მთავარი,სიახლეები

კაცმა თავად გადაიღო ის ვიდეო, როცა რვაფეხა თავს დაესხა [ვიდეო]

03.04.2021
კაცმა თავად გადაიღო ის ვიდეო, როცა რვაფეხა თავს დაესხა [ვიდეო]

ავსტრალიელი გეოლოგი ლანს კარლსონი ორჯერ გახდა რვაფეხას თავდასხმის მსხვერპლი. რვაფეხა მას თავს დაესხა ინდოეთის ოკეანეში, „გეოგრაფიის ყურეში“.

კარლსონის თქმით, ის ოჯახთან ერთად ისვენებდა სანაპიროზე, როდესაც დაინახა, რომ რვაფეხა თოლიას დაესხა თავს.

ამის სანახავად ის და მისი ქალიშვილი უფრო ახლოს მივიდნენ. კარლსონი იღებდა ვიდეოს და ამ კადრის ატვირთვა მოახერხა კიდეც თავის „ინსტაგრამზე“.

სწორედ ამ დროს რვაფეხა მასაც მისწვდა – „რვაფეხა შემოგვეხვია. ეს იყო შოკი“.

პირველი შემთხვევიდან ცოტა ხნის შემდეგ კარლსონმა ბანაობა დაიწყო. მან სანაპიროდან დაახლოებით 25 მეტრში კიბორჩხალების ნარჩენები და მოლუსკები შენიშნა.

სწორედ ამ დროს რვაფეხამ მას მეორედ დაესხა თავს.

ნაპირზე გამოსვლის შემდეგ, მას კისრისა და ზურგის არეში ყველაზე „ბოროტი რვაფეხას ბევრი ნაკვალევი“ აღმოაჩნდა.

 

Посмотреть эту публикацию в Instagram

 

Публикация от Lance Karlson • Author (@lancekarlson)

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: