ბავშვთა და მოზრდილთა სარეაბილიტაციო ცენტრი „ნემო“ – „მედალფას“ კლინიკა მახინჯაურში

მახინჯაურის მრავალპროფილური კლინიკა 2016 წლიდან ჰოსპიტალური ქსელის „მედალფას“ შვილობილი კომპანიაა. კლინიკა მოსახლეობას გეგმური ამბულატორული მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. მომსახურებასა და სერვისებზე კლინიკის დირექტორი, ელგუჯა ბერიძე გვესაუბრა. კლინიკის ძირითადი სერვისებია: [checklist] ოჯახის ექიმების მომსახურება; ექიმი-სპეციალისტების კონსულტაცია – კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, დერმატოლოგი, უროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ოფთალმოლოგი, გინეკოლოგი და სხვა; ოფთალმოლოგიური კვლევები – ვიზიომეტრია (მხედველობის გამოკვლევა), ავტორეფრაქტომეტრია (რეფრაქციის კომპიუტერული …

როგორ გააგრძელებს კლინიკა „მედალფა“ ბათუმში მუშაობას

კლინიკა „მედალფაში“, რომელიც ბოლო ორი თვეა კოვიდკლინიკად იყო გადაკეთებული, 23 მაისის მდგომარეობით არცერთი ინფიცირებული პაციენტი აღარაა. ბოლო ორმა პაციენტმა კლინიკა დღეს დატოვა. რა რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას კლინიკა და მიიღებს თუ არა არაკოვიდ პაციენტებს, ამის შესახებ „ბათუმელები“ „მედალფას“ აჭარა-გურიის რეგიონულ დირექტორს, ლევან ანთაძეს ესაუბრა. ბატონო ლევან, რა რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას კლინიკა „მედალფა“? ორი დღის წინ გვქონდა …

ბათუმში კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა – covid 19

დღეს, 6 მაისს, კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კლინიკა „მედალფას“ ინფორმაციით, გამოჯანმრთელებული პირები უკვე გადაიყვანეს საკარანტინო ზონაში. ბოლო მონაცემებით, კლინიკაში 17 პაციენტი რჩება სამკურნალოდ. „აქედან ორი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ორი რეანიმაციაში წევს, თუმცა მართვით სუნთქვაზე არც ერთი არ იმყოფება. რამდენიმე პაციენტს აღენიშნება პნევმონია და მიდის მათთან ადეკვატური მკურნალობა, რამდენიმე კი პასუხს ელოდება, რომ …

ბათუმში კოვიდ 19-ს ოზონოთერაპიითაც უმკურნალეს, რაც წარმატებული აღმოჩნდა – ცერცვაძე

დღეს, 25 აპრილს, თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ექიმებმა კორონავირუსის მართვაზე იმსჯელეს. დისკუსიის შემდეგ, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ბათუმში კორონავირუსის მკურნალობის დროს აქტიურად იყო გამოყენებული ოზონოთერაპია, რამაც წარმატებით იმუშავა. „4 პაციენტზე გამოიყენეს ოზონოთერაპია და 3-ს ვირუსი გაუქრა მე-7-9 დღეს.  თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს საოცარია, იმიტომ, რომ ჩვენს პაციენტებს ვირუსი უკეთეს შემთხვევაში …

ბათუმში კიდევ ორმა პაციენტმა დაამარცხა Covid 19 – ისინი კლინიკას დატოვებენ

ბათუმში დღეს კიდევ ორი პაციენტი დატოვებს „მედალფას“ – მათ Covid 19 დაამარცხეს. კლინიკიდან გაწერილი პაციენტები თვითიზოლაციაში იქნებიან. კლინიკა „მედალფას“ რეგიონული დირექტორის, ლევან ანთაძის თქმით, კლინიკას სავარაუდოდ დღის ბოლოს საშუალო ასაკის ქალი და კაცი დატოვებენ. აჭარაში ამ დრომდე 15 პირი იყო კორონავირუსით დაავადების შემდეგ გამოჯანმრთელებული. ლევან ანთაძის ინფორმაციით, კლინიკაში 24 აპრილის მდგომარეობით 38 პაციენტი  მკურნალობს. მათ …

ბათუმში 37 პაციენტიდან 1 მართვით სუნთქვაზეა, 4-ს კი ვირუსი აღარ უფიქსირდება

ბათუმში კლინიკა „მედალფას“ აჭარა-გურიის რეგიონალური დირექტორის, ლევან ანთაძის ინფორმაციით, კლინიკაში  COVID-19-ით ინფიცირებული 37 პაციენტი მკურნალობს და ამ დროისთვის მატება არ არის. მისივე ინფორმაციით, პაციენტების უმეტესობას პნევმონია აქვს, მათ შორის ერთი რჩება მართვით სუნთქვაზე.  ოთხ პაციენტს კი ვირუსი აღარ უფიქსირდება: „განმეორებითმა ტესტმაც ვირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენა, თუმცა, თანმდევი გართულებების გამო ისინი რჩებიან საავადმყოფოში და აგრძელებენ მკურნალობას.“ …

ბათუმელი ექიმი დღეში 12 საათი ეკიპირებით, კოვიდ 19-ით ინფიცირებულებთან 

დილის ათის ნახევრისთვის უკვე ეკიპირებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ აცვია სპეციალური ტანსაცმელი, უკეთია ნიღაბი, ფარი და ხელთათმანები, ექიმი თეა დანელია დღის განმავლობაში ასე „შეიარაღებული“ 12 საათს ატარებს საავადმყოფოში, სადაც Coivid 19-ით  დაინფიცირებულებს მკურნალობენ. თეა  „მედალფას“ ექიმია და, შესაბამისად, თავადაც დაინფიცირების რისკის ქვეშაა. „12 სათის შემდეგ, 24 საათი უნდა დავისვენო. ასეთია რეჟიმი, მაგრამ უკვე რამდენი ხანია …

covid 19-ით დაავადებულთა რაოდენობა ქობულეთში 20-მდე გაიზარდა – 2 ახალი შემთხვევა 

ქობულეთში კიდევ ორ პირს დაუდასტურდა covid 19. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქობულეთში სულ 20 პირს აქვს დადასტურებული covid 19, რამდენიმე პირის ანალიზის პასუხს კი, დღის ბოლოსთვის ელოდებიან. ეს ადამიანები, რომლებსაც ანალიზი აუღეს, თვითიზოლაციაში რჩებიან. ბათუმში covid 19 დღეს, 12 აპრილს, კიდევ ერთ პირს დაუდასტურეს – ის აზერბაიჯანის მოქალაქეა, რომელიც ამ დრომდე კარანტინში იყო. …

ბათუმში 3 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელიან კორონავირუსისგან

11 აპრილის მონაცემებით, ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ 19 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დიაგნოზით. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ბათუმში 3 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელიან: „ამ 19 პაციენტიდან სამი ემზადება გამოჯამრთელებულის დეფინიციის მისაღებად. მათ შორის ერთის მეორად კონტროლზე პასუხი დღეს დილით იქნება ცნობილი, ხოლო ორი პაციენტის კვლევის პასუხი იქნება დღის განმავლობაში. ამ ორს დასჭირდება მეორე, საკონტროლო კვლევაც“ …

ბათუმში კორონავირუსით დაავადებული ერთი პაციენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა

კორონავირუსით დაავადებული პაციენტებიდან, რომლებიც ბათუმში მკურნალობენ, ერთ-ერთის მდგომარეობა ისევ განსაკუთრებით მძიმეა. კლინიკა „მედალფაში“ 3 აპრილის მდგომარეობით 7 პაციენტია, ვისაც COVID-19 დაუდასტურდა და მკურნალობის კურსს გადის, ერთი პაციენტი კი უკვე გამოჯანმრთელდა. „ის 70 წელს გადაცილებულია და დღესაც იმყოფება მართვით სუნთქვაზე, თუმცა სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმალურია. კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა, რადგან მას ორმხრივი პნევმონია აქვს, თუმცა …

„მედალფაში“ ერთ პაციენტს იკვლევენ COVID-19-ზე, 80 წლის კაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

პირველი აპრილის მდგომარეობით, ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“, კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული რვა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა. ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც 80 წელსაა გადაცილებული, შედარებით მძიმეა, მას ორმხრივი პნევმონია აქვს და კვლავ ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება. გარდა ამისა, კიდევ ერთ პაციენტს აღენიშნება ორმხრივი პნევმონია. დანარჩენი 6 პაციენტი თავს კარგად გრძნობს. „მედალფას“ აჭარა-გურიის რეგიონალური დირექტორის, ლევან ანთაძის ინფორმაციით, კლინიკაში …

ბათუმში COVID-19-ით ინფიცირებულ ორ პაციენტს პნევმონია აქვს, მათგან ერთი მართვით სუნთქვაზეა

დღეს, 31 მარტს, ისევ მძიმეა ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ მყოფი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას ორმხრივი პნევმონია აქვს. ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ „მედალფას“ აჭარა-გურიის რეგიონალურმა დირექტორმა, ლევან ანთაძემ დაუდასტურა. მისივე ინფორმაციით, შედარებით მძიმეა კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც ასევე ორმხრივი პნევმონია აქვს. ამ დროისთვის ბათუმში, „მედალფას“ კლინიკაში, COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზით რვა პაციენტი მკურნალობს. დანარჩენი …

ბათუმში covid19-ის მართვაში კლინიკა მედალფა ჩაერთვება – სამინისტრო

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს შემდეგ Covid19-ის მართვაში „მედალფას“ ბონის კლინიკაც ჩაერთვება. კლინიკა ერთდროულად 54 პაციენტს მოემსახურება. სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკაშიჯანდაცვის მინისტრის გარდა იმყოფებოდნენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიცაზიის (who) წარმომადგენლები. ისინი ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოსაც ეწვევიან, რომელიც საჭიროებისამებრ ასევე ჩაერთვება Covid19-ის მართვაში.   მთავარი ფოტო: კლინიკა მედალფა/ჯანდაცვის სამინისტრო

„ავერსის კლინიკის“ უფასო გასინჯვების აქცია ბათუმის „მედალფაში“

9 ნოემბერს ბათუმში კლინიკა „მედალფაში“ უფასო კონსულტაციების დღე მოეწყო. პროგრამის ფარგლებში „მედალფას“ ესტუმრნენ  „ავერსის კლინიკის“ წამყვანი სპეციალისტები, მათ შორის, კარდიოლოგი, ნევროლოგი, უროლოგი, გინეკოლოგი, ოფთალმოლოგი, ზოგადი ქირურგი, ბარიატრიული ქირურგი, ენდოკრინული ქირურგი, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი. აქცია „ავერსის“ 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოეწყო და კომპანიის დამფუძნებლის, პაატა კურტანიძის მხარდაჭერით ხორციელდება. ამასთან, მთელი ნოემბრის განმავლობაში „მედალფაში“ ყველა სახის …

ბათუმში მრავალპროფილური კლინიკა მედალფა გაიხსნა

„მედალფამ“ 2019 წლის 20 ივლისს, ბათუმში გახსნა ახალი, თანამედროვე სტანდარტების მაღალტექნოლოგიური კლინიკა – „მედალფა ბონის კლინიკა“. „მედალფა“ მზარდი ჰოსპიტალური ქსელია, რომელიც 2011 წლიდან ოპერირებს საქართველოს სამედიცინო ბაზარზე. დღეისათვის იგი 7 კლინიკას აერთიანებს საქართველოს მასშტაბით: თბილისში, ბათუმში, მახინჯაურში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ლანჩხუთსა და კასპში. ჰოსპიტალურმა ქსელმა „მედალფა“ 2016 წელს ბათუმში შეიძინა ყოფილი მეორე კლინიკური საავადმყოფოს შენობა და მოახდინა მისი …

დღეს ბათუმში მრავალპროფილური კლინიკა მედალფა გაიხსნა

დღეს, 19 ივლისს, ჰოსპიტალურმა ქსელმა „მედალფამ“ ბათუმში, ბონის დასახლებაში ახალი თანამედროვე სტანდარტების მაღალტექნოლოგიური კლინიკა გახსნა. „მედალფა“ მზარდი ჰოსპიტალური ქსელია, რომელიც 2011 წლიდან ოპერირებს საქართველოს სამედიცინო ბაზარზე და უკვე 7 კლინიკას აერთიანებს თბილისში, ბათუმში, მახინჯაურში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ლანჩხუთსა და კასპში. კლინიკის საზეიმო გახსნას ესწრებოდა ბათუმის მერი – ლაშა კომახიძე, ჯანდაცვის მინისტრი – ზაალ მიქელაძე, ასევე „ავერსისა“ …

Exit mobile version