ქობულეთისა და ხელვაჩაურის რამდენიმე სოფელში შუქი გაითიშება

ხვალ, 7 ივლისს, დაბა ჩაქვის ნაწილს და სოფელ ჩაისუბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დილის 11-დან საღამოს 5 საათამდე. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, შუქი ორშაბათსაც გაითიშება ქობულეთის სოფლებში: ჩაისუბანში, ხალაში, სახალვაშოში, ზენითსა და მიმდებარე სოფლებში დილის 11-დან საღამოს 6 საათამდე. ორშაბათს, 8 ივლისს, დილის 10-დან საღამოს 6-მდე  შუქის მიწოდება შეიზღუდება დაბა ხელვაჩაურსა და ქედის სოფლებში: სიხალიძეებში, ხარაულასა და …

„ოცნების ქალაქში“ რიჟვაძეს დაპირების შესრულებას სთხოვენ: შეიძლება ნებისმიერ დროს ავფეთქდეთ

„აქ კაბელები ისეა გაყვანილი, ვერაფერს გაარკვევ. ნებისმიერ დროს შეიძლება ავფეთქდეთ, სულ შიშში ვართ,“ – ამბობს ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები მაია ბოლქვაძე. მისი თქმით, დასახლებაში ელექტროენერგიის პრობლემა ხშირად იქმნება. მოსახლეობის თქმით, მათ რამდენიმე თვის წინ თორნიკე რიჟვაძისგან მიიღეს დაპირება, რომ ელექტროენერგიის სისტემა მოწესრიგდებოდა და მთავრობა შუამავლის როლს შეასრულებდა „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“. „ხალხი კინაღამ აჯანყდა და გაგვაჩერეს, გამოვასწორებთო, …

4 დღის განმავლობაში ბათუმისა და ხელვაჩაურის გარკვეულ უბნებს დენის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აცხადებს, რომ იწყებს მაღალი ძაბვის ქვესადგურ „ბათუმი 1“-ის რეკოსტრუქცია-რეაბილიტაციას. სამუშაოების პირველი ეტაპი 4 დღის განმავლობაში განხორციელდება, რის გამოც, გარკვეულ დასახლებებსა და უბნებში აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. მუშაობის პროცესში, 9 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით, დილის 05:00 საათიდან 09:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: დაბების – მახინჯაურისა და ჩაქვის აბონენტებს, ასევე, მიმდებარე სოფლებს; თამარის, ბარცხანის, ბონისა …

საპროტესტო აქცია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წინააღმდეგ

ხელვაჩაურში, სოფელ განახლებაში, მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. შეკრებილები „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ ელექტრობოძების მონტაჟს ეწინააღმდეგებიან. „ვიცოდით, რომ აქ უნდა მოწყობილიყო სტადიონი ახალგაზრდებისთვის. ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – ამბობენ ადგილობრივები. აქციაზე იმყოფება ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიშა ბოლქვაძეც. მისი თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობისთვის არაფერი განუმარტავს, ხოლო სოფელში სხვა ადგილიც არ არის, სადაც შეიძლება სტადიონი მოეწყოს. „ენერგო-პრო …

ბათუმის ზოგ უბანს და ზემო აჭარას ელექტროენერგია არ მიეწოდება

ბათუმის ზოგიერთ უბანს და მაღალმთიან აჭარას ელექტროენერგია არ მიეწოდება. სახელმწიფო ელექტროსისტემაში განაცხადეს, რომ ავარიულად გამოირთო 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. „მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და ეტაპობრივად აღდგება რეგიონებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება. ზუსტ დროს ვერ დაგისახელებთ,“ – გვითხრეს საქართველოს ელექტროსისტემაში. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით კი, ზემო აჭარისთვის ელექტროენერგიის მიწოდება უკვე დაიწყო, …

კომპანია ვალდებულების შეთანხმებულ ვადაში შეუსრულებლობას ბათუმში ენერგოდეფიციტით ხსნის 

კომპანია „სახლი ხეივანში“, რომელიც ბათუმში, ჟიული შარტავას გამზირზე მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს, აჭარის მთავრობას სამუშაოების დასრულებისთვის დამატებით ვადას სთხოვს. კომპანია შენობის ექსპლუატაციაში დროულად ვერგაშვების რამდენიმე მიზეზს ასახელებს. მათ შორის ენერგოდეფიციტს, რის გამოც ენერგოკომპანიამ ობიექტს მოთხოვნილი სიმძლავრე ამ დრომდე ვერ მიაწოდა. კომპანიის მიერ სამინისტროში გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ „ენერგო-პრო ჯორჯიასგან“ მიღებული პასუხით, ელექტროგადამცემი ხაზი „ერგე 1“-ის გაძლიერებამდე ვერ …

„ოცნების ქალაქში“ ენერგო-პროსგან სადენებისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგებას ითხოვენ

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები ამბობენ, რომ დასახლებაში მოუწესრიგებელია ელექტროგაყვანილობები, მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვის სისტემა და „ენერგო-პრო ჯორჯიასგან“ პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხელვაჩაურის ოფისს არაერთხელ მივმართეთ, ფოტოებიც კი გადავუგზავნეთ, მაგრამ პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. ხარვეზებია, ხან ერთი სახლი იწვის, ხან – მეორე. ზედმეტსაც გვახდევინებენ“, – გვითხრა ერთ-ერთმა მცხოვრებმა. „ბათუმელები“ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დაუკავშირდა. „აღნიშნულ დასახლებაში ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ელქსელს არ …

ელექტროენერგიის დეფიციტი ბათუმში – შეიქმნება თუ არა პრობლემა ზამთარში

ბათუმის ელექტროენერგიის მომარაგების კუთხით შექმნილი პრობლემის გამო დღემდე ვერ ხერხდება ახალი ობიექტების ქსელზე მიერთება. მიზეზია გადამცემი ხაზი „ერგე-1“, რომლის რეაბილიტაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ვერ ახერხებს. ხაზის გაორჯაჭვიანებას ის მოსახლეობა ეწინააღმდეგება, რომელთა საცხოვრებელ სახლებთან და საკარმიდამო ნაკვეთებშიც გადის ეს ხაზი. კომპანია და სახელმწიფო კი არ ითვალისწინებენ ამ ადამიანების ინტერესებს და, შესაბამისად, არც კომპენსაციის გაცემაზე საუბრობენ და არც …

“ენერგო-პრო ჯორჯია” ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ

8 345 ლარს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს სასამართლოში სთხოვს. ეს ზიანის ანაზღაურების თანხაა. კომპანიის განმარტებით, ზიანი უნივერსიტეტის დაუდევრობამ გამოიწვია. დავის საგანია ფიროსმანის ქუჩაზე ელექტროკაბელების დაზიანება. ამ ქუჩაზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი მდებარეობს. ელექტროკაბელები მიწის ქვეშ მაშინ დაზიანდა, როცა უნივერსიტეტის მიერ დაქირავებული კომპანია „არტეფიქსი“ ფიროსმანის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას აწარმოებდა. „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ უნივერსიტეტს წერილობით …

„ოცნების ქალაქს“ შუქი არ მიეწოდება

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქის დასახლებაში მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია 26 სექტემბრის საღამოს 11:30 საათის შემდეგ არ მიეწოდება. ადგილზე მცხოვრებთა თქმით, ცეცხლი წუხელ ტრანსფორმატორს გაუჩნდა. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ელექტროენერგიის გარეშე ამ დროისთვის მხოლოდ ათი აბონენტია დარჩენილი. „ოცნების ქალაქში“ კი ამბობენ, რომ შუქი მთლიან დასახლებას არ მიეწოდება. „ოცნების ქალაქთან“ „ენერგო-პროს“ ოფიციალურად რამდენიმე აბონენტი ჰყავს დარეგისტრირებული, …

მოსახლეობა მაღალი ძაბვის ქვეშ და საბჭოთა ნორმატივებით დადგენილი უსაფრთხოება

ელექტროგადამცემი ხაზი „ერგე-1“-ის რეაბილიტაციაზე შეთანხმება „ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და იმ მოსახლეობას შორის, ვის საკუთრებაშიც ეს ხაზი გადის, მიღწეული არ არის. მეტიც, კონკრეტული მოლაპარაკებები პრობლემის გადასაჭრელად ამ დრომდე არ დაწყებულა. მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ საკუთრებისა და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება აქვთ და კომპანიას სამუშაოების ჩატარების საშუალებას არ მისცემენ. ისინი ითხოვენ ხაზის გადატანას მათი ნაკვეთებიდან, რომლებსაც, სრულყოფილად, როგორც თავად …

ბათუმში 248 აბონენტს შუქი არ მიეწოდება

ამ  წუთებში ბათუმში ბესიკისა და ლუკა ასათიანის ქუჩებს ელექტროენერგია არ მიეწოდება, გამორთულია 248 აბონენტი. როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ „ბათუმელებს“ განუმარტეს, ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი კაბელების დაზიანებაა. კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

„ენერგო-პრო“: კერძო ნაკვეთებში გადამცემ ხაზებს არ გვადგმევინებენ – დენის დეფიციტი ბათუმში

ახალაშენებული შენობების ელექტროქსელზე დაერთება ბათუმში საკმარისი სიმძლავრის არარსებობის გამო ვერ ხერხდება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში [სემეკი] „ბათუმელებს“ ორი თვის წინ უთხრეს, რომ მოსახლეობა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ არ აძლევს საშუალებას, შემოიტანოს დამატებითი სიმძლავრეები ბათუმში ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრად გაზრდის გამო. დამატებითი სიმძლავრის შემოსატანად კი საჭიროა გადამცემი ხაზი „ერგე 1“-ის გაძლიერება. „ერგე 1“-ის რეკონსტრუქციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ …

აჭარის რომელ სოფლებში გაითიშება 5 სექტემბერს ელექტროენერგია

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხვალ, 5 სექტემბერს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: [checklist] ქობულეთში დილის 11:00-დან 19:00 საათამდე, მონაცვლეობით 2735 აბონენტს ცეცხლაურში, წყავროკაში, ოჩხამურში, ლეღვაში, ჭახათში, გვარაში, ხუცუბანში, კოხში, კვირიკესა და მიმდებარე სოფლებს ხელვაჩაურში 12-დან 15 საათამდე 307 აბონენტს კახაბრის, მეჯინისწყლის, მახვილაურის, აეროპორტისა და დაბა ხელვაჩაურის დასახლებების ნაწილში ქედის მუნიციპალიტეტში: წონიარისში, ხარაულაში, ჯალაბაშვილებში, ახოში, კოკოტაურსა და მიმდებარე სოფლებს შუახევის …

კურორტ ბეშუმს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, გუშინ წვიმას ხულოს სოფლებში პრობლემები არ შეუქმნია: „ელექტროენერგიის პრობლემა გვაქვს მხოლოდ  კურორტ ბეშუმში“. მერიის ინფორმაციით, ბეშუმში ელექტროგადამცემი ხაზები დატვირთვას ვერ უძლებს, რის გამოც კურორტზე ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება ხშირია. მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სპეციალისტები მუშაობენ და მათივე ინფორმაციით, შუქი კურორტზე მალე ჩაირთვება.

კრიზისი ბათუმის ელექტრომომარაგებაში ბიზნეს კომპანიებისთვის დაუძლეველ ბარიერად იქცა

ავტორი: გენო გელაძე, იურისტი, განათლების დოქტორი მართვის კომპანიის (GGM) მმართველი 2018 წლის მაისიდან ბათუმში მოქმედი ბიზნეს კომპანიები მათთვის დაუძლეველი კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ. კერძოდ, ვერ ხერხდება ახალი საცხოვრებელი კორპუსების, სასტუმროების, რესტორნების, კლინიკების… ზოგადად, ნებისმიერი ახალი ობიექტის ელექტროენერგიის ქსელთან დაერთება. პრობლემა ექმნება ასობით ბიზნესს და ათასობით მოქალაქეს. რაც დრო გადის, კრიზისის მასშტაბები უფრო მეტად იზრდება და საჭიროა საკითხის …

ახალი აბონენტების დაერთების შემთხვევაში ბათუმი შეიძლება დენის გარეშე დარჩეს – სემეკის განმარტება

„ენერგო-პრო ჯორჯია“ ბათუმში აშენებულ, მშენებარე მრავალბინიან კორპუსებსა თუ სხვა მსხვილ ობიექტებს, ელექტროენერგიას ვერ აწვდის. ენერგოკომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი აბონენტების ქსელზე დაერთება ბათუმში საკმარისი სიმძლავრის არარსებობის გამო ვერ ხერხდება. ამის გამო ოთხმა კომპანიამ სემეკსაც კი მიმართა. სემეკს მიმართა „ენერგო-პრო ჯორჯიამაც“ და სიმძლავრის გაზრდის ვადის გახანგრძლივება მოითხოვა. კომისიამ ენერგოკომპანიის თხოვნა დააკმაყოფილა და მას სიმძლავრის გასაზრდელად ვადა მიმდინარე …

ხელვაჩაურში ფინალურ მატჩს მაღაზიებში უყურეს – ასამდე აბონენტს შუქი ამ დრომდე არ მიეწოდება

ხელვაჩაურში და ნაწილობრივ ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, აეროპორტის, მახვილაურის, შარაბიძეების, სატეხიისა და ზანაქიძეების დასახლებაში შუქი გუშინ, 15 ივლისს, დაახლოებით 18:00 საათზე ჩაქრა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, მახვილაურისა და შარაბიძეების დასახლებაში – ნაწილობრივ. სოფელ ზანაქიძეებში კი, ადგილობრივები ყვებიან, რომ გუშინ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის დაწყების წინ შუქის გამორთვამ …

ბათუმს შუქი არ მიეწოდება

ბათუმში მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. “ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, დაზიანებულია მაღალი ძაბვის ხაზი, რამაც გამოიწვია სისტემური გათიშვა. ამ დროისთვის უცნობია, რამდენ აბონენტს არ მიეწოდება შუქი ქალაქში. “ენერგო-პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ მიმდინარეობს დაზიანების მიზეზის დადგენა. უცნობია, როდის აღდგება შუქის მიწოდება. შენიშვნა: “ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ალტერნატიული ხაზის ჩართვით ქალაქში შუქის მიწოდება სრულად აღდგა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარება აჭარაში 20%-ით გაიზარდა

„2017 წელს ბათუმისა და ქობულეთის პიკურმა დატვირთვამ 117 მგვტ/სთ-ს გადააჭარბა, რაც 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20%-ზე მეტია.  მნიშვნელოვნად გაზრდილია ახალი მიერთებების რაოდენობაც, რამაც გაზარდა ელექტროენერგიაზე მოთხოვნა,“ – ინფორმაციას ამის შესახებ „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. ენერგოკომპანიის განცხადებით, იმისთვის, რომ გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოხერხდეს, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი „ერგე 1“-ის არსებული ტექნიკური მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს. ხაზის სარეკონსტრუქციო …

სად შეიზღუდება ელექტროენერგია აჭარაში – 16-18 ივნისის გრაფიკი

აჭარაში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება აჭარაში შეეზღუდებათ აბონენტებს აჭარის მუნიციპალიტეტებში. ხვალ, 16 ივნისს, ხულოში 1529 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება 11-დან 11:30 -მდე შეეზღუდება შემდეგ სოფლებში: თხილვანა ბაკო სკვანა და მიმდებარე სოფლები. ქობულეთში ელექტროენერგია ღამის პირველიდან დილის 8 საათამდე შეეზღუდება 66 აბონენტს სოფლებში: წყავროკა მუხაესტატე კვირას, 17 ივნისს, ხელვაჩაურში 1 172 …

სად ჩაქრება შუქი ბათუმში – უახლოესი 3 დღის განრიგი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო 9  ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს. ბათუმში, 06:00-დან 10:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 4448  აბონენტს შემდეგ ქუჩებზე: მაიაკოვსკი ნონეშვილი შავშეთი ერისთავი ჭიჭინაძის და მიმდებარე ქუჩებს ასევე თამარის, ახალშენის და ფერიის დასახლებების ნაწილში. ხულოში, 12:00-დან 14:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 7 აბონენტს სოფელ ქვემო ვაშლოვანში. 10 ივნისს, ბათუმში, 05:00-დან 09:00 …

ქუჩები ბათუმში, სადაც ხვალ შუქი გაითიშება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ხვალ, 7 ივნისს, ბათუმში 8779 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ბათუმში ელექტროენერგიის მიწოდება 08-დან 18:00 საათამდე მონაკვეთებში, მონაცვლეობით, შეეზღუდება: ზ. გორგილაძის პუშკინის ტბ. აბუსერიძის მაიაკოვსკის დადიანის გორგასალის ლერმონტოვის ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებს. ელექტროენერგიის მიწოდება ასევე შეეზღუდება მწვანე კონცხის,  მახინჯაურის, კახაბრისა და ურეხის დასახლებების ნაწილს. ხელვაჩაურში 11-დან 18 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით, …

სად ჩაქრება ხვალ შუქი აჭარაში

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, ხვალ, 2 მაისს, აჭარაში ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება შემდეგ    აბონენტებს: 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 3792 აბონენტს ბათუმში, შ.ხიმშიაშვილის, გორგასლის, აღმაშენებლის, შავშეთის, გოგოლის, რურუას, ლეონიძის, გაგარინის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე კახაბრის დასახლების ნაწილს. ხელვაჩაურში, 13:00-დან 17:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 30-30 წუთით შეეზღუდება ელექტროენერგია 2527 აბონენტს შემდეგ …

სად გაითიშება ხვალ შუქი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, 27 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: 11:00-დან 19:00 საათამდე 621 აბონენტს ბათუმში: ჯორჯიაშვილის, ჭავჭავაძის, წერეთლის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე, დაბა მახინჯაურისა და მწვანე კონცხის დასახლებების ნაწილს. 11:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 986 აბონენტს ხელვაჩაურში: კახაბრის, მეჯინისწყალის, გონიოსა და დაბა ხელვაჩაურის დასახლებების ნაწილს, ასევე ახალსოფელს. 10:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით  …

ბათუმში 280 აბონენტს შუქი გუშინ საღამოს შემდეგ არ მიეწოდება

ბათუმში, გორგილაძის ქუჩისა [NN27-33] და მის მიმდებარედ, 280 აბონენტს ელექტროენერგია გუშინ, 19 აპრილის საღამოს 10 საათის შემდეგ არ მიეწოდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აჭარის ფილიალში „ბათუმელებს“ ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის მიზეზად „სერიოზული დაზიანება“ დაუსახელეს. „დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზებიც. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და აბონენტებს დენის მიწოდება დღეს, დაახლოებით დღის 3 საათზე აღუდგებათ.“ – განაცხადეს კომპანიაში.

ხვალ ბათუმში 4500 ოჯახი შუქის გარეშე დარჩება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხვალ, 21 მარტს, შუქის გარეშე ბათუმში 4516 ოჯახი დარჩება. შუქი დილის 12 საათზე ერთი საათით გაითიშება მაიაკოვსკის, ნონეშვილის, შავშეთის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე თამარის დასახლების ნაწილში, ფერიასა და ახალშენში. ელექტროენერგიის მიწოდება დილის 11 საათიდან საღამოს 5 საათამდე შეიზღუდება ქობულეთის სოფლებშიც: კვირიკეში, სამებაში, ციხისძირში. ქალაქ ქობულეთში: აღმაშენებლის, მემედ აბაშიძის, თავისუფლების, რუსთაველისა და მიმდებარე …

ტრანსფორმატორი ეზოში – 11-შვილიანი ოჯახი ენერგოკომპანიას უსაფრთხოების ზომების მიღებას სთხოვს 

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტრანსფორმატორი არის ჩემს საკარმიდამო ბაღში, სადენები კი ძალიან დაბლაა. 11 ბავშვი მყავს, აქედან 8 არასრულწლოვანია. ერთი დაცვა მარტო ბავშვებს უნდათ, რომ არ მიუახლოვდნენ ტრანსფორმატორს,“ – ამბობს ქობულეთში, სოფელ კვირიკეში მცხოვრები ბაგრატ ივანაძე. ოჯახი ეკომიგრანტია და საცხოვრებელი სახლი კვირიკეში 2 წლის წინ იყიდა. ახალ მეზობელს სოფელში უთხრეს, რომ მანდარინის ბაღში მდებარე ტრანსფორმატორმა ერთი ადამიანის …

ბათუმში ხუთზე მეტ ქუჩაზე ხვალ შუქი გაითიშება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო  15 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ბათუმში 4892 აბონენტს დილის 11-დან 6 საათამდე. ბათუმში შუქის გარეშე დარჩება ზ.გორგილაძის, ფიროსმანის, ჯავახიშვილის, თამარ მეფის გამზირის, ლერმონტოვისა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობა, ასევე სოფლებში: წინსვლაში, სალიბაურში, განთიადში, თამარის დასახლების ნაწილში. შუქი გაითიშება აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც: ქობულეთში –  10:00-დან 17:00 საათამდე შუქი შეეზღუდება …

სად გაითიშება ხვალ შუქი ბათუმში

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო ხვალ, 14 მარტს, ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება. ბათუმში ელექტროენერგია გაითიშება ნონეშვილის, ქუთაისის, 9 აპრილის და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩებზე. ასევე, ელექტროენერგიის გარეშე დარჩება თამარის, სალიბაურისა და სამხედრო დასახლებების ნაწილი, სულ – 4386 აბონენტი. შეზღუდვა დილის 11-დან საღამოს 6 საათამდე გაგრძელდება. ელექტროენერგიის მიწოდება ასევე შეეზღუდება: ხულოში 556 …

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს იანვრიდან ელექტროენერგიის გადასახადი 1,28 თეთრით გაეზარდათ [ინფოგრაფიკა]

?„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს იანვრიდან ელექტროენერგიის გადასახადი ყოველ მოხმარებულ 1კვტ/სთ-ზე 1,28 თეთრით გაეზარდათ. შესაბამისი გადაწყვეტილება სემეკმა მიიღო. პარალელურად ძალაშია ტარიფები საფეხურების მიხედვით, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით.

ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე ხვალ შუქი გაითიშება

ხვალ, პირველ მარტს, ელექტროენერგიის მიწოდება ბათუმში, ასევე ხელვაჩაურის ნაწილში, შეიზღუდება. ბათუმში დილის 11 სთ-დან საღამოს 6 საათამდე შუქის გარეშე დარჩება გრიბოედოვის, ტბელ აბუსერიძისა და ლერმონტოვის ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობა – სულ 157 ათასი აბონენტი. დღის ორის ნახევრიდან 4 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 417 აბონენტს მელიქიშვილის, ტურგენევისა და გიორგი ბრწყინვალის ქუჩებზე. ხელვაჩაურში, ასევე 13:30 საათიდან 16:00 საათამდე, …

სად გაითიშება ხვალ შუქი ბათუმში

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხვალ, 17 თებერვალს, სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, ბათუმსა და ხულოში ელექტროენერგიის მიწოდება იზღუდება. ბათუმში, 12:00-დან 15:00 საათამდე გაეთიშება შუქი 1249 აბონენტს, ფრიდონ ხალვაშისა და აღმაშენებლის ქუჩის ბოლო დასახლებაში, ასევე  ინჯალოსა და კახაბრის დასახლებებს. ხულოს მუნიციპალიტეტში 11:00-დან 18:00 საათამდე შუქი გაეთიშება 210 აბონენტს კორტოხი და პაქსაძეებში. შეზღუდვები ელექტროენერგიის მიწოდებაში აჭარაში 19 თებერვალსაც იქნება შემდეგი განრიგით: …

ბათუმში ხვალ 147 ოჯახი შუქის გარეშე დარჩება

ბათუმში მცხოვრებ 147 აბონენტს ხვალ, 8 თებერვალს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მონაცემებით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დილის 11 საათიდან 18 საათამდე შეუწყდება გრიბოედოვის, რუსთაველის, ხიმშიაშვილის ქუჩებზე მცხოვრებ ოჯახებს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, შუქის გარეშე დარჩება ასევე ხულოში 1100 აბონენტი, შუახევსა და ქედაში – 1000, ქობულეთში – 636, ხოლო ხელვაჩაურში 540 აბონენტი.  

ენერგო-პრო ჯორჯიას განცხადებას ტერიტორიის გათავისუფლებაზე, „ოცნების ქალაქში“ აქციით უპასუხეს

„ოცნების ქალაქში“, ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ამ წუთებში საპროტესტო აქციას მართავს. ისინი კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც კომპანია ამ ტერიტორიაზე ახალი ქვესადგურების მშენებლობას გეგმავს. ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე თვითნებურად შესახლებულები 2012 წლიდან ცხოვრობენ, 2015 წელს კი, ხელისუფლებამ ტერიტორია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიჰყიდა. „საპროტესტო აქციით მოსახლეობა ეხმაურება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ „ბათუმელებში“ გაკეთებულ განცხადებას …

165 აბონენტი ერთ მრიცხველზე – რას ითხოვენ „ოცნების ქალაქში“

ამ წუთებში ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე ჩასახლებული ოჯახები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი დასახლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას და მრიცხველების დამონტაჟებას ითხოვენ. „ბათუმელები“ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, ნუგზარ ფუტკარაძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ  მთელი დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დატოვეს, რის გამოც მოსახლეობა იძულებული გახდა, ელექტროენერგია სახლებში კუსტარულად შეეყვანა. „ამ ტერიტორიაზე ეკომიგრანტებმა ჩასახლება ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყეს, თუმცა ხელისუფლებამ 2015 …

Exit mobile version