14 693 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო სარფსა და წითელ ხიდზე

25-27 მაისს საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „წითელი ხიდი“ და „სარფი“- ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების: გ.ა-ს, ე.ზ-სა და მ.ბ-ს ფიზიკური და კუთვნილი ავტომობილის დათვალიერებისას, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საზღვარზე ამოღებული ოქროს ნაკეთობათა საერთო წონამ  253,44 გრამი, ხოლო საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ –  14,693.84 ლარი შეადგინა. საქართველოს …

ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნების შემოტანის მცდელობა სარფსა და ვალეში

15-20 მაისს საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „სარფი“ და „ვალე“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების: ე.ჩ-სა და ტ.ი-ს კუთვნილი ავტომობილისა და ფიზიკური დათვალიერებისას, ჯამში, 75 ცალი, ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნა აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურმა დღეს გაავრცელა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცა.

სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ამოიღეს

საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქე, ნ.ს-ს ფიზიკური დათვალიერებისას არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ოქროს ნაკეთობების საერთო წონამ 94,09 გრამი შეადგინა, საქონლის საბაჟო ღირებულებამ კი – 5 689 ლარი. ოქროს ნაკეთობები 13 მაისს ამოიღეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით,  ფულადი …

ნარკოტიკული ნივთიერებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შემოტანის მცდელობა საქართველოს საზღვრებზე

საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფი“, „ქუთაისის აეროპორტი“, „კარწახი“ და „წითელი ხიდი“ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის,  აზერბაიჯანის, საქართველოსა და ნიდერლანდების მოქალაქეების ფიზიკური  დათვალიერებისას, 100 აბი ნარკოტიკული, 145 კაფსულა ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები, 5,87 გრამი მარიხუანა და ასევე, ცეცხლსასროლი იარაღი …

ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანის მცდელობა სარფის საზღვარზე

10 აპრილს საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „ქუთაისის აეროპორტსა“ და „სარფში“  ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ინფორმაცია ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დღეს გაავრცელა. სამინისტროს ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთისა და პოლონეთის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგისა და ფიზიკური  დათვალიერებისას, 14 კაპსულა ფსიქოტროპული და 65,135  გრ. ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები …

არადეკლარირებული სიგარეტი სარფსა და წითელ ხიდზე

9-10 აპრილს  საბაჟო გამშვებ პუნქტებში – ,,წითელი ხიდი“  და ,,სარფი“, ქვეყნის საზღვარზე არადეკლარირებული სიგარეტის უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების: ფ.ქ-სა და ა.ა-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 5000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს …

არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობა წითელ ხიდზე და სარფში

24-25 მარტს საბაჟო გამშვებ პუნქტებში – ,,წითელი ხიდი” და „სარფი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების: ნ.ს-ს, ნ.ჯ-ს, ზ.ა-სა  და მ.დ-ს კუთვნილი ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერებისას არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საერთო წონა 291,45 გრამი იყო, საერთო საბაჟო ღირებულებამ კი ჯამში 19,355.31 ლარი შეადგინა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, …

RS: თურქეთში გასამგზავრებლად დროებით ისარგებლეთ საბაჟო გამშვები პუნქტებით „ვალე“ და „კარწახი“ 

22 მარტს თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“  ფუნქციონირების შეჩერების გამო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს, 22 მარტს,  08:00 საათიდან 20:00 საათამდე თურქეთის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად ისარგებლონ საბაჟო გამშვები პუნქტების – „ვალესა“ და „კარწახის“ მომსახურებით. 22 მარტს, დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ მიმდინარე სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო,  საბაჟო …

ავტობუსის სპეციალურ სამალავში საზღვრის გადმოკვეთისას თურქეთში სამი ქართველი დააკავეს

თურქეთიდან საქართველოში მომავალი ავტობუსის სპეციალურ სამალავში საქართველოს სამი მოქალაქე (ორი ქალი და ერთი კაცი),  საზღვრის უკანონო გადმოკვეთისას დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ. თურქული მედიის ინფორმაციით, ავტობუსი ქართული სანომრე ნიშნით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, ფიზიკური დათვალიერებისთვის 12 თებერვალს, 02:46 საათზე შევიდა. ძიების შედეგად აღმოჩნდა, რომ დაკავებულ ქართველი მოქალაქეები არალეგალურად იმყოფებოდნენ თურქეთში (მათ აკრძალული ჰქონდათ თურქეთის …

რიგების მოწესრიგების მცდელობა საბაჟოზე

სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან ავტომობილების რიგების რეგულირება საქართველოში დღემდე ვერ ხერხდება. მიუხედავად შესაბამისი კანონმდებლობის არსებობისა, პრობლემა არ გვარდება. მიმდინარე წლის 26 აგვისტოს ძალაში შევიდა შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან სატვირთო ავტომობილების რიგების მოწესრიგების წესი, თუმცა, ეს წესიც არ მოქმედებს. ზემოაღნიშნული წესით, საზღვრის გადაკვეთის მიზნით გადაადგილებული სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია, საგზაო მოძრაობა გააგრძელოს …

სარფში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები ამოიღეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „ვალეა“ და „სარფი“ მებაჟე ოფიცრებმა 287 აბი ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს. როგორც შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შს სამინისტროს შესაბამის ორგანოებს გადაეცათ. როგორც „ბათუმელებს“, რესპუბლიკურ საავადმყოფოში უთხრეს, ბათუმში მედიკამენტოზური მოწამვლის შემთხვევები ხშირია.

სეზონური მიგრანტები – პრობლემა, რომელზეც ხელისუფლება თვალს ხუჭავს

დათო რ. სარფის საბაჟოზე მაშინ დააკავეს, როცა ის სხვისი პირადობის მოწმობით  საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა. წინა ზაფხულს დეპორტირებული ამ გზით შეეცადა თურქეთში ჩაის კრეფის სეზონისთვის ჩასულიყო, სადაც მის მსგავსად ასეულობით საქართველოს მოქალაქე შრომობს, როგორც არალეგალი. ხელისუფლება „სეზონურ მიგრანტების“ არსებობას არ იმჩნევს. სარფის საბაჟოზე დათო რ.-მ საქართველოს საზღვარი უპრობლემოდ გადაკვეთა. სხვისი პასპორტი მას თურქეთის საბაჟომ დაუფიქსირა. რამდენიმე …

ბათუმის პორტში 178 კილო ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს

ბათუმის პორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – ამის შესახებ დღეს, 13 ივნისს ბათუმის პორტთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ტრაილერი, რომელშიც ნარკოტიკული ნივთიერება იქნა აღმოჩენილი ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა საქართველოში და ბორნით უნდა გასულიყო ევროპაში, ჰოლანდიის მიმართულებით. ტრაილერს ოფიციალურად ბრინჯი გადაჰქონდა. საბაჟო სამსახურის განცხადებით, სკანირების შედეგად მანქანის ძარაზე საიდუმლო სამალავი გუშინ ღამით დააფიქსირეს …

ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანის ფაქტი ბათუმის პორტში

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით 9,3 გრამი მარიხუანა და 1,57 გრამი მეტამფეტამინი აღმოაჩინეს  სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო გამშვებ პუნქტზე – „ბათუმის პორტი“. „თბომავალ „ვილნიუს სივეისით“ საქართველოში შემოსულ სატვირთო ავტომობილში, რომელიც საბორნე გემით, მძღოლის გარეშე გადაადგილდებოდა, უფლებამოსილი პირის მიერ დათვალიერებისას აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა დასახელების პირადი მოხმარების საქონელი, მათ შორის, HEAD & SHOULDERS-ის ფირმის შამპუნი და NIVEA-ს ფირმის ბალზამი. ეჭვის …

Exit mobile version