მთავარი,სიახლეები

ზაურ ახვლედიანი აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

30.04.2021
ზაურ ახვლედიანი აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა ზაურ ახვლედიანმა თანამდებობა დატოვა. იგი ამის შესახებ ფეისბუქზე წერს და აღნიშნავს, რომ მუშაობას გააგრძელებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ.

„თითქმის 3 წელი ვიმუშავე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსად. ძალიან ბევრი სირთულე გადავლახე ჩემს გუნდთან ერთად, ვიღებდით დაუმსახურებელ ბრალდებებს, მაგრამ ჩემი საქმიანობის მთავარი მიზანი საქმის პატიოსნად კეთება და ქვეყნისთვის სასიკეთო სამსახური იყო. ბევრი რამ გავაკეთეთ, მრავალი ძეგლის რესტავრაცია განხორციელდა, ახალი სიცოცხლე ვაჩუქეთ პეტრას ციხეს, არც ერთი ძეგლი არ განადგურებულა, გრძელდება სარესტავრაციო სამუშაოები.

ცხადია, მარტო ვერაფერს გავხდებოდი, გულითადი მადლობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს. ამჯერად, საქმიანობას ვაგრძელებ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ. მადლობა ნდობის გამოცხადებისთვის ბატონ თორნიკეს და ბატონ ჯაბას,“ – წერს ზაურ ახვლედიანი ფეისბუქზე.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ ახვლედიანი მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

ზაურ ახვლედიანი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორად 2018 წლის აგვისტოში დანიშნეს. ამ პოსტზე მის მუშაობის უკავშირდება ისეთი გახმაურებული საქმეები, როგორიცაა თანხმობა „რივიერას“ განაშენიანების გეგმის დამტკიცებაზე და შპს „ამბასადორისთვის“ ბულვარში 16-სართულიანი კომპლექსის მშენებლობის ნებართვის გაცემა.

ზაურ ახვლედიანმა შეცვალა ასევე დებულება, სააგენტოსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოს დაკომპლექტების წესი, რის შედეგადაც საბჭოში აღარ არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომის“ წევრები. ამ დროისთვის საბჭოში შედიან მხოლოდ საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლები.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: