„საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლებმა 3 კვირიანი ტრენინგი გაიარეს.  კომპანია SafCo-ს საერთაშორიოს კვალიფიკაციისა და სერთიფიკატების მქონე ტრენერების  მიერ ჩატარებეული ტრენინგი „მართე – უსაფრთხოდ“ მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული, ბრიტანული სასერტიფიკატო პროგრამის – IOSH (The Institution of Occupational Safety and Health) ლიცენზირებულ სასწავლო კურსს წარმოადგენს. „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლების …

Glovo საქართველოში უსაფრთხო მოძრაობის კულტურის განვითარებას შეუწყობს ხელს

მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Glovo,  რომელიც საქართველოში 2018 წლის ოქტომბრიდან ოპერირებს, ახალ სოციალურ კამპანიას აანონსებს, რომლის ძირითადი  მიზანია საქართველოში მოპედების და მსუბუქი მოტოციკლების მფლობელებისთვის უსაფრთხო მოძრაობის კულტურის განვითარება. ამ ინიციატივის ფარგლებში, კომპანია Geosafety-სთან ერთად შემუშავდა საგანგებო ტრენინგ მოდული, რომელიც განკუთვნილია მოპედების და მსუბუქი მოტიციკლების მფლობელებისთვის. კამპანია რომელსაც ექნება პერმანენტული ხასიათი, დაიწყება ივნისის ბოლოს დაგეგმილი პირველი …

„საქართველოს რკინიგზა“ ბათუმიდან- თბილისის მიმართულებით სამგზავრო მატარებლებს კიდევ ამატებს

ამერიკული  ჯგუფის  „Black Eyed Peas“  კონცერტზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, აღნიშნულ რეისებზე  ბილეთები სრულად გაიყიდა. „საქართველოს რკინიგზისა“ და „Black Sea Arena“ -ს გადაწყვეტილებით, დაემატა სამგზავრო  მატარებლები, რომლის ბილეთებიც ასევე მოკლე დროში გაიყიდა.  „საქართველოს რკინიგზამ“ გაითვალისწინა შექმნილი მდგომარეობა და გაზრდილი მგზვრთნაკადის დასაკმაყოფილებლად,  თბილისიდან სპეციალური რეისები დანიშნა, რომლებსაც გაჩერებები „Black Sea Arena“-ს ბაქანზეც ექნებათ. ბილეთების შეძენა შესაძლებელია …

„Black Eyed Peas“ კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისიდან დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ

,,Black Sea Arena” სეზონის გახსნისთვის, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, აღნიშნული მიმართულებით ყველა ბილეთი გაიყიდა. ამიტომ,  „საქართველოს რკინიგზისა“ და „Black Sea Arena“ -ს გადაწყვეტილებით  სპეციალური რეისები დაინიშნა, რომლებიც მგზავრებს ორივე მიმართულებით გადაიყვანს. მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით: ამასთანავე, 17 ივნისს,  ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი #859 მატარებელი „Black Sea Arena“-ს ბაქანზე 01სთ. 25 წთ-ზე შევა და  10 წუთიანი გაჩერება ექნება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია …

ბათუმის მერია მოქალაქეების იდეებს 120 000 ლარით დააფინანსებს – განცხადებები 10 ივნისამდე მიიღება

„ქალაქში რამის შეცვლა რომ შემეძლოს“, „იმდენ რამეს გავაკეთებდი!“ – ყველას ჰქონია ასეთი ფიქრები საკუთარი ქალაქის, იმ საერთო სივრცის შესახებ, სადაც ვცხოვრობთ. ინტერნეტპლატფორმა www.idea.batumi.ge სწორედ მათთვისაა, ვისაც ბათუმში რამის შეცვლა სურს, აქვს იდეა და განხორციელების გზებს ეძებს. თუ გაქვთ ქალაქის საზოგადოებრივი სიკეთის შექმნაზე ორიენტირებული იდეა, ბათუმის მერია ამ იდეას განახორციელებს, რისთვისაც საკმარისია ვებპლატფორმა www.idea.batumi.ge – ზე დარეგისტრირება …

საქართველოს რკინიგზის განცხადება ზესტაფონში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე

საქართველოს რკინიგზა ზესტაფონში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს. “დღეს, ზესტაფონში, სს „საქართველოს რკინიგზის“ დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს საწყობში, მოხდა  უბედური შემთხვევა და სამუშაოს შესრულების დროს, მარაგი ნაწილების ჩამოშლის შედეგად,  სხეულის დაზიანება მიიღო რკინიგზის ორმა თანამშრომელმა – სახელოსნოს მჭედელმა მიხეილ ბებიაშვილმა და ხელოვნური ნაგებობების ბრიგადირმა მერაბ ნებიერიძემ. დაშავებულებს გაეწიათ  სასწრაფო სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს საავადმყოფოში. სს „საქართველოს …

უნდა ჰქონდეს თუ არა რეკლამა საზოგადოებრივ მაუწყებელს – დავა საკონსტიტუციოში

უნდა ჰქონდეს თუ არა კომერციული რეკლამა საზოგადოებრივ მაუწყებელს, როცა ის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ფინანსდება? – ამ შეკითხვას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უპასუხოს, სადაც სარჩელის განხილვა დღეს, 23 მაისს, დაიწყო. „ეს არის შეუსაბამო, როცა ერთი კონკრეტული სუბიექტი იღებს ბიუჯეტიდან მსხვილ ფინანსურ დახმარებას და დანარჩენი მაუწყებლები არ არიან კონკურენტულ გარემოში… მაგალითად, 2017 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მარტო ბიუჯეტიდან მიიღო 50 …

ანაკლიის სასწავლო ცენტრში საგანმანათლებლო პროგრამები განხორციელდება

2019 წლის 22 მაისიდან ანაკლიის სასწავლო ცენტრში სერტიფიცირებული სასწავლო პროგრამები დაინერგა.  ცენტრში ნებისმიერ მსურველს შეუძლია უფასოდ ისწავლოს და  ბაზარზე მოთხოვნად პროფესიას დაეუფლოს. სასწავლო ცენტრი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის და USAID „ზრდა“ ინიციატივით და დაფინანსებით შეიქმნა. უშუალოდ სასწავლო პროცესს საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“ განახორციელებს. სასწავლო პროგრამები ანაკლიის სასწავლო ცენტრსა და ზუგდიდის ტექნო-პარკში გაიმართება. პროექტი შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: [checklist] ინგლისური …

მარაბდა-კარწახის რკინიგზამ და სარკინიგზო კოლეჯმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზასა“   და ა(ა) იპ „სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს“  შორის ურთიერთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი. მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის  თანახმად, კოლეჯის კურსდამთავრებულებს, რომელთაც გააჩნიათ სათანადო ცოდნა და  გამოცდილება, სწავლის დასრულების შემდეგ, საშუალება მიეცემათ გაიარონ სტაჟირება კომპანიაში  შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში სწავლება დუალური საგანმანათლებლო პროგრამით მიმდინარეობს. ,,ჩვენ ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც კოლეჯის …

გადარიცხე თანხა მარტივად და მოიგე საგზური კოპენჰაგენში ნაკრების მატჩზე

ვითიბი ბანკის ახალი მომსახურებით სარგებლობისას, შესაძლებელია საგზურის მოგება კოპენჰაგენში,  ეროვნული ნაკრების მატჩზე ფეხბურთში. გათამაშებაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერი ქართული ბანკის MASTERCARD-ისა და VISA -ს ბარათის მფლობელს. www.hub.vtb.ge ვებ-გვერდიდან  თანხის გადარიცხვა, მარტივად არის  შესაძლებელი, ამისთვის მიმღების ტელეფონის  ნომრის ან ელ. ფოსტის მისამართის შეყვანაა საჭირო. თანხა წამებში აისახება მიმღების ანგარიშზე, დღე ღამის ნებისმიერ დროს და კვირის ნებისმეირ დღეს. რაც უფრო …

ბათუმი რივიერას განხორციელება არანაირ რისკებთან არ არის დაკავშირებული

გვსურს გამოვეხმაუროთ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბათუმი რივიერას ტერიტორიაზე მშენებლობა რაიმე რისკებთან იყოს დაკავშირებული. სილქ როუდ ჯგუფის პროექტი –  „ბათუმი რივიერა“ ოთხ ფაზად განხორციელდება. პროექტში საერთო ინვესტიცია 1 მილიარდი ლარსს შეადგენს. პირველი ეტაპის ღირებულება 75 მილიონი დოლარია და მოიცავს „სილქ თაუერის“, იახტკლუბის, ხელოვნური ტბისა და ორი ჰექტარი ფართობის პარკის მოწყობას. პარკი სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება, როგორც ბულვარის …

დავით ფერაძე გემთმფლობელი და ოპერატორ კომპანია „FRANCO COMPANIA NAVIERA“-ს დირექტორს შეხვდა

სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე გემთმფლობელ და ოპერატორ კომპანია „FRANCO COMPANIA NAVIERA“ -ს აღმასრულებელ დირექტორს, მერილი ფრანგისტას და მმართველ გუნდს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი. საქართველოს რკინიგზა აქტიურად მუშაობს ქვეყნის  ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაზე. ამ მიზნით კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს  პატარა ზომის საკონტეინერო გემების  მომსახურების ოპერატორებთან, …

სილქნეტმა ჯეოსელის მეოთხე თაობის ქსელი (4.5G) გააძლიერა

ბოლო პერიოდში,  სილქნეტმა თბილისსა და რეგიონებში, მობილური ქსელის მიმართულებით,  მოდერნიზაციის მასშტაბური სამუშაოები ჩაატარა, რომლის შედეგად, ქვეყანაში 4.5G  ინტერნეტის დაფარვა გაიზარდა, ასევე გაუმჯობესდა მომსახურების ხარისხი.   კერძოდ, აჭარისა და გურიის რეგიონებში  გაწეული ინტენსიური სამუშაოების შედეგად, გაძლიერდა  მეოთხე თაობის არსებული ქსელი 4.5G ქსელით შეიცვალა. ასევე  აღნიშნული ტექნოლოგია იმ ადგილებში დაინერგა, სადაც მომხმარებელი ადრე ვერ სარგებლობდა მეოთხე თაობის …

შეამოწმეთ, არის თუ არა მზად თქვენი ავტომობილი ტექინსპექტირებისთვის? [ტესტი]

2019 წლის პირველი იანვრიდან ტექინსპექტირება სავალდებულო გახდა ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებისთვის. გამართული ავტომობილით მოძრაობა სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციების თავიდან არიდებას ნიშნავს როგორც მძღოლების, ასევე, ქვეითებისთვის. იარეთ მშვიდად, იყავით დაცული და შეამოწმეთ, მზად არის თუ არა თქვენი ავტომობილი ტექინსპეტირებისთვის.

დავით ფერაძემ ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი  დავით ფერაძე საქართველოს სამთავრობო  დელეგაციასთან ერთად  სამუშაო ვიზიტით   ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ პეკინში იმყოფებოდა. სადაც „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მაღალი დონის მე-2 საერთაშორისო ფორუმი გაიმართა.   დელეგაციას საქართველოს ვიცე–პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ხელმძღვანელობდა. ქართული მხარე  ფორუმზე ჩინეთის მთავრობის მიწვევით გაემგზავრა. ფორუმის მიმდინარეობისას 40 ქვეყნისა და საერთაშორისო …

დაზოგეთ დრო, შეიძინეთ მატარებლის ბილეთები ონლაინ

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია მგზავრთნაკადი. შესაბამისად  დიდი მოთხოვნაა სამგზავრო მატარებლის ბილეთებზეც. „საქართველოს რკინიგზა“ გთავაზობთ   მარტივ და კომფორტულ სერვისს – შეიძინოთ   ბილეთები მობილური აპლიკაციით და ვებ გვერდების  მეშვეობით. ამასთანავე მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა  ვებ გვერდებზე – (railway.ge; tkt.ge;  biletebi.ge; matarebeli.ge და სხვა)   ოპერატიულად და  შეუფერხებლად ხდება …

ეკომეგობრული მცირე ჰესის პროექტი სოფელ ქედქედში

მაჭახლის ხეობის სოფელ ქედქედში კომპანია “ბიჯი თრეიდი” მცირე სიმძლავრის ეკომეგობრულ ჰესის აშენებას გეგმავს. რა თქმა უნდა, ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია და ბუნებრივია ჩნდება არაერთი კითხვა იმასთან დაკავშირებით ემუქრება თუ არა საფრთხე ეკოსისტემას, სოფელს ან რა სარგებელს მიიღებს ადგილობრივი მოსახლეობა? სწორედ, ამიტომ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მოსახლოება სრულყოფილ ინფორმაციას ფლობდეს ყველა იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ჰესის …

ბიამ მორიგი რეგიონალური შეხვედრა ბათუმში გამართა

B Talks-ის ფარგლებში, ბიას მორიგი შეხვედრა – “ადგილობრივი ბიზნესის გამოწვევები და განვითარების ახალი შესაძლებლობები” გაიმართა. B Talks ბათუმი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მხარდაჭერით გაიმართა და მას აჭარის რეგიონში მოქმედი 150-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრაზე განხილეს აჭარის რეგიონისთვის აქტუალური ისეთი საკითხები, როგორიც არის ინვესტიციების მოზიდვის და ახალი ბაზრების ათვისების გზები, ტურიზმის განვითარება რეგიონში და ბიზნესის …

ბიას მორიგ რეგიონალურ შეხვედრას ბათუმი უმასპინძლებს

17 აპრილს, 15:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო “რადისონ ბლუ ბათუმში”, B Talks-ის ფარგლებში, ბიას მორიგი შეხვედრა – “ადგილობრივი ბიზნესის გამოწვევები და განვითარების ახალი შესაძლებლობები” გაიმართება. B Talks ბათუმი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მხარდაჭერით იმართება და მას აჭარის რეგიონში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრებიან. შეხვედრაზე განხილული იქნება ინვესტიციების მოზიდვის და ახალი ბაზრების ათვისების გზები, ბიზნესის უფლებების დაცვა, …

საქართველოს რკინიგზაზე საკონტეინერო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით საქართველოს რკინიგზის ჯამურმა სატვირთო გადაზიდვამ 2.5 მილიონი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით  105 ათასი ტონით მეტია, ხოლო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი 2018 წლის პირველი კვარტლის შემოსავალს 3.2 მილიონი აშშ დოლარით აღემატება. მატება განპირობებულია, როგორც მშრალი ტვირთების სავაგონო გზავნილების, ასევე საკონტეინერო გზავნილების მნიშვნელოვანი ზრდით.   2019 წლის პირველ კვარტალში გადაიზიდა …

როგორ შეგიძლიათ ჩაერთოთ ქალაქის დაგეგმვაში

ბათუმს განაშენიანების რეგულირების გენერალური გეგმა ამ დრომდე არ აქვს, გენერალური გეგმის არარსებობის პირობებში კი ქალაქმშენებლობის პროცესი ძირითადად მშენებელთა  ინტერესების კარნახით მიმდინარეობს. ქალაქი არის რესურსი, რომლის სიკეთეებიც თანასწორად უნდა გაინაწილოს ქალაქმაც და იმ ინვესტორებმაც, რომელთაც ქალაქში დაგეგმილი სამშენებლო პროექტების განხორციელება სურთ, რადგან ურბანული ცხოვრების წესი სწორედ ქალაქის რესურსის თანასწორად გადანაწილებას მოითხოვს. თუ თქვენ ბათუმში ცხოვრობთ და …

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი საგაზაფხულო მიღებას აცხადებს

სარკინიგზო ტრანსპორტის  კოლეჯი აცხადებს საგაზაფხულო მიღებას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა, სავაგონო მეურნეობა, რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობა,  რკინიგზის ელექტრო მოძრავი შემადგენლობა, რკინიგზის ტრანსპორტზე სიგნალიზაცია, ცენტრალიზაცია და სარკინიგზო გადაზიდვები. აღნიშნული 6 პროგრამის შესწავლა კოლეჯში დუალური მეთოდის გამოყენებით იქნება შესაძლებელი. ეს  მეთოდი ითვალისწინებს საქართველს რკინიგზაზე რეალურ სამუშაო გარემოზე დაფუძნებით პრაქტიკული უნარების დაუფლებას. სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ, …

ანაკლიის და მეზობელი სოფლების ეკონომიკური განვითარებისთვის საგრანტო პროგრამა გამოცხადდა

ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი აგრარული, ტურისტული და სხვა მიმართულებებით. საგრანტო კონკურსი “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” და USAID “ზრდა პროექტის” ინიციატივით, “ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის” ფარგლებში ხორციელდება. საგრანტო კონკურსის მიზანია მოქმედი და დამწყები მეწარმეებისთვის თანამედროვე ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა სამიზნე რეგიონებში არსებული საწარმოების გაძლიერებითა და ახალი ბიზნესების წამოწყების წახალისებით, რაც მიკრო, მცირე და საშუალო …

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პირველ გემს 2020 წელს მიიღებს

საუკუნის პროექტის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო. 2020 წელს კი დაგეგმილია პირველი გემის მიღება. ნახეთ, როგორ მიმდინარეობს პორტის მშენებლობა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი  საზღვაო პორტის მშენებლობას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ახორციელებს  – სამთავრობო კომისიამ ეს გადაწყვეტილება 2016 წლის 5 თებერვალს მიიღო. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აერთიანებს საქართველოში დაფუძნებულ „TBC ჰოლდინგს“ , რომლის დამფუძნებელიც არის მამუკა ხაზარაძე, და  ამერიკულ …

Wolt უკვე ბათუმშია

საერთაშორისო ტექნოლოგიურმა კომპანია Wolt-მა ბათუმში ოპერირება დაიწყო. Wolt ახლა უკვე ბათუმელებს და მის სტუმრებს შესთავაზებს საკვების მიტანის სწრაფ და კომფორტულ სერვისს ისეთი რესტორნებიდან, როგორიცაა მაკდონალდსი, საბვეი, პრივეტ იზ ბატუმა, უოლი, პორტო ფრანკო და სხვები, და ამ რესტორნების სია მუდმივად განახლებადი და მზარდი იქნება. მთელი ამ თვის მანძილზე Wolt-ის მიტანის სერვისი ბათუმში უფასო იქნება. ასევე ყველა …

საქართველოს რკინიგზის დირექტორმა ევროპის სარკინიგზო გაერთიანების ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ და კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ჯორბენაძემ ქალაქ ბრიუსელში გამართულ ევროპის სარკინიგზო დაჯილდოვების ცერემონიასა და ევროპის სარკინიგზო გაერთიანის რიგით 63-ე გენერალურ ასამბლეაში მიიღეს მონაწილეობა. ასამბლეაზე განხილეს  სარკინიგზო სექტორთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს სარკინიგზო ტრანსპორტის  განვითარებას ევროკავშირის  პოლიტიკის დონეზე და  სატრანსპორტო დერეფნების განვითარებას.  ისაუბრეს  პარტნიორ  სახელმწიფოებთან, მათ შორის საქართველოსთან, …

სს „ელმავალმშენებელის“ ადმინისტრაცია განცხადებას აქვეყნებს

სს  „ელმავალმშენებელში“  ნამდვილად რთული სიტუაციაა  ხელფასის გადახდასთან დაკავშირებით.  არსებობს 5 თვის სახელფასო დავალიანება, თანამშრომელთა პრეტენზია ცალსახად კანონიერი და სამართლიანია. დავალიანება სრულად არის აღიარებული ქარხნის ადმინისტრაციის მიერ, ტაბელებში გათვალისწინებულია, დეკლარირებულია და მხოლოდ ფულად სახსრებს ველოდებით მათ გასაცემად. დავალიანების წარმოშობა გამოწვეულია მცირე მოცულობის შეკვეთებით, რომლებიც ხარჯებს ვერ ფარავდა და კიდევ იმ გარემოებით, რომ არსებობს უცხოური კონტრაქტორი ორგანიზაცია, …

საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის განცხადება

როგორც ცნობილია, სს „ელმავალმშენებელში“ შექმნილია უკიდურესად  მძიმე მდგომარეობა. ქარხანაში დასაქმებულ პერსონალს 6 თვის განმავლობაში არ მიუღიათ კუთვნილი ხელფასები.  ჩვენ ვიზიარებთ და ვეთანხმებით მათ მოთხოვნებს სახელფასო დავალიანების გასტუმრებასა და შრომითი პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე,  ელმავალმშენებლი ქარხნის პროფესიულმა კავშირმა, რომელიც არის საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის წევრი ორგანიზაცია და აქტიურადაა ჩართული მიმდინარე პროცესებში, მოგვმართა თხოვნით, რომ დავხმარებოდით …

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე

22-23 თებერვალს, საგამოფენო ცენტრში ექსპო–ჯორჯია“ ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი მონაწილეობას იღებს „საერთაშორისო უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების“ მე-9 საერთაშორისო გამოფენაში. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის, მისი საქმიანობის, არსებული პროფესიული პროგრამების, განხორციელებული პროექტების, დასაქმებისა და მომავალი კარიერული ზრდის შესაძლებლობის შესახებ. გამოფენა ყოველწლიურია და ტარდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, …

საქართველოს რკინიგზას ყაზახეთის რკინიგზის დელეგაცია ეწვია

25-26 თებერვალს საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ, სს „ნაციონალური კომპანია ყაზახეთის რკინიგზების“ დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც  მმართველობის თავმჯდომარე საუატ მინბაევი ხელმძღვანელობდა. სარკინიგზო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა სასტუმრო „The Biltmore Hotel“-ში გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის  საკითხები განიხილეს  და მათი შემდგომი განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა შუა დერეფნის მონაწილე კომპანიებს შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების …

შრომის უსაფრთხოების მენეჯერის აკრედიტებული პროგრამა ბათუმში

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია აცხადებს მიღებას შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მოსამზადებელ აკრედიტებულ პროგრამაზე. პროგრამა შედგენილია სახელმწიფოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და სრულად პასუხობს შრომის უსაფრთხოების სფეროში  არსებულ გამოწვევებს. პროგრამა განკუთვნილია როგორც მოქმედი, ასევე, დამწყები შრომის უსაფრთხოების მენეჯერებისათვის. კურსის ხანგრძლივობა: 20-25 დღე, 130 საათი.  კურსის დაწყების სავარაუდო დრო: 2019 წლის 18 თებერვალი (პირველი ჯგუფი). ტრენინგის ჩატარების გრაფიკი შედგება …

ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორს შეხვდა

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების მიზნით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით  ევროკომისიის ტრანპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი, ჰენრიკ ჰოლოლეი იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, დღეს, 28 იანვარს  ჰენრიკ ჰოლოლეისა და  სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის  დავით ფერაძის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე მხარეებმა  სს „საქართველოს რკინიგზის“ და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის ევროპა …

ხაშური-ლიხის მონაკვეთზე რკინიგზის ხიდს სატვირთო მანქანა დაეჯახა

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, 24 იანვარს, საღამოს  ხაშური-ლიხის მონაკვეთზე, რკინიგზის ხიდს სატვირთო მანქანა დაეჯახა. “უსაფრთხოების მიზნით ერთი საათით შეფერხდა მატარებლების მოძრაობა და გაჩერდა თბილისი-ფოთის მატარებელი. ამჟამად მოძრაობა აღდგენილია. ადგილზე უსაფრთხოების შემოწმების და მოკვლევის მიზნით მუშაობენ საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურები,” – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.

აჭარაში 2019 წელს 2 მილიონ ტურისტს ელოდებიან

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 2019 წელს რეკლამაზე 5 მილიონ ლარს დახარჯავს. ეს თანხა 16 სამიზნე ქვეყანაში დაიხარჯება. ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ისრაელი, უკრაინა, ლიეტუვა, პოლონეთი,ბელარუსი, რუსეთის ფედერაცია, გერმანია, ესტონეთი, ლატვია, საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები. მე-17 ქვეყანა, შიდა ტურიზმზე გათვლილი აქტივობებით, საქართველო იქნება. სარეკლამო თანხა არა ქვეყნების, არამედ აქტივობების …

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ოფიციალური ონლაინმაღაზია გაიხსნა

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით საქართველოში პირველად ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ონლაინმაღაზია გაიხსნა, სადაც ქართული ფეხბურთის ქომაგებს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური ეკიპირების და საგულშემატკივრო ატრიბუტიკის შეძენა ონლაინრეჟიმში, ვებგვერდზე – www.funshop.ge  შეუძლიათ. მაღაზიაში შესაძლებელია ეროვნული ნაკრების სათამაშო და გულშემატკივართა მაისურების, შარვლების, გამოსასვლელი ზედების და სხვა პროდუქციის შეძენა. ონლაინმაღაზიაში ბავშვებისთვის შექმნილი პროდუქციაც არის წარმოდგენილი. უფასო მიტანის სერვისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, …

საქართველოს რკინიგზამ საშობაოდ დამატებითი რეისები დანიშნა

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“  7 იანვარს თბილისი–ზუგდიდი–თბილისისა  (N878/877) და   თბილისი–ბათუმი–თბილისის (808/807) მიმართულებებზე დამატებით რეისებს ნიშნავს. ასევე თბილისი–ზუგდიდი–თბილისისა და თბილისი–ოზურგეთი – თბილისის მიმართულებაზე მოძრავ სამგზავრო შემადგენლობებს დაემატება სხვადასხვა კლასის ვაგონები. დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:   თბილისი–ზუგდიდი–თბილისი #878/877 გასვლა ჩასვლა გამოსვლა ჩამოსვლა 08:50 14:43 17:05 22:45 თბილისი–ბათუმი–თბილისი #808/807 გასვლა ჩასვლა გამოსვლა ჩამოსვლა 10:30 15:30 17:10 22:05 „საქართველოს რკინიგზა“ გილოცავთ  შობის დღესასწაულს და გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!  

Exit mobile version