ორეულები, პუტინის შურისძიება, რა ელის „ვაგნერს“ – მსოფლიო პრიგოჟინის სიკვდილზე

პრიგოჟინის თვითმფრინავის ავიაკატასტროფა და მისი სავარაუდო სიკვდილი დღეს ნომერ პირველი თემაა მსოფლიოში. თუმცა, როგორც ჩანს, დასავლეთში ეს სულაც არ უკვირთ. ნამდვილად მოკლულია თუ არა პრიგოჟინი? – პოლიტიკოსები, ექსპერტები და ანალიტიკოსები შეფასებებში საკმაოდ ფრთხილობენ. რა ელის „ვაგნერს“, მოახდენს თუ არა გავლენას ეს ყველაფერი ომზე და რა ბედი ეწევა პრიგოჟინის „აფრიკულ იმპერიას“? დასავლეთში მრავალი ვერსია და ვარაუდი …

ვფიქრობ, პრიგოჟინის გვამი შენახული ჰქონდათ, ჩაალაგეს და ჩამოაგდეს – ინტერვიუ პოლკოვნიკთან

„პუტინს იგივე ბედი ელის, რაც პრიგოჟინს – თუ დამარცხდა. და დამარცხდება აუცილებლად,“ – მიიჩნევს პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე, რომელმაც 2023 წლის 14 ივლისს „ბათუმელებთან“ ინტერვიუში თქვა, რომ პრიგოჟინი მოკლეს ან მოკლავდნენ, რადგან რუსეთში შეუძლებელია ამბოხზე სახელმწიფოს სხვა რეაქცია ჰქონდეს. პოლკოვნიკის დაკვირვებით, პუტინი ამჯერად კლანების დაპირისპირებას აკონტროლებს, მაგრამ მისი მთავარი გამოწვევა უკრაინაა, ვისთან ომსაც ვერ იგებს. „შიდა …

„რუსეთის ФСБ-მ მიიღო პრიგოჟინის მოკვლის დავალება“ – ბუდანოვი

რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურს [ФСБ] დაევალა „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის განადგურება აჯანყების მცდელობის შემდეგ – აცხადებს უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი The War zone-სთან ინტერვიუში. „ჩვენ ვიცით, რომ პრიგოჟინის მოკვლა ФСБ-ს დაევალა. იქნებიან ისინი ამაში წარმატებულები? დრო გვიჩვენებს. ასეა თუ ისე, ყველა პოტენციური მკვლელობის მცდელობა არ იქნება სწრაფი. მათ გარკვეული დრო დასჭირდებათ, რომ შეიმუშაონ …

„კმარა ღრიალი. თქვი დრო, ადგილი და შევხვდეთ“ – კადიროველები პრიგოჟინის წინააღმდეგ

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ჩეჩნეთიდან, კადიროვის გარემოცვის უახლოესმა წევრმა, ადამ დელიმხანოვმა დაჯგუფება „ვაგნერის“ მფლობელს, ევგენი პრიგოჟინს მოუწოდა შეწყვიტოს „ყვირილი და ყბედობა“ და „დაასახელოს დრო და ადგილი“ შესახვედრად. დელიმხანოვმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა ტელეგრამზე პირველ ივნისს. იგი ვიდეოში ამბობს, რომ ამ მიმართვით პრიგოჟინს ეხმაურება. იგი შენობით მიმართავს „ვაგნერის“ მფლობელს და მას „ბლოგერს“ უწოდებს. „ვნახე ევგენი პრიგოჟინის მიმართვა, რომელშიც …

რუსეთს ბახმუტში „ვაგნერის“ გარეშე შესაძლოა გაუჭირდეს – ანალიტიკოსები

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, 27 მაისს, რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურ მოკლე მიმოხილვაში წერს, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ძალებმა, სავარაუდოდ, ბახმუტის გარშემო მდებარე ზოგიერთი პოზიციიდან გასვლა დაიწყეს. 25 მაისს „ვაგნერის“ მფლობელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ბახმუტიდან ძალების გაყვანა დაიწყო და პოზიციების გადაცემა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის 1 ივნისამდე გაგრძელდება. ბრიტანული დაზვერვა და, ასევე, ომის შესწავლის …

პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის მინისტრს ბახმუტში ეპატიჟება

დღეს, 12 მაისს, „ვაგნერის” ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახურის არხზე ტელეგრამში, ოფიციალური წერილი გამოჩნდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუსადმი მიმართვით. „მძიმე ოპერატიული მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე საბრძოლო მოქმედებებში თქვენი მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, გთხოვთ, მობრძანდეთ ბახმუტის ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის გასამხედროებული ქვედანაყოფების კონტროლქვეშ იმყოფება და დამოუკიდებლად შეაფასოთ არსებული ვითარება“ – წერია წერილში. პრიგოჟინი წერილში ასევე აღნიშნავს, რომ ამჟამად …

პრიგოჟინმა შოიგუსა და გერასიმოვს აგინა: ის საბრძოლო მასალების 70%-იან დეფიციტზე წუხს

„ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა, 4 მაისს, გვიან ღამით, ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის პირდაპირ აგინებს რუსეთის თავდაცვის მინისტრ, სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის უფროსს – ვალერი გერასიმოვს. პრიგოჟინის ვიდეომიმართვა ათეულობით დაღუპული, დაქირავებული „ვაგნერელის“ ფონზეა ჩაწერილი. ვიდეო პრიგოჟინის პრესსამსახურმა ტელეგრამში გაავრცელა. პრიგოჟინის თქმით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო მასალები ნორმის ფარგლებში რომ მიეწოდებინა, მაშინ „ვაგნერის“ დანაკარგები ხუთჯერ …

„ვაგნერი“ რუსეთში იურიდიულ პირად დარეგისტრირდა – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 20 იანვრის ანგარიში რუსეთში „ვაგნერის“ დაჯგუფების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს განიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2022 წლის 27 დეკემბერს, რუსეთის ერთიან სახელმწიფო რეესტრში „ვაგნერის“ მარიონეტული გასამხედროებული დაჯგუფება იურიდიულ პირად დარეგისტრირდა. ამ იურიდიული პირის სახელწოდება შეიცავს სიტყვას – „ცენტრი“ [ЧВК Вагнер Центр], უკრაინაში მებრძოლ არაფორმალური დაჯგუფებას კი მოიხსენიებენ, როგორც ЧВК Вагнер.  ბრიტანული დაზვერვის მონაცემების თანახმად, …

უკრაინაში მოკლეს „ვაგნერის“ წევრი, რომელიც საქართველოშიც იბრძოდა

კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მოიერიშე დანაყოფის მეთაური, 41 წლის ალექსეი ნაგინი, მეტსახელად „ტერეკი“, ბახმუტთან 20 სექტემბერს მოკლეს. ნაგინი რუსეთში რამდენიმე ორდენით იყო დაჯილდოებული – „სიმამაცისთვის“, „ყირიმის დაცვისთვის“. მას სიკვდილის შემდეგ გადასცეს რუსეთის, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკების გმირის წოდება. როგორც ინტერნეტრესურსი InformNapalm-ი წერს, „ტერეკი“ უკრაინაში დონბასშიც იბრძოდა, ასევე მონაწილეობდა ბრძოლებში ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და …

ჩვენ ქურდები და მკვლელები ახლა რუსეთის ომში ვიბრძვით – როგორ აგროვებს პრიგოჟინი პატიმრებს

ბრიტანულმა The Guardian-მა გამოარკვია, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი და პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი, ევგენი პრიგოჟინი, ივნისის შემდეგ არაერთ რუსულ კოლონიაში იმყოფებოდა. გამოცემასთან საუბრობენ პატიმრები და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ციხეებში პრიგოჟინი პირადად ჩავიდა და პატიმრებს უკრაინაში ბრძოლის სანაცვლოდ, სასჯელისგან გათავისუფლება შესთავაზა. —- ივლისის ერთ შუადღეს, როდესაც მოსკოვიდან 500-მდე კილომეტრით დაშორებული ტამბოვის კოლონიაში …

ლუგანსკში ლიკვიდირებულია „ვაგნერის“ დანაყოფი – სერგეი გაიდაი

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ერთ-ერთი ჯგუფი გაანადგურეს. გაიდაის ინფორმაციით, „ვაგნერის“ დანაყოფი, რომელიც 58-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის პოზიციების დაკავებას ცდილობდა, მთლიანად ლიკვიდირებულია. „ამ დღეებში, მათ 58-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის პოზიციებს შეუტიეს. ეს ბრიგადა უკვე წლებია ლუგანსკის ოლქს იცავს. სუ 25-ის ერთ-ერთი პილოტი, რომელიც „ვაგნერს“ …

„ვაგნერს“ ლუგანსკში დიდი დანაკარგი აქვს, ის აქ რუსეთის დასაყრდენია – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, კრემლი უკრაინის ომში აქტიურად იყენებს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“. დაჯგუფება რუსეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დასაყრდენი გახდა ლუგანსკის ოლქისთვის ბრძოლებში, მათ შორის, პოპასნაიასა და ლისიჩანსკის დაკავების ოპერაციებში. დაზვერვის 18 ივლისის რელიზის თანახმად, „ვაგნერს“ ამ ბრძოლებში სერიოზული დანაკარგი აქვს. „რუსეთმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ გამოიყენა, რათა გაეძლიერებინა ფრონტის წინა ხაზი, შეევსო პირადი შემადგენლობის ნაკლებობით …

რუსეთმა შესაძლოა უკრაინაში საბრძოლველად პატიმრები გაუშვას – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა რუსეთის არმიაში კადრების ნაკლებობაზე საუბრობს და ვარაუდობს, რომ ამან შესაძლოა, რუსეთის თავდაცვა აიძულოს, სამხედროთა არატრადიციული დაკომპლექტების მეთოდს მიმართოს. „ეს გულისხმობს პირადი შემადგენლობის გამოყვანას რუსეთის ციხეებიდან კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერისთვის“, – წერს უწყება 12 ივლისის რელიზში. დაზვერვის შეფასებით, თუ ეს ვარაუდი გამართლდება, ის მიუთითებს იმ სირთულეებზე, რომლებსაც რუსეთი დანაკარგების შევსებისას აწყდება. გაერთიანებული სამეფოს …

რატომ აგზავნის რუსეთი „ვაგნერის“ მფრინავებს უკრაინაში – ბრიტანეთის დაზვერვის შეფასება

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინაში „ვაგნერის“ დაქირავებულ მფრინავებს იყენებს, რადგან დიდი საბრძოლო დანაკარგი აქვს და სათანადოდ მომზადებული პირადი შემადგენლობა აღარ ჰყოფნის. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის 24 ივნისს გამოქვეყნებულ ცნობარში, დაზვერვა 17 ივნისის შემთხვევას იხსენებს, როდესაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული მოიერიშე სუ 25 ჩამოაგდეს და შეიპყრეს მისი პილოტი, რომელიც ჯგუფ „ვაგნერის“ წევრი აღმოჩნდა. „გადამდგარი და …

Exit mobile version