კვარიათის სანაპიროზე, კაფე „რაკუშკებთან“ ახლოს კიდევ ერთი სასტუმროს მშენებლობას გეგმავენ

საქმე ისე მიდის, ბეტონის კედელი გონიო – კვარიათის სანაპიროსაც ისევე ჩამოეფარება, როგორც ბათუმის სანაპიროს. როგორც ამბობენ „თუ უკვე არ ჩამოეფარა“. კვარიათის სანაპიროზე, კაფე „რაკუშკებთან“ ახლოს მშენებლობას ამჯერად შპს „ლიცი“ გეგმავს. კომპანიამ პროექტის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია ბათუმის მერიას უკვე წარუდგინა. საპროექტო ტერიტორია 2370 კვადრატული მეტრია, ხოლო კონცეფციის ფარგლებში დასაგეგმარებელი ტერიტორია ოთხ მიწის ნაკვეთს მოიცავს და  …

შეზლონგების „ღობე“ კვარიათის სანაპიროზე [ფოტო]

იმის გამო რომ, სამართალდარღვევაზე რეაგირებას არავინ ახდენს, კვარიათში ზღვის სანაპიროზე ვერ ჩამოჯდებით, თუ იქ ჩამომწკრივებულ რომელიმე შეზლონგს არ დაიქირავებთ. ეს პრობლემა წლებია არსებობს ბათუმის სანაპიროზეც – მოიჯარეებს ბათუმის ბულვარი აუქციონის გარეშე იჯარით გადასცემს ტერიტორიას პლაჟზე, მოიჯარეები კი, სანაპიროსთან ახლოს ისე აწყობენ შეზლონგებს, რომ დამსვენებელი ან შეზლონგებს შორის დარჩენილ ვიწრო სივრცეში უნდა მოთავსდეს და ბუნების სილამაზის …

კვარიათის ზღვაში დაკარგული გოგო გარდაცვლილი იპოვეს

დღეს, 29 ივნისს, კვარიათში, ზღვაში დაკარგული ქალის ცხედარი მაშველებმა იპოვეს. ზღვაში ორი ადამიანის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სამაშველო სამსახურში 27 ივნისს, დღის საათებში შევიდა. ერთ-ერთი დაკარგული – ახალგაზრდა კაცი, გუშინ იპოვეს მაშველებმა. დღეს კი ქალის ცხედარს მიაგნეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ზღვაში დაღუპული ახალგაზრდები საქართველოს მოქალაქეები არიან.

კვარიათში იპოვეს ზღვაში დაკარგული ახალგაზრდა კაცი

კვარიათში, ზღვაში მეორე დღეა ორი ადამიანს ეძებენ. ერთ-ერთი დაკარგული, დღეს, 28 ივნისს იპოვეს მაშველებმა. კაცი დაღუპულია. ზღვაში დაკარგულ ქალს მაშველები ჯერ ისევ ეძებენ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ახალგაზრდები საქართველოს მოქალაქეები არიან. ზღვაში ორი ადამიანის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება სამაშველო სამსახურში გუშინ, 27 ივნისს, დღის საათებში შევიდა.

სარფში მაშველებმა ზღვაში გაუჩინარებული ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

აჭარაში, სარფში, ახალგაზრდა კაცის დაიხრჩო ზღვაში. შემთხვევა გუშინ, 10 აგვისტოს მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, კაცი სარფში 10 აგვისტოს გაუჩინარდა. სამაშველო სამსახურმა მისი ცხედარი წყლის სიღრმიდან გამოიტანა.

ბათუმის მერია გონიო-კვარიათის პლაჟებს საზაფხულოდ ასხვისებს – აუქციონები დაწყებულია

გონიო-კვარიათის პლაჟებზე საპლაჟე ინფრასტრუქტურის განსათავსებლად ბათუმის მერია ნაკვეთებს ოთხთვიანი იჯარით გასცემს, რისთვისაც აუქციონები გამოაცხადა. მერიას იჯარით გასაცემად ამჯერად 61 ნაკვეთი აქვს გამოტანილი ელექტრონულ აუქციონზე. ამ ნაკვეთების ფართობები განსხვავებულია და 240 კვადრატული მეტრიდან 754 კვადრატულ მეტრომდე მერყეობს. შესაბამისად, განსხვავებულია თითოეული ნაკვეთის 4 თვით სარგებლობის საიჯარო გადასახადიც. მაგალითად: 240 კვ.მ ფართობის ნაკვეთის სარგებლობის საწყისი საიჯარო საფასური 2 …

ქაოსი გონიო-კვარიათის პლაჟზე და უპასუხო კითხვები

გონიო-კვარიათის სანაპიროზე კომერციული საქმიანობისთვის საიჯარო გადასახადს 99-დან მხოლოდ 17 პირი გადაიხდის. უმრავლესობას კი, რომლებიც კომერციულ საქმიანობას, ზოგ შემთხვევაში უფრო დიდ ტერიტორიაზე აწარმოებენ, ამის ვალდებულება არც აქვთ. პლაჟი სრულად ათვისებულია, თუმცა მეწარმეების უმრავლესობას წელს მერიასთან საიჯარო ხელშეკრულება არ გაუფორმებია, მათ არც აუქციონებში მიიღეს მონაწილეობა. იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც eauction.ge-ზე იძებნება, მართალია დაგვიანებით, თუმცა, წელს მერიამ ელექტრონულ …

„წყალი უწყვეტად კირილეს მერე აღარ გვაქვს“ – რას ჰყვებიან გონიოელები არჩევნების წინ

„ხმა უნდათ, რომ ახლა მივცეთ, ხომ?“ – ხუმრობით ცდილობს ახსნას გონიოს ციხესთან ახლოს, საცხოვრებელი კორპუსების ეზოების გადათხრა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სულხან კახაძემ. ის აქვე ცხოვრობს და მიიჩნევს, რომ ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენას ცდილობს „ქართული ოცნება“. ცნობილია, რომ გონიოში სასმელი წყლის პრობლემა წლებია აქვთ, წყლის ახალი მილებისთვის კი, ეზოები „გადამწყვეტ“ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გადათხარეს. …

კვარიათში მშენებარე სასტუმროსთან მიწის მასამ დამცავი კედელი გაარღვია [ვიდეო]

კვარიათში, მშენებარე სასტუმროსთან მიწის მასა ჩამოწვა. მიწის მასამ გაარღვია დამცავი კედელი. როგორც ბათუმის მერიაში გვეუბნებიან, ადგილზე იმყოფებიან ტერიტორიული სერვისცენტრის წარმომადგენლები და სიტუაციას შეისწავლიან. როგორც „ბათუმელებთან“  მუნიციპალური სერვისების სააგენტოს უფროსი ჯაბა ბერიძე ამბობს, მიწის მასა იოანე ლაზის ქუჩაზე ჩამოწვა, ჩამოიშალა  დამცავი კედელი, რომელიც ბერიძის თქმით, კერძო პირმა ორი წლის წინ ჩამოასხა. „მანდ არის მშენებარე სასტუმრო და …

ფერმები ზღვაში – გონიოში, კვარიათში, ჩაქვსა და ქობულეთში აკვაკულტურისთვის ზონები გამოიყოფა

საქართველოში 2021 წლის 1-ლი მარტიდან სრულად ამოქმედდება კანონი აკვაკულტურის შესახებ. პარალელურად, მთავრობამ უნდა დაამტკიცოს საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონები; ასეთი ზონის მართვის გეგმა, ნებართვის გაცემის წესი, სანებართვო პირობები და სხვა დოკუმენტები. საქართველოს საზღვაო სივრცეში აკვაკულტურისთვის უკვე შერჩეულია 5 საზღვაო ზონა. ესენია: გონიო-კვარიათი, ჩაქვი, ქობულეთი, ფოთი და ანაკლია [განმუხური]. ამ ზონებში აკვაკულტურის ლიცენზია/ნებართვა გაიცემა 20 წლამდე …

გონიო-კვარიათის სანაპიროს მოწესრიგებას ბათუმის მერია ზაფხულის ბოლოს გეგმავს

გონიო-კვარიათში ზღვისპირა ბილიკის [პრომინადის] რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა ბათუმის მერიის გათვლებით 2020 წლის სექტემბერში დაიწყება და ამავე წლის 11 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 6 აგვისტოს გამოაცხადა, წინადადებების მიღება კი 27 აგვისტოს დასრულდება. სამუშაოებისთვის 324 764 ლარია გათვალისწინებული. ბათუმში, გონიო-კვარიათში, ზღვისპირა ბილიკის რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა გულისხმობს სხვადასხვა სამშენებლო, სადემონტაჟო …

ორმაგი სტანდარტი – როდის არ ასრულებს ბათუმის მერია სასამართლო გადაწყვეტილებას

ძველ ბათუმში, ჟორდანიასა და მაზნიაშვილის ქუჩების კვეთაში, ორი ისტორიული სახლის დანგრევისა და მის ნაცვლად ახალი ხუთსართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე თანხმობა ბათუმის მერიამ სასამართლოს გადაწყვეტილებით ახსნა: „სასამართლომ დაგვავალდებულა“, თუმცა  სხვა შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება, თითქმის იდენტურ საკითხზე, მერიისთვის სერიოზული განხილვისა და გადაწყვეტილების საფუძველი ვერ გახდა. მოქალაქემ მერიის პასუხი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგაც ვერ მიიღო, მან სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაზე პროკურატურასაც …

სად გაივლის გონიო-კვარიათი-სარფში ახალი გზა – დეპარტამენტის პასუხი

სად გაივლის კონკრეტულად ჭოროხი-სარფის ახალი საავტომობილო გზა? – ამ კითხვას პასუხს ამ დრომდე არ სცემს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. ზოგიერთი მესაკუთრის თქმით კი, ბოლო რამდენიმე წელია, მათ ბათუმის მერიაში მშენებლობის ნებართვაზე უარს სწორედ დაგეგმილი გზის მშენებლობის გამო ეუბნებიან. ამ ადამიანების ნაკვეთები ბათუმში, ძირითადად, ივანე მესხის ქუჩაზე და მის მიმდებარედ [ბათუმის შემოვლითი გზის დაბოლოება მდინარე ჭოროხთან], …

ქვაომხაზე – კლდე ზღვაში

სარფის პლაჟი შავი ზღვის სანაპიროს პლაჟებიდან ყველაზე მოკლეა და სულ რაღაც 500 მეტრს შეადგენს. ყოველწლიურად ასობით ტურისტი ირჩევს ამ ადგილს დასასვენებლად. მიზეზი სუფთა ზღვა და ზღვის პირას აღმართული კლდეებია. ქვაომხაზე – ასე ჰქვია ლაზურად იმ უზარმაზარ ლოდს, რომელსაც აუცილებლად დაინახავთ, თუკი სარფში ჩახვალთ. ლოდი ზღვაშია „ჩავარდნილი“. ზაფხულში იშვიათად რომ ცარიელი იყოს. ადგილობრივებისთვის, ისევე როგორც  ტურისტებისთვის, …

კვარიათის პლაჟზე ბუნგალოს უნებართვოდ აშენებენ

ბათუმში, კვარიათის პლაჟზე, მოქალაქე ბუნგალოს აშენებს. მას ადგილზე უკვე განთავსებული აქვს რკინის კონსტრუქცია. მშენებლობის ადგილზე ხელოსნები დაგვხვდნენ, რომლებმაც გვითხრეს, რომ აქ გასულ წელს ბუნგალო „ტორნადო“ ფუნქციონირებდა და „წელსაც იგივე იქნება, ოღონდ განახლებული“. მათივე თქმით, მეპატრონეს ადგილი აუქციონზე, იჯარის წესით აქვს აღებული და მშენებლობის ნებართვაც მიიღო. ხელოსნებმა არ მოგვცეს მეპატრონის საკონტაქტო ინფორმაცია და გვითხრეს, რომ ის …

კვარიათში, პარლამენტარ წულაიას აპარტოტელის გვერდით, კიდევ ერთი სასტუმროს აშენება იგეგმება

ახალმა აპარტოტელმა, რომლის მშენებლობასაც შპს „დომუს დეველოპმენტი“ გეგმავს, შესაძლოა საქართველოს პარლამენტის წევრის, ივლიანე წულაიას ბიზნესსაც შეუშალოს ხელი. დეპუტატის უკვე არსებული აპარტოტელი კვარიათში – „კვარიათი სანსეტი“  პლაჟზე მდებარეობს და ეზოც პლაჟის ტერიტორიაზე აქვს. ახალი სასტუმროს პროექტის განხორციელების შემთხვევაში, დეპუტატის უკვე არსებული სასტუმროს ფასადი ნაწილობრივ დაიფარება. გასცემს თუ არა ბათუმის მერია ნებართვას მშენებლობაზე, რომელიც, სავარაუდოდ, პარლამენტარის კომპანიის …

გონიო-კვარიათის სანაპიროს ჩაბეტონების პროცესი – ბათუმის მერიის ნებართვების შედეგი [ფოტო]

მაღლივი კარკასი მაღლივი კარკასის წინ, მაღლივი სასტუმროს  წინ კი მაღლივი სასტუმრო – ახალი შენობები გონიოსა და კვარიათის სანაპიროზე ორსართულიან საცხოვრებელ სახლებს და ერთმანეთს ეფარებიან. ამიტომ, ვინც მოასწრო და მშენებლობა სანაპიროს პრომინადის გასწვრივ დაიწყო, მიიჩნევს, რომ გაუმართლა, რადგან მისი შენობის ფანჯრები პირდაპირ პლაჟს უყურებს. ამ შენობების გვერდით კი ცარიელი ადგილები ბევრგან შემოღობილი და სამშენებლოდ მომზადებულია, ზოგან …

კვარიათის სანაპირო მერიას იჯარით არ გაუცია, კონსტრუქციებს კი მაინც ამონტაჟებენ

კვარიათში, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ პლაჟებზე, რომლებიც ქალაქის მერიამ აუქციონის წესით, კონკურენციის პირობებში უნდა გასცეს იჯარით, გარკვეული კონსტრუქციების მოწყობა უკვე დაწყებულია. ვინაიდან ეს ადგილები აუქციონზე ჯერ გატანილი არ არის, კანონით ის თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი ნაგებობისგან, რაზეც პასუხისმგებელი ქალაქის მერიაა. რამდენად კანონიერია დღეს არსებული კონსტრუქციები და მიმდინარე სხვადასხვა სახის სამუშაოები კვარიათის პლაჟზე? – ამ კითხვაზე …

45 მეტრი სიმაღლის შენობა კვარიათის პლაჟზე – ნებართვა გაცემულია

შპს „ტმი“ კვარიათის პლაჟზე თორმეტსართულიან შენობას აშენებს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, შენობაში სასტუმროს ტიპის აპარტამენტებს განათავსებენ. პლაჟზე მაღლივი სახლების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან ადგილობრივები, რომლებიც ყოველწლიურად, საზღვაო სეზონზე, საკუთარ სახლებში იღებენ დამსვენებლებს. იგივე მოსაზრებები აქვთ იმ კაფე-რესტორნებისა და ბუნგალოების მფლობელებს, რომლებმაც პლაჟთან ახლოს ტურისტული ობიექტების მოსაწყობად მხოლოდ მსუბუქი კონსტრუქცია გამართეს. შენობა 45-მეტრი სიმაღლის იქნება. მერიის ინფორმაციით, მშენებლობის ნებართვა …

მერია: თუ მოქალაქე კვარიათის პლაჟზე დაყრილ მიწას არ გაიტანს, სასამართლოს მივმართავთ

კვარიათის პლაჟზე, სადაც, წესით, ამ ეტაპზე არანაირი სამუშაოები არ უნდა მიმდინარეობდეს, კერძო პირებს შეაქვთ გარკვეული კონსტრუქციები და დაყარეს მიწა, რითაც პლაჟი, მაგისტრალის გასწვრივ, ამაღლდა. ტერიტორია ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია და მას მერია სეზონურად გასცემს იჯარით. გასულ წელს საიჯარო ხელშეკრულებებს ვადა ნოემბერში გაუვიდა. მერიამ ნაკვეთების იჯარით გაცემაზე მიმდინარე წელსაც უნდა გამოაცხადოს პირობიანი აუქციონი და პლაჟით მოსარგებლეებიც ამ …

ბათუმი-სარფის მაგისტრალზე ამ დროისთვის მოძრაობა ცალმხრივადაა შესაძლებელი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეზღუდულია. გზის ამ მონაკვეთზე კვარიათთან მოძრაობა ცალმხრივადაა შესაძლებელი. გუშინ, 25 იანვარს, საღამოს, კვარიათთან კლდე ჩამოიშალა, ჩამოწოლილი მიწის მასისა და ლოდების გამო გზა ჩაიკეტა. დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის გაწმენდა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. კლდის ჩამოშლის გამო დაზიანდა ერთი ტრაილერი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კლდის ჩამოშლის გამო ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალი ჩაკეტილია

ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალი სოფელ კვარიათთან ამ დროისთვის გადაკეტილია. რამდენიმე წუთის წინ აქ მთიდან ლოდები ჩამოიშალა. „ბათუმელების“ ინფორმაციით დაზიანდა ერთი ტრაილერი. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. რა დროისთვის აღდგება მოძრაობა, უცნობია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის ინფორმაციით ავტომაგისტრალი, იმ ადგილთან სადაც კლდე ჩამოიშალა, დაფარულია მიწის დიდი მასით და ლოდებით. მობილიზებულია ტექნიკა, თუმცა გზის გასაწმენდად შესაძლოა სპეცტექნიკის დამატება გახდეს …

გონიო-კვარიათში ქუჩების შეკეთება-განათებისთვის 3,7 მილიონი ლარი დაიხარჯება

გონიო-კვარიათის დასახლებაში გარკვეული ქუჩების კაპიტალური შეკეთება და გარე განათების ბოძების დამონტაჟება იგეგმება. სამუშაოები, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს დაიწყება და 2018 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა დასრულდეს. აფსაროსის, ანდრია პირველწოდებულის, მატათა მოციქულის, მეფე მირიანის, სვიმონ კანანელის, წმინდა ნინოს ქუჩებისა და ჩიხების შეკეთებასა და გარე განათების მოწყობისთვის ბათუმის ბიუჯეტში 3 მილიონ 742 ათას 162 ლარია გამოყოფილი. მოწესრიგდება შემდეგი ქუჩები: მთლიანი თანხიდან 592 ათას 424 …

როდის დასრულდება ნაპირგამაგრება კვარიათსა და სარფში

საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო კომპანია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გაათავისუფლა. წიაღისეული [ქვიშა-ხრეში] შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ სოფელ კვარიათში, ზღვის ნაპირგამაგრების სამუშაოებისთვის უნდა გამოიყენოს. მთავრობის განკარგულებით კომპანია 3 თვის ვადით გათავისუფლდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცა უფლება, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე [მდინარე ჭოროხის დელტაში] მოიპოვოს 20 000 მ3 საშენი მასალა [ქვიშა-ხრეში]. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ვალდებულია: [crosslist] …

ავტობანი – ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს აზიის განვითარების ბანკი 108 მილიონი ევროთი დააფინანსებს

აზიის განვითარების ბანკი ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს დააფინანსებს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარიმ. პროექტის მიხედვით, დაფინანსდება როგორც ბათუმის შემოვლითი 14,3 კმ-იანი ორზოლიანი გზის მშენებლობა, ასევე 200 კილომეტრი სიგრძის საერთაშორისო და ადგილობრივი გზების მოვლა-შენახვა. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის სავარაუდო ღირებულება …

აუქციონები გონიო-კვარიათის პლაჟზე გართობისა და კვების ობიექტების მოსაწყობად

ბათუმის მერიამ გონიოსა და კვარიათის დასახლებებში ზღვისპირა ზოლში მდებარე 9 ნაკვეთი პირობებიან აუქციონზე გამოიტანა. მერია ნაკვეთებს იჯარის უფლებით გასცემს. აუქციონში მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს ნაკვეთები „თვითნებურად დაკავებულია მესამე პირების მიერ და იქ განთავსებულია მსუბუქი კონსტრუქციის შენობა-ნაგებობები“. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ გონიო-კვარიათში მდებარე ნაკვეთები მათ აუქციონზე წელს პირველად გაიტანეს. გასულ წელს კი ეს ნაკვეთები იჯარით „ბათუმის ბულვარს“ ჰქონდა გატანილი. …

ავტობანი – ახალი ხიდი და გზა ჭოროხიდან სარფამდე

მდინარე ჭოროხიდან სარფამდე მონაკვეთში ასაშენებელი ავტობანი ბათუმის შემოვლით გზას, სავარაუდოდ, აეროპორტის მიმდებარედ შეუერთდება. ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი დამტკიცებულია და მისი მშენებლობა 2017 წელს უნდა დაიწყოს. რაც შეეხება ჭოროხი-სარფის მონაკვეთს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კომპანიაც კი არ არის შერჩეული, რომელიც ამ გზას დააპროექტებს. შესაბამისად, დეპარტამენტში ვერ ამბობენ, თუ სად გაივლის ახალი მაგისტრალი გონიო-კვარიათი-სარფის …

მუსიკალური აგვისტო აჭარაში

დღეს, 21:00 საათზე, ქობულეთის ამფითეატრში ადგილობრივი ბენდების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობენ: Asea Sool (ბექა და ათინა ჯანუაშვილები), Groovephonics (ირაკლი ფაღავა), The NEMO, Strawberry Fields, Sound Lab და The Family. დასწრება თავისუფალია. 24 აგვისტოს კონცერტი ბათუმში (ერას მოედანზე), 26-27 აგვისტოს კი კვარიათში (სანაპირო ზოლის ბოლოს, მოედანზე) გაიმართება.

ბათუმი-სარფის მაგისტრალზე კლდიდან ქვები ჩამოიშალა

დღეს, დილის 11 საათისთვის, ბათუმი-სარფის მაგისტრალის მონაკვეთზე, კვარიათის ტერიტორიაზე, კლდის ნაწილი ჩამოიშალა. კლდიდან ჩამოცვენილმა ქვებმა გზაზე ავტომობილების მოძრაობა გარკვეული დროით შეაფერხა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის განცხადებით, ამ დროისთვის ავტომაგისტრალზე პრობლემა მოხსნილია და ავტომანქანები ჩვეულებრივად გადაადგილდებიან, ხოლო ქვების ჩამოცვენის განმეორების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს. ბოლოს გზის ამ მონაკვეთზე, 14 აპრილს, ღამით, სარფის შესასვლელთან ჩამოწვა …

Exit mobile version