რატომ წააგო ერდოღანმა არჩევნები: „მშიერი კუჭი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა“

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარა. მან ის პროვინციებიც კი წააგო, სადაც ტრადიციულად არჩევნებს იგებდა. რატომ დაკარგა ამომრჩევლის ნდობა თურქეთის პრეზიდენტის, ერდოღანის პარტიამ და რა იცვლება მეზობელ სახელმწიფოში? – ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ თურქოლოგ ქამრან ოსმანლის. ბატონო ქამრან, რას აჩვენებს თქვენთვის არჩევნების წინასწარი შედეგები თურქეთში: ოპოზიცია ლიდერობს, ერდოღანმა დამარცხება აღიარა…  ეს მართლა …

ერდოღანი პუტინთან შესახვედრად რუსეთში გაემგზავრა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს, 4 სექტემბერს, ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთში გაემგზავრა. თურქული მედიის ცნობით, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების მოლაპარაკებების დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შესახებ შეთანხმება იქნება, საიდანაც მოსკოვი 17 ივლისს გამოვიდა. „მხარეები ასევე განიხილავენ რუსეთ-უკრაინის ომის უახლეს მოვლენებს, თურქეთ-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობების მდგომარეობას, მათ შორის ენერგეტიკის, ვაჭრობის, ეკონომიკისა და …

„ერდოღანი არჩევნებზე შესაძლოა ცარიელზე დატოვონ“ – ინტერვიუ თურქოლოგთან

მიწისძვრა და ეკონომიური კრიზისი – ორ ფაქტორს ასახელებს თურქოლოგი სანდრო ბაკურაძე, რომლის გამოც შესაძლოა ერდოღანმა 14 მაისის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები წააგოს. თურქოლოგი გვესაუბრება, როგორ გამოჩნდა ის, რომ თურქეთი იგივე პრობლემების წინაშეა, რაც იყო 24 წლის წინ – იზმითის მიწისძვრის დროს. მაშინ მიწისძვრა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც ერდოღანი ხელისუფლებაში მოვიდა. „ქილიჩდაროღლუსთვის მთავარი ფაქტორია …

თურქეთში 31 ადამიანი დააკავეს მიწისძვრისას მასშტაბური ნგრევის საქმეზე

თურქეთში მალათიის პროკურატურამ მიწისძვრის მასშტაბური ნგრევის საქმის გამოძიების ფარგლებში 31 ადამიანის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო საცხოვრებელი და სხვა ობიექტების მშენებლობაში დარღვევებზე, რამაც დიდი მსხვერპლი გამოიწვია. ბოლო ცნობებით დაიღუპა 29 600-ზე მეტი ადამიანი. თურქული მედია პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ რამდენიმე ეჭვმიტანილის ძებნა გრძელდება. „ბიბისი“ წერს, რომ მიწისძვრისგან დაზარალებულ 10 პროვინციაში 170 000 შენობის …

ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტობას კვლავ აპირებს 20-წლიანი მმართველობის შემდეგ

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ემზადება ოპოზიციის პროტესტის ფონზე. თურქეთის ოპოზიციური „ნაციონალური ალიანსი“ აცხადებს, რომ 2023 წლის მაისში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანს არ შეუძლია საკუთარი კანდიდატურის წამოყენება, რადგანაც ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, ერთსა და იმავე ადამიანს მხოლოდ ორჯერ აქვს პრეზიდენტობის უფლება. ერდოღანი კი პრეზიდენტად ორჯერ – 2014 და 2018 წლებში …

ერდოღანი ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, გაიყვანოს ჯარები უკრაინის ქალაქ ხერსონიდან, „პოზიტიურ და მნიშვნელოვან ნაბიჯად“ აფასებს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი. სააგენტო Anadoly-ს ცნობით, ერდოღანმა უზბეკეთში გაფრენამდე პრესკონფერენცია გამართა და სხვა საკითხებთან ერთად ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანასა და „მარცვლეულის დერეფანზეც“ ისაუბრა. ერდოღანის თქმით, ანკარა არ წყვეტს თავის ძალისხმევას „კონფლიქტის დიპლომატიური გზებით დასასრულებლად“. „ზუსტი თარიღის თქმა, როდის დასრულდება კონფლიქტი, …

რა უთხრეს ერდოღანს – რა შემთხვევაში გაცვლიდნენ „აზოვსტალის“ დამცველების მეთაურებს

უკრაინული მედია CNN Türk-ზე დაყრდნობით წერს, რა მოლაპარაკებები იმართებოდა „აზოვსტალის“ დამცველების მეთაურების გათავისუფლებისთვის. თურქეთის ოფიციალური პირების თქმით, განსაკუთრებით რთული იყო შეთანხმება საბრძოლო მეთაურების გაცვლაზე. თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა CNN Türk-ზე განაცხადა, რომ მისი ქვეყნის წარმომადგენლები ამ საკითხს რუსეთთან 3 თვეზე მეტ ხანს განიხილავდნენ. იბრაჰიმ ქალინის თქმით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამ საკითხს „ძალიან გულისხმიერად“ მიუდგა. …

ერდოღანი ზელენსკის პუტინთან შეხვედრას შესთავაზებს – მედია

უკრაინაში დღეს თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს ელოდებიან. ლვოვში გუშინ საღამოს უკვე ჩავიდა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში. ორივე ლიდერი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, სამმხრივ სამიტში მონაწილეობს. „მოსალოდნელია, რომ ერდოღანი ზელენსკის პუტინთან შეხვედრას შესთავაზებს“, – დიპლომატიურ წრეებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება თურქული ტელეკომპანია A Haber-ის კორესპონდენტი ლვოვიდან. „იმ ცნობების მიხედვით, რომლებიც ჩვენ რუსული წყაროებიდან …

ერდოღანი უკრაინაში ჩადის ომის „დიპლომატიური გზებით“ დამთავრებაზე სალაპარაკოდ 

ლვოვის სამიტზე, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში მიიღებენ მონაწილეობას, რუსეთ-უკრაინის ომის „დიპლომატიური გზებით“ დასრულების შესაძლებლობები განიხილება. როგორც თურქეთის პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებულ რელიზშია ნათქვამი, 18 აგვისტოს რეჯეფ თაიფ ერდოღანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა უკრაინის ქალაქ ლვოვს. „მოლაპარაკების ფარგლებში, ლიდერები ისაუბრებენ თურქეთ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ასპექტზე. ასევე, …

შეთანხმება ყველა მხარემ უნდა დაიცვას – ერდოღანი ოდესის პორტის დაბომბვაზე

თურქეთის პრეზიდენტი ხორბლის ექსპორტის საკითხებზე მოლაპარაკების ყველა მხარეს მოუწოდებს, დაიცვან ხელმოწერილი შეთანხმებები. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამის შესახებ თურქეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ისაუბრა. „ყველასგან ველით, რომ პასუხისმგებლობას აიღებენ საკუთარ ხელმოწერაზე და საკუთარი ვალდებულებების მიხედვით იმოქმედებენ,“ – განაცხადა ერდოღანმა და ხაზი გაუსვა, რომ 23 ივლისს, რუსეთის თავდასხმა ოდესის საზღვაო პორტზე უკიდურესად დამამწუხრებელი ფაქტია. – „შეცდომები აქ ყველას …

თურქეთმა შესაძლოა სიკვდილით დასჯა აღადგინოს

თურქული მედიის ცნობით, სიკვდილით დასჯის აღდგენის აუცილებლობის საკითხს თურქეთის ლიდერი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქვეყანაში ტყის ხანძართან დაკავშირებით დაუბრუნდა. ერდოღანის განცხადებით, ტყის ცეცხლის წაკიდებისთვის სასჯელი უნდა იყოს ძალიან საშიში. ასეთია სიკვდილით დასჯა და „მაშინ ეს იქნება სიკვდილით დასჯა“. თურქეთი მზადაა, გადახედოს 2004 წლის გადაწყვეტილებას სიკვდილით დასჯის გაუქმებაზე. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაგმა …

ერდოღანი აცხადებს, რომ სირიაში სპეცოპერაციას იწყებს

თურქული სამთავრობო გამოცემის, ანადოლუს ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა, ჩრდილოეთ სირიაში ახალი ანტიტერორისტული ოპერაცია დააანონსა. „თურქეთის საზღვრიდან 30 კილომეტრის დაშორებით (სირიაში) იწყება „უსაფრთხოების ზონის“ ფორმირების ახალი ფაზა. ტერორისტებისგან ვწმენდთ ტალ-რიფატს და მუნბიჩს“, – განაცხადა ერდოღანმა. ერდოღანის თქმით, შემდეგ თურქეთის სხვა საზღვრისპირა ტერიტორიებს გაწმენდენ მებრძოლებისგან. „ვნახოთ, რა რეაქცია მოჰყვება თურქეთის კანონიერ ნაბიჯებს უსაფრთხოების სფეროში. ვინ …

თურქეთი სირიაში სპეცოპერაციის დაწყებას გეგმავს

თურქეთი გეგმავს სამხედრო ოპერაციის დაწყებას სირიაში 30-კილომეტრიანი უსაფრთხო ზონის შესაქმნელად – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მთავრობის სხდომის შეჯამებისას, ბრიფინგზე განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ სპეცოპერაცია აუცილებელია ტერორისტული საფრთხისგან სახელმწიფოს დასაცავად. ერდოღანმა აღნიშნა, რომ სამხედრო ოპერაცია მიმართული იქნება სირიის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც თურქეთზე თავდასხმის წყაროს წარმოადგენს. „ჩვენ ვმუშაობთ 30-კილომეტრიანი უსაფრთხო ზონის შესაქმნელად თურქეთის …

დრო არ გვაქვს, ხალხი კვდება – ექიმი მარიუპოლიდან ერდოღანს მიმართავს

უკრაინული მედიასაშუალებები ავრცელებენ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფი ახალგაზრდა ექიმის მიმართვას. მედიის ცნობით, მარიუპოლელი მედიკოსი ყირიმელი თათარია და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს მიმართავს. ექიმი „აზოვსტალიდან“ ერდოღანს ხალხის გაყვანაში დახმარებას სთხოვს. ახალგაზრდა კაცი ამბობს, რომ არც კი ახსოვს ომის დაწყებიდან რამდენი დღე გავიდა, მის ხელებში კი ხალხი იხოცება: ტყვიების, შიმშილის, არასაკმარისი წამლების, საშინელი პირობების გამო. „ჩვენ …

„სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ ერდოღანთან, პუტინთან მისი საუბრის წინ“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ ტელეფონით ესაუბრა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს. „სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ ერდოღანთან. პუტინთან მისი საუბრის წინ, მე ხაზი გავუსვი მარიუპოლიდან სამოქალაქოების სასწრაფო ევაკუაციის საჭიროებას, მათ შორის „აზოვსტალიდან“ და ასევე ბლოკადაში მოქცეული ჯარისკაცების სასწრაფოდ გაცვლას“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ერდოღანთან ასევე განიხილეს უკრაინის უსაფრთხოებისა და გლობალური სურსათის …

ერდოღანი რუსეთიდან გასულ კომპანიებს ეპატიჟება – „თურქეთის კარი ღიაა ყველასთვის“

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯებ ტაიპ ერდოღანი თურქეთში ეპატიჟება კომპანიებს, რომლებმაც რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ შეაჩერეს საქმიანობა რუსეთში. „რუსეთს ტოვებენ არა მხოლოდ ამერიკული კომპანიები, არამედ სხვა მსოფლიო ბრენდები და მსხვილი ჯგუფები. რა თქმა უნდა, თურქეთის კარი ღიაა ყველასთვის, ვინც მოდის ჩვენს ქვეყანაში,“ – ერდოღანის ციტატას თურქული გამოცემა „ანადოლუ“ ავრცელებს. გამოცემა ასევე წერს, რომ დღეს, 25 მარტს, შედგება …

ერდოღანი: ნატოს ბლოკმა უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამბობს, რომ ნატო მხოლოდ განცხადებებით არ უნდა შემოიფარგლოს რუსეთ-უკრაინის კრიზისულ სიტუაციაში. ერდოღანის ციტატებს სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს. „სამწუხაროდ, ევროკავშირს და ყველას, ვისაც აქვს პროდასავლური შეხედულებები, ჯერ არ გამოუჩენია სერიოზული და გადამწყვეტი პოზიცია უკრაინის მიმართ. ნატოს ბლოკმა უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები კრიზისულ სიტუაციასთან დაკავშირებით და არ უნდა შემოიფარგლოს განცხადებებით,“ – განაცხადა ერდოღანმა. …

„რუსეთის სამხედრო ინტერვენცია სერიოზულ დარტყმას აყენებს მშვიდობას რეგიონში“ – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ამის შესახებ ერდოღანმა დღეს, 24 თებერვალს, განაცხადა.  „თურქეთი კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთსა და უკრაინას, გადაწყვიტონ ყველა წინააღმდეგობა დიალოგის გზით მინსკის შეთანხმებების ფარგლებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ბრძოლას ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და ეს ზელენსკისთან საუბარშიც განვაცხადე. თურქეთი მზადაა, საჭირო ძალისხმევა გაიღოს თურქეთის მოქალაქეების, ყირიმელი …

თურქეთის პრეზიდენტს კოვიდი დაუდასტურდა

თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ ერდოღანი თავად წერს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე. „ჩემი და ჩემი ცოლის ტესტის პასუხი კოვიდ-19-ზე დადებითია. ვაგრძელებთ სახლში მუშაობას“ – წერს ის ფეისბუქზე. ერდოღანი 2 დღის წინ უკრაინაში იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით ქვეყნის პრეზიდენტთან, ვლადიმერ ზელენსკისთან შესახვედრად.

პოსტი დატოვა ერდოღანის სიძემ, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტის მემკვიდრედ მოიაზრებდნენ

თურქეთის ფინანსთა მინისტრმა, ბერატ ალბაირაკმა, რომელიც თურქეთის პრეზიდენტის, რეჯებ ტაიპ ერდოღანის სიძეა, მინისტრის პოსტი დატოვა. მინისტრმა ამის შესახებ ინსტაგრამზე დაწერა კვირას, 8 ნოემბერს და ამავე პოსტში აღნიშნა, რომ ტოვებს თანამდებობას ჯანმრთელობის გამო და მეტი დროის გატარება სურს ოჯახთან, მშობლებთან და ცოლ-შვილთან. ყოფილმა მინისტრმა ამ პოსტის გამოქვეყნებიდან მალევე თავისი ანგარიშები წაშალა როგორც ინსტაგრამზე, ასევ ტვიტერზე. თურქული …

თურქეთში ბაირამის გამო 4 დღით კარანტინი გამოცხადდა

თურქეთი 4 დღით მთელ ქვეყანაში აცხადებს კარანტინს კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში. ოთხდღიანი კარანტინი მარხვის დასრულებისას დღესასწაულს უკავშირდება, რომელსაც მუსლიმური სამყარო 23-26 მაისს აღნიშნავს. 18 მაისს პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთის პროვინციებში გადაადგილების შეზღუდვა კიდევ 15 დღეს გაგრძელდება, ხოლო სკოლებში სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება. ამ დრომდე თურქეთში მეჩეთებში შეკრება დაშვებული არ არის. თურქეთში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების …

ტრამპის წერილი ერდოღანს: “ნუ იქნები სულელი”

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ  ტრამპი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ტაიპ ერდოღანს წერილით მიმართავს. წერილი  ტელეკომპანია FOX-ის ბიზნესის რეპორტიორმა თრიშ რეგანმა მოიპოვა და ტვიტერზე გაავრცელა. წერილში ტრამპი ერდოღანს ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. “ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, მოდი დავიწყოთ მუშაობა გარიგებისათვის. შენ არ გსურს ათასობით ადამიანის სისხლისღვრაზე აიღო პასუხისმგებლობა და მე არ მსურს, თურქეთის ეკონომიკის განადგურებაზე ვიყო პასუხისმგებელი – …

სირიის, რუსეთისა და ირანის ახალი სამიზნე იდლიბის პროვინცია ხდება – ტრამპი მათ აფრთხილებს

სირიის არმიის შემდეგი სამიზნე არის ოპოზიციური ძალების უკანასკნელი დიდი დასახლება იდლიბი, რომელიც მდებარეობს თურქეთის მეზობლად. იდლიბს სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რეგიონის ბევრი ქვეყნისთვის. იდლიბში სამხედრო ოპერაციების საკითხი განიხილება 7 სექტემბერს ირანში ირანის პრეზიდენტ ჰასან რუჰანის, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით დაგეგმილ სამიტზე. როგორც თურქული მედია …

ერდოღანის ოთხმეტრიანი ძეგლი გერმანიის ქალაქში

გერმანიის ქალაქ ვიესბადენში, ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში, რომლის სლოგანია “ცუდი ამბავი”, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის ოთხმეტრიანი ოქროსფერი ძეგლი დადგეს. ამის შესახებ წერს როგორც გერმანული, ისე თურქული პრესა. თურქული „ჯუმჰურიეთის“ ცნობით, ქალაქის ცენტრში დადგმულმა ძეგლმა მოსახლეობა გააღიზიანა.  ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე, სადაც ძეგლი დადგეს და რომელსაც უკვე გინებაც „ამშვენებს“, გამვლელები ფოტოებს იღებენ და სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ კომენტარებით: „ეს …

Exit mobile version