რუსეთში დაისჯება ყველა, ვინც ჟანგიან ავტომატებზე, ტანსაცმლის, საკვების არქონაზე ისაუბრებს – ФСБ

ФСБ-ს ბრძანება №547, რომელიც პირველი დეკემბრიდან ძალაშია, ფაქტობრივად, კრძალავს რუსეთის არმიის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას. ბრძანება ადგენს რუსეთის ფედერაციის სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ იმ ინფორმაციას, რომელიც უცხო ქვეყნის წყაროებმა შესაძლოა ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ გამოიყენონ. ასეთ ცნობებად კი დოკუმენტი რუსეთის არმიის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას განსაზღვრას. როგორც Север.Реалии წერს, ბრძანება შეეხება მობილიზებულების ნათესავებსა და ოჯახის წევრებსაც, …

ჩემი შვილი დიდია და ოჯახი ჰყავს – რატომ არ იბრძვის რუსეთის ელჩის შვილი უკრაინაში

მინდა გკითხოთ, თქვენი შვილი იბრძვის უკრაინაში? ჩემი შვილი უკვე დიდია. მას ოჯახი ჰყავს და ის არ იბრძვის უკრაინაში. და როგორ იგრძნობდით თავს, ფრონტის წინა ხაზზე რომ აღმოჩენილიყო? ამ მომენტში მე ეგეთ შესაძლებლობას ვერ ვხედავ, რადგან მას სამხედრო სწავლება არასოდეს გაუვლია. მას შესაბამისი პროფესია არ აქვს, მაგრამ ცხადია, ასეთი რამ თეორიულად შეიძლებოდა მომხდარიყო. ესე იგი, შეიძლება …

570-დან 29 გადავრჩით – რას ჰყვებიან განადგურებას გადარჩენილი რუსი მობილიზებულები

ალექსეი აგაფონოვი მობილიზებული სამხედროა ვორონეჟიდან, რომელიც რამდენიმე დღის წინ უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში უკრაინელთა შეტევას გადაურჩა. აგაფონოვი გამოცემა Вёрстка-ს უყვება, როგორ მიატოვა მეთაურობამ რეზერვისტები ფრონტის წინა ხაზზე. მისი შეფასებით, მაკეევკასთან მობილიზებულთა ბატალიონის 500-ზე მეტი წევრი დაიღუპა. როგორც აგაფონოვი იხსენებს, მობილიზებულებს ბატალიონის მეთაური ჰპირდებოდა, რომ მათ ჩაიყვანდნენ სვატოვოში, სადაც ფრონტის ხაზიდან 15 კილომეტრში „ტერიტორიული თავდაცვის ძალებს“ შეუერთდებოდნენ. …

მობილიზებული რუსი ფრონტზე გაგზავნამდე ალკოჰოლით მოკვდა – მედია

ტუვის მცხოვრები მობილიზებული ჯარისკაცი ნოვოსიბირსკის სამხედრო ბანაკში სპირტიანი სასმელის მოხმარებისგან მოკვდა – გამოცემა „მედუზას“ ცნობით, სიკვდილის მიზეზად ალკოჰოლი ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაასახელა. ჩინოვნიკების თქმით, მიმდინარეობს გამოძიება. ნოვოსიბირსკის ბანაკში ეს უკვე მესამე დაღუპული ჯარისკაცია – ერთ შემთხვევაში გამოძიებამ მიზეზად „მკვლელობა“ მიუთითა, მეორეში – „გულის გაჩერება“, თუმცა როგორც ამ უკანასკნელი ჯარისკაცის ახლობლები ამბობდნენ, დაღუპულს სხეულზე ცემის კვალი ეტყობოდა. „მედუზა“ …

რატომ შეაჩერა პუტინმა მობილიზაცია – ISW-ის განმარტება

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ვარაუდით, რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაციის“ შეჩერების მიზანი საშემოდგომო გაწვევისთვის მომზადების უკეთესი პირობების შექმნაა. გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „ნაწილობრივი მობილიზაცია დაახლოებით ორ კვირაში შეწყდება“, ზუსტად იმ დროს, როდესაც საშემოდგომო გაწვევა უნდა დაიწყოს. როგორც პუტინმა ჟურნალისტებს უთხრა, „არაფერი დამატებითი არ იგეგმება“ და „ნაწილობრივი მობილიზაცია თითქმის დასრულებულია“. მან დასძინა, რომ იმ …

იარაღი მოგვცეს და მიგვატოვეს, საჭმელს ჩვენ ვყიდულობთ – 500-მდე მობილიზებული რუსი

დაახლოებით 500-მა რუსმა სამხედრომ, რომლებიც „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ფარგლებში გაიწვიეს, ჩაწერა ვიდეომიმართვა, რომელშიც ჰყვებიან, რომ მათ არარეგისტრირებული ავტომატები მისცეს და ბელგოროდის ოლქში მიატოვეს. Настоящее Время-ს ცნობით, ვიდეო 5 ოქტომბრის საღამოს სხვადასხვა სოციალურ ქსელში და პრორუსულ ტელეგრამ არხზე, „რიბარზე“, გავრცელდა. კადრში ჩანს შეიარაღებული სამხედროების ჯგუფი. მობილიზებულები ამბობენ, რომ არ იციან, ვინ სად გაანაწილეს, ჭამენ იმას, რასაც თვითონ …

თურქეთმა რუსეთს უარი უთხრა ზამთრის ტანსაცმლისა და ჯავშანჟილეტების მიყიდვაზე – რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის ინფორმაციით, რუსეთმა მესამე ქვეყნების დახმარებით ასობით ათასი ჯავშანჟილეტისა და ზამთრის ტანსაცმლის კომპლექტის ყიდვა სცადა, თუმცა თურქეთისგან უარი მიიღო. მინისტრის თქმით, რუსეთში „მობილიზაცია“ ფაქტობრივად ჩავარდა, ხელისუფლება ახალი კონტინგენტის უზრუნველყოფას ვერ ახერხებს. „დაზუსტებული ინფორმაცია გვაქვს თურქეთიდან, ჩვენი პარტნიორებისგან, რომ რუსები მესამე ქვეყნების გავლით ცდილობდნენ 200 ათასი ჯავშანჟილეტისა და ზამთრის ტანსაცმლის – 500 …

რუსეთში მობილიზებული სამხედროები სასწავლო ცენტრიდან უკან გააბრუნეს – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბი ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთში მობილიზებული სამხედროები ერთ-ერთი სასწავლო ცენტრიდან უკან გააბრუნეს, რადგან მათი აღჭურვილობითა და საკვებით უზრუნველყოფა ვერ მოახერხეს. „მოწინააღმდეგეს აქვს პრობლემები უზრუნველყოფასთან დაკავშირებით „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ფარგლებში. კრასნოდარის მხრიდან, მოლკინოს სასწავლო ცენტრიდან, მობილიზებული პირადი შემადგენლობა უკან გააბრუნეს პრიმორსკო-ახტარსკში იმის გამო, რომ ვერ შეძლეს მათი განთავსება, საკვებითა და ტანსაცმლით უზრუნველყოფა,“ – აღნიშნავს უკრაინის გენშტაბი. …

მობილიზაციიდან 2 კვირაში რუსეთი 700 ათასმა ადამიანმა დატოვა – Forbes

„ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადებიდან ორ კვირაში რუსეთი 700 000-მა ადამიანმა დატოვა, მათგან 200 000 ყაზახეთში გადავიდა – ქვეყნიდან გაქცეულთა რაოდენობა Forbes-მა გაარკვია, თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ უცნობია, რამდენი მათგანი გეგმავს უკან დაბრუნებას. როგორც Forbes-ს კრემლთან დაახლოებულმა წყარომ უთხრა, მობილიზაციის დაწყებიდან რუსეთი თითქმის მილიონამდე ადამიანმა დატოვა, კიდევ ერთი წყაროს ცნობით კი, ეს რიცხვი 600-700 ათასია. იმის გამოთვლა, …

3 მობილიზებული გარდაიცვალა რუსეთის თავდაცვის სასწავლო ცენტრში – მედია

სამი მობილიზებული რუსი რეზერვისტი ელანის გარნიზონში, სვერდლოვსკის ოლქში მდებარე თავდაცვის სასწავლო ცენტრში გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატ მაქსიმ ივანოვსა და „ინფორმირებულ წყაროზე“ დაყრდნობით გამოცემა ЕАН-ი წერს. გამოცემის რესპონდენტების ცნობით, ერთ-ერთ მობილიზებულს გულის შეტევა დაემართა, მეორემ თავი მოიკლა, მესამე კი ღვიძლის ციროზით გარდაიცვალა. მანამდე ელანის სასწავლო ცენტრში სამი მობილიზებული სამხედროს გარდაცვალების შესახებ იუწყებოდა ტელეგრამ არხი …

სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ – დუმის სპიკერი

რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც მობილიზაციის შესახებ გადაწყვეტილება შეეხებათ, ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვთ – ამის შესახებ ტელეგრამში სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი წერს. ვოლოდინი ეყრდნობა კანონს „სამობილიზაციო მომზადებისა და რუსეთის ფედერაციაში მობილიზაციის შესახებ“, რომლის თანახმადაც მობილიზაციის გამოცხადების მომენტიდან, სამხედრო კომისარიატების ნებართვის გარეშე, საცხოვრებელი ადგილის დატოვება ეკრძალებათ მოქალაქეებს, რომლებიც სამხედრო გაწვევას ექვემდებარებიან. „კანონის ასეთი ნორმა არსებობს …

მობილიზებული რუსები რეკავენ და კითხულობენ, როგორ ჩაბარდნენ ტყვედ – უკრაინის დაზვერვა

უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელი ანდრეი იუსოვი ამბობს, რომ დაზვერვის ცხელ ხაზზე რეკავენ რუსები, რომლებიც მობილიზაციის ფარგლებში სამხედრო სამსახურში გაიწვიეს და ინტერესდებიან, როგორ უნდა ჩაბარდნენ ტყვედ უკრაინას. „ახლა ძალიან ბევრი მოგვმართავს ცხელ ხაზზე, ახალმობილიზებული რუსები და ისინიც, ვინც ჯერ არ გაუწვევიათ. რეკავენ და ამბობენ: „თუ გამიწვევენ, რა უნდა გავაკეთო, როგორ უნდა ჩავბარდე?“ – თქვა იუსოვმა ტელემარათონის …

რუსეთი ეცდება, უკრაინელები უკრაინის წინააღმდეგ ომში წაიყვანოს – ISW

რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ეცდება, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსირება 1 ოქტომბრამდე ან ოქტომბრის პირველ რიცხვებშივე მოასწროს, რათა უკრაინის მოქალაქეების მობილიზაცია შეძლოს – მიიჩნევს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW). სწორედ ამ დროს იწყება რუსეთში საშედგომო გაწვევა. „კრემლი, დიდი ალბათობით, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებსაც მოაქცევს რუსეთის გაწვევის ციკლში, ეცდება გააფართოვოს იძულებითი მობილიზაცია და უკრაინის მოქალაქეები უკრაინის წინააღმდეგ …

ჯარისკაცების მოსამზადებლად რუსეთს ინსტრუქტორები არ ჰყოფნის – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ბაზებზე უკვე გამოჩნდა იმ ადამიანებისგან შემდგარი პირველი ჯგუფები, რომლებიც რუსეთის „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ფარგლებში გამოიძახეს. უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, უკვე ათობით ათასი გაწვევაა დაგზავნილი. „ახლა რუსეთი წააწყდება სამხედროების მომზადებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ და ლოგისტიკურ პრობლემებს,“ – წერს უწყება 26 სექტემბრის რელიზში და მიუთითებს, რომ ბევრი დასავლური არმიისგან განსხვავებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები …

რუს რეზერვისტებს მომზადების დაბალი დონე და კიდევ უფრო დაბალი საბრძოლო განწყობა ექნებათ – ISW

რუსეთის პრეზიდენტს არანაირი ძალისხმევა არ გაუწევია, რათა რუსეთის მოსახლეობა ომისა და სამხედრო მობილიზაციისთვის მოემზადებინა – მიიჩნევენ აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები. როგორც ინსტიტუტის უახლეს ანგარიშშია ნათქვამი, რუსეთის მაღალჩინოსნები და კრემლის პროპაგანდისტები თავიდანვე დასცინოდნენ აზრს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებდა და ამას სამხედრო აგრესიის დაწყებამდე განაგრძობდნენ. პუტინი ჯიუტად ცდილობდა სამხედრო აგრესიისთვის არა ომი, არამედ „სპეციალური …

რუსეთის ნაწილობრივი მობილიზაცია ომზე გავლენას ვერ მოახდენს – ISW

„ნაწილობრივი მობილიზაცია“ რუსეთში, უახლოეს თვეებში ომის მიმდინარეობაზე გავლენას ვერ მოახდენს – მიიჩნევს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW). ინსტიტუტის უახლოეს ანგარიში ნათქვამია, რომ პუტინის მიერ 21 სექტემბერს გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაცია“ მიუთითებს ბევრ პრობლემაზე, რომელთა წინაშეც რუსეთი უკრაინაში შეჭრის შემდეგ დადგა და რომელთა გადაწყვეტასაც მოსკოვი სავარაუდოდ უახლოეს თვეებში ვერც მოახერხებს. „პუტინის ბრძანება „გაწვრთნილი“ რეზერვის მობილიზაციის შესახებ, იმ …

პესკოვის შვილი კომისარიატში გამოცხადებაზე უარს ამბობს – მე ამას სხვა დონეზე გადავწყვეტ

„პოპულარული პოლიტიკის“ [არხი] წამყვანმა, დმიტრი ნიზოვცევმა პირდაპირ ეთერში პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის შვილს ნიკოლაის, სამხედრო კომისარიატის თანამშრომლის სახელით დაურეკა და აცნობა, რომ მეორე დღეს, დილის 10 საათზე სამხედრო კომისარიატში უნდა გამოცხადდეს, რაზეც პესკოვის შვილი პასუხობს, რომ მისვლას არ აპირებს. „დილის 10 საათზე, ცხადია, ხვალ მე არ მოვალ. თუ ის იცით, რომ მე ბატონო პესკოვი ვარ, …

პუტინს სურს უკრაინა საკუთარი ჯარისკაცების სისხლში ჩაახრჩოს – ზელენსკი

პუტინს სურს, უკრაინა საკუთარი ჯარისკაცების სისხლში ჩაახრჩოს, რუსეთის ნაწილობრივი მობილიზაცია ოფიცრებისა და სხვა სამხედრო პერსონალის სერიოზულ ნაკლებობაზე მიუთითებს, – უთხრა გერმანულ Bild-ს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინის გადაწყვეტილების კომენტირებისას. „ჩვენ უკვე ვიცით, რომ მათ (რუსეთის ხელისუფლებამ) მობილიზაცია გაუწიეს კადეტებს, ახალგაზრდებს, რომლებმაც ბრძოლა არ იციან. ეს კურსანტები დაიხოცნენ. მათ სწავლის დასრულებაც კი ვერ მოასწრეს. ამ ადამიანებს …

რუსი კაცები, ჩვენი ძმები, ქმრები ომის საკეპ მანქანაში უნდა გადაუშვან – აქციები რუსეთში მობილიზაციის გამო

რუსეთში მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იგეგმება. „არა მობილიზაციას, არა მოგილიზაციას!“ – ამ სლოგანით განცხადებას ტვიტერზე ახალგაზრდული მოძრაობა „ვესნა“ აქვეყნებს და რუსეთის მოქალაქეებს, დღესვე, საღამოს 19:00 საათზე თავიანთი ქალაქების ცენტრებში გამოსვლისკენ მოუწოდებს. პლაკატზე ასო ბ გადაშლილია და გ-თი ჩანაცვლებული, რის შემდეგაც იკითხება „არა მოგილიზაციას” – Нет Могилизации!  – Могила – რუსულად საფლავს ნიშნავს. „ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი …

Exit mobile version