„ესე იგი, პროტესტის უფლება გვერთმევა… რა ვუთხრა ამ ხალხს, არ ილაპარაკოთ, დაჯექით სახლში და კარები დახურეთ, ფანჯარაც მიიხურეთ, რადგან კანონი ისეთია გამოსული, შეიძლება, გარეთ რომ გამოიხედო, ამაზეც პასუხი მოგთხოვონ,“ – ამბობს უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თქვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი თამაზ ბაკურიძე. მას „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური პარლამენტის ახალ საკანონმდებლო ცვლილებაზე ვესაუბრეთ, რომლის მიხედვითაც კიდევ უფრო შეიზღუდა პროტესტის გამოხატვა, …
Tag Archives: თამაზ ბაკურიძე
მზიას ბრძოლა არის ყველა იმ ადამიანის ბრძოლა, ვინც ხმას იღებს უსამართლობის წინააღმდეგ – თამაზ ბაკურიძე
უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ფეისბუქზე მზია ამაღლობელის სოლიდარობის წერილს აქვეყნებს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დასკვნითი სხდომის პარალელურად. . „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ წერილს: „სოლიდარობის წერილი ჟურნალისტ მზია ამაღლობელს! დღეს, როცა სიტყვას სიმართლის ძალა აქვს, შენ – მზია – რჩები იმ ერთ-ერთ იშვიათ ხმად, ვინც თავისუფლების ფასს კარგად იცნობს. შენი ბრძოლა მხოლოდ შენი არაა – ეს არის ბრძოლა …
„რაც მოხდა რუსეთში, ვერ მოხდება საქართველოში“ – უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე რუსულ კანონზე
„ამერიკა გეუბნება, რომ არ ვარგა, ევროპა გეუბნება – არ ვარგა. ერთადერთი რუსეთი, ჩინეთი და ვენესუელა არ გეუბნება იმავეს. ხომ უნდა მიხვდე, რომ ცუდია?“ – კითხულობს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, არასამთავრობო ორგანიზაციის – „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი. „ბათუმელები“ მას რუსულ კანონზე ესაუბრა. თამაზ ბაკურიძის აზრით, გაუგებარია, რატომ აწყობს რუსული კანონის მიღება საქართველოს ხელისუფლებას, როცა „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც ევროპული …
რა გადაწყვიტა სასამართლომ „თამაზ ბაკურიძის საქმეზე“
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ სამართალდამრღვევად მიიჩნია თამაზ ბაკურიძე. მას მოსამართლემ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. „დაუმორჩილებლობის ნიშნები იყო, თქვენ ორგანიზატორი იყავით…,“ – უთხრა მოსამართლემ თამაზ ბაკურიძეს, ვიდრე ის სხდომათა დარბაზს დატოვებდა. თამაზ ბაკურიძე 6 აპრილს დააკავა აღსრულების პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლების დროს. ის პოლიციელებს მოუწოდებდა, შეეჩერებინათ კაცი, ვინც გამოსახლების გამო სახლის სახურავზე აძვრა …
Continue reading “რა გადაწყვიტა სასამართლომ „თამაზ ბაკურიძის საქმეზე“”
„დაკავებამდე წამაქციეს და ფეხები მირტყეს“ – რეპორტაჟი თამაზ ბაკურიძის სასამართლოდან
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ საქმის განხილვა დაასრულა, თუმცა გადაწყვეტილების გამოცხადება 26 აპრილამდე გადადო „თამაზ ბაკურიძის საქმეზე“. თამაზ ბაკურიძე 6 აპრილს დააკავა აღსრულების პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლების დროს. ის პოლიციელებს მოუწოდებდა, შეეჩერებინათ კაცი, ვინც გამოსახლების გამო სახლის სახურავზე აძვრა და თავის დაწვას აპირებდა. თამაზ ბაკურიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელია. მისი თქმით, …
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თამაზ ბაკურიძის დაკავების საქმის გამოძიება დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თამაზ ბაკურიძის დაკავების საქმეზე გამოძიება დაიწყო – ინფორმაცია „ბათუმელებს“ საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს. უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე 6 აპრილს აღსრულების პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლების დროს. იგი იმავე დღეს გაათავისუფლეს სასამართლო დარბაზიდან, თუმცა, მისი თქმით, დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადეს. „აღნიშნულ ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება 7 აპრილს დაიწყო, საქართველოს სისხლის სამართლის …
თამაზ ბაკურიძე გაათავისუფლეს, სასამართლო პროცესი გადაიდო
დღეს, 6 აპრილს, უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს მისი საქმე ჯერ არ განუხილავს, თუმცა გადაწყვეტილება მიიღო – „თამაზ ბაკურიძე გათავისუფლდეს სხდომათა დარბაზიდან“. თამაზ ბაკურიძე დღეს, 6 აპრილს, აღსრულების პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლების დროს. თამაზ ბაკურიძის თქმით, მას პოლიციელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად იძალადეს. მოსამართლემ …
Continue reading “თამაზ ბაკურიძე გაათავისუფლეს, სასამართლო პროცესი გადაიდო”
აღსრულების პოლიციამ თამაზ ბაკურიძე დააკავა
დღეს, 6 აპრილს, აღსრულების პოლიციამ ბათუმში, ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლების დროს, უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე დააკავა. აღსრულების პოლიცია ოჯახს ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 147-ში მდებარე სახლიდან ასახლებდა. თამაზ ბაკურიძე გამოსახლების პროცესს ესწრებოდა და ვიდეოს იღებდა. „ვის აკავებთ თქვენ“, – ისმის ვიდეოში თამაზ ბაკურიძის სიტყვები, რა დროსაც მისი ტელეფონი ითიშება. თამაზ ბაკურიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელია. გამოსახლების პროცესი დროებით …
Continue reading “აღსრულების პოლიციამ თამაზ ბაკურიძე დააკავა”
„მომხრე ვარ, სააკაშვილს სასჯელი გადაუვადდეს“ – ყოფილი პატიმარი
„მომხრე ვარ, რომ სააკაშვილს სასჯელი გადაუვადდეს და მოხდეს მისი საზღვარგარეთ გადაყვანა,“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე. ის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს პატიმრობაში იყო. ყოფილი პატიმარი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელია და სოციალურად დაუცველი ჯგუფების ინტერესების დაცვაზე მუშაობს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების …
Continue reading “„მომხრე ვარ, სააკაშვილს სასჯელი გადაუვადდეს“ – ყოფილი პატიმარი”
„ფული გადავიხადეთ, ჩვენი ბინები წლებია არ აშენდა“ – აქცია ბათუმის მერიასთან
„ფული წლების წინ გადავიხადეთ, მაგრამ ბინები არ აშენდა,“ – ამბობენ ადამიანები, რომლებმაც დღეს, 3 თებერვალს ბათუმის მერიასთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები მერიას სთხოვენ აუქციონზე გაიტანონ წლების განმავლობაში გაჩერებული, მშენებარე საცხოვრებელი კორპუსები და ბინა მესაკუთრეებმა მიიღონ. „პრეცედენტი რადგან არსებობს, ამიტომ მოვიდნენ ეს ადამიანები აქ. ამ ინვესტორებმა ვერ შეასრულეს მერიასთან და ამ ადამიანებთან აღებული ვალდებულებები. 200-მდე ასეთი …
Continue reading “„ფული გადავიხადეთ, ჩვენი ბინები წლებია არ აშენდა“ – აქცია ბათუმის მერიასთან”
„თუ ჩვენს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, დაიწყება აქციები“ – წაბლანელების აქცია
დღეს, 2 აგვისტოს, აქცია გაიმართა ხულოში, სოფელ წაბლანაში. წაბლანის მოსახლეობა, რომლებიც ეკომიგრანტები არიან, ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ მართალია, მათ ბინები გადასცეს ბათუმში, თუმცა ესაა შავი კარკასი, რომლის გარემონტების საშუალება მათ არ აქვთ. გარდა ამისა, გაუმართავია ინფრასტრუქტურაც, წაბლანაში ცხოვრება კი საშიშია, რადგან სოფელი მეწყერსაშიში ზონაა. „თუ ხელისუფლება ჩვენს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, დაიწყება აქციები“, – …
Continue reading “„თუ ჩვენს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, დაიწყება აქციები“ – წაბლანელების აქცია”
ქობულეთში ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებენ და აღმაშენებლის ქუჩა გადაკეტეს
ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩა ადგილობრივმა მოსახლეობამ რამდენიმე წუთით გადაკეტა. ისინი აღმაშენებლის 546-ში მცხოვრები ცეცხლაძეების ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. „ისევ შეხლა-შემოხლაა. ქუჩის გადაკეტვა მას შემდეგ შეწყდა, როცა აქ ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში კობა ნაკაიძე მოვიდა. მევახშეს, ვისი ვალიც აქვს ოჯახს, შეხვედრა არ სურს. ოჯახი ითხოვს ვალის გადავადებას,“ – გვითხრა ორგანიზაციის „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ბაკურიძემ. …
Continue reading “ქობულეთში ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებენ და აღმაშენებლის ქუჩა გადაკეტეს”
განახლებაში მოსახლეობა მეორადი ზეთის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას აპროტესტებს
დღეს, 16 ივნისს, ხელვაჩაურში, სოფელ განახლებაში გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გაიმართა. სოფლის მოსახლეობის ნაწილი განახლებაში დაგეგმილი ქარხსნის მშენებლობას ეწინააღმდეგება. წინასწარი ინფორმაციით ერთ-ერთი კერძო კომპანია გეგმავს ავტომობილების მეორადი ზეთის გადამამუშავებელი ქარხანა ააშენოს. სოფელში კი ამბობენ რომ დასახლებულ პუნქტში მსგავსი ტიპის ქარხნის აშენება დაუშვებელია. “ქარხანა კარგია, მაგრამ არა სოფელში, არამედ დაუსახლებელ ადგილას უნდა გააკეთონ. მსგავსი ტიპის ქარხნები მჭიდროდ …
კვადროციკლების მოძრაობა შესაძლოა უნივერსიტეტის მიმდებარედ და ახალ ბულვარში დაუშვან
„მოლაპარაკება არ დასრულებულა, გადაწყვეტილება არ მიგვიღია ჯერ,“ – ამბობს ჯემალ სურმანიძე, ელექტრომობილების ერთ-ერთი მფლობელი. იგი დღეს, 30 აპრილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა. თორნიკე რიჟვაძე კვადროციკლების ოთხ მფლობელს შეხვდა. „იყო საუბარი იმაზე, რომ ახალ ბულვარში, ასევე უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაიშვას კვადროციკლები კონკრეტული პირობებით… დეტალებს ვერ მოგიყვებით,“ – გვითხრა ჯემალ სურმანიძემ. დეტალებზე არც ნატალია ზოიძე …
„14 საათს გვამუშავებენ და დამატებით არ გვიხდიან,“ – საპროტესტო აქცია ხელვაჩაურში
ხელვაჩაურში, ოპიზრების ქუჩაზე, საპროტესტო აქციაა. კომპანია „ფოლად იოლის“ თანამშრომლები დამსაქმებლისგან შრომითი უფლებების დაცვას ითხოვენ, რამდენიმე მათგანი სამსახურიდან გუშინ გაუთავისუფლებიათ. აქციის მონაწილეების თქმით, კომპანია მაგისტრალზე ბეტონს ასხამს. აქციაზე ის ადამიანები გამოვიდნენ, ვინც ღამით ამ კომპანიის ტექნიკას და დანადგარებს დარაჯობენ. „სულ 22 ვართ, 4 გუშინ გაგვიშვეს სამსახურიდან… მე, პირადად, ჯერ გაფრთხილება მომცეს, რადგან დილის 6 საათზე უფროსმა …
Continue reading “„14 საათს გვამუშავებენ და დამატებით არ გვიხდიან,“ – საპროტესტო აქცია ხელვაჩაურში”
სოციალურად დაუცველი ჯგუფების ულტიმატუმი აჭარის ახალ მთავრობას
დღეს, 27 ივლისს, ბათუმში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ სოციალურად დაუცველი ჯგუფები შეიკრიბნენ და აჭარის მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს. მათი განცხადებით, თუკი ხელისუფლება „ოცნების ქალაქის“ პრობლემას საბოლოოდ არ მოაგვარებს, ისინი საპროტესტო აქციებს დაიწყებენ. ხელისუფლებას გარკვეულ მოთხოვნებს უყენებენ იპოთეკით დაზარალებული პირებიც. კახა ხიმშიაშვილი, „ოცნების ქალაქიდან“: „წლები გადის და ყველა ხელისუფლება გვპირდება „ოცნების ქალაქის“ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ გადაწყვეტილებას არავინ არ …
Continue reading “სოციალურად დაუცველი ჯგუფების ულტიმატუმი აჭარის ახალ მთავრობას”
მოსახლეობამ ხულოში საავტომობილო გზა გადაკეტა
ხულოში, სოფელ ბოძაურში, მოსახლეობამ გზა გადაკეტა. პროტესტის მიზეზი კომპენსაციაა, რომელიც, მოსახლეობის თქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტს უნდა გადაეხადა მათთვის. „აქ გადის ხულო-ადიგენის მაგისტრალი. 2016 წელს დაიწერა გასახლების გეგმა, სადაც წერია, ვის რამდენი უწევს კომპენსაცია. მე პირადად დაახლოებით 45 ათასი ლარი უნდა გადამიხადონ, მაგრამ არ მაძლევენ. გზების დეპარტამენტში მითხრეს, რომ ეს მიწები ტყის ფონდს ეკუთვნის, ტყის ფონდმა …
Continue reading “მოსახლეობამ ხულოში საავტომობილო გზა გადაკეტა”
უკანონოდ შესახელებულ პირებს სახელმწიფო სოციალურ დახმარებაზე უარს ვეღარ ეტყვის
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონი, რომლის მიხედვითაც უკანონოდ შესახლებულ საქართველოს მოქალაქეს, უფლება არ ჰქონდა სოციალური შემწეობით ესარგებლა. კერძოდ, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი, საქართველოს …
Continue reading “უკანონოდ შესახელებულ პირებს სახელმწიფო სოციალურ დახმარებაზე უარს ვეღარ ეტყვის”
იპოთეკით დაზარალებულებმა ბაგრატიონის ქუჩა გადაკეტეს
ბათუმში იპოთეკით დაზარალებულმა მოქალაქეებმა რამდენიმე წუთით ბაგრატიონის ქუჩა გადაკეტეს. ამ ფორმით საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მთავრობას დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხების დაპირება შეახსენეს. დღეს, 18 აპრილს, აღსრულების პოლიცია ვაჟა-ფშაველას 147-ში მცხოვრები ოჯახის გამოსახლებას აპირებს. იპოთეკით დაზარალებული სხვა პირები სწორედ ამ მისამართზე შეიკრიბნენ და გამოსახლების შეჩერება მოითხოვეს. „ამ ოჯახს აქვს მოლაპარაკებები საბანკო ინსტიტუტებთან და შესაძლებელია მას სესხი დაუმტკიცონ. …
Continue reading “იპოთეკით დაზარალებულებმა ბაგრატიონის ქუჩა გადაკეტეს”
თამაზ ბაკურიძე პატიმრების მდგომარეობის შესახებ ეკა ბესელიას ეხმაურება
არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა თამაზ ბაკურიძემ დღეს, 3 ოქტომბერს, საგანგებო ბრიფინგი გამართა. ბაკურიძე ქართულ ციხეებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას მიერ, ერთ-ერთი ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა: “ამ გამოსვლის მხოლოდ იმ ნაწილს ვეთანხმები სადაც ის ამბობს, რომ ციხეებში აღარ ხდება გაუპატიურებები, აღარ ხდება ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფები. არ არის ისეთი მაღალი მაჩვენებელი სიკვდილიანობის …
Continue reading “თამაზ ბაკურიძე პატიმრების მდგომარეობის შესახებ ეკა ბესელიას ეხმაურება”
მეშვიდე დღე – მაშველები ზღვაში კობა ბაკურიძის ძებნას აგრძელებენ
სამაშველო სამსახური აგრძელებს კობა ბაკურიძის ძებნას. ოჯახის წევრების თქმით, ის 3 ივლისს ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე პლაჟზე შენიშნეს, თუმცა საღამოს შვიდი საათის შემდეგ, მისი კვალი დაიკარგა. კობა ბაკურიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ თავმჯდომარის, თამაზ ბაკურიძის ძმაა. თამაზ ბაკურიძემ ფეისბუქის საშუალებით მოსახლეობას მიმართა თხოვნით, დაეხმარონ ძმის პოვნაში: „მინდა მივმართო მოსახლეობას და განსაკუთრებით სანაპორო ზოლზე ( ფოთი, ქობულეთი, მწვანე …
Continue reading “მეშვიდე დღე – მაშველები ზღვაში კობა ბაკურიძის ძებნას აგრძელებენ”
ზღვაზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება
რამდენიმე დღეა ზღვაში გაუჩინარებულ კობა ბაკურიძეს სამაშველო სამსახური ეძებს. ოჯახის წევრების თქმით, ის 3 ივლისს ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე პლაჟზე შენიშნეს, თუმცა საღამოს შვიდი საათის შემდეგ, მისი კვალი იკარგება. კობა ბაკურიძის ძმის, თამაზ ბაკურიძის თქმით, ოჯახის მოთხოვნა, რომ გადამოწმებულიყო სანაპიროზე არსებული სათვალთვალო კამერები გუშინ [8 ივლისს] დაკმაყოფილდა, თუმცა, თვითმიხლველების ნაამბობი, რომ თითქოს მათ კობა ნახეს ხმელეთზე …
აქცია „რეალური კომპენსაციის“ მოთხოვნით აჭარის მთავრობასთან
დღეს, 23 დეკემბერს, საპროტესტო აქცია და მსვლელობა გამართეს ფრიდონ ხალვაშის გამზირის მეოთხე ჩიხში მცხოვრებლებმა. აქციის მონაწილეების განმარტებით, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებელი კომპანიის მიერ მათი საცხოვრებელი ფართობების შეფასება არასამართლიანია და ითხოვენ საკითხით დაინტერესდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან შუამდგომლობის მოთხოვნით მთავრობაში ერთობლივი განცხადება შეიტანეს. ერთ-ერთი აქციის მონაწილე განმარტავს, რომ მისი საცხოვრებელი …
Continue reading “აქცია „რეალური კომპენსაციის“ მოთხოვნით აჭარის მთავრობასთან”
აქცია გონიოში – „ოჯახები ქონების დასაკანონებლად მოსკოვში გადაამისამართეს“
გონიოში ათამდე ოჯახი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს. მათი მოთხოვნაა შესაბამისი ორგანოების მიერ მოხდეს საკუთრების აღიარება და ის ფართობები, სადაც ისინი რამდენიმე წელია ცხოვრობენ, დაუკანონდეთ საკუთრებაში. საუბარია გონიოში მდებარე ორ შენობაზე სადაც დღეს 13 ოჯახი ცხოვრობს. ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელის, თამაზ ბაკურიძის თქმით, „ამ შენობებში სამ ოჯახს 2008 წელს ქონება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა დაუკანონა, დანარჩენ ოჯახებს კი …
Continue reading “აქცია გონიოში – „ოჯახები ქონების დასაკანონებლად მოსკოვში გადაამისამართეს“”