საქართველოში ასამდე პოლიტიკური პატიმარია – „გამჭვირვალობა“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, დღეის მდგომარეობით საქართველოში პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა 100-ს აღწევს. დღეს, 21 ივნისს, „გამჭვრივალობამ“ გამოაქვეყნა საქართველოში პოლიტიკური პატიმრების განახლებული სია, რომელიც შედგენილია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1900 (2012) რეზოლუციით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე. დოკუმენტის მიხედვით, ამჟამად საქართველოში 90 პირი აკმაყოფილებს პოლიტიკური პატიმრის ერთ ან რამდენიმე საერთაშორისო კრიტერიუმს. თითოეული საქმე შეფასებულია ინდივიდუალურად, საქმის გარემოებების, …

„მამა გერმანიაშია“ – როგორ ცხოვრობს 4 ოქტომბრის საქმის პატიმრის ოჯახი 

9 წლის თომას და 3 წლის თაიას ჰგონიათ, რომ მამა გერმანიაში, სამუშაოდ წავიდა. უკვე 8 თვეა ისინი მამას მხოლოდ ტელეფონით ესაუბრებიან. ყოველი დარეკვისას თომა მას ეკითხება, როდის ჩამოვა. ბავშვს ეუბნებიან, რომ მამა ჯერ ვერ დაბრუნდება. ამიტომ, თომას უნდა, დასთან და დედასთან ერთად თავად ჩააკითხოს ევროპაში. თომას და თაიას მამა, მანუჩარ მიქელაძე, 2025 წლის ოქტომბერში დააკავეს. …

რატომ ანდობს ვივამედს „ოცნება“ პატიმრებს – სახიფათოა ელენე ხოშტარიასთვის ეს კლინიკა და მისი დირექტორი?

„სად არის სინდისი, რომ იმის პატიმრები იყვნენ. მებრძოლი ადამიანები მიყვარს, მაგრამ, რომ ვხედავ ეს მებრძოლი ადამიანი ტირის, მოთქვამს, ზმუის, სახსარი მტკივა, თირკმელში კენჭი მაქვს… თან „რევოლუციონერობა“ უნდათ, თან ხუთვარსკვლავიან სასტუმროში უნდათ. რევოლუცია თუ გინდა, ამდენი მოთქმა-ტირილი, ზმუილი, ვაება… კაცო, რევოლუცია ნიშნავს ციხეზეც უნდა წახვიდე, ნარებზეც უნდა დაწვე, იქიდანაც უნდა იბრძოლო,“ – ეს განცხადება კლინიკა „ვივამედის“ …

საია საგანგაშო გარემოებებზე – როგორ ეპყრობოდნენ სინდისის პატიმრებს დაკავებისას და შემდეგ

საია, რომელიც საპროტესტო აქციების კონტექსტში დაკავებული პირების სისხლის სამართლის საქმეებს აკვირდება, საგანგაშო გარემოებებზე საუბრობს, რომელიც, მათი დაკვირვებით, უთანაბრდება საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებით აკრძალულ, სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებებს (მათ შორის, გარემოებების მიხედვით, თითოეული შეიძლება გაუთანაბრდეს სსკ-ის 1441-ე, 1442-ე, 1443-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს – წამებას, წამების მუქარას, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას). საიას განცხადებით, …

გივი თარგამაძემ საპატიმრო დატოვა – „არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ მარცხისთვის ვიყოთ მზად“

7-თვიანი პატიმრობის შემდეგ გივი თარგამაძემ დღეს, 26 იანვარს, საპატიმრო დატოვა. ის პატიმრობაში იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო. გივი თარგამაძეს ციხესთან ახლობლები და ოჯახის წევრები დახვდნენ. „გული მეთანაღრება იმაზე, რომ მე გამოვედი და ამდენი ხალხი რჩება საპატიმროებში. ნამდვილად ბედნიერი ვიქნებოდი, მე რომ ბოლო გამოვდიოდე და ყველა გამოსული რომ იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, …

ზვიად ცეცხლაძე გამოცდის ჩასაბარებლად ემზადება და რამდენიმე საკითხის გავლაში სპეციალისტი სჭირდება

პოლიტპატიმარი და სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე, რომელიც ციხეში გამოცდების ჩასაბარებლად ემზადება, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონდე ადვოკატებს დახმარებას სთხოვს. „პატარა დახმარება მესაჭიროება, გამოცდებს ვწერ და საგამოცდო საკითხებში ვემზადები. რამდენიმე საკითხის უკეთ გავლა მჭირდება სპეციალისტთან ვალდებულებით სამართალში და სანივთო სამართალში, (მათ შორის, კაზუსები). თუ ვინმე მოახერხებთ ადვოკატის სტატუსით შემოსვლას და 1-2 საათს მაინც დამითმობთ, უაღრესად მადლიერი დაგრჩებით,“ – წერს …

„მინდა, გაბედოთ და ხმა ამოიღოთ” – დავით კოლდარის წერილი ციხიდან

„ეს წერილი იმიტომ დავწერე, მინდა, გაბედოთ და ხმა ამოიღოთ ამ უსამართლობის წინააღმდეგ. ეს 22 წლის ბიჭის ხედვაა, რომელიც სამშობლოს თვლის მის სახლად და ოჯახად“ – რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დაკავებული დავით კოლდარი ციხიდან ვრცელ წერილს ავრცელებს. წერილში ციხეში არსებული მდგომარეობაა აღწერილი, ამასთან საუბარია იმ საერთო სოციალურ ფონზე, რომელიც პატიმართა ნაწილისთვის ციხეში მოხვედრის წინაპირობა ხდება. …

„ამნესტი“ ანტონ ჩეჩინის განაჩენს ეხმიანება – „ვითხოვთ საქმის ხელახალ განხილვას“

საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინთერნეშენალი“ [Amnesty International] განცხადებას ავრცელებს აქტივისტ ანტონ ჩეჩინის განაჩენთან დაკავშირებით. დღეს, 2 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციების მონაწილეს, ანტონ ჩეჩინს. „მოვითხოვთ სამართლიანობას — ობიექტურ გამოძიებას და სამართლიან სასამართლოს, მათ შორის, საქმის ფაბრიკაციის შესახებ ცნობებთან დაკავშირებით“, — წერია „ამნესტის“ განცხადებაში. …

ზვიად ცეცხლაძის მამა – „ეს პარტიული სასამართლოა, ხისტი ბრძოლაა საჭირო“

„ბრძოლის მეთოდებს უნდა გადავხედოთ, აუცილებელია გაფიცვების და ბოიკოტის მკაცრი, ხისტი ფორმები, რაც სრულად ჯდება, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო კანონმდებლობაში,“ – ამბობს ზურაბ ცეცხლაძე, ბათუმელი სტუდენტის, სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა. დღეს, 2 სექტემბერს, სინდისის 8 პატიმარს, მათ შორის, ზვიად ცეცხლაძეს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა. მოსამართლემ პოლიტპატიმრებს ბრალი გადაუკვალიფიცირა. „ორგანიზებაც დაუტოვა, ჯგუფურობაც, უბრალოდ წლების …

რა მიუსაჯეს სინდისის 8 პატიმარს – მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა

სინდისის 8 პატიმარს დღეს, 2 სექტემბერს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა განაჩენი გამოუცხადა. ბათუმელ სტუდეტს, ზვიად ცეხლაძეს 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ასევე ვასილ კაძელაშვილს და ვეფხია კასრაძეს. 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს: ინსაფ ალიევს, გიორგი გიორგაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და თორნიკე გოშაძეს. მათ ბრალი ჰქონდათ წარდგენილი სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 …

ხმა არ აქვს ვიდეოს, რომელიც ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ პროკურატურის მთავარი მტკიცებულებაა

ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, რაც 19 წლის ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ პროკურატურას აქვს, არის თავად ცეცხლაძისავე ჩაწერილი ფეისბუქლაივი. პოლიციელებმა მას ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ გვერდზე მიაგნეს, ჩამოწერეს და საქმეს დაურთეს. დღეს, 23 ივლისის სხდომაზე, როცა ეს ვიდეო უნდა გამოეკვლიათ, აღმოჩნდა, რომ მას ხმა არ აქვს. ვიდეოს ორიგინალი ვერსია „დაფიონის” გვერდიდან თვეებია წაშლილია – როგორც ცეცხლაძის ახლობლები ამბობენ, ის …

„საბამ დამირეკა ციხიდან – ბებო, შენმა ოცნებამ დამიჭირაო. ოცნების კოორდინატორად 3 წელი ვმუშაობდი“

„მინდა მადლობა ვუთხრა ჩამოსულებს ჩემი საბას მხარდაჭერისთვის. ზუგდიდელებს მადლობა ვუთხრა. ჩემი შვილი უდანაშაულოა, კარგი აღზრდილია ჩემი საბა. საუკეთესო საბა მყავდა. სამი წლიდან გავზარდე საუკეთესო ბავშვი. იმის ადგილი ნამდვილად არ არის იქ – იქ არის აი, ბანდიტების ადგილი. ჩემი საბასნაირები არ უნდა იჯდეს იქ და ყველა სინდისის პატიმრები“, – განაცხადა დღეს საბა ჯიქიას ბებიამ, მარინე ლაგვილავამ. …

„აქამდე არ მითქვამს, მე ვარ ომის გამოძიებაზე ჰააგის სასამართლოს მოწმე“ – გივი თარგამაძე  

გივი თარგამაძეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა თეა წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების გამო. გარდა ამისა, თარგამაძეს 2 წლით აეკრძალა საჯარო თანამდებობის დაკავება. განაჩენი დღეს, 27 ივნისს გამოაცხადეს. სასამართლო სხდომას გივი თარგამაძე არ ესწრებოდა. გივი თარგამაძე მეცხრე პოლიტიკოსია, რომელიც „ქართული ოცნების“ სასამართლომ პატიმრობაში გაუშვა. გივი თარგამაძე განაჩენის გამოცხადებას სახლში ელოდებოდა. მას შემდეგ, რაც ცნობილი …

Exit mobile version