მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ბათუმში მრავალპროფილური კლინიკა მედალფა გაიხსნა

25.07.2019
ბათუმში მრავალპროფილური კლინიკა მედალფა გაიხსნა

„მედალფამ“ 2019 წლის 20 ივლისს, ბათუმში გახსნა ახალი, თანამედროვე სტანდარტების მაღალტექნოლოგიური კლინიკა – „მედალფა ბონის კლინიკა“.

„მედალფა“ მზარდი ჰოსპიტალური ქსელია, რომელიც 2011 წლიდან ოპერირებს საქართველოს სამედიცინო ბაზარზე. დღეისათვის იგი 7 კლინიკას აერთიანებს საქართველოს მასშტაბით: თბილისში, ბათუმში, მახინჯაურში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ლანჩხუთსა და კასპში.

ჰოსპიტალურმა ქსელმა „მედალფა“ 2016 წელს ბათუმში შეიძინა ყოფილი მეორე კლინიკური საავადმყოფოს შენობა და მოახდინა მისი სრული რეაბილიტაცია-მოდერნიზება. დღეისათვის „მედალფა ბონის კლინიკა“ 55 საწოლზეა გათვლილი, რომელიც ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით. კლინიკა მომსახურებას უწევს როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ პაციენტებს. კლინიკაში ფუნქციონირებს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების განყოფილება.

ჰოსპიტალური ქსელი „მედალფა“ პირველია საქართველოში, რომელიც სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელი წამყვანი იაპონური ფირმის „Hitachi” ოფიციალური პარტნიორია (შპს „ინტერმედსერვისის“ მეშვეობით).

„მედალფა ბონის კლინიკა“ მუდმივად შესთავაზებს მოსახლეობას საინტერესო სამედიცინო სიახლეებს და სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერის პროგრამას. პირველი ასეთი პროგრამა უკავშირდება კლინიკის ოფიციალური გახსნას და მოიცავს ექიმ-სპეციალისტთა უფასო კონსულტაციას და განსაკუთრებულ ფასდაკლებას როგორც კლინიკურ-ლაბორატორიულ, ისე მაღალტექნოლოგიურ სადიაგნოსტიკო კვლევებზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: