ადვოკატი ზაზა პაპიძე მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის, მერაბ ღოღობერიძის დაკავების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ადვოკატი აცხადებს, რომ ფინანსური პოლიციის გამომძიებელმა, ერეკლე ჩხენკელმა განზრახ დაარღვია კანონი და დაკავებულთან ადვოკატი ერთი საათის განმავლობაში არ შეუშვა. ზაზა პაპიძემ დაკავებული მერაბ ღოღობერიძის მონახულების შემდეგ „ბათუმელებს“ უთხრა, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფმა განუცხადა. „მერაბ ღოღობერიძე მომიყვა, რომ დაკავების შემდეგ ფინანსური …
Tag Archives: მერაბ ღოღობერიძე
მერაბ ღოღობერიძემ ფინანსურ პოლიციას ხრეში მიუტანა – ის უწყებას 500 ათას ლარს სთხოვს
„ხრეში მოვიტანე აქ იმიტომ, რომ ეს ორგანო არის დაკავებული რეკეტით. ვერ მინახეს ვერაფერი, ამიტომაც ფულის ნაცვლად დავუყარე ხრეში შესასვლელში. საგამოძიებო სამსახური რასაც ავრცელებს ჩემ შესახებ, არის ტყუილი და ვუჩივლე სასამართლოში,“ – ამბობს მერაბ ღოღობერიძე, რომელიც „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელია და იმავდროულად ბიზნესიც აქვს. იგი ინერტული მასალის მოპოვებითაა დაკავებული. მერაბ ღოღობერიძემ დღეს, 21 ივლისს, ფინანსთა …
გამოძიება მერაბ ღოღობერიძის თავის დაწვის მცდელობაზე: გაყიდულია ქვიშა-ხრეში
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მერაბ ღოღობერიძის თავის დაწვის მცდელობას ეხმაურება. მერაბ ღოღობერიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელია და კერძო ბიზნესი აქვს. მას სხეულის 35 პროცენტი დამწვარი აქვს. მერაბ ღოღობერიძე ქუთაისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. მერაბ ღოღობერიძემ დღეს, 18 მაისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოს სამსახურის აჭარის და გურიის სამმართველოს წინ გადაისხა ბენზინი და თავის დაწვა სცადა. …
Continue reading “გამოძიება მერაბ ღოღობერიძის თავის დაწვის მცდელობაზე: გაყიდულია ქვიშა-ხრეში”
მერაბ ღოღობერიძემ ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა
მერაბ ღოღობერიძემ ბათუმში თავის დაწვა სცადა. ის არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელია. ასევე ფლობს კერძო კომპანიას. პირველადი ინფორმაციით, მერაბ ღოღობერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. „ის ბათუმიდან ქუთაისში დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. ექიმებმა მითხრეს, რომ 35 პროცენტი დამწვრობა აქვს. არ ვიცი, რა მოხდა,“ – ამბობს მერაბ ღოღობერიძის ცოლი, მალვინა ღოღობერიძე. მერაბ ღოღობერიძის ადვოკატის, ზაზა პაპიძის თქმით, …
Continue reading “მერაბ ღოღობერიძემ ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა”
ხრეშის ქურდები პანდემიის დროსაც არ ჩერდებიან
ხელვაჩაურში, სოფელ სინდიეთში, მდინარე მაჭახელაზე სასარგებლო წიაღისეულს უკანონოდ მოიპოვებდნენ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესცენტრში გვითხრეს, რომ წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე კონკრეტული ფიზიკური პირი დააჯარიმეს. მაჭახელადან ინერტული მასალის ამოღებაზე ფეისბუქლაივი მოქალაქე მერაბ ღოღობერიძეს 29 აპრილს ჰქონდა. მერაბ ღოღობერიძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ვიდეოგადაღების დროს ხელი შეუშალეს, 112-ზე დარეკა და შემდეგ მივიდნენ ადგილზე სამართალდამცველები. „…დიდი ხანია მიმდინარეობს …
Continue reading “ხრეშის ქურდები პანდემიის დროსაც არ ჩერდებიან”
მოქალაქე: პროკურორთან შეხვედრას ვითხოვდი, დაცვის პოლიციამ შენობიდან გამომათრია
„პროკურორთან შეხვედრას ვითხოვდი და მისაღებში ველოდები. მოვიდა დაცვის პოლიცია და შენობის დატოვება მომთხოვა. ვერ მითხრეს, რატომ უნდა დამეტოვებინა იუსტიციის სახლის მისაღები, სადაც ნებისმიერ პირს შეუძლია შესვლა. დაცვის პოლიციელებმა ძალით გამომიყვანეს, მათრიეს,“ – ამბობს მოქალაქე მერაბ ღოღობერიძე. ის გუშინ, 8 ნოემბერს ბათუმის იუსტიციის სახლში მივიდა და აჭარის მთავარ პროკურორთან, ნათია სონღულაშვილთან ითხოვდა შეხვედრას. მერაბ ღოღობერიძემ იუსტიციის …
Continue reading “მოქალაქე: პროკურორთან შეხვედრას ვითხოვდი, დაცვის პოლიციამ შენობიდან გამომათრია”
პროკურატურამ მუხრან ვახტანგაძე მოქალაქის გინების და მუქარის საქმეზე გამოკითხა
„მიმდინარეობს გამოძიება. მუხრან ვახტანგაძე გამოკითხულია,“ – გვითხრეს პროკურატურაში „მოქალაქის ცემის და გინების საქმეზე“. მოქალაქე მერაბ ღოღობერიძის თქმით, მას 25 ოქტომბერს პარლამენტის წევრმა მუხრან ვახტანგაძემ ტელეფონზე დაურეკა, აგინა და დაემუქრა. მერაბ ღოღობერიძემ პროკურატურას მიმართა დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით, თუმცა პასუხი არ მიუღია. მერაბ ღოღობერიძემ ფეისბუქლაივში ჩართო სატელეფონო საუბარი დეპუტატთან, რომელიც მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ იგინებოდა …
Continue reading “პროკურატურამ მუხრან ვახტანგაძე მოქალაქის გინების და მუქარის საქმეზე გამოკითხა”
პარლამენტარმა მუხრან ვახტანგაძემ მოქალაქეს დაურეკა, ყველაფერი აგინა და დაემუქრა
ბათუმის მცხოვრები მერაბ ღოღობერიძე ამბობს, რომ მას საქართველოს პარლამენტის წევრმა მუხრან ვახტანგაძემ ცოტა ხნის წინ დაურეკა და ყველაფერი აგინა. მერაბ ღოღობერიძემ მუხრან ვახტანგაძის სატელეფონო ზარი ფეისბუქლაივში ჩართო. მერაბ ღოღობერიძის ფეისბუქლაივში მართლაც ისმის წარმოუდგენლად უშვერი გინება მოქალაქის ოჯახის წევრების მიმართ – დეპუტატი აგინებს მერაბ ღოღობერიძის დედას, ცოლს, დას და თავად მას. მისი ტექსტები ასევე შეიცავს მუქარას. …
Continue reading “პარლამენტარმა მუხრან ვახტანგაძემ მოქალაქეს დაურეკა, ყველაფერი აგინა და დაემუქრა”
მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკვია პატიმრობიდან გაათავისუფლეს
დღეს, 6 მარტს, 15:00 საათზე, მსჯავრდებული მერაბ ღოღობერიძე საპატიმრო დაწესებულებიდან „ბათუმელებს“ დაუკავშირდა და აცნობა, რომ ის და ირაკლი ჩხვირკვია უდოს კომისიამ [ვადაზე ადრე გათავისუფლების] პირობით ვადამდე ადრე გაათავისუფლა. მერაბ ღოღობერიძე ამბობს, რომ ამის შესახებ მათ დღეს შეატყობინეს. „გუშინ ვიყავით კომისიაზე და დღეს გაგვათავისუფლეს. სახლში მოვდივარ უკვე“, – თქვა მერაბ ღოღობერიძემ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 10 იანვრის …
Continue reading “მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკვია პატიმრობიდან გაათავისუფლეს”
მერაბ ღოღობერიძე ღია ტიპის დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს
მერაბ ღოღობერიძე, რომელიც „ბათუმის აქციის საქმეზეა“ მსჯავრდებული, ღია ტიპის დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს. პირველ მარტს, მერაბ ღოღობერიძე „ბათუმელებს“ ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. მსჯავრდებული ამბობს, რომ მუხლი, რომლითაც ის გაასამართლეს, არ მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს და ის დახურული ტიპის დაწესებულებაში უკანონოდ არის მოთავსებული. „ვაცხადებ შიმშილობას, რადგან გამოკეტილი ვყავარ საკანში, არ გადავყავარ …
Continue reading “მერაბ ღოღობერიძე ღია ტიპის დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს”
სასჯელაღსრულების სამინისტრო: მერაბ ღოღობერიძეზე ჯერ რისკი არ შეფასებულა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მერაბ ღოღობერიძის მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მერაბ ღოღობერიძის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მას დახურული ტიპის დაწესებულებაში ტოვებენ. სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, მერაბ ღოღობერიძის, როგორც მსჯავრდებულის რისკი ამ დროისთვის არ შეუფასებია მულტიდისციპლინარულ ჯგუფს, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, რომელი ტიპის დაწესებულებაში უნდა მოთავსდეს პატიმარი. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მულტიდისციპლინარულ ჯგუფს ჯერ …
Continue reading “სასჯელაღსრულების სამინისტრო: მერაბ ღოღობერიძეზე ჯერ რისკი არ შეფასებულა”
მერაბ ღოღობერიძის და ირაკლი ჩხვირკიას განაჩენი 10 იანვარს გამოცხადდება
ბათუმის საქალაქო სასამართლოს დიდ დარბაზში ღრმად ამოიოხრეს, როცა მოსამართლემ თქვა, რომ გადაწყვეტილებას დღეს არ გამოაცხადებს. “კონკრეტულ საკითხზე უნდა ჩამოვყალიბდე. ამიტომ გადაწყვეტილებას ზეგ გამოვაცხადებ,” – თქვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა და დარბაზიდან გავიდა. მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას მასობრივი არეულობის ორგანიზებას ედავება გამოძიება “ბათუმის აქციის საქმეზე”. დღეს საბოლოო სიტყვას და განაჩენის გამოცხადებას ელოდნენ ის ადამიანები, რომლებმაც სასამართლოს …
Continue reading “მერაბ ღოღობერიძის და ირაკლი ჩხვირკიას განაჩენი 10 იანვარს გამოცხადდება”
ირაკლი ჩხვირკია: რაა დანაშაული, ინტერვიუ რომ მივეცი?
“12 მარტს, დილის ხუთის ნახევარზე როცა მე ბათუმში ჩამოვედი, უკვე 15-20 კაცი იყო დარჩენილი… იქ პოლიციელი და სპეცრაზმელი უფრო მეტი იყო, ვიდრე მოქალაქე,” – უთხრა ირაკლი ჩხვირკიამ მოსამართლე დავით მამისეიშვილს. მან დღეს “ბათუმის აქციის საქმეზე” მოწმის სახით ჩვენება მისცა. ირაკლი ჩხვირკიას მერაბ ღოღობერიძესთან ერთად მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად. მერაბ ღოღობერიძე დღევანდელ პროცესს არ დასწრებია. …
Continue reading “ირაკლი ჩხვირკია: რაა დანაშაული, ინტერვიუ რომ მივეცი?”
ღოღობერიძე სასამართლოს აღარ ესწრება, ჩხვირკია პროკურორების აცილებას ითხოვს
„ბრალდებულს აქვს უფლება არ დაესწროს სასამართლო სხდომებს,”- თქვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა და სასამართლო სდომა განაგრძო. მანამდე მერაბ ღოღობერიძემ სასამართლოსთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური გამოიძახა. იგი სხდომათა დარბაზში არც სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ შემოვიდა. მოსამართლემ აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულების ინფორმაციით, მერაბ ღოღობერიძეს შეუძლია პროცესზე დასწრება და მისი ტრანსპორტირებაც არ წარმოადგენს პრობლემას. მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას …
Continue reading “ღოღობერიძე სასამართლოს აღარ ესწრება, ჩხვირკია პროკურორების აცილებას ითხოვს”
მოსამართლე: სამედიცინო დასკვნის მიხედვით მერაბ ღოღობერიძეს ოპერაცია არ სჭირდება
“უკვე ნათელია, რომ მერაბ ღოღობერიძე ცდილობდა სასამართლო პროცესის გაჭიანურებას,” – ამ სიტყვებით დაიწყო დღევანდელი სხდომა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა. სამედიცინო კლინიკა “მედინას” დასკვნის მიხედვით, მერაბ ღოღობერიძეს ქირურგიული ოპერაცია არ სჭირდება და მას მხოლოდ მკურნალობის კურსი დაუნიშნეს. მოსამართლემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ეს ის კლინიკაა, სადაც მერაბ ღოღობერიძემ ოპერაციის გაკეთება თვითონ ისურვა. მერაბ ღოღობერიძეს ირაკლი ჩხვირკიასთან ერთად …
Continue reading “მოსამართლე: სამედიცინო დასკვნის მიხედვით მერაბ ღოღობერიძეს ოპერაცია არ სჭირდება”
მერაბ ღოღობერიძე: მაქვს გაუსაძლისი ტკივილები, ოპერაციას არ მიკეთებენ
სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულებიდან „ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებული მერაბ ღოღობერიძე „ბათუმელებს“ ტელეფონით დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა. მან გვითხრა, რომ აწუხებს გაუსაძლისი ტკივილი და ექიმის რეკომენდაციის მიუხედავად, ქირურგიულ ოპერაციას არ უკეთებენ. „კონსულტაცია გავიარე ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში. მაქვს ექიმის, ნატალია რევიაშვილის სამედიცინო დასკვნა, რომელიც 20 ივლისით თარიღდება და სადაც წერია, რომ მესაჭიროება ქირურგიული ოპერაცია. საშინელი ფიზიკური ტკივილები მაქვს… …
Continue reading “მერაბ ღოღობერიძე: მაქვს გაუსაძლისი ტკივილები, ოპერაციას არ მიკეთებენ”
მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი შესაძლოა საავადმყოფოში გაგრძელდეს
11 მოწმეს მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას წინააღმდეგ დღეს, 27 ივლისს, უნდა მიეცა ჩვენება, თუმცა მერაბ ღოღობერიძე სასამართლო დარბაზში გამოცხადების ნაცვლად სასამართლოში გამოძახებულ სასწრაფო დახმარების ექიმებთან დარჩა. „იგი მოითხოვს კლინიკა „მედინაში“ გადაყვანას, მაგრამ ეს არ არის სასამართლოს კომპეტენცია… ამ მდგომარეობაში მისი ყოფნა სასამართლო დარბაზში რეკომენდებული არ არის, უმჯობესია, ექიმებმა მიხედონ,“ – აღნიშნა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა. პროკურორმა …
Continue reading “მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი შესაძლოა საავადმყოფოში გაგრძელდეს”
„აღარ მახსოვს, დილა იყო თუ საღამო“ – მოწმეების დაკითხვა „ბათუმის აქციის“ საქმეზე
„დილის 11 საათზე მივედი პოლიციაში ჩვენების მისაცემად. დაახლოებით ორი-სამი საათი გაგრძელდა ჩემი დაკითხვა,“ – თქვა მოწმედ დაბარებულმა რაფიელ აბაშიძემ. მან დღევანდელ პროცესზე მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას წინააღმდეგ მისცა ჩვენება. ამ პირებს „ბათუმის აქციის საქმეში“ მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედებათ ბრალად. „გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში დაფიქსირებულია, რომ თქვენ საღამოს შვიდ საათზე დაგკითხეს,“ – უთხრა მოწმეს ადვოკატმა დავით …
Continue reading “„აღარ მახსოვს, დილა იყო თუ საღამო“ – მოწმეების დაკითხვა „ბათუმის აქციის“ საქმეზე “
წინააღმდეგობა მოწმის ჩვენებაში – მერაბ ღოღობერიძის საქმე
ვიდრე სასამართლო დარბაზში მოწმეები შემოვიდოდნენ, ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა სასამართლოს წინა სხდომაზე დაკითხული მოწმის – მერაბ მურმანიძის ჩვენების დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევა მოითხოვა. ადვოკატმა იმ მომენტზე გაამახვილა ყურადღება, რაც მოწმემ გამომძიებელსა და მოსამართლეს ამბავი სხვადასხვაგვარად მოუყვა. მერაბ მურმანიძე „11-12 მარტის აქციაზე“ მასობრივი ძალადობისთვის უკვე გაასამართლეს. მას გუშინ, 20 ივლისს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმა პროკურატურამ ერთწლიანი საპატიმრო ვადით. „შეღავათიანი …
Continue reading “წინააღმდეგობა მოწმის ჩვენებაში – მერაბ ღოღობერიძის საქმე”
მერაბ ღოღობერიძე სასამართლოს: ჩემ გარეშე განიხილეთ
„ჩემ გარეშე განიხილეთ,“ – მერაბ ღოღობერიძისგან ეს წერილობითი განცხადება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მიიღო. ის განიხილავს მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას საქმეს, რომლებსაც „ბათუმის აქციის საქმეზე“ მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედებათ ბრალად. მერაბ ღოღობერიძე დღევანდელ სხდომაზე არ გამოცხადდა. „ის არის ავად და სჭირდება გადაუდებელი ოპერაცია. ამის გამო ვერ დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება. ვაყენებ შუამდგომლობას, გადაიდოს სასამართლო პროცესი,“ – …
Continue reading “მერაბ ღოღობერიძე სასამართლოს: ჩემ გარეშე განიხილეთ”
მერაბ ღოღობერიძის პროცესზე მოწმეების დაკითხვა დაიწყო
დღეს, 3 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მერაბ ღოღობერიძის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე, ვიდრე მოსამართლე სასამართლო დარბაზში შემოვიდოდა, მერაბ ღოღობერიძემ მისთვის განკუთვნილი გისოსებიანი ადგილიდან დარბაზს მიმართა: „ხდება იგივე, რაც ცოტნე ანანიძის შემთხვევაში მოხდა. მე ვაპირებ ბათუმის მერობას…” – თქვა მერაბ ღოღობერიძემ. მას ირაკლი ჩხვირკიასთან ერთად სახელმწიფოს წინააღმდეგ მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად. საუბარია ბათუმის 11-12 მარტის აქციაზე, …
Continue reading “მერაბ ღოღობერიძის პროცესზე მოწმეების დაკითხვა დაიწყო”
რა ჩანს მერაბ ღოღობერიძის დაკავების კადრებიდან
„ეს მოსამართლე სამართლიან გადაწყვეტილებას ვერც მიიღებდა, ხათუნა ბოლქვაძის მეუღლე პოლიციელია,“ – ამის თქმა მერაბ ღოღობერიძემ მოასწრო, ვიდრე ბადრაგირების სამსახური მას სასამართლო დარბაზიდან გაიყვანდა. მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ დღეს, 11 მაისს, მერაბ ღოღობერიძეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დაუდგინა და ჯარიმის სახით 300 ლარის გადახდა დააკისრა. მერაბ ღოღობერიძე 23 აპრილს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. იმავე საღამოს, მას სისხლის სამართლის წესით წაუყენეს …
Continue reading “რა ჩანს მერაბ ღოღობერიძის დაკავების კადრებიდან”
რა გადაწყვიტა სასამართლომ მერაბ ღოღობერიძის სამართალდარღვევაზე
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ 23 აპრილს დაკავებული მერაბ ღოღობერიძის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევა დღეს, 11 მაისს, განიხილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით მერაბ ღოღობერიძე პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო 300 ლარით დაჯარიმდა. მერაბ ღოღობერიძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევა სასამართლოს 24 აპრილს უნდა განეხილა, თუმცა სასამართლო პროცესზე პოლიციელებმა მერაბ ღოღობერიძე არ წარმოადგინეს. იმ დღეს პოლიციელმა ვერ უთხრა მოსამართლეს, რის გამო მოვიდა …
Continue reading “რა გადაწყვიტა სასამართლომ მერაბ ღოღობერიძის სამართალდარღვევაზე”
ვინ დაამახსოვრდათ „ბათუმის აქციის“ ორგანიზატორად ჟურნალისტებს
„11-12 მარტის აქციის საქმეზე“ პროკურატურას ამ ეტაპზე ჯამში 20 პირი ჰყავს დაკავებული, მათ შორის ორს – მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას მასობრივი არეულობისა და პოლიციაზე თავდასხმის ორგანიზება ედებათ ბრალად. სამართალდამცველებმა ისინი 23 აპრილს დააკავეს. სასამართლო ჯერ არ გაცნობია მტკიცებულებებს, რომლებიც პროკურატურამ მოაგროვა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, 11 მარტის ღამეს, შენიშნეს თუ არა, ან რა ვითარებაში დააფიქსირეს გამოძიების …
Continue reading “ვინ დაამახსოვრდათ „ბათუმის აქციის“ ორგანიზატორად ჟურნალისტებს”
პროკურორის კითხვები მერაბ ღოღობერიძეს და მოსამართლის გადაწყვეტილება
ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია. ორივე მათგანს 11-12 მარტის აქციის საქმეზე მასობრივი არეულობის ორგანიზება ედება ბრალად. „სთხოვდით თუ არა ადამიანებს შეეცვალათ თქვენ წინააღმდეგ მიცემული ჩვენება?“ – ჰკითხა პროკურორმა რამაზ შავაძემ ბრალდებულ მერაბ ღოღობერიძეს. „არანაირად, – კატეგორიული უარის ნიშნად თავი გაიქნია ბრალდებულმა, – თუ გაქვთ რამე მტკიცებულება, წარმოადგინეთ“. კითხვები ბრალდებულთან …
Continue reading “პროკურორის კითხვები მერაბ ღოღობერიძეს და მოსამართლის გადაწყვეტილება”
მერაბ ღოღობერიძემ შიმშილობა დაიწყო
11-12 მარტის აქციის საქმეზე დაკავებულმა მერაბ ღოღობერიძემ დღეს, 24 აპრილს, შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ “ბათუმელებს” მისმა ადვოკატმა, ზაზა პაპიძემ უთხრა, რომელმაც წინასწარი დაკავების იზოლატორი ახლახან დატოვა. ზაზა პაპიძის თქმით, მერაბ ღოღობერიძე აპროტესტებს წარდგენილ ბრალს – მასობრივი არეულობის მოწყობას და იმას, რომ დღეს სასამართლოში მისი მიყვანა ვერ მოხერხდა. დღეს მერაბ ღოღობერიძის საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე უნდა განეხილა …
მერაბ ღოღობერიძე პოლიციამ სასამართლოში ვერ მიიყვანა
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს მერაბ ღოღობერიძის საქმის გადადება მოუწია. ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული სასამართლოში წარმოდგენილი არ იყო. მოსამართლემ აღნიშნა, რომ სასამართლოს არ აქვს ინფორმაცია, რის გამო ვერ მოხერხდა მერაბ ღოღობერიძის წარმოდგენა. დარბაზი უკომენტაროდ დატოვა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი, წესით, სამართალდარღვევის ოქმის შემდგენმა ორგანომ უნდა წარმოადგინოს. ამ დრომდე შინაგან საქმეთა …
Continue reading “მერაბ ღოღობერიძე პოლიციამ სასამართლოში ვერ მიიყვანა”
დაკავებულ მერაბ ღოღობერიძესთან ადვოკატი 3 საათი არ შეუშვეს
11-12 მარტის აქციის მოვლენების საქმეზე დაკავებულ მერაბ ღოღობერიძესთან ადვოკატი სამი საათის განმავლობაში არ შეუშვეს. წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატი ზაზა პაპიძე მას შემდეგ შევიდა, როცა იზოლატორი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დატოვა. „ადმინისტრაციული წესით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო დააკავეს მერაბი შუადღისას, დამირეკა და მთხოვა, მისი დაცვის უფლება განმეხორციელებინა. აღმოჩნდა, რომ მას ეს უფლება შეუზღუდეს. სასამართლოში გადაყვანამდე მან …
Continue reading “დაკავებულ მერაბ ღოღობერიძესთან ადვოკატი 3 საათი არ შეუშვეს”
ჯუმბერ თავართქილაძე: არ მგონია, მერაბ ღოღობერიძეს ჰქონდეს ამდენი ხალხის შეკრების ძალა
13 მარტს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „საქართველოს ერთიანი კავშირის“ კოორდინატორმა ჯუმბერ თავართქილაძემ ბათუმის 11 მარტის საპროტესტო აქციის თემაზე ბრიფინგი გამართა: „11 მარტს დატრიალებული ტრაგედია უნდა გაიყოს ორ ნაწილად. ის, რომ პლაზის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოება შეიკრიბა, იყო საპატრულო სამსახურის ხელმძღვანელობის მიერ გატარებული არასწორი პოლიტიკური კურსით გამოწვეული ბრაზი, საპროტესტო აქციის მეორე ნაწილი კი (რაც პოლიციის სამმართველოსთან მოხდა), იყო ბათუმის მოძულეთაგან …
შსს: პირი, ვინც ლევან ვარშალომიძეს სარფში ფეხსაცმელი ესროლა, დაკავებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პირი, რომელმაც დღეს სარფში, აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან ვარშალომიძეს ფეხსაცმელი ესროლა დაკავებულია. „ეს პიროვნება დაკავებულია ადმინისტრაციულად, წვრილმანი ხულიგნობისთვის, 166-ე მუხლით; ფეხსაცმლის სროლისა და სიტყვიერი შეურაცხმყოფის მიყენებისთვის. ვინ არის დაკავებული, ამას ვერ დაგიდასტურებთ“ – განაცხადეს შსს-ს პრესსამსახურში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს: „საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი …
Continue reading “შსს: პირი, ვინც ლევან ვარშალომიძეს სარფში ფეხსაცმელი ესროლა, დაკავებულია”