მედვედევის მიერ გაცემულ მითითებებს უცნაურად ემთხვევა – ზურაბიშვილი პროკურატურაში დაბარებაზე

დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენცია გამართა. მან 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებზე დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევების ფაქტები აჩვენა ჟურნალისტებს. „ეს არის ის კადრები, რომლებსაც  არც ახსნა სჭირდება, არც განმარტება. პირდაპირ იკითხება, თუ რა ხდებოდა და როგორ ჩატარდა 26 ოქტომბრის არჩევნები. თურმე პროკურატურა ჩემგან ელოდება მტკიცებულებებს, მე ვიცოდი, რომ  პირიქით იყო. საგამოძიებო ორგანოს თვითონ …

ხულოში უბანზე მისულ ამომრჩეველს მის ნაცვლად ხმა მიცემული დახვდა – საჩივრები

დაბა ხულოში, საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულმა ამომრჩეველმა, თინა აბულაძემ აღმოაჩინა, რომ მის ნაცვლად ხმა სხვას ჰქონდა მიცემული. მოქალაქემ ხმის მიცემა ვერ შეძლო.  შემთხვევა 16:05 წუთზე მოხდა. საჩივარი შემთხვევის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, ირაკლი ჯორბენაძემ დააფიქსირა. რაც შეეხება დაბა ხულოში დაწერილ სხვა საჩივრებს, მათი უმეტესი ნაწილი ეხება რეგისტრატორის მიერ ამომრჩევლისთვის ერთდროულად რამდენიმე ბიულეტენის გადაცმას. …

ბათუმში საარჩევნო უბანზე ცესკოს გაყალბებული აკრედიტაციები აღმოჩნდა [ვიდეო]

„ბათუმელებმა“ ბათუმის #41-ე საარჩევნო უბანზე, ყუთში ჩაყრილი ცესკოს აკრედიტაციის სავარაუდოდ გაყალბებული მოწმობების ქსეროასლები აღმოაჩინა. ქსეროასლების მიხედვით, აკრედიტაციები გაცემულია სხვადასხვა პირზე, ზოგ შემთხვევაში ერთი და იმავე პირზე ორი სხვადასხვა მოწმობის ასლიც აღმოჩნდა. აკრედიტაციების ქსეროასლებზე მითითებულია, რომ ეს პირები წარმოადგენენ შემდეგ ორგანიზაციებს: „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრი“, „ALL MEDIA“, „ახალგაზრდა თაობა“, „მომავლის ნათება“. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუ როგორ აღმოჩნდა …

სისხლის სამართლის მუხლით გამოძიება ორ ფაქტზე დაიწყო – შსს არჩევნების მეორე ტურზე

დღეს, 30 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებული საარჩევნო დარღვევების შესახებ შს სამინისტრომ განცხადება გააკეთა. შსს-ს თქმით, ამ დროისთვის სისხლის სამართლის მუხლით გამოძიება ორ ფაქტზე მიმდინარეობს. „ზუგდიდში, მე-20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ მომხდარ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს. ამავე უბნის ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული 5 პირი. …

ბათუმში უბანზე მარკირებული ამომრჩეველი შეუშვეს

ბათუმში, #12-ე საარჩევნო უბანზე, რომელიც ბათუმის მერვე საჯარო სკოლაშია განთავსებული, სამი საჩივარი დაიწერა. პირველი საჩივარი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელმა დაწერა, შეეხება საარჩევნო უბნების წინ „ქართული ოცნების“ აგიტატორების მობილიზებას. როგორც ენმ-ს დამკვირებელი ამბობს, მან საჩივარი დაწერა იმის გამო, რომ უბნის თავმჯდომარემ არ შეატყობინა საოლქოს არსებული სიტუაცია, რათა საოლქოს თავის მხრივ მიემართა შსს-სთვის და  შეეწყვიტათ „ქართული ოცნების“ …

ბათუმის საარჩევნო უბნებზე 56 საჩივარი დაიწერა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, 13:00 საათისთვის ბათუმის საარჩევნო უბნებზე ჯამში 56 საჩივარი დაიწერა. საარჩევნო დარღვევების შესახებ განცხადება გააკეთა ენმ-ს წარმომადგენელმა მირდატ ქამადაძემ. მისი თქმით, ბათუმის საარჩევნო უბნებზე გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები: მე-14 უბანზე მარკირების სითხე უხარისხოა, რის გამოც ფაქტობრივად ვერ ხერხდება მარკირება. პრობლემა საჩივრის დაწერის მიუხედავად აღმოფხვრილი არ არის. 22-ე საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველს არ გაუკეთეს მარკირება. …

ბათუმის #19 საარჩევნო უბნის ოქმში რეალურზე 2263 ხმით მეტი დაფიქსირდა

ბათუმის #19 საარჩევნო უბნის ხმები დღეს, 5 ნოემბერს, ხელმეორედ გადათვალეს საოლქო საარჩევნო კომისიაში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა ამ საარჩევნო უბნის ოქმი ხელახალი გადათვლის შედეგებით. ირკვევა, რომ თითქმის ყველა პარტიისათვის მიცემული ხმების რაოდენობა ოქმში არასწორადაა მითითებული. ბათუმის #19 საარჩევნო უბნის ხმების გადათვლას ესწრებოდა საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი პაატა დიასამიძე, რომელიც „გაუგებარს“ უწოდებს სიტუაციას. ბათუმის #19 საარჩევნო …

ბათუმის 49-ე უბანზე 3 პირი ხელმეორედ ცდილობდა ხმის მიცემას – „ლელო“

„ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ბათუმში ირაკლი კუპრაძემ დღეს, 31 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბათუმის 49-ე საარჩევნო უბანზე 3 მოქალაქე, რომლებიც შარაბიძეების დასახლებაში არიან რეგისტრირებულნი, ხმის მიცემას ხელმეორედ ცდილობდა. „ჩვენმა დამკვირვებლებმა ამის უფლება არ მისცეს, რადგან მათ უკვე ჰქონდათ მარკირება გავლილი,“- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. მისი თქმით, ამავე უბანზე სხვა დარღვევაც გამოვლინდა. კერძოდ, „წილისყრის …

საარჩევნო უბანთან კარტოფილით და სხვა პროდუქტებით დატვირთული მანქანა იდგა – ენმ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა  მირდატ ქამადაძემ დღეს, 31 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბათუმში 84-ე საარჩევნო უბნის წინ ბოსტნეულით დატვირთული მიკროავტობუსი იდგა. მისი განცხადებით, ასე მმართველი პარტია ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს. „კარტოფილით, ხახვით და კიდევ სხვა პროდუქტით დატვირთული მიკროავტობუსი იდგა საარჩევნო უბნის წინ და როგორც კი ჩვენმა წარმომადგენლებმა დააფიქსირა ეს ვიდეოში, ისინი გაეცალენ უბანს. მინდა მოვუწოდო …

დაწერილია ათზე მეტი საჩივარი, მათ შორის შუახევშიც – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დღეს, 31 ოქტომბერს, ქვეყანაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს. საიას განცხადებით დღის 10:00 საათისთვის ხმის მიცემის პროცედურები უმრავლეს უბანზე დროულად და არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო, თუმცა გამოიკვეთა ტენდენცია, რომელიც პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება. „დარღვევები შეეხება უბანზე დამკვირვებლის არდაშვებას, წილისყრის პროცედურების არასათანადოდ ჩატარებასა და წილისყრით გამოვლენილი ფუნქციების შეუსრულებლობას,“-აცხადებს საია. ამ ეტაპზე საიას სადამკვირვებლო …

მოსყიდვა, გათავისუფლება და სხვა დარღვევები აჭარაში არჩევნების წინ – კვლევა

დღეს, 8 სექტემბერს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშში  განხილულია 2020 წლის 4 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი, აგრეთვე მოვლენები, რომელთა განვითარება 4 აგვისტომდე დაიწყო. ISFED-ის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 17 ფაქტი; წინასაარჩევნოდ, ამომრჩევლის ფართო მასების გულის მოსაგებად ხელისუფლების …

რამდენი საჩივარი და შენიშვნა დაწერა საიამ ბათუმში

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ბათუმში, საარჩევნო უბნების გახსნიდან 12:00 საათამდე ცხრა საჩივარი  და სამი შენიშვნა დაწერა. საჩივრები ძირითადად შეეხება პროცედურულ დარღვევებს. „დილით ეს შეეხებოდა წილისყრის პროცედურების დარღვევას და ასევე იმას, რომ გადასატან საარჩევნო ყუთს არ მიყვებოდნენ ის კომისიის წევრები, რომლებსაც შეხვდათ ფუნქცია, რომ გაყოლოდნენ ყუთს“ – გვეუბნება საია აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ანნა მდინარაძე. მისივე ინფორმაციით, ბათუმში …

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ბათუმში საარჩევნო დარღვევებზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ფილიალის ინფორმაციით, ამ დროისთვის ორგანიზაციის დამკვირვებლებს არცერთ უბანზე საჩივარი არ დაუწერიათ. „გვქონდა შენიშვნები. მაგალითად, ბათუმის 25-ე საარჩევნო უბანზე მარკირების შესამოწმებელი არ მუშაობდა და ამასთან დაკავშირებით დავწერეთ შენიშვნა, ამავე უბანზე იყო ჩხუბი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლებს შორის და ამაზეც ჩავუწერეთ შენიშვნა. ბათუმის რამდენიმე უბანზე იყო პრობლემა, რომ ორ-ორი წარმომადგენლები ჰყავდათ ზოგიერთებს …

ენმ-ს ბრიფინგი ბათუმის საარჩევნო უბნებში დარღვევების შესახებ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მირდატ ქამადაძის განცხადებით, ბათუმის რამდენიმე საარჩევნო უბანზე გამოვლინდა დარღვევები. „ხელვაჩაურში, მე-18, მე-19 საარჩევნო უბნებზე ჩვენს წარმომადგენელს ხელში ჩაუვარდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორების სია, სადაც მითითებული იყო თანხები, თუ ვისზე რამდენი ლარი გაიცა. ჩვენი წარმომადგენელი მალე მოგვაწვდის ამ დოკუმენტსაც და მალე გამოვაქვეყნებთ. დარღვევა იყო 41-ე უბანზე, ეს არის ბარცხანა, სადაც უბანი განთავსებულია მე-17 სკოლაში. …

ბათუმის ოლქმა საჩივრები განიხილა

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ და „სამართლიანი არჩევნების“ საჩივრები დღეს, 29 ოქტომბერს განიხილა. ოლქის გადაწყვეტილებით, სხვადასხვა საუბნო კომისიის წევრს გაფრთხილება და შენიშვნა მისცეს. ოლქს მკაცრი დისციპლინური პასუხისმგებლობის ფორმა, მაგალითად, შრომის ანაზღაურების დაქვითვა, არ გამოუყენებია. ეს საჩივრები საიამ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ არჩევნების დღეს დაწერეს, თუმცა მათ განხილვაზე ოლქმა უარი იმ მოტივით თქვა, რომ ისინი …

Exit mobile version