რა მნიშვნელობა აქვს რამადანის დროს სწორი საკვების შერჩევას – ნუტრიციოლოგის რჩევები

რამადანის თვეში მუსლიმები გამთენიიდან მზის ჩასვლამდე მარხულობენ. დროის ამ მონაკვეთში ისინი თავს იკავებენ, როგორც საკვების მიღებისგან, ისე წყლისა და ნებისმიერი სხვა სითხის მიღებისგან. ადამიანები ამ დროს ჩვეულებრივ ჭამენ დღეში ორჯერ, მზის ჩასვლის შემდეგ და გამთენიისას. შესაბამისად, ამ დროს იცვლება ძილის რეჟიმი, სოციალური ურთიერთქმედებები და მასთან ერთად ორგანიზმის ფიზიკური მდგომარეობაც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წერს, რომ ამ …

„გამოდი, გამოეთრიეთ გარეთ“ – ადიგენში მუსლიმებს პარასკევის ლოცვაზე მიუვარდნენ

დღეს, 8 მარტს, ადიგენის ცენტრში, იუსუფ მიქელაძის საკუთრებასთან დაპირისპირება მოხდა. „გამოდი, გამოეთრიე გარეთ“, „გაგიხევ სახეს, დედას ვფიცავარ თუ არ დაგტოვო კოჭლი“ – ასე მიმართავდა შენობაში მყოფ პირს, ერთ-ერთი კაცი, რომელსაც სასულიერო პირის სამოსი ეცვა. სახლის გარეთ, ათობით პოლიციელი და ადამიანების დიდი ჯგუფი იდგა, მათ შორის იყვნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც. „ბათუმელებმა“ სიტუაციაში გარკვევის მიზნით, სახლის მეპატრონესთან …

თავსაფარი, როგორც ბარიერი – მუსლიმი ქალების დასაქმება

„როგორ ფიქრობთ, შეძლებთ ამ დრესკოდით მუშაობას?“, „ექნება ხალხს თქვენი მიმღებლობა?“, „თუ თავსაფარს მოიხდით, მაშინ აგიყვანთ“ – ეს ფრაზები ჯერ კიდევ ესმით სამსახურის მაძიებელ თავსაფრიან მუსლიმ ქალებს საქართველოში დამსაქმებლებისგან. მუსლიმი ქალები გვიყვებიან თავიანთ გამოცდილებაზე და მიიჩნევენ, რომ დასაქმებისას თავსაფარი აღარ უნდა წარმოადგენდეს გაურკვეველი შიშისა და განსხვავებული ადამიანის მიუღებლობის საფუძველს. ციცი დავლაძე 22 წლისაა. სტუდენტობის პერიოდში არაერთხელ …

როცა საქმე მეჩეთის მშენებლობას ეხება, რატომ არ არის ყველაფერი კანონის შესაბამისად?

ღამის პირველი საათი და სამი წუთია, ასე აჩვენებს სამსახურიდან წამოღებული „ლეპტოპის“ საათი. სანამ წერას დავიწყებდი, კიდევ ერთხელ „ჩავსქროლე“ და ფეისბუქმეგობრის, ნესტან ანანიძის პოსტზე შევჩერდი. წერს, რომ ხვალ ბაირამია და ისევ ღია ცის ქვეშ უწევთ ქართველ მუსლიმებს ლოცვა. წერს, რომ გაუმართლათ და ხვალ წვიმა არ არის ნავარაუდევი, წყალი და ტალახი არ იქნება. დავფიქრდი. გუშინ, 27 ივნისს, …

„დეტალებში არ შევდივარ“ – როგორ უპასუხა კობახიძემ შეკითხვას ტარიელ ნაკაიძეზე

„მაგაზე მე როგორ შეიძლება პასუხი გავცე, არ შეიძლება მე ამ კითხვაზე პასუხი გაგცეთ,“ – უთხრა ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „ბათუმელებს“, რომელსაც დღეს, 28 მარტს, პარლამენტარ ტარიელ ნაკაიძისთვის მიკროფონის ჩარტყმაზე ვკითხეთ –  რადგან აგენტს უწოდებთ მუსლიმების ინტერესების დამცველ დეპუტატს, რომელი ქვეყნის აგენტია ტარიელ ნაკაიძე? ირაკლი კობახიძეს ბათუმში „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციის შემდეგ ვესაუბრეთ. კონფერენცია დღეს, …

როგორ აპირებენ მუსლიმები რამადან ბაირამის აღნიშვნას და საერთო ლოცვას 

24 მაისს მუსლიმები რამადან ბაირამს აღნიშნავენ. ამ დროისთვის ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა უკვე მოხსნილი იქნება. როგორ გეგმავენ მუსლიმები ამ დღის აღნიშვნას საქართველოში? სრულიად საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ გვითხრა, რომ ეს საკითხი ჯერჯერობით გარკვეული არ არის. იგი ფიქრობს, რომ ლოცვა შედგება, თუმცა სოციალური დისტანციის დაცვით და რეკომენდაციების გათვალისწინებით. „22 მაისს საგანგებო მდგომარეობა იხსნება, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დადებითია უკვე …

ქადაგება არ იქნება, ხანდაზმულები ლოცვაზე არ უნდა მივიდნენ – მეჩეთებში ლოცვის წესი იცვლება

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს გადაწყვეტილებით, მეჩეთებში ლოცვის წესი იცვლება. დროებით აღარ იქნება ტრადიციული ქადაგებები, მლოცველებს კი მიეცათ რეკომენდაცია, თავი შეიკავონ პარასკევისა და  სხვა ლოცვების ჯამაათით შესრულებისგან მეჩეთებში. 17 მარტს ბათუმში, სამუფთო სამმართველოში, მუნიციპალიტეტების მუფთები და თეოლოგები შეიკრიბნენ. სწორედ ამ სხდომაზე მიიღეს სასულიერო პირებმა გადაწყვეტილება და გამოსცეს რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც მკაცრად ევალებათ მლოცველებსა და იმამებს: დაიცვან …

ახალი მეჩეთი და რელიგიური უმცირესობის პრობლემები – დისკუსია და შეხვედრები ბათუმში

7 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში, ბათუმის ახალ მეჩეთში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მუსლიმი თემის წევრებს შეხვდება. შეხვედრას დაესწრებიან: ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე, შესაბამისი კვალიფიკაციის იურისტები და სოციალური მუშაკი. EMC მოქალაქეებს სთავაზობს უფასო იურიდიულ და სოციალურ კონსულტაციებს მათთვის პრობლემატურ საკითხებზე. მათ შორის, სოციალური დაცვის, რელიგიის თავისუფლების, გარემოს დაცვის, განათლების უფლების, დისკრიმინაციის საკითხებზე. „ადგილზე …

მთავრობისგან მიჩქმალული მეჩეთები აჭარაში, ანუ როგორ შლიან ისტორიის კვალს

რა ინფორმაციის ნახვაა შესაძლებელი აჭარაში არსებულ ძველი და უნიკალური მეჩეთების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე ტურიზმის დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდებზე? – თითქმის არაფრის. აჭარის 6 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ქობულეთის მერიის ოფიციალურ გვერდზე ნახავთ  ძველი და ახალი 30 ეკლესიის შესახებ მონაცემებს. ამ ჩამონათვალის ბოლოს შეგხვდებათ ჩანაწერი ოთხი ძველი ჯამეს შესახებ: ხალას, კვირიკეს, ხუცუბნისა და დაგვას ჯამეების. სხვა  ჯამეების, თუნდაც …

მუსლიმები რამადან ბაირამს აღნიშნავენ

დღეს მუსლიმური სამყარო მარხვის დასასრულის დღესასწაულს – რამადან ბაირამს აღნიშნავს.  ბათუმში სადღესასწაულო ლოცვები ორ ადგილას – ორთაჯამესა და ბათუმის ახალ მეჩეთში ერთდროულად დაიწყო. იმის გამო, რომ მუსლიმებს დღემდე არ მიუღიათ მეჩეთის მშენებლობის ნებართვა, მლოცველთა დიდ ნაწილს გარეთ, ღია ცის ქვეშ მოუწია ლოცვა. ბათუმის ახალ მეჩეთში სადღესასწაულო ქადაგებას მეჩეთის წინამძღვარი იმამი თამაზ მგელაძე წაუძღვა. ქართველ მუსლიმთა …

რას ფიქრობს ანზორ ბოლქვაძე მუსლიმურ პანსიონებზე

19 თებერვალს გამართულ პარლამენტის სხდომაზე ვიცე-სპიკერმა, პატრიოტთა ალიანსის წევრმა, ირმა ინაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ აჭარაში „განათლების კუთხით უმძიმესი მდგომარეობაა“ და პარლამენტის თავმჯდომარეს საპარლამენტო კომისიის შექმნა სთხოვა. ინაშვილმა თავის გამოსვლაში აქცენტი აჭარის რეგიონში არსებულ მუსლიმურ პანსიონებზე გააკეთა. მისი თქმით, ეს პანსიონები „უცხო ქვეყნიდან ფინანსდება და ამავდროულად ლიცენზიის გარეშე ფუნქციონირებს“. მაღალმთიანი აჭარის – ხულოს, ქედისა და …

სასამართლომ სამი პირი დისკრიმინაციაში დაადანაშაულა

„სადაც უნდათ იქ ილოცონ, ჩვენ თავი დაგვანებონ… ქობულეთში პანსიონი მაინც არ გაიხსნება, წინააღმდეგი ვარ,“ – უთხრა სასამართლო დარბაზში ჟურნალისტებს ჟუჟუნა კაკალაძემ. ის და კიდევ ორი პიროვნება დღეს, 19 სექტემბერს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ დისკრიმინაციაში ამხილა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის“  სამოქალაქო სარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ. ამ უწყების წარმომადგენელი დღეს სასამართლოში გადაწყვეტილების გამოცხადებას …

ქობულეთის მუსლიმთა პანსიონის საქმე

„თურქი ხარ, თათრის შვილიო. ამოვიღე პასპორტი და ვაჩვენე, წერია თუ არა აქ, რომ ქართველი ვარ-მეთქი. არაო, მასე საქართველოს პასპორტი ბევრს აქვსო“, – თქვა მოწმე დავით ცეცხლაძემ, რომელიც მუსლიმთა თემის წარმომადგენელია და იქვე, სასამართლო დარბაზში მყოფ პირებზეც მიუთითა სასამართლოს – ესენი გვავიწროვებდნენო. მოწმე დღევანდელ სხდომაზე დეტალურად მოუყვა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს 2014 წლის სექტემბრის დღეებზე, როცა დაპირისპირების შემდეგ მუსლიმთა …

რას ითხოვენ მუსლიმები აჭარაში [ვიდეო]

ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, 4 მარტს  ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობასთან, გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილებს სამი ძირითადი მოთხოვნა ჰქონდათ მთავრობის მიმართ: 1. ბათუმში მეჩეთისთვის ტერიტორიის გამოყოფისა და მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მოთხოვნა. 2. სოფელ ადიგენში მომხდარი ინციდენტის სასწრაფოდ გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა, 3. ქობულეთის ბავშვთა პანსიონატის საკითხის დაუყონებლივ მოგვარება. აქციის ორგანიზატორია ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო …

რას ფიქრობენ მუსლიმები ბათუმში მეჩეთის გაფართოებაზე [video]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, აჭარის მთავრობა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მონაწილეობით, ბათუმში სასულიერო სასწავლებლის (მედრესეს) განთავსების მიზნით შენობას შეისყიდის. არსებული ინფორმაციით, იანვრის ბოლომდე  აჭარის მთავრობამ საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამუფთო რეზიდენციისთვის შენობა უნდა შეისყიდოს, რომელიც მუსლიმ თემს გადაეცემა. 

 

Exit mobile version