Batumelebi | შსს: ბათუმში ამოღებულია 224 აბი „სუბუტექსი“ შსს: ბათუმში ამოღებულია 224 აბი „სუბუტექსი“ – Batumelebi
RU | GE  

შსს: ბათუმში ამოღებულია 224 აბი „სუბუტექსი“

შსს-ს ინფორმაციით,  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ნ. ბათუმში, ნონეშვილის ქუჩაზე დააკავეს.

„სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, 224 აბი „სუბუტექსი“ ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს [საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით].

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com