ჯარიმა 3 ათასი ლარი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ნაცვლად – შეცვლილი სასჯელი

ოლეგ ხოზრევანიძე ერთ-ერთია მსჯავრდებულებს შორის, ვინც დაკისრებული სასჯელი – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ვერ შეასრულა. სასამართლო იშვიათად უფარდებს ვინმეს კანონით განსაზღვრული სასჯელის ამ ფორმას. დღეს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ოლეგ ხოზრევანიძისთვის სასჯელის სხვა სახით შეცვლის საკითხი განიხილა. „გასული წლის დეკემბერში მომისაჯეს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, „ბათუმის წყალში“ უნდა მემუშავა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოვახერხე,“ – ამბობს ოლეგ …

ავარია, რომელსაც 27 წლის ქალი ემსხვერპლა – ბრალდებული სასამართლოში არ გამოცხადდა

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს სხდომის გადადება დღეს ბრალდებულის გამოუცხადებლობის გამო მოუწია. ბრლადებულ ედნარ ა-ს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით ედავება, რაც ავტოსატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, გასული წლის ოქტომბერში მოხდა. ავტომანქანა, რომელსაც ედნარ ა. მართავდა, ქუჩაში 27 წლის ქალს დაეჯახა. დაშავებული საავადმყოფოში მიყვანის …

შეწყალებულმა კაცი მოკლა, მას 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

განზრახ მკვლელობისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა სოსო დრობიშევს მიუსაჯა. საუბარია გასული წლის ზაფხულში ქობულეთში მომხდარ მკვლელობაზე. მსჯავრდებული მკვლელობისთვის ერთხელ უკვე გასამართლებულია. მას 1995 წელს სიკვდილით დასჯა შეუფარდეს. სასჯელის ამ სახის გაუქმების შემდეგ კი, ვადიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2011 წელს სოსო დრობიშევი პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გაათავისუფლეს. ლუდის საყიდლად სოფელ ცეცხლაურში მდებარე სუპერმარკეტში სოსო დრობიშევი …

გიორგი ხაჭაპურიძის და ზვიად სახლთუხუცესის მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვა დაიწყო 

ბათუმში ორი ბიჭის – გიორგი ხაჭაპურიძისა [19 წლის] და ზვიად სახლთუხუცესის [25 წლის] მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ნიკა ბ.-სთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვა ახლახან დაასრულა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა. საუბარია გასული წლის 5 აგვისტოს ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე. თბილისიდან დასასვენებლად ჩამოსული გიორგი ხაჭაპურიძისა და ზვიად სახლთუხუცესის ცხედრები ნაქირავებ ბინაში 8 აგვისტოს …

ქედის ყოფილი საჯარო მოხელეები სასამართლომ გაამართლა

ქედის ყოფილი საჯარო მოხელეები სასამართლომ გაამართლა. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და სამსახურებრივ სიყალბეს გამოძიება ქედის გამგებლის ყოფილ მოადგილეს ომარ ბერიძეს ედავებოდა, ასევე ქედის გამგეობის საფინანსო და ზედამხედველობის სამსახურების ყოფილ უფროსებს. დავის საგანი 2011 წელს ჩოგბურთის და ფრენბურთის სტადიონების მშენებლობა გახდა, რაზედაც თავის დროზე ტენდერი იყო გამოცხადებული. გამოძიების ვერსიით, ქედის გამგეობის ყოფილმა თანამდებობის პირებმა დაუსრულებელი სამუშაოები …

რა გაირკვა თითის ანაბეჭდებით – ქურდობაში ბრალდებულების საქმე

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა ქურდობაში ბრალდებულები – გელოდი მესხიძე და ნიკა მიქანაძე. მოსამართლემ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ იყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. შემთხვევა გასული წლის ივლისში მოხდა, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში. დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, სახლის შესასვლელი კარი ღიად იყო დატოვებული. ორმა ახლგაზრდა ბიჭმა საათი და საფულე 350 ლართან ერთად წაიღეს. …

მარტის მოვლენებზე ბრალდებულ 9 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს

11-12 მარტის ბათუმის აქციაზე დაკავებული პირებიდან 9 ბრალდებულს დღეს, 20 ივლისს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. მხარეებს და პროკურატურას შორის მიღწეული შეთანხმება დღევანდელ პროცესზე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დაადასტურა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, 9 მსჯავრდებულიდან შვიდს წელიწადნახევარი მოუწევს სასჯელის ციხეში მოხდა, ორს – ერთი წელი, მათ შორის მურმან მურმანიძეს, რომელმაც ამ აქციის ორგანიზატორობაში ბრალდებულის – მერაბ ღოღობერიძის წინააღმდეგ მისცა ჩვენება. …

სასჯელი დედას შვილის ცემისთვის

„სასამართლომ დაადგინა: საცხოვრებელ სახლში ყოფნისას ზ.მ.-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ხელის, მკლავისა და ზურგის არეში დარტყმებით, წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფ არასრულწლოვან შვილს მიაყენა დაზიანებები, რამაც ამ უკანსასნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია…“ – ეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენში წერია, რომლითაც დედას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საკუთარი შვილის ცემისთვის. სასჯელი მას პირობით გამოსაცდელი ვადით ჩაეთვალა. საუბარია გასული …

მოსამართლე: იქნებ ამიხსნათ, რატომ იმართება მიტინგები სასამართლოსთან?

ამ წუთებში „ბათუმის აქციის საქმის“ განხილვა თითქმის ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს. ბრალდებულების ახლობლებმა სასამართლო სხდომის დარბაზი მაშინვე დატოვეს, როცა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა სხდომის დაწყებისთანავე თქვა: „თუკი ვინმე აპირებს დარბაზის დატოვებას პროტესტის ნიშნად, აჯობებს ეს ახლავე გააკეთოთ. ამან ხმაური არ უნდა გამოიწვიოს“. „ადექით, წავიდეთ ყველა“, – მიმართა დარბაზს ერთ-ერთი ბრალდებულის დედამ. მოწოდების შემდეგ დარბაზი დაცარიელდა. ბრალდებულისთვის განკუთვნილ …

ზღვის პირას ნახევარი ჰექტარი მიწის მითვისების ამბავი

ზღვის პირას, ჩაქვში, დაახლოებით 4900 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთის თაღლითური გზით მითვისებას პროკურატურა მერაბ მ.-ს ედავება. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ქობულეთის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მოტყუება შეძლო და სახელმწიფო ქონება მიისაკუთრა. ცოტა ხნის წინ კი, ბრალდებული ამ მიწის ნაკვეთს 90 ათას დოლარად ყიდდა. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს. მიწა ზღვის პირას წლების განმავლობაში „ჩაქვის …

„ბათუმის აქციის საქმეზე“ სასამართლომ გამომძიებლების ჩვენებების მოსმენა დაიწყო

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დღევანდელ სხდომებზე იმ დეტექტივ-გამომძიებლების ჩვენებები მოისმინა, რომლებმაც 11 მარტის ბათუმის აქციის მონაწილეები, მათ შორის, ბრალდებულები დაკითხეს და სხვა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. გამომძიებლებმა თქვეს, რომ ისინი მოწმეებს ტელეფონით დაუკავშირდნენ, ხოლო გამოკითხვა პოლიციის სამმართველოს შენობაში შედგა. გამომძიებლების თქმით, 301 მოწმიდან გამონაკლისი მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წევრებთან მიმართებაში დაუშვეს – დეპუტატები უმაღლესი საბჭოს შენობაში გამოკითხეს. ადვოკატების …

კიდევ ერთი მოსამართლე, რომელიც „11-12 მარტის აქციის საქმეს“ განიხილავს

„11-12 მარტის აქციის საქმეზე“ 9 ბრალდებულის საქმეს დღეს, 19 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს. არსებითი განხილვის პირველ სხდომაზე მოსამართლე ბრალდებულებს  ბრალის არსს გააცნობს და ჰკითხავს – ცნობს თუ არა რომელიმე მათგანი თავს დამნაშავედ. თამარ ბეჟანიშვილი ასევე განუმარტავს ბრალდებულებს, რა სასჯელი ელოდება თითოეულ მათგანს, ბრალის დადასტურების შემთხვევაში. ამავე საქმეზე დაკავებული კიდევ 8 პირის საქმეს …

ირაკლი ცეცხლაძე „5 მილიონის საქმეზე“: თავს დამნაშავედ ვცნობ

ვიდრე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი დაასრულებდა კითხვას: „ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?“ ირაკლი ცეცხლაძე ბრალდებულისთვის განკუთვნილი საკნიდან ფეხზე წამოდგა და თქვა: „თავს დამნაშავედ ვცნობ და სრულად ვეთანხმები წარდგენილ ბრალს“. „გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, თქვენ შეიძლება მოგესაჯოთ 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა,“ – მიმართა ბრალდებულს მოსამართლემ. ირაკლი ცეცხლაძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 5 მილიონი ლარის მითვისება ედება ბრალად. ის …

ღამის კლუბში თანხის გამოძალვის საქმე – სასამართლო არსებით განხილვას იწყებს

ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბ „ვოგში“ თანხის გამოძალვის და ჯგუფური ძარცვის საქმეს არსებითად ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა უკვე მიიღო. მან უარი უთხრა ადვოკატებს, რომლებმაც არასაკმარისი მტკიცებულებების მოტივით, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა და ბრალდებულების გათავისუფლება მოითხოვეს. ღამის კლუბი „ვოგი“ ამჟამად დალუქულია. დაზარალებული თურქეთის მოქალაქეების თქმით, მათ სარფის საბაჟოზე გაიცნეს გოგონები, რომლებმაც კლუბში მიიყვანეს, …

„სამხრეების შემოხევის“ ტენდენცია, თუ პოლიციის ხელწერა

პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა – ამ ბრალდებით საქმეების რაოდენობა ბათუმის საქალაქო სასამართლოში იზრდება. ერთ-ერთ საქმეში 3 ბრალდებულს 3 პოლიციელი ედავება. პროკურატურისგან დაზარალებულად მიჩნეულმა პოლიციელებმა: მამუკა დიასამიძემ, იმედა ბერიძემ და ოთარ იშხნელიძემ სასამართლოს უთხრეს, რომ ბრალდებულებმა ისინი სიტყვიერად შეურაცხყვეს და პერანგები შემოახიეს. ამ პოლიციელებთაგან ერთ-ერთი სხვა საქმეშიც იმავეს ყვება. იქაც აქტუალურია პოლიციელისთვის სამხრეებიანი პერანგის შემოხევა. „ცოტა უცნაურია, …

Exit mobile version