სპორტი, როგორც ფუფუნება – რატომ ღირს ფიტნესკლუბები საქართველოში ევროპაზე ძვირი

„18 ევრო ღირს ჩემი სახლის გვერდით სპორტული ცენტრი, სადაც ფიტნეს დარბაზია და საცურაო აუზიც,“ – გვიყვება ესპანეთში, ქალაქ ბილბაოში მცხოვრები ალექსანდრე სანაძე. ნათია ვიტი, გერმანიის ქალაქ ფრანკფურტიდან კი ამბობს, რომ 15 – 20 ევროდან არის შესაძლებელი ფიტნესდარბაზით სარგებლობა, ერთთვიანი აბონემენტი. ამ ფასად, მაგალითად, ბათუმსა და თბილისში არათუ საცურაო აუზით, მხოლოდ ტრენაჟორებითაც ვერ ისარგებლებ. დაბალი შემოსავლებისა …

ბათუმში საცხოვრებლად გადმოსული ესპანელი: პირველი გაოცება ავტობუსში მქონდა

„ვმოგზაურობდი მარტო. ვიყავი რუმინეთში, სლოვაკეთში, ბულგარეთში, საბერძნეთში და ჩავედი თურქეთში, სადაც კაბადოკიაც მოვინახულე. ტრაბზონიდან მქონოდა ფრენა ფილიპინებში და ვიფიქრე, მოდი, ბათუმი აქედან ძალიან ახლოსაა და ხომ არ ვნახო? ასე დაუგეგმავად და შემთხვევით მოვხვდი ბათუმში,“ – ამბობს ესპანელი მიგელ ანხელ კაფინეს ხარენიო, რომელსაც გადაწყვეტილება უკვე მიუღია – ბათუმში აპირებს საცხოვრებლად დარჩენას. „ულამაზესი ბუნებაა აქ, ზღვა, მთები, …

ესპანეთში უფასო გახდა საგარეუბნო და რეგიონული მატარებლებით მგზავრობა

პირველი სექტემბრიდან ესპანეთში უფასო გახდა საგარეუბნო და რეგიონული მატარებლებით მგზავრობა. ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, საგარეუბნო და რეგიონული მატარებლებით უფასოდ მგზავრობა, ზოგიერთი საქალაქთაშორისო მატარებლით კი – ფასდაკლებით, შეუძლია ყველას, ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად. მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ელი სექტემბრიდან შემოღებული ეს შეღავათი ძალაში იქნება 2022 წლის 31 დეკემბრამდე და შესაძლოა, მომავალ წელსაც დარჩეს ძალაში. აღნიშნული ინიციატივის დასაფინანსებლად ესპანეთის მთავრობამ ბიუჯეტიდან …

ესპანეთი უკრაინას სარაკეტო კომპლექსებსა და „ლეოპარდებს“ მიაწოდებს – მედია

ესპანეთი უკრაინას სარაკეტო კომპლექსებს – Shorad Aspide-ებსა და გერმანელ მეორად ტანკებს, Leopard A4-ებს მიწოდებს – ამის შესახებ ესპანური გამოცემა, El Pais-ი წერს, სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, უკრაინას ესპანეთი, სავარაუდოდ, 40 გერმანულ, შეკეთებულ ტანკს გადასცემს და უკრაინელ სამხედროებს ამ ტექნიკის გამოყენებასაც ასწავლის. ტრენინგის პირველი ეტაპი ლატვიაში იგეგმება. ესპანეთმა უკრაინას უკვე გადასცა  200 ტონა იარაღი და …

სინოფარმით და სინოვაკით აცრილ ტურისტებს ესპანეთში შესვლა შეუძლიათ

დღეიდან, 7 ივნისიდან, ესპანეთი ღიაა უცხო ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც წარადგენენ კორონავირუსზე ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს საქართველოს საელჩო ესპანეთში. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვაქცინაციის სრული კურსი ესპანეთში გამგზავრებამდე 14 დღით ადრე უნდა ჰქონდეთ ჩატარებული იმ ვაქცინით, რომელიც ავტორიზებულია ევროპის მედიცინის სააგენტოს [ფაიზერი, მოდერნა, j&j/იანსენი, ასტრაზენეკა] ან ჯანმრთელობის მსოფლიო …

ესპანეთი პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას აპირებს

ესპანეთის მთავრობა გეგმავს, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მაისის მეორე ნახევარში შეამსუბუქოს. ესპანეთი COVID19-ის დადასტურებული შემთხვევებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ.  დაახლოებით ერთი კვირის წინ ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრი სალვადორ ილლა ამბობდა, რომ ესპანეთმა პანდემიის პიკი გადალახა. ამის საფუძველი გახდა სააღდგომოდ დაფიქსირებული ახალი შემთხვევების რაოდენობათა კლების ტენდენცია. როიტერსი წერს, რომ შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა …

ესპანეთი, იტალია და აშშ კარანტინს ამსუბუქებს – მსოფლიო ჯანმო მათ თავშეკავებისკენ მოუწოდებს

„კორონავირუსისგან ყველაზე დაზარალებული ორი ქვეყანა – იტალია და ესპანეთი კარანტინის წესების შედარებით შემსუბუქებას გეგმავს. იტალიაში ნელ-ნელა იხსნება მაღაზიები, ესპანეთში კი ქარხნების ნაწილი უკვე ამუშავდა”, – წერს BBC. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამ ქვეყნების ხელისუფლებებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს, მადრიდის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა ევროკავშირი. ავსტრიაში სამშაბათიდან უნდა გაიხსნას ათასობით მაღაზია. საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში კარანტინის წესები უცვლელია. მაკრონმა გუშინ, 13 …

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა მესამედი მოხუცთა თავშესაფრიდანაა

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ესპანეთში, მადრიდის რეგიონში, მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები 4750 ხანდაზმული გარდაიცვალა, ესპანეთში დაღუპულთა საერთო მაჩვენებლის თითქმის მესამედი.  კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 9 მარტის მონაცემებით ქვეყანაში 15 238-ია. მადრიდის რეგიონი ესპანეთში გამონაკლისი არ არის. მოხუცთა თავშესაფრებში გარდაიცვალა 956 ხანდაზმული კასტილია ლა მანჩას რეგიონშიც, კატალონიის ხელისუფლებამ კი 15 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით მოხუცთა თავშესაფრებში გარდაცვალების 1100 …

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მესამე დღეა იკლებს

ესპანეთში უკვე ზედიზედ მესამე დღეა იკლებს Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა – ბოლო 24 საათში ქვეყანაში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 674 პაციენტი, რაც 135-ით ნაკლებია პარასკევის, 3 აპრილის მონაცემებზე – წერს BBC. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ქვეყანა ახლოსაა დაავადების გავრცელების პიკის დასრულებასთან. მან ესპანეთში კარანტინი 25 აპრილამდე გაახანგრძლივა და განაცხადა, რომ ეს აუცილებელია ადამიანების გადასარჩენად, და, …

ესპანეთში კორონავირუსით ერთ დღეში 838 ადამიანი გარდაიცვალა

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა ოდენობა იზრდება. ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის მიერ დღეს, 29 მარტს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების თანახმად ბოლო 24 საათში ქვეყანაში 838 ადამიანი გარდაიცვალა. მზარდია ინფიცირებულთა რიცხვიც. ახალი კორონავირუსი ესპანეთში 78 797 ადამიანს აქვს დადასტურებული. ესპანური გამოცემა “ელ პაისი” წერს, რომ შაბათს, 27 მარტს, ერთ დღეში 832 ადამიანი გარდაიცვალა ვირუსით, პარასკევს კი – 769. ესპანეთში კორონავირუსის …

769 ადამიანი ერთ დღეში – ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ისევ გაიზარდა

769 ადამიანი გარდაიცვალა ესპანეთში ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსით. მონაცემები დღეს, 27 მარტს, გამოქვეყნდა. ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით სულ 4 858 ადამიანია გარდაცვლილი. 56 188-დან 64 059 -მდე გაიზარდა ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო 24 საათში. აქედან საავადმყოფოში მკურნალობას დაახლოებით 27 ათასი პაციენტი გადის. ესპანეთში, რომელიც ევროპაში იტალიის შემდეგ ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია, 14 მარტის შემდეგ …

ესპანეთმა COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო – CNN

CNN წერს, რომ ესპანეთმა კორონავირუსით გარდაცვალების 3434 შემთხვევა დააფიქსირა და ამ მაჩვენებლით ესპანეთი იტალიის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი გუშინს მერე 27%-ით გაიზარდა. ქვეყანას ჯამში ინფიცირების 47 61 შემთხვევა აქვს დაფიქსირებული. ჩინეთში, სადაც ეპიდაფეთქება დაიწყო, ვირუსმა 3281 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს იტალიას – 6820.

ესპანეთში ერთ დღეში 514 ადამიანი იმსხვერპლა COVID-19-მა – ექიმებს ვირუსთან გამკლავება უჭირთ

ესპანეთში ექიმები ჩივიან, რომ საბაზისო ეკიპირებაც კი არ აქვთ, იმ პირობებში, როცა ერთ დღეში კორონავირუსით 514 ადამიანი გარდაიცვალა. 24 მარტის მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსით 39 673 ადამიანია დაავადებული. აქედან ვირუსის მატარებელთა 13%-ს სამედიცინო პერსონალი შეადგენს – წერს „გარდიანი“.  ესპანეთში, რომელიც ევროპაში იტალიის შემდეგ ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია, 14 მარტის შემდეგ კარანტინია, თუმცა დაავადების გავრცელება არ ნელდება. კორონავირუსმა …

კორონავირუსი ესპანეთიდან ჩამოსულ პირს დაუდგინდა: მე-15 შემთხვევა

9 მარტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით საქართველოში 15 პირია ინფიცირებული. ბოლო 24 საათში ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ორიდან ერთი, ე.წ. იტალიურ კლასტერთან დაკავშირებული პირია, მეორე მოქალაქე კი საქართველოში ესპანეთიდან ჩამოვიდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ესპანეთიდან ჩამოსულ პირს ესპანეთში კონტაქტი ჰქონდა იტალიელებთან. „მას ხანგრძლივი და ხშირი კონტაქტები ჰქონდა იტალიელებთან. ამიტომ ამ ეტაპზე ვერ …

ესპანელი წყვილი, რომელმაც ბათუმში ცხოვრება გადაწყვიტა: „მგონი, ადრეც აქ ვცხოვრობდით“

„ძალიან მშვიდია ეს ქალაქი, თუ არ ჩავთვლით ქაოსურ საგზაო მოძრაობას…“ – ასე დაიწყო ესპანელმა წყვილმა იმის ახსნა, თუ რატომ გააკეთეს არჩევანი ბათუმზე. მათ აბაშიძის გამზირზე, ერთ-ერთ კაფეში შევხვდით. ხუან პონსი და მარგარიტა ნუევო აქამდე ესპანეთში ცხოვრობდნენ, კუნძულ მენორკაზე. წყვილმა ბათუმში ბინა შეიძინა და გასული წლის აპრილიდან აქ დასახლდა საცხოვრებლად. წყვილმა ემოციურად განაგრძო იმის ჩამოთვლა, თუ …

ესპანეთში ცნობილი ქართველი შეფ-მზარეულის კულინარიული ქიმია

დავით ნარიმანიშვილი მადრიდში 12 წლის წინ წავიდა. მანამდე კი საქართველოში კულინარიასთან, გარდა იმისა, რომ გემრიელი კერძები უყვარდა, არაფერი აკავშირებდა. მისი საქმიანობა თბილისში პურ-ფუნთუშეულის პატარა სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობით შემოიფარგლებოდა. მადრიდში დავითმა მეგობრის დახმარებით ტრადიციული ესპანური სამზარეულოს ტავერნაში დაიწყო მუშაობა, მზარეულის დამხმარედ. მაშინ კერძების მომზადება არ იცოდა, თბილისში დედას და ნათლიას ურეკავდა, ქართული კერძების რეცეპტებს იწერდა და …

Exit mobile version