„საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს“- საგამოძიებო

„საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო გამშვები პუნქტის „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. მან ქრთამის სახით, ყოველ ერთეულ შემთხვევაში, 8 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა“ – წერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობდა სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში. აღნიშნული მფარველობის სანაცვლოდ, საჯარო …

ტრანზიტული ნომრის გაცემა 370 ლარი ეღირება 50-ის ნაცვლად – ცვლილებების პროექტი

ტრანზიტული ნომრის გაცემისათვის საფასური 370 ლარამდე გაიზრდება. დღეს ეს საფასური 50 ლარია. ცვლილებების კანონპროექტი უკვე პარლამენტშია. „შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები სააგენტოს სხვა მომსახურებების საფასურის გაზრდასაც ითვალისწინებს და ახალ მომსახურებებსა და საფასურსაც ადგენს. კანონპროექტის მიხედვით ახლებურად ყალიბდება სააგენტოს ცალკეული მომსახურების საფასურის განაკვეთები. კერძოდ: ტრანზიტული ნომრის გაცემისათვის …

ბათუმის ნავთობტერმინალში 3 პირი დააკავეს, საგამოძიებო 15 მილიონის ნავთობზე საუბრობს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბათუმის ნავთობტერმინალში ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე 3 პირი დააკავა. ნავთობტერმინალში საგამოძიებო სამსახური წუხელ ღამით შევიდა. შეჩერებული იყო სარკინიგზო ხაზი. ამის შესახებ „ბათუმელები“ დღეს, 4 დეკემბერს წერდა. საგამოძიებო სამსახურის ვერსიით, „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელმა პირებმა საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგეს ტერმინალის რეზერვუარებში არსებული – 10 000 ტონაზე …

უქმე დღეებში საბაჟო და გეზ-ი ჩვეულებრივად იმუშავებს – შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის 13 იანვრამდე გამოცხადებულ უქმე დღეებში გაფორმების ეკონომიკური ზონები [გეზ], საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ. „2025 წლის 3 იანვარი, 6 იანვარი და 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით დღეებში, გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა …

20,9 ტონა უხარისხო კარტოფილი საბაჟოდან რუსეთში გააბრუნეს – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“ რუსეთიდან მომავალი სასურსათო კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული. „სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზით, 20.91 ტონა კარტოფილში საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობა დადასტურდა. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.   მთავარი ფოტო …

მებაჟეებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქრო ამოიღეს სადახლოზე 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟეებმა სადახლოზე,  უცხო ქვეყნის მოქალაქის ავტომანქანიდან, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ამოიღეს. „მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (ჯამში: 417,17 გრამი) გამოვლინდა“, – წერია განცხადებაში, რომელსაც შემოსავლების სამსახური ავრცელებს. …

ჯარიმები საზღვარზე ოქროსა და სიგარეტის უკანონოდ შემოტანის მცდელობისთვის – შემოსავლები

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და „სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. „არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 14 429,74 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით ჯარიმა, ჯამში 14 429,74 ლარის ოდენობით შეეფარდათ.“ …

უქმე დღეებში საბაჟოები იმუშავებს, სერვისცენტრები არა – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უქმე დღეებში, 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით, გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე გაფორმების განყოფილებები, საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას. „სამუშაო დროს გაწეული მომსახურებისთვის, საქართველოს მთავრობის N96 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გაორმაგება არ მოხდება. 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს …

რისი ატანა უწევთ ქალებს, რომლებიც ყოველდღე თურქეთში გადადიან სამუშაოდ

57 წლის ციცინო ქადაგიძე 11 წელია ყოველ დილით საქართველო-თურქეთის საზღვარს კვეთს. ციცინო ხელვაჩაურში, სოფელ თხილნარში ცხოვრობს. ამიტომ სამსახურში მისასვლელად სამი სამარშრუტო ტაქსი უნდა გამოიცვალოს – ორი სარფში ჩასასვლელად, მესამე კი სარფიდან ქემალფაშამდე. ტანსაცმლის მაღაზია, სადაც ის გამყიდველად მუშაობს, ქემალფაშაში მდებარეობს. ციცინო ერთ-ერთია იმ ასობით ქალს შორის, ყოველდღიურად რომ კვეთს საქართველო-თურქეთის საზღვარს სამსახურში წასასვლელად. საზღვარზე უმეტესწილად …

კაცის სხეულზე მოწყობილ სამალავში „კოკაინი“ აღმოაჩინეს – სარფის საბაჟო

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში – „სარფი“ ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის“ ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის ჰ.გ.ჯ.-ს, როგორც კუთვნილი ბარგის, ასევე ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ერთ შეფუთვად დაფასოებული 45.31 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ აღმოაჩინეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამრღვევ მოქალაქეს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალება სხეულზე მოწყობილ …

ჯამში 83 ტონა კარტოფილი, ხახვი და კივი საქართველოს საბაჟოდან უკან გააბრუნეს

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგში“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ უცხო ქვეყნიდან შემოტანილი 42 500 კგ. ხახვისა და 20 000 კგ. კარტოფილის შემოწმების შედეგად, პროდუქტებში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა. „ასევე, გაბრუნებას დაექვემდებარა საბაჟო გამშვებ პუნქტში – „წითელი ხიდი“ უცხო ქვეყნიდან …

საბაჟო და გეზი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს, სერვისცენტრები კი არა – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეებში გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას. „ამ დღეებში სამუშაო დროს გაწეული მომსახურებისთვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გაორმაგება არ მოხდება. 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით პერიოდში, …

43,9 ტონა გაფუჭებული კარტოფილი საქართველოდან ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში – „ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ყირგიზეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი 43 900 კილოგრამი კარტოფილის  შემოწმების შედეგად, პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

თევზის ნაწარმი საქართველოს საბაჟოდან უკან, სომხეთში გააბრუნეს – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, სომხეთის რესპუბლიკიდან მომავალი, თევზის ნაწარმით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული. „საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს  ვეტერინარების მიერ  სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას ტვირთზე გამოვლენილი იქნა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და  ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის ფაქტი.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი  [850,5 …

საბაჟოზე საქონლის წინასწარი დეკლარირება მხოლოდ ელექტრონულად განხორციელდება – 19 სექტემბრიდან

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის 19 სექტემბრიდან, იზღუდება [აღარ განხორციელდება] წინასწარი დეკლარირების მიზნით, საბაჟო პროცედურის [გარდა თავისუფალი ზონის პროცედურისა] განსაზღვრისათვის დოკუმენტების მატერიალური ფორმით მიღება [გაფორმების ეკონომიკურ ზონებში ვიზიტით]. „წინასწარი დეკლარირება, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსატან და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატან საქონელზე, საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელდება მხოლოდ ელექტრონული მომართვით, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებლის …

მგზავრს საზღვარზე 1 863 921 ლარის ბრილიანტები ხელბარგით გაჰქონდა

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“ 1 863 921.86 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ძვირფასი ქვების გატანის ფაქტი აღიკვეთა. უწყების ცნობით, ისრაელის მოქალაქის რ.კ.-ს მიერ, საავიაციო უსაფრთხოების კონტროლის გავლის დროს, მისი კუთვნილი ხელბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთაში ორ მილიონამდე ლარის ღირებულების სხვადასხვა ზომის ბრილიანტის ქვები იქნა აღმოჩენილი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ძვირფასი ქვების უკანონო გატანის …

სიგარეტის უკანონო შემოტანისა და უაქციზო თამბაქოს გადაზიდვის ფაქტები ბოლო 1 თვეში

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის 1-31 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფი“, „სადახლო-საავტომობილო“ და „კარწახი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს, ირანის, თურქეთისა და სომხეთის რესპუბლიკების მოქალაქეების, ფიზიკური და კუთვნილი ბარგის, ასევე, მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში – 43 280 …

საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „სარფი“ და „ბათუმის აეროპორტი“ ხელმძღვანელები შეცვალეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებს – „სარფს“ და „ბათუმის აეროპორტს“ ახალი ხელმძღვანელები ჰყავს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფს“ ზურაბ ინასარიძე, ხოლო „ბათუმის აეროპორტს“ შოთა წულაძე უხელმძღვანელებს. ზურაბ ინასარიძე დღემდე გამშვებ პუნქტ „კარწახის“ ხელმძღვანელი იყო. მისი სარფში გადმოყვანის შემდეგ კი, „კარწახს“ დიმიტრი ამისულაშვილი უხელმძღვანელებს. „რაც შეეხება შოთა წულაძეს, ის ბოლოს უწყების ერთ-ერთი განყოფილების უფროსი …

„ვალეს“ საბაჟო გამშვებმა პუნქტმა მუშაობა განაახლა – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „ვალეს“ საბაჟო გამშვებმა პუნქტმა მუშაობა განაახლა. „საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები 24-საათიან რეჟიმში, შეუფერხებლად მიმდინარეობს. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის მიერ დაწესებული დროებითი რეგულაციით (საბაჟო გამშვებ პუნქტ „პოსოფ-თორქგოზუზე“ სამშენებლო სამუშაოების საბოლოო დასრულებამდე), მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებმა და მგზავრებმა საზღვრის კვეთის პროცედურები შესაძლებელია განახორციელონ 09:00 საათიდან 18:00 …

ვალეს საბაჟო აგვისტომდე არ გაიხსნება – შემოსავლების სამსახური

თურქული მხარის თხოვნით, სარემონტო სამუშაოების წარმოების გრაფიკის ივლისის თვის ჩათვლით გადავადების გამო, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე ,,ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება – აღნიშნულია საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის 25 აპრილიდან, „ვალეს“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე საბაჟო კონტროლის პროცედურები …

წითელ ხიდზე არადეკლარირებული 21 680 000 რუსული რუბლი აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“ აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან შემოვიდა სატვირთო ავტომობილი, რომელსაც აზერბაიჯანის მოქალაქე მართავდა. ავტომობილის მფლობელმა შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცერთან გასაუბრებისას განაცხადა, რომ დასადეკლარირებელ ნივთებს არ ფლობდა, თუმცა ეჭვის საფუძველზე, ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, 21 მილიონ 680  ათასი რუსული რუბლი იქნა აღმოჩენილი. ეს თანხა  ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად  915 633  ლარია. საქართველოს …

სარფში 1 პირი დააკავეს საქონლის არასრულად დეკლარირების ბრალდებით

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან ტაჯიკეთის რესპუბლიკაში საქონლის ტრანზიტული გადაზიდვისას, არასრულად დაადეკლარირა საქონელი. კერძოდ, ჩატარებული საბაჟო შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ …

სამინისტრო დიდი ოდენობით საწვავის საბაჟო პროცედურების დარღვევით გადატანას იძიებს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტზე. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებას საფუძვლად დაედო შემოსავლების სამსახურიდან მიღებული შეტყობინება. „არსებული ინფორმაციით საბაჟო პროცედურების დარღვევით მოხდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საწვავის გადაადგილება, რომლის რეალიზაციაც სავარაუდოდ განხორციელდა საქართველოს მასშტაბით განლაგებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი …

საქართველოში შემოტანილი ერთ ტონამდე გაყინული ღორის ხორცი საბაჟოზე გაანადგურეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკიდან 936 კილოგრამი გაყინული ღორის ხორცი შემოვიდა, რომელიც არ შეესაბამებოდა ვეტერინარულ სერტიფიკატში ასახულ მონაცემებს, სამსახურის თანამშრომლებმა ხორცი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველად მიიჩნიეს და შესაბამისი წესით გაანადგურეს. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების …

შემოსავლების სამსახური არ ადასტურებს, რომ საბაჟოებზე ქრთამს იღებენ

თურქეთის მილი მეჯლისის ოპოზიციონერი დეპუტატის, აჰმეთ კაიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თურქ მძღოლებს, რომლებსაც საქართველოს გავლით, რუსეთისა და ყაზახეთის მიმართულებით ტვირთები გადააქვთ, საქართველოს საბაჟოებზე 1000-დან 2000-მდე დოლარს სძალავენ, შემოსავლების სამსახური განცხადებით ეხმაურება. “ბათუმელები” შემოსავლები სამსახურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. საბაჟო კონტროლი,  მათ შორის, საქონლისა …

სატვირთოს მძღოლებისთვის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ახალი წესები მოქმედებს – Covid19

საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მიმართ [გარდა სატრანზიტო მძღოლებისა], ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის ახალი წესები მოქმედებს. საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით: „შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცერი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის განმახორციელებელ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს განუმარტავს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის, ასევე გადაადგილებისა და სავალდებულო კარანტინისთვის დადგენილ წესებს, პირობებსა და ვადებს. საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას, შემოსავლების სამსახურის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ, …

საზღვარზე სატვირთო ავტომობილების შემოსვლის წესები – შემოსავლების სამსახურის განცხადება

საქართველოს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ჯანმოს მიერ მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან [ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია, ირანი, ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, ნორვეგია, დანია] ბოლო 14 დღის განმავლობაში ნამყოფი სატვირთო ავტომობილის უცხო ქვეყნის მოქალაქე მძღოლის მიმართ კონტროლი გამკაცრდა. „კერძოდ, იმ სატვირთო ავტომობილის უცხო ქვეყნის მოქალაქე მძღოლი, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას საქართველოს საზღვარზე მოსვლამდე მართავდა და …

სარფში 6 408 ლარის არადეკლარირებული მედიკამენტები აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 23 ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ არადეკლარირებული მედიკამენტი აღმოაჩინეს. უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქე ა.ვ-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, სხვადასხვა დასახელების მედიკამენტები აღმოაჩინეს“. უწყების ცნობით, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საქონლის საბაჟო ღირებულება 6,408 ლარია.

ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები ბათუმის აეროპორტში

4 ნოემბერს საბაჟო გამშვებ პუნქტში – ,,ბათუმის აეროპორტი“, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,  მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ისრაელისა და საქართველოს მოქალაქეების, ი.შ.სა და ბ.თ-ს კუთვნილი ბარგების დათვალიერებისას, 208 კაფსულა და 11 აბი ფსიქოტროპული და 27 აბი ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს. საქმეთა მასალები, …

სარფსა და ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ამოიღეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 9 სექტემბერს საბაჟო გამშვები პუნქტებში: ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“, არადეკლარირებული ოქროს საზღვარზე უკანონოდ შემოტანის სამი ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების, გ.პ-ს, მ.გ-სა და ვ.მ-ს კუთვნილი ხელბარგებისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 18 000 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. ნაკეთობათა საერთო …

საქართველომ და თურქეთმა საზღვარზე სიგარეტის შეტანის წესები გაამკაცრეს

საქართველოდან თურქეთში სიგარეტის შეტანის რეგულაციები შეიცვალა. თუ საქართველოდან თურქეთში გადამსვლელ მგზავრს შეეძლო გარკვეული რაოდენობის სიგარეტი ერთი თვის განმავლობაში 10-ჯერ გადაეტანა, დღეს ეს მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, საქართველოდან თურქეთში შემსვლელ მგზავრებზე არსებულ საბაჟო შეღავათებში ცვლილებები თურქეთის ვაჭრობის მინისტრის 2018 წლის 9 ივლისის თანხმობისა და საბაჟო დეპარტამენტის დირექტორის განკარგულებით შევიდა. „ადრე მოქალაქეს უფლება ეძლეოდა 30 დღის განმავლობაში …

ნარკოტიკული მედიკამენტების შემოტანის მცდელობა სარფში, ბათუმის პორტსა და აეროპორტში

20-22 ივნისს საბაჟო გამშვებ პუნქტებში: ,,სარფი“, ,,ბათუმის პორტი“ და ,,ბათუმის აეროპორტი“ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და საუდის არაბეთის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგებისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 55 აბი ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი …

ნარკოტიკული მედიკამენტების შემოტანის მცდელობა ბათუმის აეროპორტში

14 ივნისს საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „სადახლო-საავტომობილო“ და ,,ბათუმის აეროპორტი“  ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დღეს გაავრცელა. უწყების ინფორმაციით მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთისა და საუდის არაბეთის მოქალაქეების  კუთვნილი ბარგის, დათვალიერებისას, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველობის  მედიკამენტები ლირიკა (LYRYCA 300 მგ-იანი  – 9 …

9 ათასი ლარის არადეკლარირებული ოქრო სარფში

16 ივნისს საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. სომხეთის მოქალაქეს, ი.მ-ს ხელბარგში  9 352 ლარის ღირებულების ოქროსა და ვერცხლის არადეკლარირებული საიუველირო ნაკეთობები ჰქონდა მოთავსებული. ნაკეთობათა ერთიანმა წონამ 6 869  გრამი შეადგინა. სსკ-ს 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, ი.მ-ს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი …

სარფში არადეკლარირებული სიგარეტი ამოიღეს

14 ივნისს  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში – „სარფი“, აქციზური მარკით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ორი ფაქტი დააფიქსირეს. კერძოდ, 1200 ღერი სიგარეტი „პირველი“ (PIRVELI) და 180 ღერი სიგარეტი „ზუმერიტი“ (ZUMERRET) კანონდამრღვევ პირს, კ.მ-ს, სხეულზე ჰქონდა დამაგრებული. ასევე, „სარფში“, მებაჟე ოფიცრებმა ამოიღეს 480 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი „პირველი“ (PIRVELI), რომელიც …

მეორადი სამედიცინო ინსტრუმენტების უკანონოდ შემოტანის მცდელობა „წითელ ხიდზე“

28 მაისს საბაჟო გამშვებ პუნქტში – „წითელი ხიდი“ [მარნეული] ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის, ო.ტ-ს მართვის ქვეშ არსებული სამგზავრო ავტობუსის დათვალიერებისას, არადეკლარირებული მეორადი სამედიცინო ინსტრუმენტები აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 11 162 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი …

Exit mobile version