ხულოს მერის არჩევნებში ვახტანგ ბერიძე ლიდერობს – 54.3% | წინასწარი

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“მერობის კანდიდატმა ხულოში, ვახტანგ ბერიძემ ამომრჩეველთა ხმების 54.3% მიიღო, ხოლო ოპოზიციური ერთობის კანდიდატმა, გოგიტა სოლომონიძემ – 36.47 %. ამ დროისთვის ხულოში 55 უბნიდან დათვლილია 54 უბანი. ამ შედეგებით, წინასწარი მონაცემების თანახმად, არჩევნები ხულოში ვახტანგ ბერიძემ მოიგო. ვახტანგ ბერიძე 2019 წლის 10 ივნისიდან უკვე არის ხულოს მუნიციპალიტეტის …

როდის მისცემენ გლეხებს ხულოში მიწას, გაზს, წყალს? – ინტერვიუ „ოცნების“ კანდიდატთან

„დაჩაგრულად არ გრძნობს ხულოს მუნიციპალიტეტი თავს,“ – გვიპასუხა ხულოს მერმა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ, როცა მას ადგილობრივი ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობაზე ვესაუბრეთ და ვკითხეთ: რატომ არ შეიძლება მუნიციპალიტეტის ქონება თავად მუნიციპალიტეტმა განკარგოს და შემოსავლებიც ხულოს ბიუჯეტში შევიდეს? ინტერვიუს დროს ვახტანგ ბერიძემ გვითხრა ისიც, რომ დისკომფორტს არ განიცდის მუნიციპალური ქონების გადაცემით, თუმცა ამავე ინტერვიუდან …

„ბეშუმის გზაზე მანქანებს გადაადგილება უჭირთ“ – მოქალაქე ხულოდან

„გზა ტალახითაა სავსე, მანქანებს გადაადგილება უჭირთ და ბუქსირით ამოჰყავთ ზოგიერთი მანქანა, ეს გზა გააფართოვეს და ამ დროს სანიაღვრე არხები დაშალეს, გზაზე არავინ მუშაობს, რომ წყალმა გზა არ გააფუჭოს…“, – ამბობს ხულოში, სოფელ რიყეთში მცხოვრები გიგლა ანთაძე. მოქალაქის თქმით, გზაზე გავლა წვიმის დროს მას შემდეგ გართულდა, როცა ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო. მოქალაქე ამბობს, რომ გზა …

„ცეცხლმა წამაქცია. სახანძრო რომ მოვიდა, სახლი აღარ იყო“ – ხულოში სახანძრო ბრიგადას ითხოვენ

„როცა სახანძრო მოვიდა, ჩემი სახლი აღარ იყო, ხანძრის გაჩენიდან 1 საათის შემდეგ მოვიდა ადგილზე სახანძრო,“ – გვიყვება ჯუმბერ შაინიძე, რომელსაც გუშინ, 21 მარტის ღამეს, სახლი და ბოსელი დაეწვა. ხანძრის შედეგად ჯუმბერ შაინიძის 9-წევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა, მათ შორის, 4 მცირეწლოვანია. ჯუმბერ შაინიძის ოჯახი არაა ხულოში ერთადერთი, რომლის ცეცხლმოდებულ სახლთან სახანძრო-სამაშველო ბრიგადა დროულად ვერ …

ხულოში ძლიერმა ქარმა 9 სახლის სახურავი დააზიანა

ხულოში ძლიერმა ქარმა 9 საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა სოფლებში: ღორჯომი, მეკეიძეები, ნიაკეთი, ირემაძეები, თხილვანა და გუდასახო. ხულოს მერის, ვახტანგ ბერიძის თქმით, ორი ოჯახი დროებით საცხოვრებლად ნათესავთან გადავიდა. „ჩვენ დავითვლით ხარჯებს და კომისიურად განიხილება, რა ოდენობის თანხა უნდა მიიღოს თითოეულმა ოჯახმა, ამ ეტაპზე ამას ვერ გეტყვით,“ – გვითხრა ხულოს მერმა.

ხულოს მერი: დანამატები დააბრუნეს, მეტ კომენტარს ვეღარ გავაკეთებ

„დანამატები დააბრუნეს, ჩვენ უკვე განმარტება გავავრცელეთ, მეტ კომენტარს ვეღარ გავაკეთებ…“ – გვიპასუხა ხულოს მერმა, ვახტანგ ბერიძემ. მან პანდემიის პირობებში თანამშრომლებს დანამატები ჩაურიცხა. რატომ გაიცა დანამატები ახლა, როცა პანდემიის გამო ხელისუფლებამ ხელფასის ერთი მესამედის ფონდში ჩარიცხვა დაანონსა? – ეს ხულოს მერს, ვახტანგ ბერიძეს ვკითხეთ. მას ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით. „არ მესმის თქვენი ხმა, ცუდად ისმის… დაუკავშირდით პრესსამსახურს,“ …

როგორ ცხოვრობს და იბრძვის 22 წლის იმედა მძიმე დიაგნოზით [ვიდეო]

22 წლის იმედა ბოლქვაძე ხულოში, სოფელ განახლებაში ცხოვრობს. ის თვითნასწავლი გრაფიკული დიზაინერი და ვებდეველოპერია. „ბავშვობიდან ჩემი მეგობრები იყვნენ კოდები და  კომპიუტერი. სამი პროფესია მაქვს – ერთი მოქმედი  და ორი არამოქმედი. მოქმედია მარკეტინგის სპეციალისტი, არამოქმედი – ვებდეველოპერი და გრაფიკული დიზაინერი“, – ასე გვაცნობს იმედა საკუთარ თავს. პროფესიები, რომლებსაც იმედასთვის მაღალი შემოსავალი მოჰქონდა, არაქმედითი მისი სამედიცინო დიაგნოზის …

ხულოს მერის არჩევნებში „ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა – წინასწარი მონაცემები

ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმები უკვე დათვლილია. წინასწარი მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მერის პოსტს ვახტანგ ბერიძე დაიკავებს, „ქართული ოცნების“ კანდიდატი. ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიის ცნობით, მთავარ კონკურენტებს, „ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: [checklist] ვახტანგ ბერიძე [„ქართული ოცნება“]  – 70,91 % [9 909 ხმა] ირაკლი ჯორბენაძე [„ნაციონალური მოძრაობა“] –  23,74 % [3 318] [/checklist] …

ხულოს მერობის მდუმარე და მოლაპარაკე კანდიდატები წინასაარჩევნოდ

„მაღალი თანამდებობიდან მეტის გაკეთება შეიძლება,“ – მიიჩნევს როლანდ აბულაძე. ის ხულოს მერობის ერთადერთი დამოუკიდებელი კანდიდატია, რომელიც ამავდროულად ხულოს მერიაში ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობს. მას და მერობის სხვა კანდიდატებს „ბათუმელები“ წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ესაუბრა. 19 მაისს საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში, მათ შორის ხულოში, მერს აირჩევენ. ხულოში მერობისთვის 14 კანდიდატი იბრძვის, თუმცა მათი უმრავლესობა ამ დრომდე მედიაში არ გამოჩენილა. …

ხულოს მერობის კანდიდატი: შსს ყოველთვის იყო ადეკვატური

„კანონის დარღვევა არ მომხდარა ერთი წამითაც პოლიციის მხრიდან“, – ასე აფასებს ვახტანგ ბერიძე ხულოში, სოფელ ღურტაში 5 წლის წინ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლას. ვახტანგ ბერიძე მაშინ ხულოს პოლიციის უფროსი იყო, ახლა კი, ხულოს მერობის კანდიდატია „ქართული ოცნებიდან“. მან ვერ გვითხრა, რა კანონი დაარღვიეს მოქალაქეებმა, თუკი თვითონ, როგორც პოლიციელი, კანონიერად მოქმედებდა. რას ჰპირდება ყოფილი პოლიციელი ხულოს …

„ვახტანგ ბერიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა“ – გამოძიება ხულოს მერის წინააღმდეგ

ხულოში, სოფელ დიაკონიძეებში მცხოვრები მადონა სოლომონიძე პროკურატურისგან პასუხს ითხოვს. საქმე ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელს, ვახტანგ ბერიძეს ეხება, რომელიც წინა წლებში ხულოს მუნიციპალიტეტის პოლიციის უფროსი იყო. მოქალაქე ირწმუნება, რომ 2016 წლის 8 მაისს, ხულოში გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავების დროს, ვახტანგ ბერიძე მას ფიზიკურად გაუსწორდა. „ეს იყო აქცია არა ჰესების წინააღმდეგ, არამედ ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით. ჩემი სახლიც …

რა სჭირს გოჩა მელაძეს – ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებლად ყოფილი პოლიციელი დანიშნეს

ხულოს მერის მოვალეობას მუნიციპალიტეტის პოლიციის ყოფილი უფროსი, ვახტანგ ბერიძე შეასრულებს. ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის ჯუმბერ დიმიტრაძის ინფორმაციით, ხულოს მერი, რომლის გადადგომაზეც გუშინ გავრცელდა ინფორმაცია და რომელზეც ამბობდნენ, რომ 31 ოქტომბრამდე შვებულებაში იმყოფებოდა, სამსახურში გუშინ გამოცხადდა, თავისი მოადგილე, ლაშა ბოლქვაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა, მის ნაცვლად ვახტანგ ბერიძის დანიშვნას მოაწერა ხელი და თავადაც დაწერა განცხადება გადადგომაზე. შესაბამისად, ვახტანგ ბერიძე …

როგორ აისახა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა შუახევის გამგეობაზე

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ვახტანგ ბერიძის სარჩელი. ეს მოქალაქე შუახევის კულტურის ცენტრიდან უკანონოდ გათავისუფლებას ასაჩივრებდა. მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ განმარტა, რომ კულტურის ცენტრი არასამეწარმეო იურიდიულ პირს წარმოადგენს, რომლის ხელმძღვანელის გათავისუფლების უფლება მუნიციპალიტეტის გამგებელს ნებისმიერ დროს აქვს, მათ შორის, დარღვევის არარსებობის შემთხვევაშიც. სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროს, მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ უზენაესი სასამართლოს მიერ გასული წლის ბოლოს მიღებული …

შუახევის კულტურის ცენტრის ყოფილმა დირექტორმა სასამართლოს მიმართა

შუახევის კულტურის ცენტრის ყოფილმა დირექტორმა, ვახტანგ ბერიძემ, ხელვაჩაურის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. იგი მიიჩნევს, რომ უსამართლოდ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან მიმდინარე წლის 4 მაისს. ვახტანგ ბერიძის უფლებებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი ნინო სიორიძე დაიცავს.  მისი თქმით, ვახტანგ ბერიძე ითხოვს გათავისუფლების შესახებ ბრძანების უკანონოდ ცნობას, სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას. „გათავისუფლების ბრძანებაში სამი საფუძველი იყო მითითებული: …

ნეპოტიზმის ნიშნები შუახევში

შუახევის გამგეობის წინააღმდეგ სასამართლო დავას ვახტანგ ბერიძე იწყებს. ის 4 მაისამდე ააიპ „შუახევის კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელი იყო. მის ინტერესებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ დაიცავს. შუახევის კულტურის ცენტრის ახალი დირექტორი მაკა მაკარაძე გახდა. ის შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, რუსუდან შავაძის რძლის დაა. რუსუდან შავაძე უშუალოდ კულტურის მიმართულებას კურირებს. ამავდროულად, კულტურის ცენტრის ახალი დირექტორი – მაკა მაკარაძე …

შუახევის კულტურის ცენტრს ახალი დირექტორი ჰყავს – ყოფილი კი სასამართლოში აპირებს ჩივილს

შუახევის კულტურის ცენტრს ახალი დირექტორი ჰყავს. ამ პოზიციაზე შუახევის გამგებელმა, ტარიელ ებრალიძემ,  დაბის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მაკა მაკარაძე დღეს დანიშნა. კულტურის ცენტრის ყოფილი დირექტორი ვახტანგ ბერიძე მის გათავისუფლებას უკანონოდ მიიჩნევს და აპირებს სასამართლოს მიმართოს. „უსამართლოდ გამათავისუფლეს, ყოველგვარი დასაბუთებისა და არგუმენტების გარეშე, ძალიან აბსურდული და ჭორების დონეზე მიღებული ინფორმაცია ჩამიწერეს ბრძანებაში. ერთ-ერთ მიზეზად სოციალურ …

Exit mobile version