამშრომლებთან მისულ ბიზნესმენს შენობის დაკავების უფლება „ტრანსკავკასიამ“ არ მისცა. ნიაზ ხალვაში აცხადებს, რომ კომპანია წლების წინაც მას ეკუთვნოდა და მას აუცილებლად დაიბრუნებს. ის პარლამენტის წევრის, ფატი ხალვაშის და ბიზნესმენის, ქიბარ ხალვაშის ძმაა. 2012 წელს პარლამენტმა ნიაზ ხალვაშს პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა. …

რა ხდება ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში

ბათუმის სამედიცინო საერთაშორისო ჰოსპიტლის დირექტორი დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართავს: „ცდილობენ საავადმყოფოს პარალიზებას“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც კლინიკის ერთ-ერთი მეწილე და დირექტორი, ისმეთ დინდარი ავრცელებს. სამედიცინო ჰოსპიტლის დირექტორი კლინიკაში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისში ყოფილ დირექტორებს ადანაშაულებს. ამ დირექტორებს გასული წლის სექტემბერში შეუჩერა დირექტორობის უფლებამოსილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ. ყოფილი დირექტორები არიან იღით თუღრულ თოქმანი და მეჰმეთ …

შინაგანი ჯარების უფროსს მიწების მიტაცებაში ადანაშაულებენ

მოქალაქეები ნიაზ მიქელაძე და ქაზიმ სურმანიძე შინაგანი ჯარის სამხედრო ნაწილი 2060-ს მეთაურს, მიწის ნაკვეთის მიტაცების თაობაზე უჩივიან. მომჩივანთა მტკიცებით, შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილი 2060-ის მეთაურმა მურად ცინცაძემ, მათ ხელვაჩაურის რაიონის მახვილაურის ციტრუსების მეურნეობისაგან იჯარით აღებული მიწის ნაკვეთი თანამდებობის ბოროტად გამოყენებით წაართვა. პირველ ინსტანციაში სასამართლო პროცესი უკვე გაიმართა და დაზარალებულები გამართლდა. ცინცაძე, რა თქმა უნდა, პოზიციას …

Exit mobile version