„თხილის ფასი 6-7 ლარია, პროდუქციის 80 %-ი ევროკავშირის ბაზარზე გადის“ – ასოციაცია

„თხილის კარგი მოსავალი გვაქვს და ველოდებით, რომ ექსპორტი წელს საკმაოდ გაიზრდება – მინიმუმ 130 მილიონ დოლარამდე. ჩვენი პროდუქციის 80 პროცენტი კი ევროკავშირის ბაზარზე გადის“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ბიზნესმენი მერაბ ჭითანავა. საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოდან 100,7 მილიონი აშშ დოლარის თხილია გატანილი. „ნორმალურად მიდის მოსავლის აღება, ჯერჯერობით ექსპორტი არ დაწყებულა ჩვენთან, სექტემბერში …

„კილოგრამი 8-10 ლარი ეღირება“ – თხილის სეზონი დაიწყო

საქართველოში თხილის მოსავლის აღება დაიწყო. საწარმოები და მსხვილი დისტრიბუტორები თხილის შესყიდვას აგვისტოს თვის ბოლოს ან სექტემბრისთვის დაიწყებენ, როცა თხილი შედარებით გამოშრება. თხილის ფასიც ამ დროიდან დადგინდება, თუმცა დღეს თხილის ფასი შედარებით მაინც მაღალია, ვიდრე გასული წლის შესაბამის პერიოდში. ქართული თხილს წელსაც ძირითადად ევროპაში გაიტანენ. თუ შარშან ამ დროს თხილის ფასი 3-4 ლარი იყო, დღეს ფასი …

რა ღირს თხილი სეზონის ბოლოს? – „ხარისხი განსხვავდება რეგიონების მიხედვით“

„მაღალი ხარისხის თხილის რეალიზაცია დღეს შესაძლებელია 6.50 – 7 ლარად, ფერმერებს აქვთ მოლოდინი, რომ კიდევ უფრო გაიზრდება, ხოლო დაბალი ხარისხის თხილის ფასი 3 – 4.50 ლარს შორის მერყეობს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭითანავა. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, წელს შარშანდელთან შედარებით თხილის უკეთესი მოსავალია. „მოსავლის 60% …

როგორია წელს თხილის ფასი? – მოსავლის აღება დაიწყო

„დაახლოებით 3 ლარია წელს თხილის ფასი,“ – გვითხრეს ქობულეთში, თხილის მოსავლის აღება დაიწყო. ფერმერების თქმით, თხილის მოსავალი წელს მკვეთრად შემცირდა და ხარისხი გაუმჯობესდა, თუმცა ეს თხილის ფასზე არ აისახა. „კარგი მოსავალია წელს, ხარისხი კარგია, თუმცა ვინც წინა წლებში 5 ტონას კრეფდა, წელს 3 ტონა აქვს“, – უთხრა „ბათუმელებს“ ბადრი ლორჩოშვილმა, თხილის ექსპორტიორი კომპანია „ნათს ელის“ …

20 მლნ ლარი თხილისთვის – ვინ მიიღებს სუბსიდიას

„კლიმატურ პირობებს“ უკავშირებენ თხილის დაბალ ფასს საქართველოს მთავრობაში, სადაც დღეს, 31 ოქტომბერს გადაწყვიტეს, რომ უკვე თხილის სუბსიდირებაც საჭიროა ყურძნისა და მანდარინის სუბსიდირების შემდეგ. თხილის სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან პირველ ეტაპზე 20 მლნ ლარი გამოყვეს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2 -3 ჰექტრამდე თხილის ბაღის ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, მიიღებს 1 ჰექტარზე დაანგარიშებით 500 ლარის …

საქართველოდან 69 მლნ აშშ დოლარის თხილი გაიტანეს ექსპორტზე

2021 წლის პირველი აგვისტოდან 5 დეკემბრის ჩათვლით საქართველოდან 15.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 69.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 3.6 ათასი ტონით (31%), ხოლო ღირებულება 7.3 მლნ აშშ დოლარით (12%) გაიზარდა. ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება …

ევროპაში 24 მლნ დოლარის ქართული თხილი გაიტანეს – ლიდერი იტალია და გერმანიაა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2021 წლის 1-ლი აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით საქართველოდან 5.5 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა და ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ 24.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სამინისტროს ცნობით, ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, მათ შორის, დიდი რაოდენობით ქართული თხილი გადის იტალიასა და გერმანიაში. მონაცემები ასე გამოიყურება: იტალია (2 790 …

რატომ მცირდება თხილის ფასი და რა ღირს თხილი დღეს?

თხილის ფასი საშუალოდ 50 თეთრით შემცირდა. საშუალო ხარისხის თხილი აგვისტოს დასაწყისში დაახლოებით 4 ლარი ღირდა, სექტემბრის დასაწყისში კი თხილის ფასი 3 – 3.5 ლარია. ბათუმის აგრარულ ბაზარში თხილს საშუალოდ 3 ლარად იბარებენ და 5 ლარად ჰყიდიან. ამ ფასად აბარებენ მეთხილეები თხილს ქობულეთსა და გურიაშიც, სადაც თხილის ჩაბარების არაერთი პუნქტია მოწყობილი. „ხარისხის მიხედვით თხილში ვიხდით 2 …

რა ღირს ახალი თხილი დღეს – კრეფის სეზონი დაიწყო

თხილის ფასი დაახლოებით 4 ლარია – გვითხრეს ბათუმში, ქობულეთში, სუფსაში და სამეგრელოში დღეს, 6 აგვისტოს. მეთხილეების შეფასებით, ეს საშუალო ფასია იმის გათვალისწინებით, როცა თხილის კრეფა ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაში არაა შესული და მოსავალი ნედლია. ბათუმის აგრარულ ბაზარში აღნიშნეს, რომ ნედლი თხილის ფასი ხარისხის მიხედვით დაახლოებით 3,5 ლარიდან 4 ლარამდე მერყეობს, რეალიზება კი, 4,5 – 5 …

რატომ ღირს თხილი სამეგრელოში 6 ლარი და აჭარაში 3 ლარი – ფერმერების აქცია მთავრობასთან

ქობულეთის სოფლების – ქაქუთის, ლეღვას, მუხაესტატეს, წყავროკას, ჩაქვის მცხოვრები ფერმერები დღეს, 30 აგვისტოს, აჭარის მთავრობის სახლის წინ შეიკრიბნენ. ფერმერებთან ერთად იყვნენ ქობულეთის საკრებულოს წევრები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, გუშინ, 29 აგვისტოს, განაცხადა, რომ  სოფლის მეურნეობის მინისტრს სამთავრობო ჯგუფის შექმნა და თხილის მოსავლის ჩაბარების საკითხის კოორდინირება დაავალა. ფერმერები მთავრობის სახლთან იმის გასაგებად შეიკრიბნენ, …

როგორ დაეხმარება სამთავრობო კომისია თხილის ჩაბარების მსურველებს – ფასი და პირობები

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ტიტე აროშიძის ინფორმაციით, წელს აჭარაში თხილის მოსავალი 5000-მდე  ტონაა. მოსავლის ხარისხი კი ბევრად გაუმჯობესებულია, ვიდრე ეს იყო გასულ წელს, მაშინ, როცა მოსავლის დიდი ნაწილი ფაროსანამ დააზიანა. დღეს, 29 აგვისტოს, აჭარის მთავრობის სხდომაზე თხილის მოსავლის ჩაბარებასთან დაკავშირებულ საკითხებზეც იმჯელეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სოფლის მეურნეობის მინისტრს სამთავრობო ჯგუფის შექმნა და ამ …

რა ეღირება თხილი?

ქართული თხილის საექსპორტო პოტენციალის ზრდასთან ერთად მოსახლეობამ თხილის ბაღების გაშენება დაიწყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში აჭარის სოფლებში თხილის ბაღებმა ტრადიციული სიმინდის კულტურა თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ზაფხულში 1 კილოგრამი ნედლი თხილის ჩაბარების ფასი 4-5 ლარი იყო, მოსახლეობამ გასულ წელს მოწეული მოსავლის რეალიზაცია ვერ შეძლო. აჭარის სოფლებში თხილის კრეფის სეზონი რამდენიმე დღეში …

Exit mobile version