გამოაცხადებენ თუ არა აუქციონს ბათუმის, გონიოსა და კვარიათის პლაჟებზე

ბათუმის ბულვარის მიმდებარე პლაჟზე საპლაჟო ინფრასტრუქტურისთვის ნაკვეთების გასაცემად აუქციონი წელს არ გამოცხადდება. ყოფილ მოიჯარეებთან ბულვარის ადმინისტრაცია ახალ ხელშეკრულებებს პირდაპირი წესით გააფორმებს. რაც შეეხება გონიო-კვარიათის პლაჟებს, რა ფორმით გადაეცემა ის დაინტერესებულ პირებს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე მსჯელობენ. „პირდაპირი წესით იჯარის ხელშეკრულება გაფორმდება იმ მოიჯარეებთან, რომლებსაც პლაჟის კონკრეტული მონაკვეთები იჯარით 2020 …

რა პირობით გადასცეს „რივიერა ბიჩს“ ბათუმში პლაჟი 17 წლით

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია „რივიერა ბიჩს“, რომელიც „სილქროუდის“ შვილობილია, იახტკლუბთან ახლოს პლაჟის ნაწილი 2037 წლამდე იჯარით გადასცა. პლაჟის მიმდებარედ „რივიერა ბიჩი“ კიდევ ერთ ნაკვეთს ფლობს, რომელიც ასევე 2037 წლამდე იჯარით აქვს გადაცემული. ამ ნაკვეთზე კლუბი „ივერია ბიჩია“ განთავსებული. ჯამში ამ კომპანიაზე ზღვის პირას 5 093 კვ/მ ტერიტორიაა გადაცემული. უშუალოდ პლაჟით სარგებლობისთვის სასტუმრო „რედისონის“ …

ვინ აღადგენს წარეცხილ პლაჟს? – სანაპიროზე ხრეშის შესატანად საჭირო თანხა ბიუჯეტში არ არის

ბათუმში, ახალი ბულვარის გაგრძელებაზე მოწყობილ ნაპირდამცავ ნაგებობასთან ყოველწლიურად მინიმუმ 25 ათასი კუბური მეტრი ხრეში უნდა დაიყაროს. ეს აუცილებელია, რათა აქ პლაჟი შენარჩუნდეს. თუმცა ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის. შესაბამისი თანხა არც აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტში და არც საქართველოს ბიუჯეტის პროექტშია გაწერილი. პლაჟის ხელოვნურ კვებას ბათუმის ნაპირდაცვის ის პროექტიც ითვალისწინებდა, რომლითაც ეს ნაგებობა …

ბათუმში ზღვამ წარეცხა 1 კილომეტრი პლაჟი, აქ ნაპირდაცვისთვის 55 მილიონი დაიხარჯა [ფოტო]

ბათუმში, ახალი ბულვარის გაგრძელებაზე, საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსები რომ შენდება, ახალი ამბავი არ არის. აქ სიახლე ხელოვნურად მოწყობილი პლაჟი იყო, თუმცა ის, ერთკილომეტრიან მონაკვეთში, ზღვამ უკვე წარეცხა, ზოგან მთლიანად. ზღვამ, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ზოგიერთ ადგილზე ნაპირის დაცვის მიზნით ჩალაგებული ლოდების წყობის დაშლაც დაიწყო. ამ ხელოვნური პლაჟის მოწყობაზე ქვეყანამ უკვე დახარჯა 55 მილიონი ლარი. „ბათუმელებს“ …

როდის შეიძლება შეზლონგზე წამოწოლა – ახალი წესები პლაჟზე

„კვირის ბოლომდე გვექნება პლაჟზე შეზლონგები“, – ამბობს „ბათუმის ბულვარის“ დირექტორი, ირაკლი ჯინჭარაძე. მან ბათუმის საკრებულოს უკვე მიმართა შუამდგომლობით, შეზლონგების მფლობელებს პირდაპირი წესით გაუფორმონ ხელშეკრულებები და აუქციონი აღარ გამოცხადდეს. „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის თქმით, პანდემიის გამო წელს შეზლონგების პლაჟზე განთავსების კუთხით აუქციონი არ გამოცხადებულა. „ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკრებულო. თუ მივიღებთ თანხმობას, ჩვენ ხელშეკრულებებს გავუფორმებთ იმ ადამიანებს, …

იქნება თუ არა შეზლონგები პლაჟზე – ზღვაზე ბანაობა დისტანციის დაცვით

რა წესების დაცვა მოუწევთ მოქალაქეებს პლაჟზე კორონავირუსის გამო, ჯერ კიდევ არ არის გარკვეული. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს. განსხვავებული სეზონისთვის ემზადება ბათუმის ბულვარიც. დამსვენებლები ვალდებული იქნებიან პლაჟზე ორ მეტრამდე სოციალური დისტანცია დაიცვან და გამოიყენონ სადეზინფექციო საშუალებები. ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დოკუმენტურად ყველაფერი აქვთ მზად და ელოდებიან ჯანდაცვის სამინისტროდან …

საშიშია თუ არა ზღვაში ბანაობა და სასმელი წყალი? – ახალი კორონავირუსი

COVID-19-ისა და წყლის უსაფრთხოების შესახებ ბევრი კითხვა არსებობს, მათ შორის: შეიძლება თუ არა ახალი კორონავირუსი გავრცელდეს წყლით და საშიშია თუ არა ზღვაში ბანაობა პანდემიის პირობებში.  შეიძლება თუ არა covid-19 გავრცელდეს სასმელი წყლით? ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ სასმელ წყალში ვირუსის არსებობა შესაძლებელია, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ახალ კორონავირუსებს შეუძლიათ ზედაპირულ ან მიწისქვეშა წყლებში …

ბათუმის მერი: პლაჟებს არ შემოღობავენ, დამრღვევი დაჯარიმდება

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ბათუმის მერიის მიერ ზღვისპირა პლაჟის კონკრეტული მონაკვეთის გარკვეული ვადით გასხვისების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში არასწორი ინტერპრეტირება მოჰყვა. „ვხედავ ცალკეული პირების მხრიდან არასწორ ინტერპრეტაციას, თითქოს ეს შემოიღობება და ასე შემდეგ“ – განაცხადა ლაშა კომახიძემ დღეს, 24 თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე. საკითხი ეხება ბათუმის ძველ ბულვარში, ნინოშვილისა და ჟღენტის ქუჩების კვეთის …

რა უნდოდა ტრაქტორს დამსვენებლებით სავსე პლაჟზე – ქობულეთის მერის განმარტება

დამსვენებლებით სავსე ქობულეთის პლაჟზე ტრაქტორი დღეს, 24 აგვისტოს, დილით გამოჩნდა. პლაჟზე მოსიარულე ტრაქტორის ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ქობულეთის მერიას განმარტების გაკეთება მოუწია. „დილით სანაპირო ზოლზე გამოირიყა ნატანი და ხის კუნძები. ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ფაქტის დაფიქსირებისთანავე, დილიდან ალაგებდნენ პლაჟს. რამდენიმე მონაკვეთზე ზღვამ ხის დიდი კუნძები გამორიყა. რომლის ამოღებაც დამატებით ტექნიკას საჭიროებდა. სანაპირო ზოლზე ტრაქტორის …

რას გვიბრუნებს უკან ზღვა შტორმის შემდეგ

ბათუმის ბულვარი და პლაჟი ყოველი შტორმის შემდეგ ზღვიდან გამორიყული ნარჩენებით იფარება. პლასტმასის ბოთლები, თუნუქის ქილები, ერთჯერადი ჭიქები, სიმინდის ნარჩენები – ეს   არასრული ჩამონათვალია იმ ნარჩენებისა, რასაც ზღვა უკან, ნაპირზე აბრუნებს. ნახეთ, როგორ გამოიყურება სანაპირო შტორმის შემდეგ.

სამი მაშველი, რომლებმაც 350 ადამიანი გადაარჩინეს

დღეს, 15 ივნისს, ბათუმში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ სამი მაშველი დააჯილდოვა. იგორ აზნაურაშვილს, ანრი ნემსაძეს და მანუჩარ წულუკიძეს სამაშველო ღონისძიებებში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის საპატიო სიგელები გადასცეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სამივე მაშველმა გასულ წელს ჯამში 350 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. დღეს ბათუმში საზღვაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. დღეიდან დამსვენებლების უსაფრთხოებაზე აჭარის სანაპიროზე 250 მაშველი იზრუნებს, მათ შორის …

ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე მოქალაქეები საკრებულოს წევრებს დაუპირისპირდნენ

ხმაურით მიმდინარეობს ქობულეთის საკრებულოს სხდომა, რომელსაც მოქალაქეებიც ესწრებიან. სხდომაზე მყოფი პირები  ჩაქვის პლაჟის „დრიმლენდ ოაზისისთვის“ იჯარის წესით გადაცემას აპროტესტებენ და საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას ითხოვენ. საკრებულოს თავმჯდომარემ საკითხის კენჭისყრაზე დაყენება ვერ შეძლო. საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას ითხოვს ქობულეთის საკრებულოს ოპოზიციაც. „დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვის პლაჟს, 12 320 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას, ათწლიანი იჯარით ითხოვს. ამ კომპანიას უკვე …

ბათუმის ბულვარი პლაჟზე გადასასვლელ ხის ბილიკებს შეისყიდის – ტენდერი 130 ათასი ლარი

ბათუმის ბულვარი პლაჟზე გადასასვლელ ხის ბილიკებს შეისყიდის. ბილიკების სიგრძე ჯამში 990 მეტრი იქნება და ისინი ზღვის სეზონზე პლაჟზე – ანბანის კოშკიდან რესტორან „სანრემომდე“ მონაკვეთში – ათ ლოკაციაზე მოეწყობა. ხის გადასასვლელი საფეხმავლო ტრანსფორმირებადი ბილიკის დამზადებაში ბულვარის ადმინისტრაცია მაქსიმუმ 130 949 ლარს გადაიხდის. ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადებულია და წინადადებების მიღება 2019 წლის 23 თებერვალს დაიწყება. წინადადებების მიღება 28 …

ბათუმი ზღვიდან [ფოტო]

მზე, ზღვა, შეზლონგი, სასიამოვნო მუსიკა და ხედი – ასეთია ზოგადი წარმოდგენა ბათუმში დასვენებაზე. თუ შეეცდებით ქალაქი ზღვიდან დაინახოთ, ასეთი ხედები დაგხვდებათ.

მსოფლიოს 10 საუკეთესო პლაჟი 2018 წელს

ზაფხული დასვენებისთვის საუკეთესო პერიოდია ზღვაზე თუ მთაში დროის გასატარებლად. გთავაზობთ TripAdvisor – ის მიხედვით შერჩეულ 2018 წლის top 10 საუკეთესო პლაჟს მსოფლიოში.  წყნარი ოკეანის კუნძულები: გრეის ბეი, პროვიდენსიალე, თერქსი და ქაიქოსი კუნძულ პროვიდენსიალისთან მდებარე გრეის-ბეისა და თერქს-ქაიქოსის კუნძულებზე  2018 წლის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პლაჟებია ტურისტების შეფასების მსოფლიო რეიტინგის მიხედვით. პლაჟები ბარიერული რიფებითაა დაცული, რაც ამცირებს …

ცხრა რჩევა ზღვაში ბანაობის დროს

1. შეამოწმეთ ამინდის პროგნოზი პირველი, რაც სანაპიროზე გასვლამდე უნდა გააკეთოთ, ეს ამინდის პროგნოზის შემოწმებაა. უნდა დარწმუნდეთ, რომ არ არის მოსალოდნელი წვიმა, ქარი, შტორმი და სხვა ბუნებრივი მოვლენები. ასე თქვენი სიცოცხლე უფრო დაცული იქნება. 2. ალკოჰოლი და ზღვა დაუშვებელია არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე. ყველა ჯერზე როცა ასე იქცევით, თქვენი სიცოცხლე რისკის ქვეშ დგება. …

პლაჟზე ხის ბილიკები მოეწყობა – გადაადგილება ეტლითაც იქნება შესაძლებელი

„ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაცია ბულვარში სანაპიროზე გადასასვლელი ხის საფეხმავლო ტრანსფორმირებადი ბილიკის დამზადებასა და მოწყობაში 41 902 ლარს გადაიხდის. ხის ბილიკის სიგანე, როგორც ადმინისტრაცია აცხადებს, 1 მეტრი და 20 სანტიმეტრი იქნება და მასზე გადაადგილება შშმ პირებს, ეტლით მოსარგებლეებსაც შეეძლებათ. ხის ბილიკების საგარანტიო ვადა 1 წელი უნდა იყოს. ბათუმის ბულვარის სარგებლობაში არსებულ პლაჟზე, კონკრეტულ ტერიტორიას, თუ სად უნდა მოეწყოს …

კაფეზე მიშენებული აივნები ბათუმის ბულვარში

როგორი უნდა იყოს პლაჟთან არსებული კაფე-ბარების იერსახე და არსებობს თუ არა საერთო პოლიტიკა შენობა-ნაგებობების იერსახესთან დაკავშირებით? – „ბათუმის ბულვარსა“ და მერიაში „ბათუმელების“ ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ აქვთ. ექვემდებარება თუ არა რაიმე რეგულაციას აქ განთავსებული შენობა-ნაგებობების არქიტექტურა, ამის შესახებ დაზუსტებით ვერც მოიჯარეები საუბრობენ. ზღვისპირა კაფე-ბარი „მედუზა“, რომელიც  ადრე „პიერ ბათუმის“ სახელით იყო ცნობილი, პლაჟზე, საკმაოდ …

აჭარის მდინარეებში მოტივტივე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობები დამონტაჟდება

მდინარეების – მეჯინისწყლის, ბარცხანისწყლის, ყოროლისწყლის, ჩაქვისწყლის, დეხვას, აჭყვასა და კონტრიშის მიერ ჩამოტანილი „საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ზღვისა და სანაპირო ზოლის დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით“ მოტივტივე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობები დამონტაჟდება. დამჭერი მოწყობილობა დამონტაჟდება ასევე ახალ ბულვარში, ჟილინის არხის შესართავთან. აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დამჭერი მოწყობილობების შესაძენად აჭარის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 180 ათას 776 ლარი გამოეყო. მოწყობილობების შეძენას …

აუქციონები გონიო-კვარიათის პლაჟზე გართობისა და კვების ობიექტების მოსაწყობად

ბათუმის მერიამ გონიოსა და კვარიათის დასახლებებში ზღვისპირა ზოლში მდებარე 9 ნაკვეთი პირობებიან აუქციონზე გამოიტანა. მერია ნაკვეთებს იჯარის უფლებით გასცემს. აუქციონში მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს ნაკვეთები „თვითნებურად დაკავებულია მესამე პირების მიერ და იქ განთავსებულია მსუბუქი კონსტრუქციის შენობა-ნაგებობები“. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ გონიო-კვარიათში მდებარე ნაკვეთები მათ აუქციონზე წელს პირველად გაიტანეს. გასულ წელს კი ეს ნაკვეთები იჯარით „ბათუმის ბულვარს“ ჰქონდა გატანილი. …

როდის მოწესრიგდება ქობულეთის პლაჟი

ქობულეთში ზღვის სეზონი ჯერ არ გახსნილა. ამ დროისთვის არც პლაჟის კეთილმოწყობის სამუშაოებია დასრულებული. ქობულეთის გამგეობაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დაახლოებით 10 დღეში პლაჟი დასუფთავდება და სეზონი ივნისის შუა რიცხვებში გაიხსნება. „თამარ მეფის ქუჩაზე განახლდა საკანალიზაციო სისტემა, ეს გამგეობას 383 ათასი ლარი დაუჯდა. რაც შეეხება სანაპირო ზოლის გამაგრებისთვის ღორღის შეტანას, ეს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დააფინანსა. ზუსტ თანხას ვერ …

„ნაგავსაყრელი“ ბათუმის სანაპიროსთან [ფოტო, ვიდეო]

ბათუმში, ახალი ბულვარის გაგრძელებაზე, ზღვისპირა ზოლი, ფაქტობრივად, სამშენებლო მოედნად და არაოფიციალურ თუ ოფიციალურ ნაგავსაყრელადაა ქცეული. პლაჟზე გასასვლელი, ახალი ბულვარიდან აეროპორტის ასაფრენ ზოლამდე, რკინის ბადითაა შემოღობილი – აქ ნაპირგამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს [თუმცა დღეს, 30 აპრილს, კარგ ამინდში, საღამოს 6 საათზე, აქ ერთი ტრაქტორი იდგა და არავინ მუშაობდა]. აქ ინტენსიურად მოძრაობდნენ მძიმე სატვირთო ავტომობილები, რომლებიც მშენებლობის მოედნიდან ამოღებულ …

ქობულეთში ნაპირსამაგრი სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება

 ქობულეთის სანაპიროზე ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომელთა შედეგად გაიზარდა სანაპირო ზოლის პარამეტრები და შტორმის დროს ნაპირსამაგრსაფეხურებიან კედელზე ტალღების ზემოქმედება უნდა შემცირდეს, რამდენიმე დღეში დასრულდება. სპეციალისტების შეფასებით, ქობულეთის სანაპიროზე პლაჟწარმომქნელი მასალის მკვეთრი დეფიციტის გამო სანაპირო ზოლი არასტაბილური მდგომარეობით გამოირჩევა. მისი პარამეტრები ვერ უზრუნველყოფს შტორმული ტალღების ჩახშობას, რაც იქ არსებულ საფეხურებიან ნაპირდამცავ კედელს აზიანებს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებული ზიანი …

ნაპირსამაგრი სამუშაოების დროს ბულვარში სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა [ფოტო]

დღეს, 30 მარტს, რამდენიმე წუთის წინ, ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობისას, ახალი ბულვარის მიმდებარედ, პლაჟზე სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა. ნაპირგამაგრ სამუშაოებს ჰოლანდიური კომპანია  STRUIJK GROUP ატარებს. ნაპირდაცვის პროექტს ბათუმში მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტის მთავარი მიზანი ბათუმის სანაპირო ზოლის ეროზიისაგან დაცვაა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, „ბათუმის სანაპირო განიცდის ძლიერ ეროზიას დაახლოებით 2,5 კმ სირგძეზე. ბათუმის ნაპირდაცვის პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით  2 …

დაბინძურებული გრიგოლეთის პლაჟი [ფოტო]

გრიგოლეთის სანაპირო ზოლი, სუფსის გამგებლის მოადგილის, ნუგზარ ცინცაძის ინფორმაციით, ყოველი შტორმის შემდეგ სუფთავდება. „აღნიშნული პლაჟი  ყოველი წვიმის შემდეგ სუფთავდება, იწმინდება ის ნარჩენები რაც შტორმის დროს ზღვას გამოაქვს, პლაჟი არის ახალი დასუფთავებული,“ – ამბობს ის. ადგილზე დამსვენებლების მიერ, “ბათუმელებისთვის” მოწოდებულ ფოტოებში კი სანაპირო ზოლი სხვადასხვა, მათ შორის საყოფაცხოვრებო და ნაწილობრივ სამშენებლო მასალების ნარჩენებით არის დაბინძურებული. ფოტოები …

რა შემოსავალი რჩება ბათუმს ზღვის სანაპირო ზოლიდან

კვარიათიდან მწვანე კონცხამდე არსებულ სანაპირო ზოლიდან და პლაჟიდან, რომელიც ბათუმის საკუთრებაშია, ქალაქის ბიუჯეტში ყოველწლიურად მხოლოდ 480 ათასი ლარი შედის. ქალაქის სანაპირო ზოლი, თითქმის მთლიანად, ბათუმის მერიას „ბათუმის ბულვარისთვის“ აქვს გადაცემული მართვაში. გადაცემული ქონების განკარგვიდან შემოსული თანხა კი „ბულვარის“ ბიუჯეტში ირიცხება. „ბათუმელები“ შეეცადა დაედგინა, რა შემოსავლები მოაქვს სანაპირო ზოლს მთლიანობაში. მერიაში ეს მონაცემები დათვლილი არ აქვთ. …

Exit mobile version