მანძილის შეზღუდვის უფლება არავის აქვს, ვფიქრობ, ეს დროებითია – პედაგოგი ექსკურსიების შესახებ

კოვიდპანდემიიდან გამომდინარე ბოლო სამი წელი აკრძალული იყო ხალხმრავალი ღონისძიებების გამართვა, მართ შორის სასკოლო ექსკურსიებიც. შესაბამისად, ბავშვებს, ქალაქად თუ სოფლად, ძირითადად დროის გატარება დახურულ სივრცეებში ან სახლში უწევდათ. წელს, შეზღუდვების მოხსნის ფონზე, ბევრმა სკოლამ დაგეგმა სასკოლო ექსკურსია, თუმცა ამჯერად შეზღუდვები სკოლებს განათლების სამინისტრომ დაუწესა. გარდა იმისა, რომ ბავშვები ვეღარ შეძლებენ ღამისთევით ტურში წასვლას, მათ მანძილიც შეეზღუდათ. …

ხულოდან რომ კახეთში წახვალ, 1 დღეში როგორ უნდა დაბრუნდე? – მოსწავლეები ექსკურსიის შეზღუდვაზე

განათლების სამინისტრომ სკოლებს ახალი რეგულაციები დაუწესა ექსკურსიებზე. გარდა იმისა, რომ სკოლა ვალდებულია გამართული ტრანსპორტი და კვალიფიციური მძღოლი დაიქირაოს მგზავრობისთვის, შეუზღუდა ექსკურსიის მარშრუტიც. მოსწავლეებს მხოლოდ 150 კმ-ის ფარგლებში შეუძლიათ ექსკურსიაზე წასვლა და არც ღამის თევის უფლება აქვთ. რას ფიქრობენ ახალ რეგულაციებზე სოფლად მცხოვრები ბავშვები და რა პრობლემებს შეუქმნის მათ ახალი რეგულაციები? ამ თემაზე „ბათუმელები“ ხულოში და …

ტრანსპორტის შეზღუდვა კიდევ უფრო გაურთულებს ცხოვრებას ადამიანებს – ლევან ანთაძე

„ეს უფრო ჰგავს იმის წარმოჩენას, თითქოს ხელისუფლება რაღაცას აკეთებს. იმდენად რთული ეპიდვითარებაა შექმნილი, ავტობუსების გაჩერება არაა შესაბამისი ღონისძიება… ხელისუფლებამ ახლა საზოგადოებას, პირველ რიგში, სიმართლე უნდა უთხრას,“ – ამბობს ექიმი და უმაღლესი საბჭოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ანთაძე. მას ვკითხეთ დღეს, 12 აგვისტოს საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად 14 აგვისტოდან ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ …

მსოფლიოში მე-5 ადგილზე კოვიდის გავრცელებით – როგორ ესმის ღარიბაშვილს პანდემიის მართვა

იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ივნისის ბოლოს განაცხადა. ასევე გააუქმა მთელი რიგი შეზღუდვები – ჩვენი ეკონომიკა მორიგ ჩაკეტვას ვერ გაუძლებსო. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღარ აქვეყნებს ინფორმაციას, მოქმედი რეგულაციების დარღვევის ფაქტებზე, რამდენი პირი დააჯარიმეს. მანამდე უწყება ამას მთელი წლის განმავლობაში თითქმის ყოველ დღეს აქვეყნებდა. შერბილდა სახელმწიფოს …

აცრიდან 14 დღის შემდეგ კონფერენციაზე დასასწრებად ტესტი საჭირო აღარ არის

ნებისმიერი ტიპის ტრენინგზე, კონფერენციასა და სემინარზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია PCR ტესტის ან/და სწრაფი ანტიგენის ტესტის გარეშე, კორონავირუსზე სრული ვაქცინაციიდან 14 დღის შემდეგ. შესაბამისი ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესებში“ მთავრობამ 2021 წლის 23 ივლისს შეიტანა. ცვლილება იმავე დღეს ამოქმედდა. ზოგადად, თუ პირი აცრილი არ არის,ან ერთი დოზითაა აცრილი, ან კიდევ მეორე დოზით აცრიდან არ გასულა 14 …

კონფერენციაზე დასწრება PCR ან სწრაფი ტესტის საფუძველზეც შეგიძლიათ – ახალი წესი

საქართველოს მთავრობის ახალი გადაწყვეტილებით, „ნებისმიერი ტიპის ტრენინგზე, კონფერენციასა და სემინარზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია მხოლოდ 72 საათით ადრე PCR ტესტის ან 24 საათით ადრე სწრაფი ანტიგენის ტესტით ტესტირების საფუძველზე.“. ეს წესი ძალაში 2021 წლის 19 ივლისიდან შედის. მთავრობის ერთიან ცხელ ხაზზე [144] „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ კონფერენციაზე დასწრება მონაწილეს შეუძლია სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხითაც, ოღონდ ტესტირება …

ბანაკები იკრძალება, სემინარებზე კი მონაწილეთა წინასწარი PCR ტესტირებაა აუცილებელი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 19 ივლისიდან იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად. „18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება კი, დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე.“ შესაბამისი ცვლილება მთავრობამ „იზოლაციისა და კარანტინის წესებში“ შეიტანა. ამ წესებს დაემატა ასევე ახალი მუხლი, რომლის მიხედვითაც ტრენინგზე, კონფერენციასა …

კარანტინისა და პირბადის ტარების წესების დარღვევაზე ჯარიმას აღარ გადაიხდით – მთავრობა 

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ ჯარიმებს მოქალაქეები აღარ გადაიხდიან. საუბარია დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირებს, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ამნისტია შეეხებათ და სახდელისგან გათავისუფლდებიან. როგორც პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ინიციატივა შეეხება 245 …

აპრილიდან საუნების მუშაობა და სხვა სპაპროცედურები დაშვებულია

მთავრობის 23 მარტის დადგენილებით, 2021 წლის პირველი აპრილიდან დაშვებულია საუნებისა და სხვა სპაპროცედურების საქმიანობა. სპორტული/სავარჯიშო დარბაზები, ასევე საცურაო აუზები 2021 წლის 15 მარტიდან გაიხსნა, თუმცა საუნების მუშაობა და სხვა სპაპროცედურები აკრძალული დარჩა. ამ თემაზე: საცურაო აუზები და ფიტნესკლუბები საუნის გარეშე იხსნება იზოლაციისა და კარანტინის წესების დღეს მოქმედი რედაქციით, 1-ლი აპრილიდან ასევე დასაშვებია: [checklist] ნებისმიერი ტიპის სპორტულ, …

ტაქსით გადაადგილება უკვე 3 მგზავრსაც შეუძლია – დადგენილება

24 მარტიდან ტაქსით გადაადგილება 3 მგზავრსაც შეუძლია. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ 23 მარტს მიიღო. ამ დრომდე ტაქსით გადაადგილება მაქსიმუმ 2 მგზავრს შეეძლო. ამასთან, მძღოლისთვის და მგზავრებისთვისაც სავალდებულოა პირბადის ტარება. იზოლაციისა და კარანტინის წესებში 23 მარტამდე შესაბამისი მუხლი შემდეგნაირად იყო ჩამოყალიბებული: „იკრძალება ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისას 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. ამასთან, მძღოლი აღჭურვილი უნდა …

საკვების მომზადებისას პერსონალმა უნდა იმუშაოს პირბადით და ხელთათმანით – სეს

საქართველოში ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის (მათ შორის, რესტორნების, კაფეების, ბარების, სასადილოების, სარიტუალო დარბაზებისთვის და სხვა) გამოსცა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, ახალი რეგულაციები ამოქმედდა, კერძოდ: მათ მუშაობის უფლება ექნებათ მხოლოდ ე.წ. მიწოდების სერვისების გზით; იზღუდება სასტუმროს პროფილთან თავსებადი საქმიანობების, კერძოდ, სასტუმროში არსებული კვების ობიექტების ფუნქციონირება; მისაწოდებლად განკუთვნილი სურსათის მომზადებისას მკაცრად უნდა იყოს …

რა შეიცვლება ბათუმის ბულვარში ახალი სეზონიდან – ინტერვიუ ირაკლი ჯინჭარაძესთან

„საქმით დავამტკიცებთ, თუ როგორ ვზრუნავთ… ბათუმის ბულვარი იქ არსებული სახაშეებისგან გაიწმინდება“, –  ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საინიციატივო ჯგუფის „დაიცავი ძველი ბათუმის“ ერთ-ერთ მიმართვას. მთავრობის თავმჯდომარეს არ განუმარტავს, როგორ აპირებს ბულვარის არასასურველი ობიექტებისგან „გაწმენდას“, მაშინ როცა მათ შორის ბევრია ისეთი, რომელთა მეპატრონეს აჭარის მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულებებით ვალდებულებები აქვთ გაწერილი. იმისგან გასათავისუფლებლად, რაც ბულვარში …

„განათლების სფეროს უაზრო რეგულაციები“ 

„განათლების სფეროს უაზრო რეგულაციები,“ – ასე ჰქვია გამოკითხვას, რომელსაც განათლების რეფორმის ბლოგი ახორციელებს. ინიციატივა ეკუთვნის განათლების სპეციალისტ სიმონ ჯანაშიას, რომელიც ამავე დროს არის განათლების რეფორმის ბლოგის ავტორიც. როგორც სიმონ ჯანაშია „ბათუმელებთან“ ამბობს, ბლოგის შექმნის მიზანია, შეგროვდეს კონკრეტული მაგალითები იმ რეგულაციების შესახებ, რომლებიც ხელს უშლის სისტემას განვითარებაში, შემდეგ კი ბლოგები გამოქვეყნდება და დაიწყება მისი საჯარო განხილვა. …

ძველი ბათუმის ახალი სიმაღლე – როცა მერია გასაჯაროვების შიშით მოქმედებს

ბათუმის ძველ უბანში რამდენიმე შენობას ნახავთ, რომელთა სიმაღლეც დასაშვებზე მეტია. რეგულაცია მარტივია: 2013 წლიდან „ძველ ბათუმში“ მოქმედებს ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, არც ერთი შენობა 15 მეტრზე მეტი არ უნდა იყოს. მაგალითად, კომპანია „ჩემპიონი-2“-მა კანონდარღვევით შენობაზე სართულის დაშენება ისე დაასრულა, რომ მერიას რეაგირება არ ჰქონია. კომპანიებმა, რომლებმაც შენობები სიმაღლეში გაზარდეს, ზედამხედველობის სამსახურისგან გაფრთხილება ერთდროულად გასულ …

Exit mobile version