ბათუმში საახალწლო ნაძვის ხე 25 დეკემბერს აინთება

ბათუმის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე ევროპის მოედანზე ორშაბათს, 25 დეკემბერს, 20 საათზე აინთება. 25 დეკემბერს, ევროპის მოედანზე გაიმართება საზეიმო კონცერტიც – ჯამბაზების წარმოდგენა/ცეცხლოვანი შოუ, იმღერებენ „რანინა“ და ბენდი „რეგიონი“. საახალწლო დღეებში ევროპის მოედანზე გაიმართება საშობაო ბაზრობა, სადაც გაიყიდება საკვები, ალკოჰოლური სასმელები და სუვენირები. ბათუმის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე ბათუმის მერიამ 2022 წელს, 968 387 ლარად, გადაუდებელი …

ბათუმში მთავარ საახალწლო ნაძვის ხეს დგამენ | ფოტო

ბათუმში, ევროპის მოედანზე, მთავარი საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი დაიწყო. ნაძვის ხეში, რომელსაც ევროპის მოედანზე მეორე წელია დგამენ, ქალაქის ბიუჯეტიდან გასულ წელს მილიონამდე ლარია გადახდილი. ასეთი იყო ბათუმის ნაძვის ხე შარშან: საახალწლოდ ქალაქის გაფორმებაში [რაშიც ნაძვის ხის დადგმაც შედის] ბათუმის მერია წელს 5 მილიონზე მეტ ლარს იხდის. ხელშეკრულება ტრადიციულად შპს „აჭარგანათებასთან“ არის გაფორმებული. პარალელურად დაწყებულია ქალაქის …

ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ საახალწლო ნაძვის ხის დაშლა პრობლემაა

ქობულეთის მერია აცხადებს, რომ საახალწლო ნაძვის ხისა და დეკორაციების დემონტაჟი „პრობლემად რჩება“, ვინაიდან შესაბამისი მომსახურების შესყიდვას ტენდერით ვერ ახერხებს. ამიტომ დეკორაციების დაშლას გადაუდებელი აუცილებლობით, გამარტივებული წესით გეგმავს. თანხმობისთვის ქობულეთის მერიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. მერიის განაცხადის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სააგენტოსგან თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში, ქობულეთში საახალწლო ნაძვის ხეს თებერვლის ბოლომდე ვერ დაშლიან. „ქუჩის/გარე განათების 2023 …

ბათუმში ნაძვის ხე აინთო: საახალწლო ღონისძიებები ევროპის მოედანზე – ფოტო

დღეს, 25 დეკემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, საახალწლო ნაძვის ხე ოფიციალურად აანთეს. ევროპის მოედანი შევსებულია ხალხით. 2023 წელს ბათუმი ახალი ნაძვის ხით შეხვდება, რომელშიც ქალაქის ბიუჯეტიდან მერიამ მილიონამდე ლარი გადაიხადა. ევროპის მოედანზე გალა კონცერტი დღეს 18:00 საათიდან დაიწყო და 24:00 საათამდე გაგრძელდება. მონაწილეობენ: „ლურჯი იალქანი“, „პირამიდა“, ზვიად ბოლქვაძე ბენდთან ერთად, DJ ნუგო. ევროპის მოედანთან აბაშიძის გამზირი …

ბათუმის მერი ამბობს, რომ მილიონად ნაყიდი ნაძვის ხე 25 დეკემბერს ლამაზი იქნება

„რა შევუკვეთეთ – რა ჩამოვიდა“ – წერენ მოქალაქეები ფეისბუქში ბათუმის მთავარ საახალწლო ნაძვის ხესთან დაკავშირებით. ნაძვის ხე იმ ვიზუალით, როგორც ის ახლა გამოიყურება, მოქალაქეების ნაწილს არ მოსწონს და წერენ, რომ ეს არ არის ნაძვის ხე, რომელიც მათ ფეისბუქზე, ბათუმის მერიის გვერდზე შეარჩიეს. უკვე დასრულდა ნაძვის ხის აწყობა, თუ მას კიდევ უნდა დაემატოს დეტალები? – ამ …

ბათუმის ახალი ნაძვის ხე ჯერ ისევ გზაშია

ახალი წელი ყოველთვის დეკემბრის ბოლოს დგება – ეს არ იცვლება. ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით კი, ბათუმში ნაძვის ხეს 25 დეკემბერს ანთებენ. ქალაქის მერია ვერც ერთ წელს ვერ ახერხებს დღესასწაულთან დაკავშირებული შესყიდვა ისე დაგეგმოს, რომ ფორსმაჟორი არ შექმნას. 11 დღით ადრე, დღეს, 14 დეკემბერს, ბათუმის მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი არ დაუწყიათ. ამის პარალელურად მოსახლეობამ იცის, …

ბათუმის მერია ნაძვის ხეს 968 387 ლარად „აჭარგანათებისგან“ იყიდის

ბათუმის მერია საახალწლო ნაძვის ხეს 968 387 ლარად იყიდის. ნაძვის ხის შესყიდვაზე ხელშეკრულება კი, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ შპს „აჭარგანეთებასთან“ 2022 წლის 4 ნოემბერს გააფორმა. ნაძვის ხის შესყიდვა ტენდერის გარეშე სამმართველომ გადაუდებელი აუცილებლობით ახსნა და მას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოც დაეთანხმა. შესყიდვის ღირებულებად მერიის სამმართველოს მაშინ მითითებული ჰქონდა 865 795 ლარი, თუმცა იყო შენიშვნაც, …

ქობულეთი ბათუმის ძველ ნაძვის ხეს აღარ დადგამს – ახალს 147 ათას ლარად იყიდის

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა საახალწლო ნაძვის ხისა და ნაძვის ხის დეკორაციების შესყიდვაზე ტენდერი 147 ათასი ლარით გამოაცხადა. თუ ეს ტენდერი შედგა, ქობულეთში აღარ დადგამენ იმ ნაძვის ხეს, რომელიც 2017 წელს ბათუმისგან ითხოვეს და მას შემდეგ ყოველ ახალ წელს დგამდნენ ქობულეთში. „ნაძვის ხეს, რომელიც ბათუმმა გადმოგვცა, მესამე წელს წიწვების ცვენა დაეწყო… ამჯერად კი, მის რეაბილიტაციას ვამჯობინეთ ახალი შევიძინოთ“, …

865 795 ლარი ნაძვის ხისთვის ტენდერის გარეშე – ბათუმის მერიის „გადაუდებელი აუცილებლობა“

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო საახალწლო ნაძვის ხეს, ტენდერის გარეშე, 865 795 ლარად შეისყიდის და ამას გადაუდებელი აუცილებლობით ხსნის. სამმართველომ შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის უკვე მიმართა, თუმცა არ ასაჯაროებს ვისგან ყიდულობს ნაძვის ხეს. „ბათუმელები“ დაუკავშირდა მერიის სამმართველოს და მოითხოვა ინფორმაცია, თუ რომელი კომპანიისგან უნდა შეისყიდონ ნაძვის ხე. სამმართველოს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია წერილობით …

ნაძვის ხე ვანდალურად დააზიანეს – მერია

ბათუმის ცენტრალურ ნაძვის ხეზე განათებების ნაწილი დაზიანდა. მერიაში განაცხადეს, რომ განათებები ვანდალურად დააზიანეს და მოსახლეობას მოუწოდებს, რომ გაუფრთხილდნენ ქალაქის საკუთრებას. „ევროპის მოედანზე საახალწლო ნაძვის ხის განათებებისა და მორთულობები ვანდალურად დააზიანეს. ნაძვის ხის დაზიანებული მონაკვეთი უკვე აღდგენილია. გთხოვთ გაუფრთხილდეთ ქალაქის საკუთრებასა და მორთულობებს, რომელიც ქმნის სადღესასწაულო განწყობას“-ამბობს მერია. ბათუმის ცენტრალური ნაძვის ხე 25 დეკემბერს აინთო. წელს …

ნახევარი მილიონი ბათუმის საახალწლოდ განათებაში, როცა ღამით გადაადგილება აკრძალულია

ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო წელს 70 ათასი ლარის ღირებულების ახალ საახალწლო გირლანდებს შეიძენს. „წელს დავამატეთ გირლიანდებისა და განათებებისთვის 70 ათასი ლარი, 4, 5 წელია გირლანდები საერთოდ არ გვიყიდია და მოგეხსენებათ, დროთა განმავლობაში განათება მწყობრიდან გამოდის მრავალჯერ მონტაჟის, დემონტაჟის გამო. უფრო მეტია შესაძენი, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ 70 ათასი ლარის ახალ გირლანდებს ვამატებთ“, – განმარტა ,,ბათუმელებთან“ …

საახალწლო ნაძვის ხე ბათუმის ბულვარში 20 იანვრამდე დარჩება

საახალწლო ნაძვის ხის დემონტაჟი ბათუმის ბულვარში, როგორც მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში გვითხრეს 20 იანვარს დაიწყება. მთავარი საახალწლო ნაძვის ხე ბათუმში საზეიმოდ 2019 წლის 26 დეკემბერს აანთეს. საახალწლო ღონისძიებები ბათუმში ამჯერად არა ევროპის მოედანზე, არამედ ბათუმის ბულვარში გაიმართა. აქვე, მრგვალ შადრევანზე დადგეს მთავარი ნაძვის ხეც. საახალწლო ღონისძიებები, დღეს, 7 იანვარს დასრულდება. დღეს, საღამოს 20:00 …

200 „ქოლგა“ ბათუმის მთავარ საახალწლო ნაძვის ხეზე

ბათუმში მთავარი საახალწლო ნაძვის ხე წელს 200 მანათობელი „ქოლგით“ მორთეს. მთავარი საახალწლო ნაძვის ხის დეკორაციული სანათები , მათ შორის, სანათი „ქოლგები“, ბათუმის მერიის კულტურის ცენტრმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „აჭარგანათებისგან“ შეიძინა, ჯამში, 52 100 ლარად. ბათუმის კულტურის ცენტრს სანათების შეძენაზე ტენდერიც ზუსტად ამ თანხით ჰქონდა გამოცხადებული. დოკუმენტების მიხედვით, ერთ ქოლგაში, რომელიც ჩინური წარმოებისაა, 125 ლარია გადახდილი [ჯამში …

ვინ იმღერებს ბათუმში საახალწლოდ – შემსრულებლებს 76 500 ლარს გადაუხდიან

ბათუმის ევროპის მოედანზე მთავარი ნაძვის ხე უკვე ააწყვეს, საზეიმოდ ანთების ცერემონიალი ტრადიციულად 25 დეკემბერს იგეგმება. ამ დღეს ევროპის მოედანზე საახალწლო დღეებისთვის საგანგებოდ დამონატაჟებულ სცენაზე საზეიმო კონცერტი გაიმართება – ხოლო ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი ფოიერვერკით დასრულდება. მერიის კულტურის ცენტრის ღონისძიებების მენეჯერის, ზურა ჩართოლანის ინფორმაციით, მოლაპარაკებები საზეიმო ღონისძიებებზე გამომსვლელებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გრძელდება,  ამიტომაც ინფორმაცია წინასწარი და …

 273 500 ლარი საახალწლო ღონისძიებისთვის ბათუმში – ორგანიზატორი ჯერ არ გამოუვლენიათ

ბათუმის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებები ბათუმში 25 დეკემბრიდან უნდა დაიწყოს. თუმცა, ჯერ კიდევ არ არის გამოვლენილი კომპანია, რომელიც ამ ღონისძიებებს გაუწევს ორგანიზებას. ტენდერი ჯერ არ დასრულებულა. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე რომელიმე კომპანია კანონით გათვალისწინებულ უფლებას გამოიყენებს და ტენდერის რომელიმე პირობას, ან სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას დავების საბჭოში გაასაჩივრებს, პროცესი შეიძლება კიდევ გაიწელოს. საახალწლო ღონისძიებების …

ხვალ ბათუმში მთავარ ნაძვის ხეს აანთებენ

ხვალ, 25 დეკემბერს, საღამოს 9 საათზე ბათუმში, ევროპის მოედანზე, ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს აანთებენ. ნაძვის ხის შესაძენად შარშან ბათუმის მერიამ 256 730 ლარი გადაიხადა. ნაძვის ხის სიმაღლე 22 მეტრია, ხოლო დიამეტრი  – 11 მეტრი. ნაძვის ხის ანთებამდე ევროპის მოედანზე მთელი დღის განმავლობაში გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი. საახალწლო კონცერტები ბათუმში ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ევროპის მოედანზე სტუმრებს …

შევინარჩუნებ ინტრიგას – ბათუმის მერი ქალაქის საახალწლო სამზადისზე

როგორი საახალწლო განათება ექნება წელს ბათუმს – ამ საკითხით დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაინტერესდა. მან სთხოვა ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს ინფორმაცია საახალწლო განათებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ბათუმის მერის ინფორმაციით, საახალწლო განათებასთან დაკავშირებული სამონტაჟო სამუშაოები 25 დეკემბერს უნდა დასრულდეს. საერთო ჯამში 37 ქუჩაზე დაამონტაჟებენ საახალწლო განათებებს. აქედან 111 ახალი კონსტრუქცია იქნება, …

Exit mobile version