მოქალაქეებს ლუგარის ლაბორატორიის სახელით კოვიდის წამალს სთავაზობენ – გაფრთხილება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გარკვეული პირები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიის სახელით მოქალაქეებს ურეკავენ და სთავაზობენ პრეპატარს, რომელიც  რეკომენდებულია COVID-19-ით (კორონათი) დაინფიცირების შემთხვევაში და პროფილაქტიკისთვის. „გვინდა გაცნობოთ, რომ ზემოაღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, არანაირ მედიკამენტს არ უწევს რეკომენდაციას“-აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. …

ბიჟუტერია გირაოში – დააკავეს ლომბარდისა და ბანკის ფილიალის თანამშრომლები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგენილია, რომ კერძო ლომბარდის ხელმძღვანელი დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდა ერთ-ერთი კომერციული ბანკის რეგიონალური ფილიალის ექსპერტ-შემფასებელთან, რა დროსაც ისინი შეთანხმდნენ, რომ ბანკის სერვისცენტრში, სხვადასხვა ფიზიკური პირის სახელით, შედგებოდა სალომბარდე სესხის ყალბი ხელშეკრულებები, …

დააკავეს პირი, რომელმაც 10 000 ლარი გამოართვა დევნილს ბინის მიღების სანაცვლოდ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირს დაუკავშირდა და დაარწმუნა, რომ „შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლების მეშვეობით, დაეხმარებოდა მას, ზუგდიდში, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემაში. აღნიშნული თაღლითური განზრახვით, ბრალდებულმა, მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 10 000 ლარი, რა დროსაც …

ყალბი facebook-ით პირმა ბათუმში 22 ადამიანს ფული გამოსტყუა

სხვისი სახელით შექმნილი ფეისბუქპროფილით გ.ი.-მ არაერთი ადამიანი მოატყუა და 13 643 ლარის მიღება შეძლო, მან ყალბი ფეისბუქგვერდებით 22 ადამიანი მოატყუა. ეს გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა მიიღო. საქმის მასალების მიხედვით, ოცდაორივე შემთხვევა თითქმის იდენტურია – გ.ი. ქმნიდა ფეისბუქსში სხვის პროფილებს და მეტი დამაჯერებლობისთვის იმ ადამიანების ფოტოებს ტვირთავდა, ვის სახელზეც აკეთებდა ახალ გვერდს და …

ანტიკორუფციულმა ბიზნესმენი 2012 წლის ტენდერისთვის დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე შპს „ტ და გ“-ს დამფუძნებელი და დირექტორი ტარიელ ბ. დააკავეს. ელექტრონული შესყიდვების პორტალის მიხედვით, რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზი-ქვაციხე-კიცხის საავტ. გზის [კმ1+000-კმ18+660] მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ხელშეკრულება გზების დეპარტამენტსა და კომპანია „ტ და გ“-ს შორის 2012 …

კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და თაღლითობისთვის ძებნილი ბათუმში დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის მარტიდან კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და თაღლითობისთვის ძებნილი, 1986 წელს დაბადებული ა.ხ. ბათუმში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, 2015-2016 წლებში, მოიპოვა 10-მდე პირის ნდობა, რის შემდეგაც …

ბათუმში დააკავეს პირი, რომელიც ფეისბუქის ყალბი ანგარიშებით ხალხს ფულს სძალავდა

ბათუმში თაღლითობის ბრალდებით 21 წლის ბიჭი დააკავეს. შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 2018 წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით, 20-მდე მომხმარებლის ყალბი „ფეისბუქგვერდი“ შექმნა და მათ მეგობრებს, თაღლითური გზით, „კრისტალბეთის“ ანგარიშზე ფული ჩაარიცხინა. შსს-ს თანახმად, დაკავებულმა, ჯამში, 8 000 ლარი მიითვისა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მობილური …

40 656  ლარის მოტყუებით მითვისების გამო ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა  ყალბი დოკუმენტებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა. სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქვემო ქართლის რეგიონში არსებული ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა დაამზადა სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს ამსახველი ყალბი მონაცემების შემცველი ანგარიშები, რომელშიც  ხელოვნურად გაზარდა …

როცა ვიღაც შენი სახელით „ფეისბუქში“ ფულს აკეთებს

„ამ სქემის  გაკეთება საკმაოდ მარტივია, რადგან ამ დროს გგონია, რომ თითქოს შენი ახლობელი ადამიანი გწერს და დახმარებას გთხოვს…“ – ამას ის ადამიანები ყვებიან, რომლებიც ინტერნეტში კონკრეტული თაღლითური სქემის მსხვერპლნი გახდნენ. მათი სახელებით ყალბი ფეისბუქანგარიშები შექმნეს და მათ ფეისბუქმეგობრებს ფული მოსთხოვეს. ზოგიერთმა, ვისაც ყალბი ანგარიშიდან დახმარების შესახებ შეტყობინება მიუვიდა, ფული მითითებულ ანგარიშზე უკვე ჩარიცხა. „ესაა თაღლითური …

სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თაღლითური განზრახვით დაუკავშირდა ერთ-ერთ მოქალაქეს და დაარწმუნა იგი, რომ 3 500 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ შეძლებდა მის დასაქმებას საჯარო სამსახურში, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროში, მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა მოქალაქეს წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა …

სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით დაარწმუნა მოქალაქე, რომ 5 000 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში უზრუნველყოფდა მის დასაქმებას ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული მოქალაქისგან თანხის, 5 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, …

„კომპანიამ გაგვაცურა, პროკურატურა არ რეაგირებს“ – მოქალაქეები თანხის დაბრუნებას ითხოვენ

აჭარაში ათეულობით მოქალაქე პროკურატურისგან თაღლითობის ფაქტზე რეაგირებას ითხოვს. დღეს, 8 ნოემბერს, ისინი „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ აპირებენ  შეხვედრას ორგანიზაციის – „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელთან, თამაზ ბაკურიძესთან. მოქალაქეები კონკრეტული კომპანიისგან თანხის დაბრუნებას ითხოვენ და შეხვედრაზე უნდა დაგეგმონ, რა გზით დაიწყონ სამართლებრივი დავა. „წლის დასაწყისში ჩავრიცხე კომპანია HD Forex-ის ანგარიშზე 5 ათასი დოლარი, ზოგმა მეტი, ზოგმა – ნაკლები ჩარიცხა… …

ტბაში კუნძულის უკანონოდ დარეგისტრირებისთვის ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების და მათი გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე  ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, დაამზადებინა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ყალბი ცნობა, თითქოსდა მას საკუთრებაში გადაეცა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. „აღნიშნული ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, დანაშაულში მხილებულმა პირმა, საკუთრებაში დაირეგისტრირა ნინოწმინდის …

საბავშვო ბაღებში კარაქის ნაცვლად იაფფასიანი სპრედი შეიტანეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე  ერთი მეწარმე პასუხისგებაში მისცა. „გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულ პირს, ერთ-ერთი ინდივიდუალური საწარმოს ხელმძღვანელს, 2018 წელს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში,  სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებაში  შემავალი საბავშვო ბაღებისთვის სხვადასხვა სახის პროდუქტი, მათ შორის კარაქი უნდა მიეწოდებინა. ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის …

შსს: თაღლითობის ბრალდებით ცოლ-ქმარი და კიდევ ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში, ქუთაისსა და ზესტაფონში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თაღლითური ჯგუფის 4 წევრი დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით დაკავებული არიან: ცოლ-ქმარი – 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად …

„პროკრედიტ ბანკი“ მომხმარებელს თაღლითური შეტყობინებების შესახებ აფრთხილებს

„პროკრედიტ ბანკი“ მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ მათი სახელით სხვადასხვა ელფოსტის მისამართებზე გაიგზავნა ე.წ. „ფიშინგზე“ მიმართული შეტყობინება, რომლის მიზანია თაღლითური გზით მესამე პირისთვის ხელმისაწვდომი გახდეს სენსიტიური, კონფიდენციალური საბანკო და/ან საგადახდო ინფორმაცია. წერილი იტყობინება, რომ აუცილებელია კლიენტის ანგარიშის “განახლება” ან “გადამოწმება” ელექტრონულ ფოსტაში მოცემული ბმულის საშუალებით, რომელიც ყალბ ვებგვერდზე გადადის. ყალბ ვებგვერდზე შეყვანილი ნებისმიერი ინფორმაცია თაღლითების ხელში ხვდება, …

შსს: თაღლითობის ფაქტზე პოლიციის მაიორი დააკავეს

შსს ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ობიექტის ინსპექტორი, პოლიციის მაიორი ნ.ბ. თაღლითობის ფაქტზე დააკავა. „დაკავება მოხდა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის  შემდეგ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“. შსს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ნ.ბ.-მ მოქალაქე ა.მ-ს ძალოვან სისტემაში სამსახურის დაწყებაში დახმარებას …

16 წლის ბიჭს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს – მობილური ტელეფონების მოტყუებით წართმევის საქმე

16 წლის ლევან კ.-ს დახურულ სხდომაზე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე ლევან გელოვანმა. არასრულწლოვანს გამოძიება თაღლითობას ედავება. პროკურატურის ვერსიით, 16 წლის ლევანმა სრულწლოვან მეგობართან ერთად ქუჩაში სამ არასრულწოვანს მოტყუებით მობილური ტელეფონი წაართვა და გაიქცა. შემთხვევა 24 თებერვალს მოხდა. მობილური ტელეფონის ლომბარდში ჩაბარების შემდეგ, სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, მათ შორის, 16 წლის ლევან კ. ბათუმის …

ბათუმში სმენის არმქონე პირს ტელეფონი წაართვეს

ბათუმში სმენის უნარის დარღვევის მქონე პირს მობილური ტელეფონი წაართვეს. შემთხვევა გუშინ, დაახლოებით დღის პირველ საათზე, ბათუმის ავტოსადგურში მოხდა. მომხდარის შესახებ პოლიცია ინფორმირებულია. ჟესტების ენის სპეციალისტი, გულო ამაღლობელი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დაზარალებულს პოლიციასთან კომუნიკაციაში დაეხმარა. „როგორც ზაზამ მითხრა, გადახდის აპარატთან იყო და თანხის გადარიცხვას ცდილობდა, როცა მას ერთი ახალგაზრდა კაცი მიუახლოვდა და დასარეკად ტელეფონი სთხოვა. საუბრის …

შსს: ბათუმში თაღლითობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი ხუთი პირი: 1991 წელს დაბადებული ბ.ქ., 1991 წელს დაბადებული გ.ღ., 1986 წელს დაბადებული გ.გ., 1990 წელს დაბადებული გ.ქ. და 1990 წელს დაბადებული ლ.ფ., თაღლითობის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს; მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა …

თაღლითურად ბინის გასხვისების დროს უპირატესობა თავდაპირველ მესაკუთრეს მიენიჭება

„სადავო უძრავი ქონების რეგისტრაციის დროს უპირატესობა ბინის თავდაპირველ მესაკუთრეს მიენიჭება და არა თაღლითური გზით გასხვისებულ, მაგრამ კეთილსინდისიერ შემძენს,“ – ამბობს „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი. იგი მოქალაქე ნოდარ დვალის ინტერესებს იცავს, რომლის სარჩელიც დღეს, 17 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დააკმაყოფილა. არჩილ ჩოფიკაშვილი განმარტავს, რომ ბოლო დროს ქვეყანაში არაერთი მოქალაქე გახდა თაღლითური სქემის მსხვერპლი. „ყველა …

ვის აწყობს გამოძიების გაჭიანურება – პროკურატურას მფარველობაში ადანაშაულებენ

გერმანიის მოქალაქე, დავით გაიე ამბობს, თაღლითობის მსხვერპლია. მან პროკურატურას დახმარებისთვის 2017 წლის თებერვალში მიმართა და საგამოძიებო პროცესი ორი თვის წინ დასრულდა, თუმცა პროკურატურა კონკრეტული პირისთვის ბრალის წარდგენაზე უარს ამბობს. დავით გაიე გვიყვება, რომ ბათუმში ბიზნესის დასაწყებად თავდაპირველად ფული გერმანელისგან ისესხა, შემდეგ მასთან იჩხუბა და კომუნიკაციას  ვეღარ ახერხებდა. „დამიკავშირდა ერთი პირი, საქართველოს მოქალაქე  – გიორგი ქ. რომელსაც …

ფულის შოვნის სქემა სექსის დაპირებით

სექსის შეთავაზება ირაკლიმ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში უცნობი ქალისგან მიიღო. გვიყვება, რომ ქალი მას სალომეს სახელით გაეცნო, სახეც აჩვენა და შიშველი სხეულის ფოტოებიც. სალომე ირაკლის დაუვიწყარ სექსს მთელი ღამით 100 ლარად დაჰპირდა. ირაკლიმ მომსახურების თანხა წინასწარ, სალომესგან მითითებულ „აჭარაბეთის“ ანგარიშზე ჩარიცხა. მას შემდეგ ირაკლი სალომეს ეძებს. ირაკლი არ არის ერთადერთი, ვინც ინტერნეტსივრცეში „დაუვიწყარი ღამის“ დაპირება მიიღო …

ზღვის პირას ნახევარი ჰექტარი მიწის მითვისების ამბავი

ზღვის პირას, ჩაქვში, დაახლოებით 4900 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთის თაღლითური გზით მითვისებას პროკურატურა მერაბ მ.-ს ედავება. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ქობულეთის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მოტყუება შეძლო და სახელმწიფო ქონება მიისაკუთრა. ცოტა ხნის წინ კი, ბრალდებული ამ მიწის ნაკვეთს 90 ათას დოლარად ყიდდა. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს. მიწა ზღვის პირას წლების განმავლობაში „ჩაქვის …

გამოსახლება – რა უნდა იცოდეთ, როცა სახლის დანგრევის სანაცვლოდ კორპუსის აშენებას გპირდებიან

ანგისის ქუჩაზე სულიკო დიასამიძისა და რამაზ ბერიძის ოჯახებს ხვალ, პირველ ივნისს გამოასახლებენ. მათ უკვე მიუვიდათ აღმასრულებლის წერილი იმის შესახებ, რომ ნებაყოფლობით გამოსახლების დრო ამოიწურა. ამ ოჯახების გამოსახლებაზე სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს. „ჩვენ ვართ თაღლითობის მსხვერპლი,“ – ამბობს ნუკრი დიასამიძე. ის ისტორიას გვიყვება, როგორ მივიდა მათთან ინვესტორის სახელით ვინმე რევაზ მიქელაძე და კერძო სახლების ადგილზე საცხოვრებელი კორპუსის …

მეზღვაურთა დასაქმება – თაღლითობის საქმე ბრალდებულის გარეშე

თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, პროკურატურა ავთანდილ ა.-ს ედავება. საქმეს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი ბრალდებულის გარეშე განიხილავს. ბრალდებული მესამე წელია იძებნება. საქმის მასალების მიხედვით, ავთანდილ ა.-ს მეზღვაურთა დასაქმების ოფისი ბათუმში ჰქონდა გახსნილი. სასამართლომ უკვე მოისმინა 10-მდე დაზარალებულის ჩვენება. მათი თქმით, ბრალდებული თითოეულ მათგანს 1200-დან 1500 დოლარამდე ახდევინებდა კონკრეტულ გემზე დასაქმების პირობით. საქმეშია ასევე ხელშეკრულებები, რომელსაც ბრალდებული მეზღვაურებს …

ყოფილი საჯარო მოხელეები ხელვაჩაურში მიწის გადაცემის საქმეში გაამართლეს

გამამართლებელი განაჩენი ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელვაჩაურის საკრებულოს ყოფილი 6 წევრის, ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი საჯარო მოხელის მიმართ გამოიტანა. ისინი საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში მუშაობდნენ და დაახლოებით 8 ჰექტარი მიწის ნაკვეთი კომპანია „სთარს“ 2008 წელს გადასცეს. მიწის გადაცემიდან 6 წლის შემდეგ, 2014 წელს, პროკურატურამ ყოფილ საჯარო მოხელეებს ბრალი წაუყენა. პროკურატურის მტკიცებით, ხელვაჩაურის საკუთრების უფლების …

შსს: ჯგუფური თაღლითობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, 1 კი პასუხისგებაში მიეცა

შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, 4 პირი: 1975 წელს დაბადებული ვ.ა., 1975 წელს დაბადებული გ.ს., 1983 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1991 წელს დაბადებული ტ.თ. დააკავეს, ხოლო 1982 წელს დაბადებული გ.მ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. „გამოძიებამ …

Exit mobile version