ამ წუთებში ბათუმში ბესიკისა და ლუკა ასათიანის ქუჩებს ელექტროენერგია არ მიეწოდება, გამორთულია 248 აბონენტი.
როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ „ბათუმელებს“ განუმარტეს, ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი კაბელების დაზიანებაა.
კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.