რა თქვა დეპუტატმა როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე – მაშინ ის აჭარის პოლიციას ხელმძღვანელობდა

„შემთხვევის ადგილზე გავჩერდით ალბათ ხუთი წუთი და დავბრუნდით უკან, ბათუმში, ვინაიდან დანაშაული იყო გახსნილი და არ იყო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების გატარების საჭიროება…“ – უთხრა გამომძიებელს „როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე“ პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“ რესან კონცელიძემ. ეს გამოკითხვის ოქმის ჩანაწერია – რესან კონცელიძე სერჟანტ შავაძის მკვლელობის დროს შსს-ს აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. აგვისტოს ომის …

რა იცვლება ბათუმში პარკირების წესებში – აჭარის დეპუტაციის ინიციატივა პარლამენტში

პარლამენტმა დღეს, 26 აპრილს, მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ბათუმში პარკირების წესებს არეგულირებს. საქმე ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 3 პრიმა მუხლს, რაც ითვალისწინებს „ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევას“. საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, პარკირების შესახებ სამართალდარღვევებზე ბათუმში კომპეტენტურ ორგანოებს ფოტოს და ვიდეოს გადაღების უფლება ექნებათ. კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის …

რატომ არ აღადგინა „ოცნებამ“ სამართლიანობა სერჟანტ შავაძის საქმეზე – 13 წელი მკვლელობიდან

„არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებიათ“, – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე „როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე“, თითქმის ერთი წლის შემდეგ მას აქეთ, როცა სტრასბურგის სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა და თქვა, რომ „მიზანმიმართულად არ ჩატარდა ეფექტური გამოძიება“. ამჯერადაც ვერ ამოქმედდა „ოცნების“ ცნობილი დაპირება: „სამართლიანობის აღდგენა“ იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები, წინა წლების მსგავსად, ყველაზე ხშირად სააკაშვილის …

რესან კონცელიძე არ პასუხობს კითხვას ბულვარში 16-სართულიანის მშენებლობაზე

ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბათუმიდან, რესან კონცელიძემ არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის შესახებ. „ამბასადორი“ ბულვარში 16-სართულიან სასტუმროს და ბალნეოლოგიურ ცენტრს აშენებს, რასაც ბათუმში მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება. ამ მშენებლობის გასაპროტესტებლად ბათუმში პერიოდულად იმართება აქციები. მიუხედავად იმისა, რომ რესან კონცელიძე ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატია, მას არაფერი უთქვამს ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე საჯაროდ, მაშინ, როცა გასულ კვირას …

რას ამბობს რესან კონცელიძე გახარიას გუნდში გადასვლაზე

ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში „ოცნებიდან“ რესან კონცელიძე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის შესაძლოა ყოფილი პრემიერის, გახარიას გუნდში ვიხილოთ.  რესან კონცელიძე აცხადებს, რომ გახარიას გუნდში გადასვლას არ გეგმავს. „მე არავითარი შემოთავაზება არ მქონია. მე ვარ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი. ამირჩიეს ბათუმელებმა „ქართული ოცნებიდან“. მე მაქვს აღებული ვალდებულებები და მე ერთგული ვრჩები ამ ვალდებულებების. გავაგრძელებ მუშაობას „ქართული …

ბათუმის მერია რესან კონცელიძეს ორ ოთახს ბიუროსთვის 1 800 ლარად მიაქირავებს

პარლამენტარ რესან კონცელიძის ბიურო ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე, მერიის ადმინისტრაციულ შენობაში იმუშავებს. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთვის 2 ოთახის გამოყოფაზე მერიისთვის თანხმობის მიცემის საკითხს ქალაქის საკრებულო 29 იანვარს განიხილავს. დოკუმენტების მიხედვით, რესან კონცელიძემ მერიას წერილით 13 იანვარს მიმართა, რომლითაც „პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციონირებისათვის ითხოვს ფართობის გამოყოფას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში“. „ქალაქ …

როდის შეძლებენ მოქალაქეები აჭარაში მაჟორიტარებთან შეხვედრას

საქართველოს პარლამენტში აჭარის რეგიონი სამი მაჟორიტარი დეპუტატითაა წარმოდგენილი. ახალ დეპუტატებს ბიუროები თავიანთ სამაჟორიტარო  ოლქებში ჯერ არ გაუხსნიათ. მეხუთე მოწვევის პარლამენტარ ანზორ ბოლქვაძეს კი ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში ოთხი ბიურო უკვე გახსნილი აქვს. „მე ახალდამწყები არ ვარ. გახსნილი მაქვს ბიუროები და გააგრძელებენ მუშაობას თავისთავად. არავინ არ გამიშვია. ყველა შეინარჩუნებს სამსახურს. სამი თანამშრომელი იქნება ხელვაჩაურის ბიუროში, …

ვარშალომიძე 37%, კონცელიძე 40% – ბათუმში არჩევნების მეორე ტური იქნება

ცესკოს მონაცემებით, ბათუმის #28 მაჟორიტარულ ოლქში დათვლილია ყველა უბანი. წინასწარი მონაცემებით, მთავარ კონკურენტებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: რესან კონცელიძე, „ქართული ოცნება“ – 40,97% ლევან ვარშალომიძე, „ნაციონალური მოძრაობა“ – 37,3%  მაჟორიტარ კანდიდატს გამარჯვებისთვის სჭირდება მიცემულ ხმათა ნახევარზე მეტი – 50 პროცენტს პლუს თუნდაც ერთი ხმა. ამ შემთხვევაში არც ერთ კანდიდატს არ აქვს მიღებული ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე …

„როცა ჩავთვლი საჭიროდ, გეტყვით“ – რესან კონცელიძე ხელვაჩაურის მერის სკანდალზე

„როცა ჩავთვლი საჭიროდ, გეტყვით… შეგკრიბავთ ყველას და გამოვხატავ ჩემს აზრს,“ – უთხრა TV25 – ის ჟურნალისტს რესან კონცელიძემ ხელვაჩაურის მერის – ჯუმბერ ვარდმანიძის შესახებ დასმულ შეკითხვას. რესან კონცელიძე „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია პარლამენტში. მან უარი უთხრა ჟურნალისტს, ეპასუხა ჯუმბერ ვარდმანიძის სკანდალზე. რესან კონცელიძეს TV25-ის ჟურნალისტმა ასევე ჰკითხა ხელვაჩაურის მერის მიერ ბათუმში უკანონო მშენებლობაზეც …

ვარშალომიძე ბათუმში „ოცნების“ კანდიდატზე: ის კარგი პოლიციელი იყო

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბათუმში, ლევან ვარშალომიძე, თავის კონკურენტზე, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატზე, რესან კონცელიძეზე ამბობს, რომ „ის კარგი პოლიციელი იყო“. ეს განცხადება ვარშალომიძემ ტვ პირველის ეთერში გააკეთა. ჟურნალისტმა ვარშალომიძეს ჰკითხა, მისი აზრით, რესან კონცელიძეს, რომელიც არაერთი წელი მუშაობდა პოლიციაში, თავად გაუჩნდა პოლიტიკაში წასვლის ამბიცია, თუ ეს არ იყო მისი გადაწყვეტილება. „ბათუმში ყველა …

რესან კონცელიძე „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება ბათუმში

ორშაბათს, 20 ივლისს, „ქართული ოცნება“ პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმიდან მმართველი პარტიის ერთ-ერთი კანდიდატი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, რესან კონცელიძე იქნება. ის არჩევნების მოგებას „ოცნების“ სახელით ბათუმში შეეცდება. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ „ქართულ ოცნების“ რამდენიმე წარმომადგენელმა დაუდასტურა. ქობულეთის მაჟორიტარ კანდიდატად კი მმართველი პარტია აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, ზაალ მიქელაძეს წარადგენს. ზაალ მიქელაძე …

Exit mobile version