ზაურ ახვლედიანი აჭარის კულტურის სამინისტროდან პირადი განცხადებით წავიდა – სამინისტრო

ზაურ ახვლედიანი აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე აღარ არის. როგორც “ბათუმელებს” სამინისტროში უთხრეს, მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. “წავიდა თუ გაათავისუფლეს?” – ოფიციალურად მოადგილის წასვლას პირად განცხადებას უკავშირებენ, თუმცა ამ ფაქტს წინ უძღოდა 18 ივლისს აჭარის ხელოვნების მუზეუმში მომხდარი ინციდენტი. “ბათუმელების” ინფორმაციით, ზაურ ახვლედიანს აჭარის ხელოვნების მუზეუმში ღონისძიების დროს დაპირისპირება ჰქონდა მოქალაქესთან. ითქვა ისიც, რომ …

„გაილახა და დაგვანება თავი“ – აჭარაში „ოცნების“ კულტურის მინისტრის მოადგილე მოქალაქესთან დაპირისპირებაზე

აჭარაში „ოცნების“ კულტურის მინისტრის მოადგილე, ზაურ ახვლედიანი, „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ აჭარის ხელოვნების მუზეუმში ღონისძიების დროს, სიტყვიერი [ერთ-ერთი ვერსიით ფიზიკური] დაპირისპირება ჰქონდა მოქალაქესთან. ითქვა ისიც, რომ ზაურ ახვლედიანს საჯარო სივრცეში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და ჰქონდა დაზიანებები, მათ შორის სახის არეშიც. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. დღეს, 28 ივლისს, ზაურ ახვლედიანს ვკითხეთ, რა მოხდა იმ დღეს მუზეუმში და …

„ზაურ ახვლედიანი დანიშნა მთავრობამ“ – სამინისტროს განმარტება სააგენტოში ცვლილებაზე

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ზაურ ახვლედიანი აჭარის მთავრობამ დანიშნა. შედეგად ოლეგ ბოლქვაძე, როგორც მოვალეობის შემსრულებელი, ავტომატურად გათავისუფლდა თანამდებობიდან. გარდა ამისა, ხელმძღვანელის ცვლილების შემდეგ, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, მან ავტომატურად დატოვა მოადგილის თანამდებობაც. ოლეგ ბოლქვაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა. ზაურ ახვლედიანი სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2021 …

ოლეგ ბოლქვაძემ სააგენტო დატოვა, მის მოვალეობას ზაურ ახვლედიანი ასრულებს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ოლეგ ბოლქვაძემ თანამდებობა დატოვა. ოლეგ ბოლქვაძემ ინფორმაცია დაგვიდასტურა, თუმცა მიზეზებზე არ ისაუბრა. „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მეტს ვერაფერს გეტყვით,“ – გვითხრა მან. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დროისთვის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის მოვალეობას ზაურ ახვლედიანი ასრულებს, სააგენტოს ყოფილი დირექტორი, რომელიც ამჟამად აჭარის განათლების მინისტრის მოადგილეა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ოლეგ …

ზაურ ახვლედიანი აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა ზაურ ახვლედიანმა თანამდებობა დატოვა. იგი ამის შესახებ ფეისბუქზე წერს და აღნიშნავს, რომ მუშაობას გააგრძელებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ. „თითქმის 3 წელი ვიმუშავე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსად. ძალიან ბევრი სირთულე გადავლახე ჩემს გუნდთან ერთად, ვიღებდით დაუმსახურებელ ბრალდებებს, მაგრამ ჩემი საქმიანობის მთავარი მიზანი საქმის პატიოსნად კეთება და …

ზაურ ახვლედიანმა „ბათომს“ ძეგლების საბჭოში გუჯაბიძის კანდიდატურაზე უარი უთხრა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა ზაურ ახვლედიანმა საზოგადოება „ბათომს“ ძეგლების საბჭოში წარდგენილი კანდიდატურის, შოთა გუჯაბიძის საბჭოში შეყვანაზე უარი უთხრა, მიზეზად კი მისი კვალიფიკაცია დაასახელა: „წარმოდგენილ პირს გააჩნია სამშენებლო და კინოსარეჟისორო განათლება, რაც არ შეესაბამება დადგენილ კრიტერიუმებს.“ შოთა გუჯაბიძე ამავე საბჭოდან სააგენტოს დირექტორმა საბჭოს დისკრედიტაციის ბრალდებით დაითხოვა.  გარდა ამ გადაწყვეტილებისა,  2021 წლის 29 იანვარს ცნობილი …

შოთა გუჯაბიძე ძეგლების საბჭოდან დათხოვნაზე: ახვლედიანმა და რიჟვაძემ გული მოიფხანეს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული ძეგლების საბჭოდან დღეს დათხოვნილი შოთა გუჯაბიძე იხსენებს, რომ ასეთი მცდელობა სააგენტოს სხვა დირექტორებსაც ჰქონდათ, ზაურ ახვლედიანმა კი ეს მოახერხა და ამით რიჟვაძესთან ერთად „გული მოიფხანა“. ზაურ ახვლედიანი შოთა გუჯაბიძეს სააგენტოს დისკრედიტაციაში სდებს ბრალს. როგორ აფასებს ამ გადაწყვეტილებას თავად რეჟისორი შოთა გუჯაბიძე, რომელიც ძეგლების საბჭოში ანაზღაურების გარეშე მუშაობდა და როგორია მისი …

ზაურ ახვლედიანმა შოთა გუჯაბიძე სააგენტოს ძეგლების საბჭოდან დაითხოვა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა ძეგლების საბჭოს წევრი შოთა გუჯაბიძე, რომელიც სააგენტოს მიმართ კრიტიკით გამოირჩეოდა, საბჭოდან დაითხოვა. შოთა გუჯაბიძეს შესაბამისი ბრძანება დღეს, 28 იანვარს, ჩაბარდა. სააგენტოს დირექტორი საბჭოს წევრს, შოთა გუჯაბიძეს სააგენტოს მიზანმიმართულ დისკრეტიდაციაში ადანაშაულებს და სწორედ ამით ხსნის მისი დათხოვნის მიზეზს. ბრძანებაში, რომელსაც ხელს ზაურ ახვლედიანი აწერს, ნათქვამია: „სააგენტოს დირექტორის მიერ არაერთხელ …

„SOS! ბულვარი ისევ ჩვენი დასაცავია“ – ხვალ ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება

შაბათს, 23 იანვარს, 13:00 საათზე, ბათუმის ბულვარში საპროტესტო აქცია გაიმართება. ბათუმელები ბათუმის ბულვარის დასაცავად აპირებენ შეკრებას. 21 იანვარს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა ერთ-ერთ კომპანიას ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს აშენების უფლება მისცა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსები თუ გავლენიანი ფინანსური ჯგუფები ცდილობენ ბათუმის ბულვარში მიწის ნაკვეთის მითვისებას ან შესყიდვას, ბულვარი სამშენებლო პოლიგონად …

„ეს არის კორუფცია“ – საბჭოს წევრი ბათუმის ბულვარში 16 სართულის აშენებაზე 

„როგორც ჩანს, რაღაცები დალაგდა იქ და რიჟვაძემ უკან დაიხია. ახვლედიანი რიჟვაძის წინ მორბენალი კვიცი არ არის. გახსოვთ, მან თქვა, რომ წინააღმდეგ იყო“, – ასე აფასებს შოთა გუჯაბიძე „ამბასადორი ბათუმისთვის“ ბულვარში 16-სართულიანი [დამატებით 3 მიწისქვეშა სართულით] სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობაზე დათანხმებას. ის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭოს წევრია და ეწინააღმდეგება ბათუმის ბულვარში „ამბასადორის“ პროექტის მასშტაბის …

„ნებართვას ვაძლევ“ – ზაურ ახვლედიანი თანახმაა ბულვარში 16-სართულიანი პროექტის მშენებლობაზე

„ამბასადორი“ ბათუმის ბულვარში 16-სართულიან მშენებლობას გეგმავს, ამას დაემატება სამი სართული მიწის ქვეშ, რასაც პროექტი ითვალისწინებს. ახალი პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლების საბჭომ დღეს განიხილა. ცვლილების შეთანხმების შემდეგ შენობა გარკვეულწილად ფუნქციასაც იცვლის, შეთანხმებული იყო ოთხსართულიანი [დამატებით სამი მიწისქვეშა  სართულით] ბალნეოლოგიური გამაჯანსაღებელი ცენტრის მშენებლობა, ახლა კი მას სასტუმროს ფუნქციაც ექნება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ზაურ …

გონიოს არქეოლოგიური ზონა ბეტონის ქვეშ

გონიოს ციხის მიმდებარედ არსებული არქეოლოგიური ზონა სულ უფრო და უფრო მეტად  ექცევა ბეტონის ქვეშ. 2004 წლიდან დღემდე ამ ზონაში ჯერ საცხოვრებელი სახლები, შემდეგ კი დამხმარე ნაგებობები გაჩნდა და მათი რიცხვი თანდათან იზრდება. ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში სპეციალისტები შიშობენ, რომ გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორია, როგორც საკვლევი არქეოლოგიური ზონა, შესაძლოა სრულად აღმოჩნდეს ბეტონის ქვეშ და დაიკარგოს უნიკალური არქეოლოგიური …

ბათუმში ძეგლების რეაბილიტაციას ფონდი „ქართუ“ 3,5 მილიონით დააფინანსებს

ფონდი „ქართუ“ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლების რეაბილიტაციისთვის 3 მილიონ-ნახევარ ლარს გამოყოფს. ამის შესახებ დღეს, 3 მაისს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა, ზაურ ახვლედიანმა განაცხადა ბრიფინგზე. ზაურ ახვლედიანის ინფორმაციით, პირველ რიგში, დაიწყება იმ სახლების რებილიტაცია, რომელთა რესტავრირების პროექტები უკვე შესყიდულია. საუბარია რვა სახლზე. თავად სააგენტო წელს ორი სახლის რეაბილიტაციას გეგმავს, ამისთვის საჭირო თანხა …

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელად ზაურ ახვლედიანი დანიშნეს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზაურ ახვლედიანი უხელმძღვანელებს. სააგენტოში მისი წარდგენა დღეს, 21 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. ამ დროისთვის სააგენტოში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ, ტელეფონს არც ზაურ ახვლედიანმა უპასუხა. ზაურ ახვლედიანი ამ დრომდე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის კაბინეტს ხელმძღვანელობდა, მანამდე კი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მონიტორინგის განყოფილების ხელმძღვანელი და ბათუმის საკრებულოს …

არჩევნების შემდგომი დეპრესია პარტიების რეგიონულ ოფისებში

არჩევნების შედეგების შემდეგ იმედგაცრუება პარტიების რეგიონულ ორგანიზაციებზეც აისახა. ზოგიერთმა რეგიონულმა თავმჯდომარემ პარტიაში თანამდებობა, ზოგიერთმა კი საერთოდ პარტიაც დატოვა. რეგიონული ორგანიზაციების ოფისების უმეტესობა დაკეტილია. ემოცია, ფსიქოლოგიური ფაქტორი, დეპრესია და ტრაგედია – დღეს ამ სიტყვებს იყენებენ პარტიებში ლიდერებისა თუ წევრების მიერ არჩევნების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებების შეფასებებისას. კობა ჩხეიძე – აჭარაში „თავისუფალი დემოკრატების“ რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მას შემდეგ, …

„რესპუბლიკელების“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გადადგა

„რესპუბლიკელების“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაურ ახლვლედიანი თანამდებობიდან გადადგა. მისივე თქმით, პარტია უახლოეს მომავალში საერთო კრებაზე ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვება ზაურ ახვლედიანმა მოუცლელობით ახსნა: „დრო არ მქონდა, რომ პარტიისთვის უფრო მეტი მემუშავა. გარდა ამისა, იყო რიგი საკითხები, რაც სხვაგვარად უნდა წასულიყო და არ წავიდა.“ ზაურ ახვლედიანის თქმით, ის ჯერჯერობით პარტიის დატოვებას …

Exit mobile version