„რესურსი აღარ აქვს რუსეთს, რომ მასიური შეტევა განახორციელოს,“ – მიიჩნევს პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე. სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, უკრაინელებს უკვე მოკავშირეები ჰყავს რუსეთში. ამას აჩვენებს უკრაინელების ბოლოდროინდელი თავდასხმები რუსეთის სამხედრო ობიექტებზე და ეს ძალიან საინტერესო საყურებელიაო, დასძენს პოლკოვნიკი. „უკრაინა საკმაოდ კრეატიულია თავის შეტევაში და რუსეთის ენერგომატარებლებს საკმაოდ ზუსტად ურტყამს. უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში ბევრი დარტყმა განახორციელეს უკვე. ეს, …
Tag Archives: ლაშა ბერიძე
„რუსეთმა ნატოს პირი მოუსინჯა, მიიღო მუშტი ცხვირში“ – ინტერვიუ პოლკოვნიკთან
„რუსეთმა თავის თავს შეუქმნა საკმაოდ ჩიხური სიტუაცია: ომობს, ომობს და შედეგს ვერ აღწევს. არ არსებობს ნათელი ხედვა, როგორ უნდა მიაღწიოს რუსეთმა შედეგს,“ – მიიჩნევს პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე. სამხედრო ანალიტიკოსი ისევ აქტიურად აკვირდება რუსეთ-უკრაინის ომს. ლაშა ბერიძის დაკვირვებით, ორივე მხარე იფიტება, თუმცა წარმატების მიღწევის შესაძლებლობა უკრაინას აქვს: რუსეთისგან განსხვავებით მოკავშირეები ჰყავს და მეორე: უკვე თავად ქმნის …
Continue reading “„რუსეთმა ნატოს პირი მოუსინჯა, მიიღო მუშტი ცხვირში“ – ინტერვიუ პოლკოვნიკთან”
„ცეცხლის შეწყვეტის რესურსი არ არსებობს. ეს მოლაპარაკების გაჭიანურების ტაქტიკაა პუტინის მხრიდან“ – ინტერვიუ
„ევროპული ქვეყნების კონტინგენტის უკრაინაში შესვლა ნიშნავს, რომ ისინი ბოლომდე აპირებენ უკრაინის დაცვას, ბოლომდე აპირებენ, უკრაინას მხარი დაუჭირონ – გამარჯვებამდე,“ – მიიჩნევს პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე, რომელსაც ევროპელი სამხედროების უკრაინაში შესაძლო შესვლის შესახებაც ვკითხეთ, იმ შემთხვევაში, თუ მოხერხდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე. სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, ცეცხლის შეწყვეტა ვერ მოხერხდება, რადგან პუტინს პოლიტიკურად მხოლოდ კაბალურ პირობებზე სურს უკრაინის დათანხმება. …
„რუსეთი განწირულია მარცხისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანმაც კი პანჩურით განდევნა“ – ინტერვიუ
„ღიად საუბრობენ უკვე რუსი ჩინოვნიკები, რომ ეკონომიკური და რესურსების პრობლემები აქვთ. ჯერჯერობით ომის ეკონომიკა მუშაობს, მაგრამ მათ აუცილებლად ექნებათ ეკონომიკური პრობლემები უფრო მწვავედ, უფრო სერიოზულად ექნებათ ადამიანური რესურსის პრობლემაც,“ – გვიყვება პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე. მას რუსეთ-უკრაინის ომზე ვესაუბრეთ: რა იცვლება ფრონტის ხაზზე? სამხედრო ანალიტიკოსს სამხრეთ კავკასიაზეც ვკითხეთ: სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის გავლენის სფეროს ტოვებენ კავკასიაში. …
„რუსეთს მძიმე არჩევანის გაკეთება მოუწევს“ – ინტერვიუ პოლკოვნიკთან
„ამდენი ხანია ერთი ნაბიჯი ვერ გადადგა რუსეთმა, არანაირი წინსვლა არ აქვს – თავდაცვაზეა გადასული ამხელა ქვეყანა,“ – ამბობს პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე. მისი დაკვირვებით, რუსეთ-უკრაინის ომის ბედი ყველაზე მეტად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებს დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთ-უკრაინას შორის ვინ გამოიფიტება პირველი. ამჯერად უკრაინას საჰაერო თავდაცვის საშუალებების ნაწილს აშშ აღარ აწვდის. პოლკოვნიკი ამბობს, რომ ტრამპის პოლიტიკა …
Continue reading “„რუსეთს მძიმე არჩევანის გაკეთება მოუწევს“ – ინტერვიუ პოლკოვნიკთან”
„ის ხალხი, ვისაც უნდა მოემზადებინა რუსეთისთვის ჯარისკაცები, უკვე განადგურდა უკრაინაში“ – ინტერვიუ
პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის აზრით, აშშ-ს შეთანხმება უკრაინასთან რუსეთისთვის მკაფიო სიგნალია: „ეს არის სიგნალი, რომ რუსეთს მიანიშნებენ: თუ ის არ დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან და არ დაამყარებს მშვიდობას, თუ არ დათმობს პოზიციებს, რაც დღეს აქვს, ადრე თუ გვიან, ის დამარცხდება ომში და უფრო მძიმე რეალობასთან ექნება შემდეგ თვალი გასასწორებელი,“ – მიიჩნევს ლაშა ბერიძე. სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, ამ …
„უკრაინელებმა დროულად გაიგეს რუსების ჩანაფიქრი და აღკვეთეს“ – ინტერვიუ პოლკოვნიკთან
მოლაპარაკების მიუხედავად, ცეცხლის შეწყვეტას რუსეთ-უკრაინის ომში არ ელოდება პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე. რუსეთს ტერიტორიების დაკანონება სურს, რასაც უკრაინა ხელს არ მოაწერს, მხოლოდ სანქციების მოხსნას კი, პუტინი წარმატებად რუსეთშიც ვერ გაასაღებსო – თავის დაკვირვებას გვიზიარებს პოლკოვნიკი. „ეს ძალიან გრძელი ომი იქნება. გრძელ ომში ყოველთვის რომელიღაც იღლება და იფიტება. აქაც ეს იქნება მთავარი მომენტი – რომელი ქვეყანა გამოიფიტება …
„უკრაინამ რუსეთთან ბრძოლა იცის და გამარჯვება შეუძლია“ – ინტერვიუ პოლკოვნიკთან
„უკრაინის მიტოვება სისულელეა,“ – ტრამპის მიდგომებზეა განაწყენებული პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე. იგი დარწმუნებულია, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს, მაგრამ პოლკოვნიკი ხაზს უსვამს ბზარს აშშ-ს და ევროპას შორის – ევროპა აშშ-ს საიმედო პარტნიორად აღარ განიხილავს. პოლკოვნიკის დაკვირვებით, ახალ ეტაპზე გადადის ევროპისა და უკრაინის ურთიერთობა. ევროპაში დამოუკიდებელი თავდაცვის სისტემის შექმნაზე ფიქრი დაიწყეს და იციან, რომ უკრაინაა ერთადერთი ქვეყანაა, …
Continue reading “„უკრაინამ რუსეთთან ბრძოლა იცის და გამარჯვება შეუძლია“ – ინტერვიუ პოლკოვნიკთან”
მტერი უკვე რუსთაველზეა, ჩვენი ფიცი კი ისაა, ვებრძოლოთ მას სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე – პოლკოვნიკი
პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე მიიჩნევს, რომ შეიარაღებული ძალების სამეთაურო რგოლმაც უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია მიმდინარე პროცესებზე: „ხვალ, ან ზეგ, როდესაც უკვე შეცვლილი იქნება „ქართული ოცნება“, ხომ იქნება შეკითხვა: ამ ხალხს, ოფიცრებს, ბიძინას და მისი ბანდის შეეშინდა და რუსეთმა რომ რაკეტებით შემოგვიტიოს, სად გაიქცევიანო?“, – კითხულობს პოლკოვნიკი, რომელიც ოფიცრებს ახსენებს, ფიცი გაქვთ დადებული და სამშობლო ახლა ბიძინასგან …
პოლკოვნიკი ოჩამჩირეში რუსული გემის შემოსვლაზე – „როდის იყო ყმა ბატონს რამეს ეუბნებოდა?“
„როდის იყო ყმა ბატონს რამეს ეუბნებოდა?“ – პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს გაუკვირდა, როცა საქართველოს ხელისუფლების რეაქციის არქონაზე ვკითხეთ ოჩამჩირეში რუსული გემის შემოსვლაზე. „აფხაზეთში არ არის ინფრასტრუქტურა ისეთი, რომ ფლოტი სევასტოპოლიდან, მაგალითად, აფხაზეთში გადმოიტანონ. მე ვფიქრობ, რომ ამის არანაირი შანსი ამ ეტაპზე არ არსებობს, რადგან შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა დაჯდება ძალიან ბევრი მილიარდი,“ – მიიჩნევს პოლკოვნიკი. როგორ ასუსტებს …
ვფიქრობ, პრიგოჟინის გვამი შენახული ჰქონდათ, ჩაალაგეს და ჩამოაგდეს – ინტერვიუ პოლკოვნიკთან
„პუტინს იგივე ბედი ელის, რაც პრიგოჟინს – თუ დამარცხდა. და დამარცხდება აუცილებლად,“ – მიიჩნევს პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე, რომელმაც 2023 წლის 14 ივლისს „ბათუმელებთან“ ინტერვიუში თქვა, რომ პრიგოჟინი მოკლეს ან მოკლავდნენ, რადგან რუსეთში შეუძლებელია ამბოხზე სახელმწიფოს სხვა რეაქცია ჰქონდეს. პოლკოვნიკის დაკვირვებით, პუტინი ამჯერად კლანების დაპირისპირებას აკონტროლებს, მაგრამ მისი მთავარი გამოწვევა უკრაინაა, ვისთან ომსაც ვერ იგებს. „შიდა …
აშშ-ის დრონების აქტიურობა შავ ზღვაში კარგია, ამ აკვატორიაში ჩვენც შევდივართ – ინტერვიუ
„ეს ომი, ჩემი აზრით, არ დამთავრდება სწრაფი კონტრშეტევით. ეს ომი დამთავრდება იმით, რომ რუსეთი ვერ გაუძლებს ამ მასშტაბით ომის წარმოებას, რუსეთი აუცილებლად გატყდება და უკან დაიხევს,“ – ასეთი მოლოდინი აქვს პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს. მისი აზრით, რუსეთს მოუწევს ოკუპირებული ტერიტორიის დატოვება, თუმცა სამხრეთით უკრაინელებს კონტრშეტევა მოუწევთ. „მას შემდეგ, რაც უკრაინამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ბახმუტს ბოლომდე დაიცავდა, …
ხერსონი თუ დატოვეს რუსებმა, ყირიმიდანაც ავტომატურად გავლენ – ინტერვიუ პოლკოვნიკთან
სამხრეთი, თუ აღმოსავლეთი – პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის დაკვირვებით, რუსეთი ამ არჩევანის წინაშეა. „თუ სამხრეთს დათმობს რუსეთი, ამ გზით ის მოახერხებს ძალების გადაწყობას დონბასში…“, – გვიყვება ლაშა ბერიძე. მისი აზრით, თუ რუსეთს სამხრეთის მიმართულებას, ანუ დონბასს და ყირიმს დათმობს, დონბასის შენარჩუნებას შეძლებს და, შესაბამისად, ომსაც გაახანგრძლივებს. პოლკოვნიკის შეფასებით, სარაკეტო თავდასხმების გააქტიურება, თუ ირანული დრონებით შეტევა უფრო …
„ძალიან ახლოს ვართ მტერთან და არ ვართ მზად“ – ინტერვიუ პოლკოვნიკთან საქართველოს თავდაცვაზე
„არ არსებობს სისტემა, რომელიც ადამიანებს მისცემს საშუალებას დაიცვან სამშობლო,“ – კატეგორიულია პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე, რომელსაც საქართველოს თავდაცვის გამოწვევებზე ვესაუბრეთ: რა გვჭირდება თავდაცვისთვის დღეს? პოლკოვნიკი მიიჩნევს, რომ საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყანა რუსულ აგრესიას მხოლოდ პროფესიული ჯარით ვერ გაუმკლავდება და აუცილებელია საზოგადოების მობილიზება, მათთვის შესაბამისი ინსტრუქციის მიცემა. „ამის ნაცვლად პრორუს მამაოებს უსმენს ხალხიო,“ – დასძენს პოლკოვნიკი და …
მშენებლობა საბავშვო ბაღის ეზოსთან
ბათუმში, პუშკინის N111-ში, 16 -ე საბავშვო ბაღის ეზოსთან შპს „უსა ჯორჯია“ მრავალბინიან სახლს აშენებს. მშენებლობა ბაღის შესასვლელთან მიმდინარეობს. საბავშვო ბაღის ადმინისტრაციაში შიშობენ, რომ მშენებლობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ბავშვებს. ამასთან დაკავშირებით ბათუმის საბავშვო ბაღების ადმინისტრაციამ მერიის ზედამხედველობის სამსახურს წერილობითაც მიმართა. „გავესაუბრე მშენებლებს, ადგილი შემოსაზღვრეს, რომ ბავშვმა იქ მისვლა ვერ შეძლოს. მე ბადეც ვთხოვე, ბადე არ გაკეთდებაო …