„არაკომფორტული უნდა იყოს ზახაროვას ნათქვამის თბილისში გამეორება“ – ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

„ძალიან არაკომფორტული უნდა იყოს ქართველებისთვის ზახაროვას, რუსეთის საგარეო უწყების ან დუმის სპიკერის  მოსკოვში ნათქვამის თბილისში გამეორება… მე ამით გაკვირვებული ვარ. ვიცით, რომ ასეთი პროპაგანდის მიზანი ქართველების გაყოფაა, ერთმანეთში ბრძოლა, საზოგადოების დაბნევა, რადგან ხალხი არ იყოს დარწმუნებული – რა ხდება,“ – გვითხრა კელი დეგნანმა ინტერვიუს დროს, როცა მას ვკითხეთ: რამდენად იზრდება საფრთხე, როცა კრემლის რუპორი საქართველოში …

რა თქვა დეგნანმა აშშ-ში უვიზო მიმოსვლაზე: „ვისაც ვხვდები, საქართველოს დატოვება არავის სურს“

„არ სცადოთ აშშ-ში არალეგალურად შემოსვლა. ეს ძალიან სახიფათოა,“ – ამბობს კელი დეგნანი, აშშ-ს ელჩი საქართველოში. მას ვკითხეთ, გადახედავს თუ არა აშშ საქართველოსთან სავიზო პოლიტიკას და ხომ არ ამოქმედდება უვიზო რეჟიმი, თუ ევროკავშირი შემოდგომაზე კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებს? „ეს  განსხვავებული საკითხებია, ძალიან განსხვავებული გადაწყვეტილებები და პროცესები, თუმცა ვიცი, რომ არის სხვადასხვა გზა, რომლითაც ქართველებს აშშ-ს შეუძლიათ ეწვიონ. …

„ესაუბროს რაც შეიძლება მეტ ქართველს“ – კიდევ რას ურჩევს საქართველოზე დეგნანი აშშ-ის ახალ ელჩს

„ჩემი რჩევა იქნება, მან მოიაროს მთელი საქართველო. იმის ნახვა, რაც თბილისს გარეთაა, ძალიან ღირებულია – აჭარაში ჩამოსვლა, რაჭაში, იმერეთში, ყველა რეგიონში…“ – ამბობს აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი „ბათუმელებთან“ ინტერვიუში. ელჩს ვკითხეთ, რას ურჩევს აშშ-ის ახალ ელჩს საქართველოში და თავად რა შთაბეჭდილება შეექმნა ამ ქვეყანაზე? „მე ძალიან გამიმართლა, რომ წინა წელს მოვახერხე ყველა რეგიონში ვიზიტი …

„რატომ არ იყო გამოძიება ამ ბრალდებებზე?“- აშშ-ის ელჩის კითხვა მთავრობას სანქცირების შემდეგ

„გულდასაწყვეტია მორიგ ჯერზე პარლამენტის ბოიკოტის ნახვა და მისი გამოყენება იმისთვის, რომ დეპუტატებს არ ჰქონდეთ საშუალება, თავიანთი სამუშაო შეასრულონ…“ „ვფიქრობ, უკეთესი კითხვაა, რატომ არ იყო გამოძიება ამ ბრალდებებზე. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველო იმსახურებს ჭეშმარიტად დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას,“ – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა მოსამართლეების სანქცირების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების რეაქციაზე საუბრის დროს. დღეს, 21 აპრილს, კელი დეგნანმა …

„მე მაქვს თხოვნა: არ დანებდეთ“ – კიდევ რა სთხოვა აშშ-ის ელჩმა ბათუმელ სტუდენტებს

„გამარჯობა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვარ თქვენთან…“- ქართულ ენაზე ამ სიტყვებით დაიწყო სტუდენტებისადმი მიმართვა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა. დღეს, 18 აპრილს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდ დარბაზში ბათუმელ სტუდენტებს კელი დეგნანი შეხვდა. „ჩვენ ქართველებს და ამერიკელებს ბევრი რამ გვაქვს საერთო: პატივისცემა ოჯახის მიმართ, თავისუფლება, პატივისცემა განათლების მიმართ…“- აღნიშნა კელი დეგნანმა, ვიდრე სტუდენტები კითხვების დასმას დაიწყებდნენ. …

რატომ შეუერთდა დეპუტატი ზაალ მიქელაძე „ოცნებიდან“ წასულ „ოთხეულს“

4 ოქტომბერს აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და პარლამენტის წევრი „ოცნებიდან“, ზაალ მიქელაძე მოძრაობა „ხალხის ძალას“ შეუერთდა. ეს მოძრაობა „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა: სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააარსეს წელს, აგვისტოში და აქამდე ძირითადად იმით გახდნენ ცნობილი, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მისამართით ავრცელებენ კრიტიკულ განცხადებებს. რატომ გადაწყვიტა ზაალ მიქელაძემ მოძრაობაში …

გახარია გმობს კობახიძის განცხადებას ევროკავშირის ელჩთან დაკავშირებით

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი, გიორგი გახარია ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში გმობს საქართველოს მთავრობის მიერ ელჩებზე [კელი დეგნანი; კარლ ჰარცელი] სიტყვიერი თავდასხმის ფაქტებს. გიორგი გახარია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. მას შემდეგ, რაც საქართველოში ევროკავშირის მოქმედ ელჩს, კარლ ჰარცელს თავისი ვადა ამოეწურა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ის გააკრიტიკა. კობახიძის თქმით, …

რუსული დეზინფორმაციაა, თითქოს აშშ-ს მეორე ფრონტის გახსნა სურდეს – კელი დეგნანი

დღეს, 13 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს 30-წლიან თანამშრომლობას ეძღვნებოდა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ რიტორიკა გახდა ანტიდასავლური, ფიქრობთ თუ არა, რომ საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკურ კურსს ცვლის? – ვკითხეთ შეხვედრაზე კელი დეგნანს. ელჩის განცხადებით, 30 წელია …

რას ნიშნავს, როცა აშშ-ის ელჩი ამბობს – „რუსეთს სურს შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს“

რატომ გადაწყვიტა აშშ-ის ელჩმა საქართველოში შავ ზღვაზე ყურადღების გამახვილება ახლა? – საქართველოს აშშ-ში ყოფილი ელჩი და პარტია „დროას“ ერთ-ერთი ლიდერი, ბათუ ქუთელია მიიჩნევს, რომ შავი ზღვის გეოპოლიტიკური კონტექსტი, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, იზრდება. „თუ საქართველო და უკრაინა ხდება ნატო-ს წევრი, მაშინ შავი ზღვა ხდება ნატო-ს ზღვა, რადგან დასავლური სამყაროს დომინირება იზრდება, რაც ავტომატურად გულისხმობს …

პატრიარქმა აშშ-ს ელჩს მადლობა გადაუხადა კულტურის ძეგლების აღდგენისთვის

დღეს, 9 დეკემბერს, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას უკვე მრავალი წლის ისტორია აქვს და ეს უნდა გაგრძელდეს. ამასთან ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის, ასევე ქართული კულტურის ძეგლების აღდგენაში შეტანილი წვლილისთვის,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული …

კელი დეგნანი ელენე ხოშტარიას შიმშილობაზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს, ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რას ეტყვის ის ელენე ხოშტარიას დედას, რომელმაც დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმართა. „ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ყველა საელჩოს მივმართავ, სასწრაფოდ მიიღეთ ზომები… დღეს ჩემი შვილის, ელენე ხოშტარიას სიცოცხლე საფრთხეშია“, – განაცხადა დღეს ელენე ხოშტარიას დედამ. „რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვაღელვებს ქალბატონი ელენეს [ხოშტარია] ჯანმრთელობის მდგომარეობა. …

ამერიკის ელჩი საქართველოში პოლარიზაციის განმუხტვაზე

დღეს, 9 ნოემბერს, ბათუმში მყოფმა აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, ქვეყანაში არსებულ პოლარიზებულ გარემოზე საუბრისას მმართველი პარტიის განსაკუთრებულ როლს გაუსვა ხაზი. ელჩის თქმით, მმართველმა პარტიამ უნდა უზრუნველყოს ისეთი მმართველობა, რომლის პირობებშიც მედია და სამოქალაქო საზოგადოება შეძლებს საკუთარი საქმის უსაფრთხოდ შესრულებას. „ყველას თავისი როლი აქვს შესასრულებელი ქვეყანაში იმ პოლარიზების განმუხტვაში, რომლის გამოც ეს ქვეყანა დიდი ხანია პარალიზებულია. …

დეგნანი: მოვუწოდებთ მთავრობას, დააკმაყოფილოს სააკაშვილის სამედიცინო საჭიროებები

დღეს ბათუმში მყოფ აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს ჟურნალისტებმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თავისი ნების წინააღმდეგ გლდანში, სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანაზე ჰკითხეს. „შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, რა თქმა უნდა გვაღელვებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – განაცხადა დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას. “როგორც სამედიცინო კონსილიუმმა შეაფასა, მას სჭირდება დაუყოვნებლივ გადაუდებელი მკურნალობა. …

“ეს სიურპრიზი იყო” – აშშ-ის ელჩი მთავრობის მიერ 75 მილიონი ევროს დახმარებაზე უარის თქმაზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი საქართველოს მთავრობის მიერ 75 მილიონ ევროზე უარს აფასებს. ელჩი ამბობს, რომ 75 მილიონი ევრო ცოტა არ არის და მთავრობის გადაწყვეტილება სიურპრიზი იყო. „ჩვენთვის ცოტათი სიურპრიზი იყო საქართველოს მთავრობის ის განცხადება, რომ საქართველოს არ სჭირდება 75 მლნ ევროს დახმარება. განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ  მიუხედავად პანდემიისა, მიუხედავად უმუშევრობისა და იმ …

კელი დეგნანის პასუხის პასუხი საქართველოს ხელისუფლებას

დღეს აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ისევ ისაუბრა იმაზე, რომ საქართველოში სასამართლო რეფორმა არ ჩატარებულა და საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია შარლ მიშელის ხელშეკრულება, როცა მოსამართლეების დანიშვნა არ შეაჩერა. მის ამ განცხადებას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ ლიდერების შეფარული კრიტიკა „არაკეთილსინდისიერ მაღალჩინოსანზე“, რომელმაც აშშ-ის 19 ივლისის პოლიტიკური შეთანხმების შესრულებაზე დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდა. ქართველ პოლიტიკოსებს …

გვსურს, პოლიტიკური კრიზისი სწრაფად განიმუხტოს – კელი დეგნანი ღარიბაშვილს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველო-აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს, საუბარი შეეხო ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებსაც, „სადაც აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში  არსებული გამოწვევების ფონზე,   მხარეებმა მიმართონ ძალისხმევა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისკენ“. „გვსურს, პოლიტიკური კრიზისი …

Exit mobile version