შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ორი პირი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. შს სამინისტროს განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნაცნობ ქალს ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის წამოწყება შესთავაზეს. გეგმის განსახორციელებლად ქალმა საბანკო სესხები აიღო და ბრალდებულებს ჯამში 116 475 ლარი გადასცა. ბრალდებულებმა შეთანხმებული პირობები არ შეასრულეს და გადაცემულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. სამართალდამცველებმა ორივე პირი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბათუმში დააკავეს. გამოძიება …
Continue reading “ბათუმში ორი პირი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს”