ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მერაბ ხალვაში აირჩიეს

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას მერაბ ხალვაში შეასრულებს. ის აქამდე ბსუ-ს მოქმედი რექტორი იყო. უნივერსიტეტის რექტორობისთვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა არავინ მიიღო. ბსუ-ში მერაბ ხალვაშის გარდა არც მოვალეობის შემსრულებლის მსურველი გამოჩნდა. მერაბ ხალვაშს ამ ეტაპზე რექტორის კონკურსში მონაწილეობის უფლება აღარ ჰქონდა, რადგან ის უკვე ორი ვადით იყო რექტორი. „ბათუმელებს“ უნივერსიტეტში უთხრეს, რომ „ოცნების“ ხელისუფლებას ამ პოზიციაზე …

ბსუ-ში, მოვალეობის შემსრულებლის კონკურსში, მხოლოდ მოქმედი რექტორი დარეგისტრირდა

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კონკურსში, მხოლოდ ერთი კანდიდატი, – მოქმედი რექტორი, მერაბ ხალვაში იღებს მონაწილეობას. სხვა მსურველები არც ამჯერად გამოჩნდნენ. ბსუ-ს ახალი რექტორი 19 ივლისს უნდა აერჩია, თუმცა არჩევნებში მონაწილეობის მსურველი არავინ აღმოჩნდა. ერთი განცხადებაც კი არ შესულა საარჩევნო კომისიაში. მოქმედ რექტორს, მერაბ ხალვაშს კი კონკურსში მესამედ მონაწილეობის უფლება აღარ აქვს. შესაბამისად, …

თვითმმართველობა არ გამოხატავს ჩვენ ინტერესებს – ბსუ-ს სტუდენტი

ბსუ-ს სტუდენტი, ლინდა ცინცაძე ფარმაციის მესამე კურსის სტუდენტია. ის ამბობს, რომ მისთვის კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტობის შესახებ“ შემაშფოთებელი იყო. ლინდას ვკითხეთ, როგორ ფიქრობს, რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ბსუ-ს არაერთ ლექტორ-მასწავლებელსა თუ სტუდენტს გაუჭირდა აზრის გამოთქმა რუსულ კანონზე. მიიჩნევს, რომ 8 მარტს სტუდენტების მიერ გამართულ აქციას მოჰყვა ბსუ-ს რექტორის, მერაბ ხალვაშის ისედაც დაგვიანებული ფეისბუქპოსტიც, …

ბსუ-ს რექტორის პასუხი სტუდენტების „ტროლ-ბოტურ ქარხანაში ჩართვაზე“

ბსუ-ს რექტორი, მერაბ ხალვაში ამბობს, რომ უფლება არ აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში. სტუდენტებისა და ბათუმის საკრებულოს წევრის „თანამშრომლობაზე“ რექტორის პოზიცია „ბათუმელებს“ ბსუ-ს პრესცენტრმა წერილობით მოაწოდა. რექტორს პოზიციის დაფიქსირება მას შემდეგ ვთხოვეთ, რაც გაირკვა, რომ ამ უნივერსიტეტის სტუდენტურ ჩატში საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, რიჩარდ სირაბიძე, სტუდენტებს ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით დავალებებს აძლევდა. „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო …

მერაბ ხალვაში ბსუ-ს რექტორად მეორედ აირჩიეს

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორი ისევ მერაბ ხალვაშია. იგი 2016 წლიდან  იკავებს ამ პოსტს. ხალვაში ფარული კენჭისყრით 11 წევრისგან შემდგარმა აკადემიურმა საბჭომ აირჩია, მას აკადემიური საბჭოს თერთმეტივე წევრმა მისცა ხმა. რექტორობისთვის ორი კანდიდატი – მერაბ ხალვაში და ინგა შამილიშვილი იბრძოდა. არჩევნებამდე აკადემიურმა საბჭომ ორივე კანდიდატის სამოქმედო გეგმა მოისმინა. პირველად პრეზენტაცია მერაბ ხალვაშმა ჩაატარა. სამოქმედო გეგმა …

ბსუ-ს რექტორი უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებზე: მე როგორ გიპასუხოთ სხვის სურვილებზე? 

ხვალ, 15 ივლისს, ბათუმის რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალ რექტორს აირჩევენ. რექტორობა უნივერსიტეტში მხოლოდ ორ პროფესორს სურს. რატომ არის რექტორის არჩევნებზე მხოლოდ ორი კანდიდატი და აჩვენებს თუ არა ეს იმას, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტში მთავრობის მხარდაჭერის გარეშე არ სჯერათ არჩევნების? – ეს ერთ-ერთი კითხვაა, რომელიც მერაბ ხალვაშს დავუსვით. ის ბსუ-ს მოქმედი რექტორია და ახლა უკვე რექტორობის ერთ-ერთი …

ბსუ-ს რექტორობა ჯერჯერობით ერთ კანდიდატს სურს – რეგისტრაცია გრძელდება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი რექტორის ასარჩევად არჩევნები გაიმართება. რექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია 1-ელ ივლისს დაიწყო და 7 ივლისის ჩათვლით გრძელდება. 4  ივნისის მონაცემებით რექტორობაზე განაცხადი მხოლოდ უნივერსიტეტის მოქმედ რექტორს, მერაბ ხალვაშს აქვს გაკეთებული. „ბათუმელებთან“ საუბარში მერაბ ხალვაშმა დაადასტურა რომ აპირებს ისევ იბრძოლოს რექტორის პოსტის დასაკავებლად. რექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია 7 ივლისს, დღის 4 საათზე მთავრდება. …

ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ბათუმის უნივერსიტეტში არ შეუშვეს – ბსუ-ში უარყოფენ

პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში ლექციის წასაკითხად არ შეუშვეს. დაახლოებით ერთი საათის წინ ფეისბუკ ლაივში ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც უნივერსიტეტის ეზოში ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად იყო, ამბობდა, რომ მას უნივერსიტეტში შესვლის უფლებას არ აძლევენ. „ბათუმში ვარ ჩამოსული, აუდიტორიას რა გვიღებენ, რომ ლექცია ჩავუტარო ახალგაზრდებს, პოლიტიკოსების შემოსვლა არ შეიძლებაო. სასაცილოა, მაგრამ ჩვეულებრივი …

ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა არ იცის, რატომ დაუწესა უკრაინის მთავრობამ სანქციები  

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში მოხვდა იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც უკრაინის მთავრობამ სანქციები დაუწესა ქვეყნის საწინააღმდეგო სხვადასხვა სახის მოქმედებისთვის. ბსუ-ს რექტორის წინააღმდეგ უკრაინის ხელისუფლებამ სანქციები რომ დააწესა, ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სანქციების რამდენიმე მიზეზია დასახელებული – მათ შორის, „ქერჩის ხიდის მშენებლობაში მონაწილეობა“, „ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდოარჩევნების ორგანიზების ჩატარება …

უნივერსიტეტი პროკურატურას ულტიმატუმს უყენებს – 8 ნოემბრის აქცია მეთერთმეტედ გაიხსენეს

8 ნოემბრის აქცია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მეთერთმეტედ გაიხსენეს. ამჯერადაც აჩვენეს კადრები და ფოტოები, თუ როგორ შევარდნენ სპეცრაზმელები 2007 წლის 8 ნოემბრის დილას უნივერსიტეტის აუდიტორიებში და დაარბიეს სტუდენტები, ლექტორები… დარბეული და ამ დრომდე გამოუძიებელი აქცია კიდევ ერთხელ გაიხსენეს ამ აქციის თვითმხილველებმა. „ზოგი მათგანი ცოცხალიც კი აღარ არის,“ – დასძინა რექტორმა, მერაბ ხალვაშმა თავის გამოსვლაში და …

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტმა ახალი კვლევითი ცენტრის მშენებლობა დაიწყო

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ქობულეთში ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის ახალი, თანამედროვე ცენტრის მშენებლობა დაიწყო. ცენტრის მშენებლობას საძირკველი დღეს, 18 ოქტომბერს ჩაეყარა. ოფიციალური ინფორმაციით, კვლევითი ცენტრის მშენებლობა უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან ერთი მილიონ 578 ათასი ლარით დაფინანსდება,  800 ათასი ლარი კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული. „ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის ახალი ცენტრი 1100 კვ.მ …

რეზო ხარაზის ბრალდება ბსუ-ს რექტორს და რექტორის პასუხი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი ამტკიცებს, რომ ბათუმის უნივერსიტეტის რექტორი მილიონობით ლარს არამიზნობრივად ხარჯავს. მისი ინფორმაციით, გასულ წელს უნივერსიტეტის ხარჯმა ხელფასის, პრემიისა და დანამატის სახით, ასევე მივლინებებისთვის გათვალსწინებული თანხის ჩათვლით, რვა მილიონი ლარი შეადგინა. თუმცა, სხვას ამბობს დოკუმენტი, რომელიც მან ბრიფინგზე მტკიცებულების სახით წარმოადგინა. მტკიცებულება საჯარო ინფორმაციაა, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს, ელგუჯა ბაგრატიონს …

ბსუ-ს რექტორის განმარტება უნივერსიტეტის შენობის გაყიდვაზე

სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის შენობა საერთო საცხოვრებლისა და მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით, მწვანე კონცხზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტრომ გასაყიდად აუქციონზე გაიტანა. მთავრობისთვის გადაცემამდე ქონება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეკუთვნოდა. რის სანაცვლოდ დათმო მილიონების ღირებულების ქონება ბათუმის უნივერსიტეტმა? – კითხვებს ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში პასუხობს. ბატონო მერაბ, რა მიიღო უნივერსიტეტმა სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის შენობებისა და მისი მიმდებარე ფართობის დათმობის …

11 ხმით მერაბ ხალვაში ბსუ-ს რექტორად აირჩიეს

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს. უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ერთხმად, 11 ხმით, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში რექტორად აირჩია. რექტორის არჩევნები, ფაქტობრივად ერთი კანდიდატით ჩატარდა, რადგან რექტორობის მეორე კანდიდატმა, ანთაზ ქიქავამ საკუთარი კანდიდატურა კენჭისყრის დაწყებამდე მოხსნა. კითხვაზე, ჰქონდა თუ არა 11-ივე ხმის მიღების მოლოდინი, მერაბ ხალვაშმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ანთაზ ქიქავამ კანდიდატურა …

მერაბ ხალვაში თუ ანთაზ ქიქავა – რას გადაწყვეტს აკადემიური საბჭო

ორშაბათს, 18 ივლისს, გახდება ცნობილი ვინ დაიკავებს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორის პოსტს. წელს რექტორის არჩევნებში  მხოლოდ ორი კანდიდატი მონაწილეობს. გასულ წელს რექტორობის სურვილი 8 კანდიდატს ჰქონდა, თუმცა არჩევნები ვერ შედგა, ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო აკადემიური საბჭოს წევრების ხმათა უმრავლესობა, ამიტომ, გასულ წელსვე, მაისში, ბსუ-ში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები ჩატარდა, სადაც 5 კანდიდატი მონაწილეობდა, …

ანთაზ ქიქავა და მერაბ ხალვაში ბსუ-ს რექტორობის კანდიდატებად

დღეს, 8 ივლისს, დასრულდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია. ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რექტორის არჩევნებზე მხოლოდ ორი კანდიდატი – მერაბ ხალვაში და ანთაზ ქიქავა დარეგისტრირდა. ანთაზ ქიქავა მონაწილეობდა 2015 წლის 16 მარტის ბსუ-ს რექტორის არჩევნებში. მაშინ აკადემიურმა საბჭომ რექტორის არჩევა ვერ მოახერხა და არჩევნები გადაიდო. ანთაზ ქიქავამ აბაშიძის დროს აჭარაში კომენდანტის …

შეხვედრა ბათუმის უნივერსიტეტში რუსული დროშით და წაშლილი ფოტოები ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან

ამ ფოტოს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქ გვერდზე ვეღარ ნახავთ. უნივერსიტეტში გამართული მემორანდუმის გაფორმების ამსახველი ფოტოები მას შემდეგ წაიშალა, როცა „ბათუმელები“ უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, მერაბ ხალვაშს დაუკავშირდა და კითხა, რატომ იყო გამოფენილი რუსეთის დროშა უნივერისტეტში გამართულ შეხვედრაზე და რატომ დასჭირდა ბათუმის უნივერსიტეტს სტაჟირებისთვის მემორანდუმის გაფორმება რუსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. „არ მაქვს ამ მემორანდუმის შესახებ ინფორმაცია. ახლა …

ბსუ-ს რექტორის არჩევნები 18 ივლისს ჩატარდება

პარასკევს, 27 მაისს, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ დაადგინა, რომ უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები გაიმართება 2016 წლის 18 ივლისს. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მერაბ ხალვაშმა დაუდასტურა. აკადემიური საბჭოს დადგენილების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ადგენს ბსუ-ს რექტორის არჩევნების თარიღს, უნივერსიტეტის ვებგვერდზე ორშაბათს, 30 მაისს გამოქვეყნდება. ბსუ-ს რექტორობის კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყება არჩევნების გამოცხადებიდან ერთ …

Exit mobile version