რას აჩვენებს ოფიციალური ციფრები, როცა პროკურატურა და ახლა უკვე სასამართლო ამტკიცებს, რომ ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ფინანსურად დააზარალა? – ციფრები და ოფიციალური სტატისტიკა, რაც კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული აჩვენებს, რომ, მაგალითად, 2015 წელს „რუსთავი 2“-ის წლიური შემოსავალი 9 მილიონ 110 685 ლარი იყო, 2020 წელს კი – 5 მილიონ 649 976 ლარი. 2015 წელი …
Tag Archives: რუსთავი 2
რუსთავი 2 აჭარის რეგიონის ჟურნალისტმაც დატოვა
„რუსთავი 2“-დან ჟურნალისტების წასვლის პროცესი გრძელდება. დღეს არხი დატოვა თეა ვაშალომიძემ, რომელიც რუსთავი 2-ისთვის 14 წლის განმავლობაში მუშაობდა აჭარის რეგიონიდან. “მეგობრებო, დროა საჯაროდ გავახმოვანო ჩემი პოზიციაც, რომელიც ჩემი მეგობრებისთვის ცნობილია უკვე რამდენიმე დღეა. რა თქმა უნდა, ვდგავარ იქ, სადაც ჩემი გუნდია და რომელ გუნდთან ერთადაც გავატარე ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ვარ ამაყი, რომ ბოლო …
Continue reading “რუსთავი 2 აჭარის რეგიონის ჟურნალისტმაც დატოვა”
ბახტაძის კომენტარი რუსთავი 2-ის და ხაზარაძე-ჯაფარაძის საქმესთან დაკავშირებით
„სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში ტრადიციად იქცა სრულიად დაუკავშირებელი გარემოებების ერთმანეთთან დაკავშირება და ამ შემთხვევაშიც იგივესთან გვაქვს საქმე. მე მსურს ვთქვა ყველაზე მთავარი – ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოში იყოს მაღალი დონის მედია პლურალიზმი და მედია თავისუფლება, რაც არის და მომავალშიც იქნება უზრუნველყოფილი“, – ასეთი კომენტარი გააკეთა ბათუმში მყოფმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, რომელსაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რას ფიქრობს „რუსთავი 2“-ის …
Continue reading “ბახტაძის კომენტარი რუსთავი 2-ის და ხაზარაძე-ჯაფარაძის საქმესთან დაკავშირებით”
ბათუმში მოქმედი 6 არასამთავრობოს განცხადება რ2-იდან ჟურნალისტების გათავისუფლებაზე
ბათუმში მოქმედი 6 არასამთავრობო ორგანიზაცია მიუღებლად მიიჩნევს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან თანამშრომლების გათავისუფლებას. ორგანიზაციები თვლიან, რომ ამჟამინდელი მოვლენები ნეგატიურად აისახება მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე. „ბათუმში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებს მიუღებლად მიგვაჩნია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან თანამშრომლების კამპანიური გათავისუფლება. „რუსთავი 2“-ის ახალმა მენეჯმენტმა, უგულებელყო არხის თანამშრომლებისა და საზოგადოების წინაშე გაცხადებული პირობა სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ ახალი მენეჯმენტი …
ვერ ვიმუშავებ არხზე, სადაც მთხოვენ რუსეთს ოკუპანტი არ ვუწოდო – რ2-ს პაატა იაკობაშვილიც ტოვებს
რუსთავი 2-ს მიხეილ სესიაშვილისა და დიანა ჯოჯუას შემდეგ კურიერის კიდევ ერთი წამყვანი, პაატა იაკობაშვილი ტოვებს. იაკობაშვილის თქმით, ის ამჟამად შვებულებაშია, თუმცა არხიდან თავისი კოლეგების მსგავსად, მიდის. „აბსოლუტურად ვიზიარებ ჩემი კოლეგებისა და მეგობრების აზრს და დამოკიდებულებას. რუსთავი 2-ის და კურიერის სიძლიერე მდგომარეობდა სწორედ იმაში, რომ ეს იყო თანამოაზრეების გუნდი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის დაკვეთაა. …
„კურიერის“ წამყვანებმა რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში დატოვეს [ვიდეო]
20 აგვისტოს, საღამოს ცხრა საათზე, რუსთავი 2-ზე „კურიერი“ ჩვეულ ფორმატში არ გავიდა. „კურიერის“ წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა, არხი პირდაპირ ეთერში დატოვეს. „13 წელია ამ სტუდიიდან გესალმებით და დღეს იმაზე მეტად ვღელავ, ვიდრე მაშინ, როდესაც პირველად ვთქვი: “ეთერშია კურიერი 9 საათზე”… მე და ჩემმა კოლეგებმა ამ არხზე ბევრი ომი გამოვიარეთ, რუსთავი 2 და კურიერი …
Continue reading “„კურიერის“ წამყვანებმა რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში დატოვეს [ვიდეო]”
არც იფიქროთ ჩემი გირაოს ანგარიშზე თუნდაც 1 თეთრის შეტანა – გვარამია გულშემატკივრებს
რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, რომელსაც სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 40 000 ლარი გირაო შეუფარდა, თავის მეგობრებს, გულშემატკივრებსა და თანამოაზრეებს მოუწოდებს, მისი გირაოს ანგარიშზე თანხა არ შეიტანონ. ნიკა გვარამიამ მოსამართლეს სასამართლო პროცესზე განუცხადა, რომ ის გირაოს არ გადაიხდის და ამიტომ აღკვეთ ღონისძიებად გირაოს ფორმას ნუ გამოიყენებს. „გავარკვიე, რომ გირაოს ჩარიცხვა სპეცანგარიშზე ჩემი თანხმობის გარეშეც შესაძლებელია …
პაატა სალიას „რუსთავი 2“-ის ნიუსრუმში არხის სახეებისთვის ორწლიანი ხელშეკრულებები მოსთხოვეს
„რუსთავი 2“-ის ნიუსრუმში პაატა სალია ჟურნალისტებს ხვდება, ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა მას უთხრა, რომ ახლა მათთვის მთავარი გარანტიებია. „თქვენ თუ მოიტანთ ორწლიან კონტრაქტებს იმ ცნობილ სახეებზე, რომლებიც ქმნიან ივანიშვილისთვის არასასურველ კონტენტს, თუ მოიტანთ ასეთ 10 კონტრაქტს, მაშინ მე პირადად თანახმა ვარ,“ – მიმართა „რუსთავი 2“-ის ახალ დირექტორს ნანუკა ჟორჟოლიანმა. პაატა სალიამ მას უთხრა, რომ კონტრაქტების მომზადებას …
პაატა სალია „რუსთავი 2“-ში შევიდა: არ ვგეგმავ საკადრო ცვლილებებს
„ქიბარ ხალვაშმა თქვა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა არის მნიშვნელოვანი… ვამბობ, რომ ჟურნალისტებს ექნებათ სრული დამოუკიდებლობა. ჩემი ვალდებულებაა, შევისწავლო სამართლებრივი, ფინანსური მდგომარეობა. ვეცდებით, რომ შეუფერხებელი განვითარების გეგმა შევიმუშაოთ, მე ვგეგმავ შეხვედრას მენეჯმენტთან,“ – განაცხახადა „რუსთავი 2“-ის ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ, ვიდრე იგი ტელევიზიის შენობაში შევიდოდა. ტელევიზიაში პაატა სალიან ნიკა გვარამიას უკვე შეხვდა. ნიკა გვარამიას პაატა სალიას უთხრა, …
Continue reading “პაატა სალია „რუსთავი 2“-ში შევიდა: არ ვგეგმავ საკადრო ცვლილებებს”
გვარამია: კონტრაქტის დარღვევის გამო ავიღებ 5 მილიონ დოლარს
„რუსთავი 2“-ის დირექტორად ნიკა გვარამიას ნაცვლად უკვე დანიშნეს პაატა სალია, არხის ახალი დირექტორი დღეიდან, 18 ივლისიდან სწორედ ის იქნება. ახლახან [18:52] სალიამ განაცხადა, რომ დღესვე აპირებს არხზე მისვლას, მიუხედავად თანამშრომლების პროტესტისა. პაატა სალია ადვოკატია. ქიბარ ხალვაშს – არხის დღევანდელ მფლობელს, მიმდინარე დავის დროს სწორედ ის უწევდა სამართლებრივ მომსახურებას. ნიკა გვარამია ამბობს, რომ ის აუცილებლად წამოიწყებს …
Continue reading “გვარამია: კონტრაქტის დარღვევის გამო ავიღებ 5 მილიონ დოლარს”
რეესტრმა „რუსთავი 2“-ის მფლობელად ქიბარ ხალვაში დაარეგისტრირა
საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა ქიბარ ხალვაშის წარმომადგენლის, პაატა სალიას განცხადება რ2-ის მფლობელების შეცვლასთან დაკავშირებით. ამჟამად საჯარო რეესტრის მიხედვით, რ2-ის 100-პროცენტიან წილს ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია პანორამა ფლობენ. ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ საჯარო რეესტრს მიმართა დღეს, 18 ივლისს, რათა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებები დაარეგისტრიროს. განცხადების თანახმად შესაცვლელი რეკვიზიტებია: პარტნიორის ცვლილება წილის ცვლილება …
Continue reading “რეესტრმა „რუსთავი 2“-ის მფლობელად ქიბარ ხალვაში დაარეგისტრირა”
თამთა მიქელაძე „რუსთავი 2“-ის შესახებ
რედაქცია: გამოქვეყნებული მასალა, რომელიც მომზადებული იყო თამთა მიქელაძის ფეისბუქპოსტზე დაყრდნობით, წაშლილია, რადგან, პოსტის ავტორის განმარტებით, საქმის გარემოებების დაზუსტების შემდეგ, ეს კომენტარი აღარ იყო რელევანტური.
რ2-ის საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა არ დაადგინა და დროებითი ღონისძიება გააუქმა
18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლის დარღვევა. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს, რაც ნიშნავს, რომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმდება. რა გადაწყვიტა …
Continue reading “რ2-ის საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა არ დაადგინა და დროებითი ღონისძიება გააუქმა”
ქორიძე რ2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე: ხელისუფლების განცხადებები არანაკლებ პროვოკაციულია
რუსთავი 2-ის გარშემო მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, რაც ამ არხის ტელეწამყვანმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რუსულად აგინა პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. საქმე იმაშია, რომ რუსთავი 2-თან შეკრებილი მოქალაქეები ამ წუთებში არხის გაუქმებას, ასევე გიორგი გაბუნიას და ნიკა გვარამიას გადადგომას ითხოვენ. არხმა მაუწყებლობა შეწყვიტა. მანამდე ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა ტელეწამყვანის ამ …
რა მოხდა რუსთავი 2-ზე “პოსტსკრიპტუმის” პირდაპირ ეთერში [მოკლედ]
დღეს, 7 ივლისს, „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსკრიპტუმის“ წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ თავისი გადაცემა რუსულ ენაზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინებით დაიწყო. ტელეწამყვანმა თავის მიმართვაში ასევე გინებით მოიხსენია რუსეთის პრეზიდენტის გარდაცვლილი მშობლებიც. ჟურნალისტის ამ მონოლოგს საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. გიორგი გაბუნიას გაემიჯნა არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელმაც ფეისბუქ ლაივში თქვა რომ ის “არ აპირებს პუტინის …
Continue reading “რა მოხდა რუსთავი 2-ზე “პოსტსკრიპტუმის” პირდაპირ ეთერში [მოკლედ]”
რა ელით ჟურნალისტებს გამოცხადებული დეზინფორმაციის მარათონში
რას ნიშნავს, როცა დამოუკიდებელი მედია საგანგებო მდგომარეობას აცხადებს? როგორ უნდა მოიქცნენ ჟურნალისტები, როდესაც მედიამფლობელი ჟურნალისტებს საკუთარი პოლიტიკური თუ ფინანსური ინტერესების გასატარებლად იყენებს? რა არჩევანი აქვთ ჟურნალისტებს და სად არის გამოსავალი – ეს არის საკითხი, რომელზეც „ბათუმელები“ მედიის სპეციალისტს, ზვიად ქორიძეს ესაუბრა. 2018 წლის 30 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედმა“ საგანგებო რეჟიმზე გადასვლა დააანონსა. მენეჯმენტის ამ გადაწყვეტილებით ტელევიზიაში დასაქმებულები …
Continue reading “რა ელით ჟურნალისტებს გამოცხადებული დეზინფორმაციის მარათონში”
“რუსთავი 2”-ის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა
საკონსტიტუციო სასამართლომ “რუსთავი 2”-ის და შპს “საქართველოს” სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება პლენუმმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. დავის საგანი სამოქალაქო კოდექსის ის ნორმა იყო, რიმლის მიხედვითაც შესაძლებელია ზნეობრივი ნირმების დარღვევის, ასევე შეუსაბამო ფასების გამო გარიგება ბათილად მიიჩნიოს სასამართლომ. “რუსთავი 2”-მა საკონსტიტუციო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, როცა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის დაბრუნებაზე საჯაროდ განაცხადა და თქვა, რომ თავის …
Continue reading ““რუსთავი 2”-ის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა”