ბათუმისა და მთლიანად აჭარის სანაპირო ზოლში იყო და არის ადგილები, სადაც ზღვაში ბანაობა აკრძალულია ან არ არის რეკომენდებული. „ბათუმელებმა“ ასეთი ადგილების ჩამონათვალის განახლება სცადა, თუმცა კომპეტენტურ უწყებას ვერ მივაგენით. შესაბამისად, ვერც ის დავადგინეთ, ვინ არის პასუხისმგებელი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე – ვინ უნდა განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები და ვინ უნდა მიაწოდოს მათ ინფორმაცია, თუ რატომ არის აკრძალული …
Tag Archives: პლაჟი
ამბავი ლელაზე, რომელმაც 20 წლის ბიჭი ზღვაში დახრჩობას გადაარჩინა – „კამერა მივაწოდე, არაფერი მეტი“
„კამერა მივაწოდე, არაფერი მეტი, მალე მოვიდნენ ბიჭებიც და გამოვიყვანეთ“, – ასე გვიყვება ლელა ფარტენაძე ამბავს, რომელზეც საზოგადოება სოციალურ ქსელში აქტიურად წერს და გმირობას უწოდებს, ლელას კი – ამ ამბის გმირს. ლელა ამბობს, რომ „კამერა მიაწოდა და არაფერი მეტი“, მაგრამ თვითმხილველები ფეისბუქზე წერენ, რომ ბიჭის გადარჩენას სხვებიც შეეცადნენ, მაგრამ „ამ გოგომ ყველაზე მეტად გარისკა.“ შემთხვევა საღამო …
7,7 მილიონი ბათუმისა და ქობულეთის პლაჟების დროებით შესანარჩუნებლად – დაუცველი სანაპირო
ბათუმისა და ქობულეთის პლაჟების შესანარჩუნებლად 2026 წელს აჭარისა და საქართველოს ბიუჯეტებიდან ჯამში 7,7 მილიონი ლარია გამოყოფილი. თანხა პლაჟების ხელოვნურ კვებას მოხმარდება – სანაპიროზე საერთო ჯამში 250 ათასი კუბური მეტრი ხრეში უნდა შეიტანონ. აქედან 140 ათასი კუბური მეტრი ქობულეთის პლაჟზე, 110 ათასი კი – ბათუმის პლაჟზე. სპეციალისტები უკვე წლებია აფრთხილებენ ხელისუფლებას, რომ მხოლოდ ხრეშის პერიოდული შეტანა …
რატომ არ შეიტანეს ხრეში ბათუმის სანაპიროზე – პლაჟის აღსადგენად 2 მილიონი იყო გამოყოფილი
ბათუმის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვებისთვის 2025 წლის ბიუჯეტში 2 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა სამუშაოები არ შესრულებულა. პროგრამა – „პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები“- აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უნდა განეხორციელებინა. რატომ არ შეიტანეს ხრეში პლაჟზე? – ამ კითხვით „ბათუმელები“ სამინისტროს დაუკავშირდა. „მიმდინარე წლის ბიუჯეტით დაგეგმილი ნაპირდაცვის, სანაპირო ზოლის …
ბათუმის მერია შსს-ს 10 საგუშაგოს გადასცემს, რაშიც ქალაქის ბიუჯეტიდან 338 ათასი ლარი დაიხარჯა
ბათუმის ზღვისპირა ზოლში განთავსებულ 10 ახალ სტაციონარულ საგუშაგოს მერია შსს-ს გადასცემს. ამ საგუშაგოების [სამაშველო კოშკურების] მოწყობაში ქალაქის ბიუჯეტიდან 338 ათას 223 ლარი დაიხარჯა. ქონების გადაცემის საკითხს ბათუმის საკრებულო 1-ელი დეკემბრის სხდომაზე განიხილავს. 10 ახალი სამაშველო კოშკურა, ექსპერტიზის დასკვნის დოკუმენტის მიხედვით გადანაწილებულია კვარიათის, გონიოს, ბათუმის ახალი და ძველი ბულვარის, ასევე მახინჯაურისა და მწვანე კონცხის პლაჟებზე. „სტაციონალური …
ბათუმის პლაჟის შესანარჩუნებლად 2 მილიონი ლარია გამოყოფილი – ზღვის ხელოვნური კვება
2 მილიონი ლარია გათვალისწინებული ბათუმის ახალ ბულვართან პლაჟის ხელოვნურად შენარჩუნებისთვის აჭარის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში. პროგრამა პლაჟის ხელოვნურ კვებას ითვალისწინებს, რაც ჭოროხის კალაპოტიდან ხრეშის ამოღებას და ზღვის სანაპიროზე დაყრას გულისხმობს. ხრეშის ხელოვნურად შეტანის გარეშე ბათუმი პლაჟის გარეშე დარჩება. ბათუმის ბულვარის გასწვრივ პლაჟის შენარჩუნებისთვის კი, ბოლო გათვლებით, ყოველწლიურად მინიმუმ 120 ათასი კუბური მეტრი ხრეშის შეტანაა აუცილებელი. …
Continue reading “ბათუმის პლაჟის შესანარჩუნებლად 2 მილიონი ლარია გამოყოფილი – ზღვის ხელოვნური კვება”
ჩაქვში ზღვა მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირეს და ასხვისებენ
დაბა ჩაქვში 5727 კვ.მეტრი ფართობი ზღვაში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირეს და მის გასხვისებას საიჯარო წესით გეგმავენ. ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი შენგელიას ბრძანებით ირკვევა, რომ დაბა ჩაქვში, ბათუმის ქუჩის მიმდებარედ, ზღვის გასხვისება მიწის ნაკვეთად, 15 წლის ვადით, 2024 წლის აგვისტოში გადაწყვიტეს. რეესტრის მონაცემებით, ზღვა მიწის ნაკვეთად 2023 წელს, ანუ მას შემდეგ …
Continue reading “ჩაქვში ზღვა მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირეს და ასხვისებენ”
შეზლონგების „ღობე“ კვარიათის სანაპიროზე [ფოტო]
იმის გამო რომ, სამართალდარღვევაზე რეაგირებას არავინ ახდენს, კვარიათში ზღვის სანაპიროზე ვერ ჩამოჯდებით, თუ იქ ჩამომწკრივებულ რომელიმე შეზლონგს არ დაიქირავებთ. ეს პრობლემა წლებია არსებობს ბათუმის სანაპიროზეც – მოიჯარეებს ბათუმის ბულვარი აუქციონის გარეშე იჯარით გადასცემს ტერიტორიას პლაჟზე, მოიჯარეები კი, სანაპიროსთან ახლოს ისე აწყობენ შეზლონგებს, რომ დამსვენებელი ან შეზლონგებს შორის დარჩენილ ვიწრო სივრცეში უნდა მოთავსდეს და ბუნების სილამაზის …
Continue reading “შეზლონგების „ღობე“ კვარიათის სანაპიროზე [ფოტო]”
შეკვეთილში მცხოვრებთა თქმით, ადგილობრივებს ზღვაზე გასასვლელი ჩაუკეტეს
„ძალიან შემაშფოთებელია საერთო სარგებლობის რესურსების მიტაცება, მითვისება. ერთეულებისაა ზღვა, ჰაერი, წყალი და ჩვენ არაფერი? ზღვაზე გასვლის უფლებაც არ გვაქვს? ერთეულებზე ყოფილა მორგებული ქვეყანა“, – ამბობს ლელა ჯაველიძე „ბათუმელებთან“, რომელიც შეკვეთილში ცხოვრობს. მოქალაქის თქმით, სასტუმროები – Magnika Resort და Iveriaelli Hotel Georgia Shekvetili ადგილობრივ მცხოვრებლებს პლაჟზე გადასვლის უფლებას არ აძლევენ. ქალის განცხადებით, სასტუმროების მფლობელებმა მიისაკუთრეს საერთო …
Continue reading “შეკვეთილში მცხოვრებთა თქმით, ადგილობრივებს ზღვაზე გასასვლელი ჩაუკეტეს”
პარაშუტით აფრენა 100-150 ლარი ღირს – რა დაგიჯდებათ წელს პლაჟზე დასვენება ბათუმში
„გასული წლის ივნისში სიცივე იყო ამ დროს და ამაზე მეტი ხალხი გვყავდა, წელს ნაკლებია ხალხი, ფასები იგივეა“ – ამბობს კახა, რომელიც ბათუმის სანაპიროზე წელსაც შეზლონგებს აქირავებს. ზაფხული მოვიდა და პლაჟზე იჯარით მოსარგებლეებმა ისევ ჩაამწკრივეს შეზლონგები. წელსაც რთულია შეზლონგებს აუარო გვერდი და კომფორტულად წამოწვე სანაპიროზე. იახტკლუბშიც მზად არიან ტურისტების მისაღებად. ბათუმის ბულვარს თუ დაუყვებით იახტკლუბისკენ, შეგაჩერებენ …
Continue reading “პარაშუტით აფრენა 100-150 ლარი ღირს – რა დაგიჯდებათ წელს პლაჟზე დასვენება ბათუმში”
619 ათასი ლარი ბათუმის პლაჟზე ახალი დიზაინის გასახდელებისთვის
ბათუმის ბულვარი პლაჟზე ახალი დიზაინის გასახდელების მოწყობას გეგმავს, რისთვისაც ტენდერი გამოაცხადა. დაგეგმილია საზოგადოებრივი დანიშნულების 29 ახალი გასახდელისა და შშმ პირებზე ადაპტირებული 3 ახალი გასახდელის მონტაჟი. გასახდელების შესყიდვა-მონტაჟში კი, ბულვარის ადმინისტრაცია მაქსიმუმ 619 ათას 860 ლარს გადაიხდის დღგ-ს ჩათვლით [თუმცა, ეს თანხა ტენდერში შესაძლოა შემცირდეს]. პირობის მიხედვით, გასახდელების შესყიდვა-მონტაჟი ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა განხორციელდეს. …
Continue reading “619 ათასი ლარი ბათუმის პლაჟზე ახალი დიზაინის გასახდელებისთვის”
ბათუმის პლაჟი დღეს [ფოტო]
ბათუმში დღეს, 22 ოქტომბერს, სითბოა და ზღვის და მზეზე გარუჯვის მოყვარულებიც პლაჟზე არიან. ზღვის წყლის ტემპერატურა +21 გრადუსია. ბათუმში მზიანი ამინდი ორშაბათსაც შენარჩუნდება. სამშაბათიდან კი, სინოპტიკოსების პროგნოზით, დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ვრცლად: როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან
უკანონო კაფე ქობულეთის პლაჟზე მერიასთან ახლოს – როგორ მუშაობენ მუნიციპალიტეტში
ქობულეთის პლაჟზე, თამარ მეფის #52-ის გასწვრივ, ბეტონის ხიმინჯები ჩამოასხეს, შემდეგ ერთსართულიანი ღია ვერანდა მოაწყვეს და შუშით შეფუთეს. მშენებლობის დასრულების შემდეგ აქ კაფე გახსნეს, რომელიც ახლაც ფუნქციურია. მერიის ინფორმაციით, უკანონო კაფე ქობულეთის სანაპიროზე ალბერტ ხინიკაძეს ეკუთვნის. ამ კაფეს ქობულეთის ბულვარში, სასეირნო ბილიკის ნაწილი აქვს დაკავებული. მშენებელმა კაფეს, რომელიც ტროტუარზე ჰქონდა მოწყობილი, ფაქტობრივად, პლაჟის მხრიდან ვერანდა მიადგა …
Continue reading “უკანონო კაფე ქობულეთის პლაჟზე მერიასთან ახლოს – როგორ მუშაობენ მუნიციპალიტეტში”
სარფის პლაჟზე საშხაპეების მოწყობა და ადაპტირებაა დაგეგმილი
სარფის სანაპირო ზოლში კიბეების, ბილიკის, საშხაპეების, გასახდელებისა და ასევე, პლაჟზე ჩასასვლელი პანდუსის მოწყობაა დაგეგმილი. სამუშაოების შესყიდვაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 140 264 ლარია. პირობის მიხედვით, „სამუშაოები უნდა შესრულდეს გეგმა-გრაფიკის ეტაპებით განსაზღვრულ ვადაში, რომელიც უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 10 დღის ვადაში და დასრულდეს 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში“. ტენდერში წინადადებების …
Continue reading “სარფის პლაჟზე საშხაპეების მოწყობა და ადაპტირებაა დაგეგმილი”
ახალ ბულვართან ადაპტირებული იქნება პლაჟზე ჩასასვლელი კიბეები – სანაპიროს გაამაგრებენ
ბათუმის ახალ ბულვართან შტორმით დანგრეული სანაპიროს თითქმის ერთკილომეტრიან ზოლს ფოლადის ხიმინჯებით [შპუნტებით] გაამაგრებენ. აღადგენენ სასეირნო ბილიკსაც, საიდანაც პლაჟზე ჩასასვლელად კიბეებს მოაწყობენ. პროექტში არ არის გათვალისწინებული პლაჟზე ჩასასვლელები შშმ პირებისთვის. რატომ არ არის გათვალისწინებული პროექტში პანდუსები სასეირნო ბილიკიდან პლაჟზე ჩასასვლელად და რა უნდა გაკეთდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად? – ამ კითხვით ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს …
ვის დაუნგრიეს და ვის არა კაფეები გონიო-კვარიათში – ფულის ძალა
გონიო-კვარიათის პლაჟზე ჯერ კიდევ ნახავთ დანგრეული კაფეებისა და ბუნგალოების ნარჩენებს. ზოგან დაწყებული აქვთ ახლის მოწყობის პროცესიც. „ვითამაშეთ და მოვიგეთ“ – ამბობენ აქ და ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობას გულისხმობენ. მიუხედავად იმისა, რომ შენობები მუნიციპალიტეტის კუთვნილ ნაკვეთებზე უკანონოდ ჰქონდათ განთავსებული, მესაკუთრეები მაინც მიიჩნევენ, რომ მერია მათ უსამართლოდ მოექცა. ამის საილუსტრაციოდ მათ რამდენიმე არგუმენტი აქვთ: პირველი არგუმენტი: „თამაშის წესები“, …
Continue reading “ვის დაუნგრიეს და ვის არა კაფეები გონიო-კვარიათში – ფულის ძალა”
ქობულეთის სანაპიროს დაცვა სჭირდება – კიდევ რას წერენ სპეციალისტები
ქობულეთის საკრებულო 14 ივნისის სხდომაზე 5 სამშენებლო პროექტის განაშენიანების გეგმისა და კონცეფციის წარდგენას გეგმავს. დოკუმენტი განაშენიანების არეალში გარკვეული კვლევების მომზადებას ითვალისწინებს, რაზეც დავალებას მერია გასცემს. წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, რომელიც საკრებულომ უნდა დაამტკიცოს, სპეციალისტები წერენ, რომ ქობულეთის სანაპიროს წარეცხვისგან დაცვა სჭირდება. „ანთროპოგენურმა ზემოქმედებამ და ფართო მასშტაბიანმა ტექნოგენურმა დატვირთვამ უარყოფითი გავლენა იქონია ზღვის სანაპირო ზონაში მიმდინარე მორფოდინამიკურ …
Continue reading “ქობულეთის სანაპიროს დაცვა სჭირდება – კიდევ რას წერენ სპეციალისტები”
ახალ ბულვართან ნაპირს რკინის შპუნტებით გაამაგრებენ, პლაჟზე ჩასასვლელად კი, კიბეები იქნება
ბათუმის ახალ ბულვართან შტორმით დანგრეულ სანაპიროს თითქმის ერთკილომეტრიან ზოლს რკინის შპუნტებით გაამაგრებენ. აღადგენენ სასეირნო ბილიკსაც, საიდანაც პლაჟზე ჩასასვლელად კიბეებს მოაწყობენ. შპუნტების ზედა ნაწილზე მოაწყობენ რკინა-ბეტონის სარტყელს, ხოლო ამ სარტყელზე – ტალღამრეკლს. ტალღამრეკლი ბლოკებიც რკინაბეტონის იქნება, რომლებსაც პლაჟის მხარეს ოვალური ფორმა ექნებათ [ტალღების ასარეკლად], სასეირნო ბილიკის მხარეს კი – სკამის, ისე, რომ მასზე ჩამოჯდომა იყოს შესაძლებელი. …
ბათუმის კონცხზე 40 ათასი კუბური მეტრი ჭარბი ნატანია თავმოყრილი – ახალი კვლევა
ბათუმის კონცხზე, ანბანის კოშკისა და იახტკლუბის მიმდებარე პლაჟზე, 40 ათასი კუბური მეტრი ჭარბი ნატანი – ქვიშა-ხრეშია თავმოყრილი. ნატანის ეს მოცულობა დადგინდა ახალი კვლევით, რომელიც აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დაკვეთით კერძო კომპანია „ქოსთ დიზაინმა“ ჩაატარა. ბათუმის კონცხზე ჭარბი ნატანის არსებობა პლაჟის მოწყვეტისა და ზღვის კანიონში ჩაკარგვის მაღალ რისკს შეიცავს. ასეთ ფაქტს ბოლოს 1999 …
Continue reading “ბათუმის კონცხზე 40 ათასი კუბური მეტრი ჭარბი ნატანია თავმოყრილი – ახალი კვლევა”
ახალ ბულვარში ზღვის ხელოვნური კვება დასრულდა – მოაწყობენ თუ არა პლაჟს
ბათუმის სანაპიროზე, აეროპორტის ასაფრენი ზოლისა და ახალი ბულვარის მიმდებარედ, ხრეშის შეტანის პროცესი დასრულდა. მოაწესრიგებენ თუ არა სანაპირო ზოლს წელს საბანაო სეზონისთვის და მოაწყობენ თუ არა საპლაჟე ინფრასტრუქტურას? – ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას არ გეგმავენ და ქალაქის მერიას მივმართოთ. მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში კი, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ზღვის მიერ დანგრეული/დაზიანებული ინფრასტრუქტურის …
Continue reading “ახალ ბულვარში ზღვის ხელოვნური კვება დასრულდა – მოაწყობენ თუ არა პლაჟს”
პლაჟის ზღვაში ჩაზვავების რისკის შესამცირებლად ბათუმის კონცხთან კვლევას ჩაატარებენ
ბათუმის კონცხთან პლაჟის მოწყვეტის და ზღვაში ჩაზვავების რისკის შესამცირებლად სპეციალისტები შესაბამის კვლევას ჩაატარებენ. კვლევის შედეგად თუ აღმოჩნდა, რომ კონცხის წყალქვეშა ფერდზე ჭარბი რაოდენობით ნატანია დაგროვილი, შემუშავდება პროექტი, რომლის მიხედვითაც ჭარბ ნატანს ამოიღებენ და ავარიულ სანაპირო უბნებზე გადაიტანენ. ავარიული უბნები ბათუმის სანაპიროზე, დღევანდელი მდგომარეობით, ახალი ბულვარის გასწვრივაა, სადაც ზღვა ნაპირს რეცხავს. ზოგიერთ ადგილზე ზღვის ხელოვნური კვების …
Continue reading “პლაჟის ზღვაში ჩაზვავების რისკის შესამცირებლად ბათუმის კონცხთან კვლევას ჩაატარებენ”
ბათუმის მერია საბაგიროსთან, პლაჟზე 1790 კვ.მეტრ ნაკვეთს ასხვისებს
ბათუმის მერია გოგებაშვილის ქუჩაზე, საბაგიროსთან, ზღვისპირას არსებული ნაკვეთის, 1790 კვ.მეტრის სარგებლობის წესით გასხვისებას გეგმავს. მერიამ მიწის ნაკვეთის საიჯარო ფასი სამხარაულის ბიუროს მიერ დადგენილი საპრივატიზებო ღირებულების შესაბამისად განსაზღვრა. სამხარაულის დასკვნის მიხედვით, 1 კვ.მეტრის საპრივატიზებო ფასი აქ 2064 ლარია. მერიამ 1 კვ.მეტრის საიჯარო ფასიც დაადგინა – 105 ლარი. ნაკვეთის გასხვისებასთან დაკავშირებით მერიას განკარგულების პროექტი საკრებულოში აქვს გადაგზავნილი …
Continue reading “ბათუმის მერია საბაგიროსთან, პლაჟზე 1790 კვ.მეტრ ნაკვეთს ასხვისებს”
რა ხდება ბათუმის სანაპიროზე, რომელსაც ხელოვნურად კვებავენ | ფოტო
ბათუმში ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვება 2022 წლის ნოემბერში დაიწყო. ათიათასობით ტონა ხრეში აეროპორტისა და ახალი ბულვარის მიმდებარედ, იმ ადგილებში შეიტანეს, რომელიც ზღვამ შტორმის დროს დაანგრია. სანაპიროს ხელოვნური კვება დაგვიანებით დაიწყო, რის გამოც სხვა ადგილები წაირეცხა. სანაპირო ზოლს ზღვა ამჯერად ახალ ბულვარში, აკვაპარკის მიმდებარედ ანგრევს: პროექტის ფარგლებში ზღვაში, ჭოროხის დელტიდან ამოღებული 413 ათასი კუბური მეტრი …
Continue reading “რა ხდება ბათუმის სანაპიროზე, რომელსაც ხელოვნურად კვებავენ | ფოტო”
ბარცხანის პლაჟი აღარ არსებობს – ხელოვნური კუნძულის მშენებლობა ბათუმში | ფოტო
ბათუმში, ბარცხანის სანაპიროსთან, ზღვის 12,5 ჰექტარ ტერიტორიას ხმელეთად გადააქცევენ. ეს ადგილი შემდგომში ერთ-ერთი ხელოვნური ნახევარკუნძული იქნება იმ პროექტის ფარგლებში, რომლითაც აქ კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ხელოვნური კუნძულის აშენებას გეგმავს. აღნიშნული პროექტი მთლიანად გააქრობს ბარცხანის პლაჟს. მიმდინარე სამუშაოების გამო, ფაქტობრივად, პლაჟი აქ უკვე აღარ არსებობს – „ამბასადორმა“ შეიტანა ლოდები და სხვა ინერტული მასალა, რომელსაც ზღვაში ყრიან. …
Continue reading “ბარცხანის პლაჟი აღარ არსებობს – ხელოვნური კუნძულის მშენებლობა ბათუმში | ფოტო”
სარფის პლაჟზე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად პროექტს შეისყიდიან
ხელვაჩაურის მერია სოფელ სარფის სანაპირო ზოლში კიბეების, ბილიკის, პანდუსის, საშხაპეების და გასახდელების მოსაწყობად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას შეისყიდის. შესაბამისი ტენდერი ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 20 ათასი ლარით გამოაცხადა. პირობის მიხედვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს თანამედროვე სტანდარტებით გათვალისწინებული შშმ პირებისათვის ადაპტირებული კიბეების, ბილიკის, პანდუსის საშხაპეების და გასახდელების მოწყობას. ამასთან, „გამარჯვებული კომპანიის მიერ პროექტის დაგეგმარების დროს …
Continue reading “სარფის პლაჟზე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად პროექტს შეისყიდიან”
ხელოვნური პლაჟი ახალ ბულვარში – ბათუმის სანაპიროზე 200 ათასი კუბ.მ ხრეშია შეტანილი
ბათუმის სანაპიროზე ხრეში უკვე ახალი ბულვარის გასწვრივ შეაქვთ. ხრეშის შეტანა აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და ამ დროისთვის, როგორც სამუშაოების მწარმოებელ კომპანია „ბონდი 2009“-ში გვითხრეს, 200 ათას კუბურ მეტრზე მეტი ხრეშია შეტანილი. ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვებისთვის, შესაბამისად ხელოვნური პლაჟების მოსაწყობად, ჯამში კომპანიამ სანაპიროზე სულ 413 ათასი კუბური მეტრი ხრეში უნდა შეიტანოს. სამუშაოებისთვის აჭარის …
გონიოში ზღვისპირა ბილიკის განათებისთვის 443 000 ლარია გამოყოფილი
გონიოში ზღვისპირა ბილიკის გარეგანათების რეაბილიტაციაზე ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 443 ათას 972 ლარით გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, გონიოს ბულვარში მდებარე გარეგანათების ბოძებზე 153 დაზიანებული სანათი უნდა შეიცვალოს. ჩასატარებელია ასევე სხვადასხვა სახის, მათ შორის ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები. ტენდერის პირობის მიხედვით, ყველა სამუშაო გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან, 2023 წლის 15 ივნისის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს. …
Continue reading “გონიოში ზღვისპირა ბილიკის განათებისთვის 443 000 ლარია გამოყოფილი”
ბათუმის სანაპიროზე 132 000 კუბ/მ ხრეში შეიტანეს – რამდენი იხარჯება ხელოვნური პლაჟისთვის
ბათუმის სანაპირო ზოლში შესატანი 413 ათასი კუბური მეტრი ხრეშიდან ამ დროისთვის 132 ათასი კუბური მეტრი უკვე შეტანილია. კომპანია „ბონდი 2009“-ში აცხადებენ, რომ სამუშაოები გრაფიკის მიხედვით სრულდება და დარჩენილი ხრეშის შეტანა ამინდსა და მდინარე ჭოროხის კარიერებიდან ინერტული მასალის ამოღებაზეა დამოკიდებული. ხრეშის შეტანა 2022 წლის ნოემბერში დაიწყო და ეს ბათუმის პლაჟის ხელოვნურად აღდგენისთვისაა საჭირო. პლაჟის შენარჩუნებისთვის კი, …
ხელოვნური პლაჟი ბათუმში [ფოტო]
ბათუმში გრძელდება ნატანის შეტანა სანაპირო ზოლში. ხელოვნური პლაჟების მოწყობის მიზნით, ამ ეტაპზე სანაპიროზე დაახლოებით 413 ათას კუბურ მეტრ ხრეშს შეიტანენ. ხელოვნურად შეტანილი ხრეშით კი, ზღვამ პლაჟის შექმნა უკვე დაიწყო: ხრეში ამჯერად ახალი ბულვარის გაგრძელებაზე, ნაპირდამცავ ნაგებობასთან შეაქვთ. სამუშაოებისთვის, რომელიც ბათუმის გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკისა და ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე, ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნურ …
ბათუმში ხელოვნური პლაჟების მოწყობა დაიწყო – სანაპიროზე 413 000 კუბურ მეტრ ხრეშს შეიტანენ
ბათუმის სანაპიროზე ხრეშის შეტანა დაწყებულია. ხელოვნური პლაჟების მოწყობა სანაპირო ზოლის დასაცავადაა აუცილებელი და ამ ეტაპზე სანაპიროზე დაახლოებით 413 ათას კუბურ მეტრ ხრეშს შეიტანენ. სამუშაოებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 5,6 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული „ბონდი-2009“ აწარმოებს. კომპანიასა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს შორის ხელშეკრულება 5 610 608 ლარზეა გაფორმებული. ტენდერის …
ბულვარში ხელოვნურ პლაჟს „ბონდი-2009“ მოაწყობს, ტენდერის თანხა 5,6 მილიონია
ბათუმში, ახალი ბულვარის გასწვრივ, ზღვის სანაპიროზე, ხრეშის შესატანად ხელშეკრულება 2022 წლის 26 სექტემბერს გაფორმდა, თუმცა ჯერ სამუშაოები არ დაწყებულა. ტენდერში გამარჯვებულ „ბონდი-2009“-სა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს შორის ხელშეკრულება 5 610 608 ლარზეა გაფორმებული. სამუშაო სამ უბანზე: ბათუმის გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკისა და ახალი ბულვარის მიმდებარე …
Continue reading “ბულვარში ხელოვნურ პლაჟს „ბონდი-2009“ მოაწყობს, ტენდერის თანხა 5,6 მილიონია”
ხელოვნური პლაჟის შექმნას ახალ ბულვართან კომპანია 5.6 მილიონად აპირებს
ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვების სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში, კომპანია „ბონდი-2009“, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს შესაბამის მომსახურებას 5 610 610 ლარად სთავაზობს. ბათუმში, გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკის და ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთებზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები უნდა დაიწყოს. ხრეშის ხელოვნურად შეტანა პლაჟის შესანარჩუნებლად და სანაპირო ზოლის გასამაგრებლადაა აუცილებელი. ამ ეტაპზე …
Continue reading “ხელოვნური პლაჟის შექმნას ახალ ბულვართან კომპანია 5.6 მილიონად აპირებს”
ჭოროხიდან პლაჟზე ხრეშის შესატანად 7 მილიონი ლარი დაიხარჯება – ტენდერი გამოცხადებულია
ბათუმში, გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკის და ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები დაიწყება. ხრეშის ხელოვნურად შეტანა პლაჟის შესანარჩუნებლად და სანაპირო ზოლის გასამაგრებლადაა აუცილებელი. ამ ეტაპზე სანაპიროზე ჯამში 412 960 კუბურ მეტრ ხრეშს შეიტანენ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 7 192 585 ლარით …
ბულვარში მიტაცებული პლაჟის აღდგენას 6 მილიონი სჭირდება – რა ელის სანაპიროს
ბათუმის წარეცხილი პლაჟების ხელოვნურად აღსადგენად სანაპიროზე ნახევარ მილიონამდე კუბური მეტრი ინერტული მასალის შეტანა აუცილებელია. შემდგომში, პლაჟების შესანარჩუნებლად კი, ხრეშის ხელოვნურად შეტანა ყოველწლიურად იქნება საჭირო. გამწმენდი ნაგებობიდან ახალი ბულვარის გასწვრივ სანაპირომდე, 50 მეტრი სიგანის პლაჟის აღსადგენად, ამჯერად 412 960 კუბური მეტრი პლაჟწარმომქნელი მასალის შეტანაა საჭირო. ბოლო შტორმების შედეგად ამ მონაკვეთში პლაჟი ზოგ ადგილას ფაქტობრივად არ არის, …
Continue reading “ბულვარში მიტაცებული პლაჟის აღდგენას 6 მილიონი სჭირდება – რა ელის სანაპიროს”
ბათუმის ახალ ბულვარს ისევ უტევს ზღვა, რა გადაწყვიტა მერიამ?
„მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრები“, – გვიპასუხეს ბათუმის მერიის პრესცენტრში, სადაც დღეს, 9 მარტს, ვიკითხეთ: რა გადაწყვიტა მერიამ ბათუმის სანაპირო ზოლის ნაპირგამაგრების კუთხით? გუშინ, 8 მარტს, ბათუმის ახალ ბულვარში პრომინადის ნაწილი ისევ ჩავარდა და ტრაქტორიც ჩაიყოლა. ამ ტრაქტორით ზღვაში შემავალი სანიაღვრე არხის გაწმენდას გეგმავდა „ბათუმის წყალი“. პრომინადის ნაწილი წაიღო და პლაჟის ინფრასტრუქტურა დააზიანა ზღვამ შტორმის დროს, 7 …
Continue reading “ბათუმის ახალ ბულვარს ისევ უტევს ზღვა, რა გადაწყვიტა მერიამ?”
პლაჟი შუა სეზონზე დაბინძურებულია – დამსვენებელი ქობულეთიდან
„შუა სეზონზე პლაჟს არავინ ასუფთავებს, ნაგავია ყველგან. გუშინ მოვიდნენ, ცოტა დაასუფთავეს და მოგროვებული ნარჩენებიც არ გაუტანიათ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ოლიკო მჭედლიშვილი. ის ქობულეთში ისვენებს. დამსვენებლის თქმით, პლაჟს პერიოდულად ასუფთავებენ და ამას თვითონაც ხედავს, მაგრამ პლაჟზე სისუფთავე მაინც არ არის. „სამი დღეა ასე. შაბათს დილით, მაგალითად, იყო სუფთა ზღვა და სანაპიროც, შუადღის შემდეგ ნაპირი დაბინძურებული დაგვხვდა. …
Continue reading “პლაჟი შუა სეზონზე დაბინძურებულია – დამსვენებელი ქობულეთიდან”