ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება 16 დღით

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 28 მაისიდან 12 ივნისამდე, ბათუმში, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება რამდენიმე ქუჩაზე. კერძოდ, მერიის ინფორმაციით, გადაადგილება შეიზღუდება მურად ხინიკაძის ქუჩაზე – ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩიდან ლერმონტოვის ქუჩამდე მონაკვეთში და ლერმონტოვის ქუჩაზე – ზურაბ გორგილაძის ქუჩიდან ცენტრალური პარკის შესასვლელამდე. მერიის ინფორმაციით, მოძრაობის შეზღუდვა უკავშირდება ქვაფენილიანი ქუჩების რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტს.

ბათუმში წერეთლის ქუჩის გადაკეტვის გამო იცვლება ავტობუსების მარშრუტები

ბათუმის მერიის განცხადებით, 5 მაისიდან 21 მაისამდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება აკაკი წერეთლის ქუჩაზე, შავშეთის ქუჩიდან ესენინის ქუჩამდე მონაკვეთში. „შეზღუდვა დაკავშირებულია იმედაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან, რომელიც იმედაშვილისა და ბაქოს ქუჩების კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში ხორციელდება“- აცხადებს ქალაქის მერია. შეზღუდვის პერიოდში ცვლილებები შედის მუნიციპალური ავტობუსების სამარშრუტო მიმართულებებში: №1 – სევერიანე აჭარელის ქუჩა – შავშეთის ქუჩა – …

6 აპრილის ჩათვლით, ბათუმის ცენტრალურ ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმში, რამდენიმე ქუჩაზე გადაადგილება იზღუდება. 16 მარტის ჩათვლით მოძრაობა შეზღუდულია გოგებაშვილის ქუჩაზე, ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან შოთა რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთში. მერიის განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას უკავშირდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება მემედ აბაშიძის ქუჩაზეც. ასევე, პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში. „შეზღუდვა უკავშირდება მემედ აბაშიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას, პეტრე მელიქიშვილის …

ბათუმში მარჯანიშვილის და ასათიანის ქუჩები გადაიკეტა – აქ ქვაფენილი უნდა აყარონ

ბათუმში ქვაფენილის ასაყრელად და შემდეგ ასფალტის დასაგებად ლუკა ასათიანის ქუჩა გადაიკეტა – ზურაბ გორგილაძისა და მემედ აბაშიძის ქუჩებს შორის მონაკვეთში. მთლიანად გადაიკეტა ასევე კოტე მარჯანიშვილის ქუჩა [დემეტრე თავდადებულისა და ვაჟა-ფშაველას შორის], რომელიც ასათიანის ქუჩას კვეთს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ მონაკვეთებში მოძრაობა ტრანსპორტისთვის დღეიდან, 14 თებერვლიდან, 1 კვირის განმავლობაში იქნება შეზღუდული. ბათუმში 15 ქუჩაზე ქვაფენილის აყრასა …

ბათუმში ჯერ არ დაწყებულა ხიდის მშენებლობა, რომელიც უკვე უნდა გახსნილიყო

ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში, მაიაკოვსკისა და სვიშევსკის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი ხიდის მშენებლობა 2026 წლის 16 თებერვლამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები არ დაწყებულა. ამ მონაკვეთზე მოძრაობა უკვე 9 თვეა შეზღუდულია. ხიდის მოწყობაზე ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 2 294 911 ლარის ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებული შპს Construction Service–თან 2025 წლის 22 ოქტომბერს გააფორმა. ტენდერი 2 553 …

გოროდოკში ხიდი კვლავ ჩაკეტილია – ახლის მოწყობაში 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

ხიდი გოროდოკის დასახლებაში, რომელზეც ბათუმის მერიამ ავტოტრანსპორტის მოძრაობა მაისში აკრძალა, კვლავ ჩაკეტილია. მერიის სამმართველოში მაშინ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ხიდზე მოძრაობა მინიმუმ 3 თვით შეიზღუდა, ანუ სექტემბრამდე, თუმცა ამავე სამმართველომ ხიდის მოწყობაზე ტენდერი მხოლოდ ახლა 12 სექტემბერს გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 3 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ბათუმში, ნადიმ ნიჟარაძის ქუჩა №10-ის მიმდებარედ ხიდის მოწყობაზე ტენდერი 2 553 386 …

ავტოსადგურთან ქუჩის გადაკეტვის გამო ბათუმის ავტობუსების მარშრუტები შეიცვალა

ბათუმის ავტოსადგურთან გზა [სევერიანე აჭარელის, ყოფილი მაიაკოვსკის, ქუჩის დასაწყისი] ავტოტრანსპორტისთვის გადაკეტილია. შესაბამისად, შეიცვალა საქალაქო ავტობუსების მოძრაობის მარშრუტიც, რის გამოც ქალაქის მთავარ აგრარულ ბაზართან არცერთი მუნიციპალური ავტობუსი აღარ გაივლის. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გზის აღნიშნული მონაკვეთი დაახლოებით 1 თვე, ან თვენახევარი დარჩება გადაკეტილი. „გააჩნია როგორი ამინდი იქნება, ვინაიდან ამაზეა სამუშაოების …

ბათუმში ქვაფენილების აყრა გრძელდება, ამჯერად თავდადებულის ქუჩა გადაიკეტა | ფოტო

ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩა – მემედ აბაშიძისა და გორგილაძის ქუჩებს შორის მონაკვეთში – გადაკეტილია. აქ ქვაფენილი აყარეს და ასფალტი უნდა დააგონ. რუსთაველისა და მემედ აბაშიძის ქუჩებიდან მომავალი მანქანები კი გორგილაძის ქუჩაზე შემდეგი მარშრუტით გადავლენ: თავდადებულისა და აბაშიძის კვეთიდან – აბაშიძის ქუჩით ევროპის მოედნამდე და იქიდან მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩით გააგრძელებენ. ქუჩის გადაკეტვის გამო დროებით შეიცვალა 7, …

რა ხდება მდინარე ბარცხანაზე ხიდთან, რომელიც ბათუმის მერიამ გადაკეტა – ფოტოამბავი

ბათუმში, ბონი-გოროდოკის დასახლებაში, მდინარე ბარცხანაზე მდებარე ხიდი ქალაქის მერიის ინფორმაციით ავარიულია და მასზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ეს ხიდი გოროდოკში ერთმანეთს მაიაკოვსკისა და სვიშევსკის ქუჩებს აკავშირებს. „ხიდის კონსტრუქციული ნაწილის დაზიანების გამო ხიდზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდა. ამ ეტაპზე, ყველა შესაბამისი სამსახურის ჩართულობით, ხიდის სტრუქტურული მდგრადობის შესწავლა და აღდგენითი სამუშაოების დაგეგმვა მიმდინარეობს“ – განაცხადა ბათუმის მერიამ 17 …

ხალვაშისა და მახვილაურის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდთან მოძრაობა იკეტება – ბათუმის მერია

ბათუმის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 აპრილიდან მაისის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ფრიდონ ხალვაშისა და მახვილაურის ქუჩების დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო ხიდზე. „აღნიშნულ პერიოდში N22 მიკროავტობუსის მარშრუტი დროებით შეიცვლება და იმოძრავებს ფრიდონ ხალვაშის, ზურაბ ნაჭყებიასა და მახვილაურის ქუჩების გავლით“ – აცხადებს ბათუმის მერია. მერიის ინფორმაციით, „არსებული ხიდის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა მახვილაურის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში …

ლეონიძის ქუჩა ნაწილობრივ გადაიკეტა – შეიცვალა საქალაქო ავტობუსების მარშრუტებიც

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ლეონიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება ტაბიძის ქუჩიდან ხახულის ქუჩამდე მონაკვეთში. შეზღუდვა შეეხება 1, 1ა, 4, 7, 8 და 11 ნომერ მუნიციპალურ ავტობუსებს, რომლებიც იმოძრავებენ შემდეგი სქემის მიხედვით: N1 და N8 – ლეონიძის, ტაბიძისა და აღმაშენებლის ქუჩების გავლით N1ა – აღმაშენებლის, ტაბიძისა და ლეონიძის ქუჩების გავლით N4, N7 და N11 – …

რატომ შეიზღუდა იუსტიციასთან მოძრაობა – შეცვლილია 13 და 14 ნომერი ავტობუსების მარშრუტი

ბათუმში 13 და 14 ნომერი მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის გრაფიკი მეორე დღეა შეცვლილია. მიზეზი შერიფ ხიმშიაშვილისა და შარტავას ქუჩების კვეთაში მიმდინარე სამუშაოებია. ამ ადგილზე საფეხმავლო ხიდის კონსტრუქციებს ამონტაჟებენ. სამუშაოების გამო შარტავას გამზირზე იუსტიციის სახლის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი მხოლოდ „მაკდონალდსის“ [რუსთაველის ქუჩის] მიმართულებით მოძრაობს, ხოლო აქედან ახალი ბულვარის მიმართულებით გზა გადაკეტილია [ავტომანქანით აქ წრეს ვერ გააკეთებ]. ხიმშიაშვილის …

ფრიდონ ხალვაშის გამზირი 5 ივნისამდე არ გაიხსნება – რა მიზეზს ასახელებს დეპარტამენტი

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი, რომელიც 22 მაისს უნდა გახსნილიყო, კვლავ გადაკეტილია. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, მიმდინარე სამუშაოების დასრულება „უამინდობის გამო ვერ მოესწრო“ და მოძრაობა 5 ივნისამდე არ აღდგება. „ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ0-კმ4 მონაკვეთზე (ფრიდონ ხალვაშის ქუჩა) მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისთვის, აღნიშნული გზის კმ1-კმ3 მონაკვეთი ჩაკეტილია, ხოლო კმ3-კმ5 მონაკვეთზე ჩაკეტილია მხოლოდ ერთი სამოძრაო ზოლი (ბათუმიდან …

სუფსის ხიდზე მოძრაობა 15 ივნისამდე შეზღუდული იქნება – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გრიგოლეთთან, მდინარე სუფსაზე არსებულ ხიდზე მიმდინარე სამუშაოები, რომელიც 12 მაისს უნდა დასრულებულიყო, 15 ივნისამდე გაგრძელდება. შესაბამისად, ამ პერიოდში ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი გაგრძელდება. „დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „როსტვერკი“, საერთაშორისო მნიშვნელობის  სენაკი-ფოთი (ასაქცევი) – სარფის საავტომობილო გზის 50-ე კმ-ზე მდინარე სუფსაზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე აწარმოებს სარემონტო სამუშაოებს. სამუშაოების წარმოების პერიოდში …

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა მონაცვლეობით დროებით აიკრძალება – დეპარტამენტი

2023 წლის 2-5 და 15-18 მაისს ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა მონაცვლეობით დროებით აიკრძალება – აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. დეპარტამენტის ინფორმაციით, დროებითი აკრძალვა ყოველწლიურ გეგმიურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს უკავშირდება. „საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე არსებულ ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში, ყოველწლიური, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2023 წლის 2 მაისის  06:00სთ-დან 5 მაისის 18:00 სთ-მდე გვირაბის ქობულეთი-ბათუმის, …

რიკოთზე მოძრაობა კვირის ბოლომდე არ განახლდება – დეპარტამენტი

რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობის აღგენის შესაძლებლობაზე გზების დეპარტამენტი მიმდინარე კვირის ბოლოს „იმსჯელებს“, როცა სპეციალისტების წინასწარი დასკვნა ექნებათ მოსალოდნელ მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით. შესაბამისად, უცნობია, კონკრეტულად როდის გაიხსნება გზა რიკოთის უღელტეხილზე. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთზე გზის ჩაკეტვა მოსალოდნელ მეწყრულ პროცესებს უკავშირდება და ტერიტორიას სპეციალისტები სწავლობენ. „ამ ეტაპზე რიკოთის 149-ე კმ-ზე გზის გაფართოების სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს შესაბამისი …

მეწყრის საშიშროების გამო რიკოთი ჩაკეტილია – მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურის გზაზეა გადართული

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მეწყრის საშიშროების გამო რიკოთის მონაკვეთზე ავტომაგისტრალი ამ დრომდე [30 მარტის 13:30 სთ] ჩაკეტილია. შესაბამისად, მსუბუქი მანქანების მოძრაობა გადართულია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. „საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე არსებულ საავტომობილო გზასთან სიახლოვეს მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროების გამო, საავტომობილო გზის კმ114-კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო …

მახინჯაურის გვირაბში 16 მარტს მოძრაობა შეიზღუდება – გზების დეპარტამენტი

მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში 16 მარტს, დილის 11 საათიდან საღამოს 5 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე. აღნიშნულ პერიოდში მოძრაობა გადაეთვება სავალი ნაწილის მარცხენა სამოძრაო ზოლზე. „საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე არსებულ ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში, ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების მიზნით, 2023 წლის 16 მარტს 11:00 სთ-დან, 17:00 სთ-მდე, გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე, ნაწილობრივ შეიზღუდება …

ხულო-გოდერძის გზა დიაკონიძეებთან ჩაკეტილია

ხულოში, სოფელ დიაკონიძეებთან, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი ამ დროისთვის [18:00 სთ.] ჩაკეტილია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გზის ჩაკეტვის მიზეზი მეწყერია. ერთ-ერთმა მძღოლმა, რომელიც საცობშია, „ბათუმელებს“ უთხრა, რომ არ იციან, როდის გაიხსნება გზა: „ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ამბობენ, რომ გზას გაწმენდენ და მანქანებს გაატარებენ“. ხულოს მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ადრე ჩამოწოლილი მეწყრის ადგილებზე მიმდინარეობს გაწმენდის სამუშაოები, რის გამოც გზას გარკვეული …

რიკოთზე, სურამის კვანძი-საქასრიას მონაკვეთზე, მოძრაობა შეზღუდულია – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132–კმ163 [სურამის კვანძი-საქასრია] მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა“. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ 7 იანვრის საღამოს გავრცელებულ ინფორმაციაში. თოვის და ქარბუქის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ასევე აკრძალულია საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო …

გოდერძის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 4 დეკემბერს გავრცელებული განცხადებით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დეპარტამენტის ინფორმაციით, უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობებია.   მთავარი ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფოტო არქივიდან.

სამტრედია-ლანჩხუთის გზა სოფელ ვაზისუბანთან 30 ნოემბრამდე ჩაიკეტა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-11 კმ-ზე [სოფელი ვაზისუბანი], მიმდინარე წლის 30 ნოემბრამდე სავალი ნაწილი იქნება ჩაკეტილი. დეპარტამენტის ინფორმაციით, მიზეზი მდინარე ხევისწყალზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოებია. აღნიშნული სამუშაოების გამო საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება დროებით შემოსავლელ გზაზე. რაც შეეხება სამტრედია-გრიგოლეთის ახალი, ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობას, ინფორმაცია ნახეთ ამ ბმულზე: ავტობანის 12-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა …

24-26 ოქტომბერს რიკოთის გვირაბში ღამის საათებში მოძრაობა აიკრძალება – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკძალება 24, 25 და 26 ოქტომბრის ღამის პირველიდან დილის 6 საათამდე. ამ პერიოდში ტრანსპორტი გვირაბის შემოსავლელი გზით იმოძრავებს. „საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი – სენაკი – ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 24 ოქტომბრის 01:00სთ-დან 06:00სთ-მდე, 25 ოქტომბრის 01:00სთ-დან …

მახინჯაურის გვირაბებში 17-22 ოქტომბერს ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე არსებულ ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით: 2022 წლის 17 ოქტომბრის 00:00 სთ-დან 19 ოქტომბრის 00:00 სთ-მდე, გვირაბის ქობულეთი-ბათუმის, ხოლო 2022 წლის 20 ოქტომბრის 00:00 სთ-დან 22 ოქტომბრის 00:00 სთ-მდე, გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულების …

ბათუმი-ახალციხის გზაზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. ამ დროისთვის [18 აგვისტო] გრძელდება დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები.“ „ხულო-ზარზმის მე-2 ლოტის მშენებლობის ფარგლებში, მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის და გზის სავალი ნაწილის დაზიანების საშიშროების გამო, 16 აგვისტოს საღამოს პერიოდიდან აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.“ – აღნიშნულია დეპარტამენტის …

ბათუმი-ახალციხის გზა გოდერძიზე გადაკეტილია – არის კლდის ჩამოშლის საშიშროება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი [ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე არის მიწა-კლდის მასის ჩამოშლის და გზის სავალი ნაწილის დაზიანების საშიშროება, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზების დეპარტამენტში დღეს, 17 აგვისტოს, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გზა [ხულო-ზარზმის მე-2 ლოტის მშენებლობის არეალში] სოფელ უტყისუბანთან [ზარზმის თემი] არის გადაკეტილი. …

7-11 ივნისს გორის გვირაბებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით: 2022 წლის 7 ივნისის 00:00სთ-დან, 9 ივნისის 00:00სთ-მდე, გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე, ხოლო 9 ივნისის 00:00სთ-დან, 11 ივნისის 00:00სთ-მდე, გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. „საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება …

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა ერთი კვირით შეიზღუდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში 18 მაისიდან 25 მაისამდე, ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება. „საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კილომეტრზე არსებულ ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 18 მაისის 08:00 სთ-დან 21 მაისის 08:00 სთ-მდე, გვირაბის ქობულეთი-ბათუმის, ხოლო 23 მაისის 08:00 სთ-დან 25 მაისის 08:00 სთ-მდე, გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე იკრძალება ყველა …

გორისა და რიკოთის გვირაბებში 22-24 აპრილს ღამის საათებში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 23 აპრილის 21:00 სთ-დან 24 აპრილის 01:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის, ხოლო 24 აპრილის 01:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებებზე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დეპარტამენტის ინფორმაციით, „საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო …

ქობულეთის შემოვლით გზაზე გვირაბში მოძრაობა 29 იანვარს 2 საათით ნაწილობრივ შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 24-ე და 28-ე  კილომეტრებზე მდებარე საავტომობილო გვირაბში, განათების სისტემაში არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად შესასრულებელი სამუშაოების გამო, 2021 წლის 29 იანვარს, 06:30 სთ-დან 09:30 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, ჯერ ერთ, შემდეგ მეორე მხარეს. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოებს კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს „ლოჭინი“ შეასრულებს.

18 იანვრიდან აღდგება ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მოძრაობა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2021 წლის 16 იანვრიდან აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა, თუმცა შაბათ-კვირის გარდა. შესაბამისად, ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები და მიკროავტობუსები მუშაობას ორშაბათიდან, 18 იანვრიდან განაახლებენ. თუმცა ჯერ უცნობია, რომელ საათამდე იმოძრავებს ტრანსპორტი საღამოს, ვინაიდან საღამოს 9 საათიდან [დილის 5 საათამდე] გადაადგილება აკრძალულია. ბათუმის ავტოტრანსპორტში „ბათუმელებს“ …

ბათუმში, ნიჟარაძის ქუჩაზე, ღამით მოძრაობა შეიზღუდება

მერიის ინფორმაციით, ბათუმში, ნიჟარაძის ქუჩაზე (ბონი-გოროდოკის დასახლება), მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სატრანსპორტო მოძრაობა 21:00 საათიდან შეიზღუდება. მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და ხელშეკრულების შესაბამისად, 2019 წლის ივნისში უნდა დასრულდეს. „სამუშაოების ღირებულება 1 მილიონ 533 ათას 99 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე ასფალტის საფარის პირველი ფენა იგება. სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება“. ნიჟარაძის …

ცვლილება ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის სქემაში

ბათუმის პორტთან, ბაქოს ქუჩაზე, ესტაკადის მშენებლობის გამო, ავტოტრანსპორტის შეცვლილი მოძრაობის სქემის მიხედვით, ხვალიდან, 20 თებერვლიდან, #12 და #16 მუნიციპალური ავტობუსების ბოლო გაჩერება თბილისის მოედანი იქნება. ბათუმის მერიის ინფორმაციით: [checklist] ახალი სქემით მიხედვით, ბონი-გოროდოკის, თამარის დასახლებისა და მახინჯაურის მიმართულებით მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტი შავშეთის, მაიაკოვსკისა და გოგოლის ქუჩების გავლით გადაადგილდება. ქალაქის ცენტრისკენ მუნიციპალური ტრანსპორტი კი, თამარ მეფის …

ციხისძირში ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია

ტრაილერების გადაადგილების გამო, ბათუმი-ქობულეთის გზაზე (ციხისძირის მონაკვეთზე) მოძრაობა შეფერხებულია. გზის მონაკვეთზე სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანა შეეხაჯა ერთმანეთს, რის გამოც, ავტომანქანების გადაადგილება კიდევ უფრო გართულდა. შს სამინისტროს ინფორმაციით,  შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა, „ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია, რომელიც მოძრაობას დაარეგულირებს“.

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში ავტომანქანების მოძრაობა ოთხი დღით შეიზღუდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 26 და 27 ივლისს, ღამის 00:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 92–ე კმ-ზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში ყველა სახის საავტომობილო მოძრაობა იკრძალება. მოძრაობის აკრძალვა უკავშირდება გვირაბში ელექტროსისტემის მოწესრიგებას და გვირაბის შიდა პერიმეტრის დასუფთავებას. დროის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე. ხოლო 28 და 29 …

Exit mobile version