მთავარი,სიახლეები

ერდოღანი აცხადებს, რომ სირიაში სპეცოპერაციას იწყებს

01.06.2022
ერდოღანი აცხადებს, რომ სირიაში სპეცოპერაციას იწყებს

თურქული სამთავრობო გამოცემის, ანადოლუს ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა, ჩრდილოეთ სირიაში ახალი ანტიტერორისტული ოპერაცია დააანონსა.

„თურქეთის საზღვრიდან 30 კილომეტრის დაშორებით (სირიაში) იწყება „უსაფრთხოების ზონის“ ფორმირების ახალი ფაზა. ტერორისტებისგან ვწმენდთ ტალ-რიფატს და მუნბიჩს“, – განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანის თქმით, შემდეგ თურქეთის სხვა საზღვრისპირა ტერიტორიებს გაწმენდენ მებრძოლებისგან.

„ვნახოთ, რა რეაქცია მოჰყვება თურქეთის კანონიერ ნაბიჯებს უსაფრთხოების სფეროში. ვინ დაუჭერს მხარს ანკარას?“ – განაცხადა ერდოღანმა.

__

სირიაში 30-კილომეტრიანი უსაფრთხო ზონის შესაქმნელად  სამხედრო ოპერაციის დაწყებაზე თურქეთმა გასულ თვეში განაცხადა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მთავრობის სხდომის შეჯამებისას, ბრიფინგზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ სპეცოპერაცია აუცილებელია ტერორისტული საფრთხისგან სახელმწიფოს დასაცავად.

ამავე თემაზე:

თურქეთი სირიაში სპეცოპერაციის დაწყებას გეგმავს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: