ხულოს სოფელ ზედა თხილვანაში მეწყრული პროცესები გააქტიურდა | ფოტო

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა თხილვანაში მეწყრული პროცესი ისევ გააქტიურდა. სოფელში მიწაზე ბზარები შეინიშნება, ალაგ-ალაგ ჩამოშლილია ფერდობები. ზედა თხილვანაში ხულოს მერის წარმომადგენლის, მამუკა ქამაშიძის თქმით, მერიამ 3 ოჯახი გაიყვანა მეწყერსაშიშ ზონიდან ქირით. ეს ის ოჯახებია, რომლებიც, მისივე თქმით, პირველ რიგში იყვნენ საფრთხის წინაშე. მერის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ სოფელში არსებული სიტუაციის შესასწავლად უკვე იმყოფებოდნენ გეოლოგები. ამჟამად მეწყრული …

აჭარაში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 10 მილიონი გამოიყო, ვინ მიიღებს ამ დახმარებას

სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და ინფრასტრუქტურის აღსადგენად აჭარის ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყოფა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მთავრობა ავრცელებს. ეს თანხა აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტზე გადანაწილდება. „აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მეწყრული პროცესების შედეგად მიყენებული ზიანის, მოსახლეობის უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფის და ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა… დაზარალებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ …

აჭარაში 192 ოჯახი მეწყერსაშიში ზონიდან გაიყვანეს – ეს რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს

მაღალმთიან აჭარაში შესწავლილი მეწყრული ზონების შესახებ უკვე გაეგზავნა გეოლოგიური დასკვნების დიდი ნაწილი ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებს. ამის შესახებ „ბათუმელები“ მამუკა ფუტკარაძეს ესაუბრა, აჭარის გარემოსდაცვის და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის უფროსს. მისი თქმით, ხულოს მუნიციპალიტეტში დასკვნები უკვე მომზადდა სოფელ ჭერისა და გურძაულის შესახებ, ხოლო რიყეთის თემისა და მიმდებარე სოფლების შესახებ გეოლოგიური დასკვნები, სავარაუდოდ, მომავალი …

მეწყერი ბუთურაულში – საფრთხეში მყოფი სოფელი დახმარებას ითხოვს

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულში 14 მარტს მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ადგილობრივების თქმით, მეწყრული პროცესები სოფელში დიდი ხნის წინ დაიწყო, თუმცა მდგომარეობა ბოლო დღეებში განსაკუთრებით რთულია. ჩავარდა სოფლის ცენტრალური გზის ერთი ნაწილი და იზოლაციაში მოექცა გზის იქით უბანში მცხოვრები მოსახლეობა. ამ უბნიდან სკოლაში ვეღარ დადიან მოსწავლეები და ბაღის აღსაზრდელები. უბნამდე ვერ მიდის სასწრაფო დახმარების მანქანაც. მეგი დიასამიძის …

მაღალმთიან აჭარაში მეწყრული პროცესები გააქტიურდა – რას ამბობენ გეოლოგები

მაღალმთიან აჭარაში მეწყრული პროცესები თოვლის დნობისა და წვიმიანი ამინდის პარალელურად გააქტიურდა. აჭარაში მიმდინარე მეწყრულ პროცესებზე „ბათუმელები“ მამუკა ფუტკარაძეს ესაუბრა, აჭარის გარემოსდაცვის და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის უფროსს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში, გეოლოგთა ჯგუფთან ერთად, ხულოში, შუახევსა და ქედაში მეწყრულ ზონებს სწავლობდა და საველე სამუშაოებს ასრულებდა. მამუკა ფუტკარაძის თქმით, ნალექმა იმდენად შეუწყო ხელი მეწყრული პროცესების …

ქედაში მეწყერმა საცხოვრებელი სახლი წაიღო – “არაფერი აღარ დაგვრჩა”

6 მარტს, დილით, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში მეწყერმა საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები დაანგრია. სახლში მცხოვრებმა ოჯახმა, სამი მცირეწლოვანი შვილით, 5 მარტს, მას შემდეგ დატოვა შენობა და ნათესავის სახლს შეაფარა თავი, როცა სახლთან ახლოს, სოფლის ცენტრალურ გზაზე ჩამოწოლილი მეწყრული მასა ნახეს და მიხვდნენ, რომ საცხოვრებელ სახლში მათი ყოფნა უსაფრთხო არ იყო. ოჯახის წევრის, ინოლა შაინიძის …

„კიდევ მოდის მეწყერი, მიწა გახეთქილია“ – სოციალურად დაუცველი ოჯახი ხულოში

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთში 8 მარტს მეწყერი ჩამოწვა კახაძეების ოჯახის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, სადაც 6 ადამიანი ცხოვრობს. ოჯახი სოციალურად დაუცველია. ოჯახის ერთ-ერთი წევრის, მიხეილ კახაძის თქმით, მეწყერი სახლიდან მხოლოდ 10-12 მეტრითაა დაშორებული, მეწყრული მასა ახლაც ჩამოდის და სახნავ-სათესი მიწის 40% -ზე მეტთან ერთად წაიღო ბოსლის მშენებლობისთვის გამზადებული სამშენებლო მასალაც. მიხეილ კახაძე გვეუბნება იმასაც, რომ მიწა …

„გეფიცებით თოხებით მივუვარდებით მერს, თუ აქ ვინმეს რამე მოუვა“ – აგარაში 11 ოჯახს ზვავის ეშინია

ქედაში, სოფელ ქვედა აგარაში მცხოვრები მოქალაქეები აცხადებენ, რომ ამ სოფელში 11 ოჯახი ზვავსაშიშ ზონაში. აქ დიდთოვლობის გამო ჩაკეტილია გზა და არც ელექტროენერგია მიეწოდებათ. „აქ სახლები მეწყრული პროცესების გამოც დაბზარულია და ყოველდღე შეიძლება მოვლენები ცუდად განვითარდეს“, – მოსწერეს „ბათუმელებს“ სოფლიდან. სოფელში გვიყვებიან, რომ ზვავსაშიშ ზონაში მცხოვრები ოჯახებისთვის საცხოვრებელი კორპუსი 3 წლის წინ ააშენეს, თუმცა მთავრობა ოჯახების …

რას გეგმავს ხელვაჩაურის მერია დამეწყრილი ოჯახების დასახმარებლად 2021 წელს

ხელვაჩაურის მერიას 4 ათასამდე მოქალაქე მეწყრული პროცესების შედეგად დაზიანებული კარმიდამოს და საცხოვრებელი სახლის გეოლოგიურ შესწავლას და დროულ რეაგირებას სთხოვს. 12 ნოემბერს ერთ-ერთი დამეწყრილი ოჯახი აჭარის მთავრობის შენობის წინაც აპროტესტებდა ხელისუფლების გულგრილობას და ამბობდა, რომ მთავრობამ არაფერი გააკეთა მათი სახლის გასამაგრებლად, სადაც ღამის გათევა სიცოცხლისთვის საშიშია. „ბათუმელებმა“ ხელვაჩაურის მერიას წერილობით მიმართა და ჰკითხა, თუ რას აპირებს …

ქედის სოფლებში მეწყერი ჩამოწვა

მეწყერი ჩამოწვა სოფელ ჯალაბაშვილებში, გოგიაშვილებში ასევე გეგელიძეებში. სტიქიამ სამი საცხოვრებელი სახლი დააზიანა. ქედის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ შექმნია,  დაზარალებული ოჯახები კი ნათესავებთან არიან გადაყვანილი. სოფელ გეგელიძეებში, თამაზ ბერიძის საცხოვრებელ სახლთან მეწყერი დღეს დილით განვითარდა. გუშინ, 7 იანვარს დილის საათებში კი მეწყერმა სოფელ ჯალაბაშვილებში მცხოვრები ჩხობაძეების 7-სულიანი ოჯახის საცხოვრებლი სახლი დააზიანა. 7 …

გელაძეების მკვიდრი სახელმწიფოსგან დროებით თავშესაფარს ითხოვს

ხულოს სოფლის, გელაძეების მკვიდრი ლელა ირემაძე სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს. მისი თქმით, სახლი რომელთანაც ოთხი წლის წინ მიწას ნაპრალი გაუჩნდა, დღეს საცხოვრებლად კიდევ უფრო საშიშია – “ვითხოვთ რომ გადაგვიყვანონ დროებით თავშესაფარში. ჰესების მშენებლობების გამო, ახლა უფრო დაჩქარდა პროცესი, იზრდება ნაპრალი. ბათუმში მეორე ბავშვს ვახლავარ ექიმთან, გუშინ დამირეკეს სახლიდან, 80 წელს გადაცილებულ ბებიასთან ერთად, ჩემმა მეუღლემ და შვილმა …

Exit mobile version