კაცმა თავად გადაიღო ის ვიდეო, როცა რვაფეხა თავს დაესხა [ვიდეო]

ავსტრალიელი გეოლოგი ლანს კარლსონი ორჯერ გახდა რვაფეხას თავდასხმის მსხვერპლი. რვაფეხა მას თავს დაესხა ინდოეთის ოკეანეში, „გეოგრაფიის ყურეში“. კარლსონის თქმით, ის ოჯახთან ერთად ისვენებდა სანაპიროზე, როდესაც დაინახა, რომ რვაფეხა თოლიას დაესხა თავს. ამის სანახავად ის და მისი ქალიშვილი უფრო ახლოს მივიდნენ. კარლსონი იღებდა ვიდეოს და ამ კადრის ატვირთვა მოახერხა კიდეც თავის „ინსტაგრამზე“. სწორედ ამ დროს რვაფეხა …

ბათუმის „რვაფეხას” კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

კაფე „რვაფეხას“ [იგივე კაფე „ფანტაზია“], კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მიმართა. კაფე „ფანტაზია“, იგივე „რვაფეხა“, ბათუმის ბულვარში გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა და მალევე იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად. მოზაიკით მოპირკეთებული უცნაური ფორმის შენობა არქიტექტორ გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ …

„რვაფეხა“ იხსნება – კაფეს „ჰილტონის“ მფლობელი კომპანია მართავს

ბათუმის ბულვარმა ზღვისპირა პარკში მდებარე 2053 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული „რვაფეხას“ [იგივე კაფე „ფანტაზია“] შენობა იჯარის წესით სასტუმრო „ჰილტონს“ გადასცა. „რვაფეხა“ კომპანია „ტურ ინვესტის” დროებით მფლობელობაში გადავა, რომელსაც  “რვაფეხას” მომიჯნავედ სასტუმრო „ჰილტონს“ ფლობს. აუქციონზე იჯარის წლიური საწყისი თანხა 150 000 ლარს შეადგენდა, ხოლო აუქციონის დასრულების შემდეგ წლიური საიჯარო თანხა 154 500 ლარით განისაზღვრა. …

„რვაფეხას“ სამი წლით ასხვისებენ – საწყისი წლიური ქირა 150 ათასი ლარი [აუქციონი]

ბულვარში მდებარე კაფე „რვაფეხას“ შენობა ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ აუქციონზე გაიტანა. წლიური საწყისი საიჯარო ქირა 150 ათასი ლარია. ეს თანხა შესაძლოა ვაჭრობის შედეგად გაიზარდოს. „რვაფეხა“ ამჯერად იჯარით 3 წლით გასხვისდება. აუქციონის პირობის თანახმად: [checklist] ქონების სარგებლობაში მიმღები შეიძლება იყოს  ფიზიკური ან/და იურიდიული პირი; აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია საკუთარი სახსრებით გადაიხადოს ყველა სახის  კომუნალური მომსახურების გადასახადი და დაამონტაჟოს ყველა საჭირო …

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო რვაფეხას ბათუმის ბულვარს გადასცემს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო „რვაფეხას“ მისი განკარგვის მიზნით ბულვარს გადასცემს. სამინისტროში ამ ინფორმაციას ადასტურებენ და განმარტავენ, რომ ბულვარის ადმინისტრაცია უახლოეს პერიოდში შეიმუშავებს პირობებს ამ ქონების ელექტრონულ აუქციონზე გასატანად, მისი იჯარის წესით გასხვისების მიზნით. „რვაფეხას“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა. კაფეს რეაბილიტაციაზე მხატვარ-რესტავრატორმა ილია ფესვიანიძემ იმუშავა. “ბათუმელებთან”  ინტერვიუში ფესვიანიძე ამბობდა, რომ კაფე “ფანტაზია” ძველი ფოტოების მიხედვით …

ვინ გახსნის კაფეს „რვაფეხაში“

რეაბილიტირებული კაფე „ფანტაზია“, იგივე  „რვაფეხა“ ბათუმში უფუნქციოდაა. მთავრობამ დაზუსტებით  ჯერ არ იცის, რა ფორმით და პირობით გაასხვისებს მას. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ გასულ კვირას „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მთავრობა ამ ეტაპზე ყველა შესაძლო ოპტიმალურ ვარიანტს განიხილავს რვაფეხას გასაცოცხლებლად. მან არ უარყო ისიც, რომ შესაძლოა შენობა მთავრობამ პირობიანი აუქციონის ფორმით გაასხვისოს. მისივე თქმით, დღის …

ვინ გადაარჩინა ბათუმის „რვაფეხა“

21 აგვისტოს ბათუმში განახლებული კაფე „ფანტაზია“, რომელსაც ბათუმში ძირითადად „რვაფეხას“ უწოდებენ, საზეიმოდ გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმის მერთან და აჭარის მთავრობასთან ერთად. „რვაფეხას“ გახსნას არ ესწრებოდნენ ის ადამიანები, რომელთაც ბათუმის „რვაფეხა“ დანგრევას გადაარჩინეს. რომ არა ბათუმელი აქტივისტების, კულტურული მემკვიდრეობის დამცველების აქტიურობა და აქციების სერია, „რვაფეხას“ 2014 წელს დაანგრევდნენ და ამ ადგილას სასტუმრო „ჰილტონი“ ორ …

ბათუმში განახლებული „რვაფეხას“ გახსნის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

დღეს, 21 აგვისტოს, ბათუმში, „რვაფეხას“ ოფიციალური გახსნის პარალელურად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იმავე ტერიტორიაზე აქციას მართვას. აქტივისტებმა „რვაფეხასთან“ მოიტანეს პლაკატები, ითხოვენ გიორგი გახარიას, პრემიერისა და საქართველოს მთავრობის გადადგომას. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, აქციის მონაწილეების წინ დგას პოლიციის კორდონი და მათ არ აძლევს საშუალებას მიუახლოვდნენ „რვაფეხას“ ტერიტორიას. „რვაფეხას“ გახსნის ცერემონიალს საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე ესწრება. See more  

21 აგვისტოს რეაბილიტირებული რვაფეხას გახსნას პრემიერი დაესწრება

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, 21 აგვისტოს ბათუმში რეაბილიტირებულ „რვაფეხას“ გახსნიან. „ბათუმელების“ ინფორმაციით ცერემონიალს საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე დაესწრება. „რვაფეხას“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა. კაფეს რეაბილიტაციაზე მხატვარ-რესტავრატორმა ილია ფესვიანიძემ იმუშავა. “ბათუმელებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ფესვიანიძე ამბობდა, რომ კაფე “ფანტაზია” ძველი ფოტოების მიხედვით აღადგინა. კაფე „ფანტაზია“ ბათუმის ბულვარში 1981 წელს გაიხსნა და მალევე იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად. მოზაიკით მოპირკეთებული …

რვაფეხას ღობე მოხსნეს, კაფეს აღდგენა დასრულდა [ფოტო]

კაფე “ფანტაზიას”, იგივე  „რვაფეხას“ რეაბილიტაცია დასრულდა. ნაგებობას სამშენებლო ღობე მოხსნეს და მისი დათვალიერება უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ნახეთ, როგორ გამოიყურება რეაბილიტირებული რვაფეხა გარედან და შიგნით. ამავე თემაზე:   რესტავრატორის განმარტება – აღდგება თუ ვერა „რვაფეხა“ თავდაპირველი სახით

ვის ეკუთვნის და როდის გაიხსნება რვაფეხა

ბათუმში „რვაფეხას“ რეაბილიტაცია ფაქტობრივად დასრულებულია, თუმცა მისი შემდგომი ფუნქციონირების საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, რომელიც „რვაფეხას“ მესაკუთრეა, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ფუნქციონირების საკითხის შესახებ გადაწყვეტილება სამუშაოების ჩაბარების შემდეგ გადაწყდება. „რვაფეხას“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ჯერ ბათუმის მერია შენობას მიიღებს ექსპლუატაციაში შესაბამისი წესით და ამის შემდეგ შესრულებულ სამუშაოს ჩაიბარებს სამინისტრო. შესრულებული სამუშაოების  …

როგორ გამოიყურება რეაბილიტირებული რვაფეხა [ფოტო]

რვაფეხას [კაფე „ფანტაზიას“] სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის დასრულდა. “ბათუმელების” ინფორმაციით, ივნისის ბოლოს რვაფეხაზე ყველა ძირითადი სამუშაო დამთავრდება და გასახსნელად მზად იქნება. ნაგებობას მოხსნიან სამუშაო ღობეს და ნებისმიერ მსურველის შეეძლება რეაბილიტირებული რვაფეხას ნახვა. „რვაფეხას“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა. კაფეს რეაბილიტაციაზე მხატვარ-რესტავრატორმა ილია ფესვიანიძემ იმუშავა. “ბათუმელებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ფესვიანიძე ამბობდა, რომ კაფე “ფანტაზია” ძველი ფოტოების მიხედვით აღადგინა. კაფე …

რვაფეხას მოზაიკით მოპირკეთება დაიწყო

ბათუმის ბულვარში კაფე „ფანტაზიას“ [„რვაფეხას“] მოზაიკით მოპირკეთება დაიწყო. ამ ეტაპზე მხოლოდ რამდენიმე ფიგურაა მოზაიკით მოპირკეთებული. „რვაფეხაზე“ მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება 2019 წლის ზაფხულისთვისაა დაგეგმილი. „რვაფეხას“ რეაბილიტაციას ფონდი „ქართუ“ აფინანსებს და ახორციელებს. კაფე „ფანტაზია“ ბათუმის ბულვარში 1981 წელს გაიხსნა და მალევე იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად. მოზაიკით მოპირკეთებული უცნაური ფორმის შენობა არქიტექტორ გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის …

რესტავრატორის განმარტება – აღდგება თუ ვერა „რვაფეხა“ თავდაპირველი სახით

მას შემდეგ, რაც „ბათუმელებზე“ გამოქვეყნდა სტატია – „რვაფეხა“ თავდაპირველი სახით ვერ აღდგება, სადაც აღნიშნული იყო, რომ წყლის მტვერი, რომელიც „რვაფეხას“ თევზებიდან იფრქვეოდა, განახლებულ ფიგურებში აღარ იქნება, თემაზე კომენტარი გააკეთა „რვაფეხას“ მხატვარ-რესტავრატორმა, ილია ფესვიანიძემ. ის „რვაფეხას“ რეაბილიტაციაზე მუშაობს. ილია ფესვიანიძე აცხადებს, რომ ჯგუფმა ფოტომასალაზე დაყრდნობით იმუშავა: „24-იანი არმატურები სრულიად დაჟანგული იყო. არ ვიცი, როგორ გადარჩა ისე, რომ …

„რვაფეხა“ თავდაპირველი სახით ვერ აღდგება

კაფე „ფანტაზიას“ [„რვაფეხას“] სარეაბილიტაციო სამუშაოები აპრილიდან ახალ ეტაპზე გადავა. მშენებლები მის მოზაიკით მოპირკეთებას დაიწყებენ. თუმცა, სანამ „რვაფეხაზე“ სამუშაოები დასრულდება, სპეციალისტები ამბობენ, რომ მთელი რიგი შეცდომებია დაშვებული, რაც „რვაფეხას“ თავდაპირველი სახით აღდგენას გამორიცხავს. მხატვარ-მონუმენტალისტი თემურ მჟავანაძე, რომელმაც გასული საუკუნის 80-იან წლებში „რვაფეხას“ მოზაიკით მოპირკეთებაზე იმუშავა ამბობს, რომ დღეს ნაწყენი და გაბრაზებულია. „ეს არ არის რესტავრაცია, რაც …

„რვაფეხას“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე 197 606 ლარი დაიხარჯება 

ბულვარის ადმინისტრაცია ბათუმის ბულვარში, კაფე-ბარ „ფანტაზიას“ [„რვაფეხა“] შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას გეგმავს, რისთვისაც 197 ათას 606 ლარი აქვს გათვალისწინებული. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა დასრულდეს. შესაბამის ტენდერში წინადადებების მიღება კი მიმდინარე წლის 29 იანვარს მთავრდება. სსიპ „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის, ეთერ მაჭუტაძის ინფორმაციით, გაკეთდება „რვაფეხასთან“ მისასვლელები, ერთ-ერთი ალეას მონაკვეთი, დაიგება ფილები და მოეწყობა …

„რვაფეხას“ რესტავრაცია დაიწყო

კაფე „ფანტაზიის“, ე.წ. „რვაფეხას“ სარესტავრაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. სამუშაოებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აწარმოებს.  ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. „რვაფეხა“ ბათუმის ბულვარში მდებარეობს. „ობიექტი დაუბრუნდება თავის პირვანდელ სახეს, იფუნქციონირებს კაფე, სპეციალურად  მოეწყობა კაფემდე მისასვლელი გზა, ასევე იმუშავებს პატარა შადრევნებიც“. ამ ეტაპისთვის ინფორმაცია სამუშაოების დასრულებასა და პროექტის ღირებულების …

ზურაბ პატარაძე: უახლოეს პერიოდში ვიწყებთ „რვაფეხას“ აღდგენას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ „რვაფეხას“ რეაბილიტაციის გადაწყვეტილება მიიღეს. „ის იქნება ისეთი, როგორიც იყო წარსულში. უახლოეს პერიოდში ჩვენ ვიწყებთ რვაფეხას აღდგენას“ – განაცხადა ზურაბ პატარაძემ. „ბათუმელების“ კითხვაზე, ვისი დაფინანსებით მოხდება „რვაფეხას“ რეაბილიტაცია, ზურაბ პატარაძე პასუხობს, რომ შესაძლოა პროექტი ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსოს. „ჩვენ დავუკავშირდით სხვადასხვა ჯგუფს, მათ შორის, „ფონდ ქართუს“. ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში გამოიყოფა …

„რვაფეხა ტიპიური ჰიპური ხელოვნების ნიმუშია“


“რვაფეხა” შეიძლება ბავშვობიდან გამოყოლილი მოგონებებითაც იყო ძვირფასი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ის ძვირფასია როგორც ხელოვნების გამორჩეული ნიმუში, როგროც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. ამიტომ ნებისმიერ კულტურულ მემკვიდრეობაზე საუბრის უფლებას ჩემი პროფესია – ხელოვნების ისტორიკოსობა და პროფესიული გამოცდილება მაძლევს. 

როდის მიიღებს ძეგლის სტატუსს რვაფეხა

 

„რვაფეხასთვის“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჯერ არ მიუნიჭებიათ. იმ შემთხვევაში, თუ „რვაფეხას“, რომელიც ცნობილი ქართველი არქიტექტორის გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ნამუშევარია, სააგენტო ძეგლის სტატუსს მიანიჭებს, მას კანონი დაიცავს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, რომლის კომპეტენციაშიც ძეგლისათვის სტატუსის მინიჭება შედის, აცხადებენ, რომ თბილისში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თხოვნით, ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საზღვრები უნდა დააზუსტონ და სწორედ ამაზეა დამოკიდებული, მიანიჭებენ თუ არა „რვაფეხას“ ძეგლის სტატუსს. 

„რვაფეხა“ სააგენტოს გადაწყვეტილების მოლოდინში

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში არსებულმა საბჭომ ბათუმში მდებარე კაფე „ფანტაზიას“, იგივე „რვაფეხას“ საკითხი უნდა განიხილოს. საბჭომ და სააგენტომ  უნდა გაწყვიტოს, მიენიჭება თუ არა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი „რვაფეხას“. 

არჩილ ხაბაძე: ვფიქრობ, რვაფეხა არ არის ძეგლი

 

„ვფიქრობ, „რვაფეხა“ არ არის ძეგლი, არც ისტორიული ღირებულება აქვს, უბრალოდ, ქალაქის სიმბოლოა. 70% აღდგენას არ ექვემდებარება, დაზიანებულია –  ექსპერტიზის დასკვნაა ამაზე. მე არ ვამბობ, რომ უნდა დაინგრეს. ერთად გამოვნახოთ ადგილი, სადაც დაიდგმება.“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ გაზეთ „ბათუმელებთან“ ინტერვიუში, კითხვაზე, რას ფიქრობს მთავრობის თავმჯდომარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით.    

მოგონებები „რვაფეხაზე“

 

შაბათს, 6 დეკემბერს ბათუმელები კაფე „ფანტაზიასთან“, იგივე „რვაფეხასთან“, იგივე „ურჩხულთან“ შეიკრიბებიან და საპროტესტო აქციას გამართავენ მის დასაცავად.

 

ფეისბუქში კამპანია „დაიცავი რვაფეხა“ უკვე დაიწყო. სამოქალაქო აქტივისტები სოციალურ ქსელში ტვირთავენ რვაფეხასთან დაკავშირებულ მოგონებებს, ფოტოებს და ბათუმელებს „რვაფეხას“ დაცვისაკენ  მოუწოდებენ.

„ჰილტონ ბათუმი“, რვაფეხა და ოფშორი

 

 

„ჰილტონ ბათუმის“ მშენებელი კომპანია „ტურინვესტი“, რომელიც ბათუმის ზღვისპირა პარკში 5000 კვ/მეტრ მიწის ნაკვეთს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით ითხოვს, რუსეთის მოქალაქის მიერ ოფშორშია დარეგისტრირებული. 

მიტოვებული კაფე „რვაფეხა”

 სუნი, ანტისანიტარია და აქა-იქ დაზიანებული კედლები. წლების წინ კაფე „რვაფეხა“ ბათუმის სავიზიტო ბარათად მიიჩნეოდა, თუმცა დღეს მივიწყებული და უპატრონოა. მისასვლელთან ქვის ლოდების გროვაა, რომელიც ეშმაკის ბორბალის გადატანის შემდეგ გაჩნდა და მათ გატანაზე შესაბამის სამსახურებს არ უზრუნიათ. ნაგებობის ერთ კუთხეში რამდენიმე ახალგაზრდა ზის და მზესუმზირას შეექცევა: „სიბინძურეა, მაგრამ მაინც ვზივართ. რაღაცნაირი სიწყნარეა, არავინ მოდის და ჩვენთვის ვართ“. ლიკა, ლაშა, გიო და ალენი მოსწავლეები არიან, კაფეს გარემონტებას არ ელიან: „ამას ვინ გაარემონტებს, მიგდებულია ამდენი წელი, დაანგრევენ ალბათ“. 

 

ლელა დუმბაძე  

Exit mobile version