მთავარი,სიახლეები

საარჩევნო უბანთან კარტოფილით და სხვა პროდუქტებით დატვირთული მანქანა იდგა – ენმ

31.10.2020
საარჩევნო უბანთან კარტოფილით და სხვა პროდუქტებით დატვირთული მანქანა იდგა – ენმ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა  მირდატ ქამადაძემ დღეს, 31 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბათუმში 84-ე საარჩევნო უბნის წინ ბოსტნეულით დატვირთული მიკროავტობუსი იდგა. მისი განცხადებით, ასე მმართველი პარტია ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს.

„კარტოფილით, ხახვით და კიდევ სხვა პროდუქტით დატვირთული მიკროავტობუსი იდგა საარჩევნო უბნის წინ და როგორც კი ჩვენმა წარმომადგენლებმა დააფიქსირა ეს ვიდეოში, ისინი გაეცალენ უბანს.

მინდა მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ძალიან გაჭირვებულია, ქართულ საზოგადოებას და ქართველ ამომრჩეველს არ დაუკარგავს თავმოყვარეობა და რასაც თქვენ აკეთებთ ახლა, ეს არის შეურაცხყოფა ქართველი ხალხის,“ – აცხადებს მირდატ ქამადაძე.

მან ბრიფინგზე კიდევ ერთი დარღვევის შესახებ ისაუბრა. მირდატ ქამადაძის განცხადებით, სპეციალურ სიაში მითითებული ერთ-ერთი ამომრჩეველი, რომელმაც გადასატანი ყუთით უნდა ისარგებლოს, საარჩევნო უბანზე ცდილობდა ხმის მიცემას.

„ქართული ოცნება“ ცდილობს კოვიდი გამოიყენოს არჩევნების გასაყალბებლად და ვთხოვთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომ ამ ფაქტებს მიაქციონ ყურადღება.“

დღეს, 31 ოქტომბერს, საქართველოში საპარალამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ენმ-ს განცხადებით, საარჩევნო უბნის წინ ბოსტნეულით დატვირთული მიკროავტობუსი ვიდეოზე გადაიღეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: