შუახევში ათას აბონენტს შუქი არ მიეწოდება

შუახევის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება 1000 აბონენტს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“  აჭარის  სადისპეტჩეროს წარმომადგენლის, თემურ მიქელაძის თქმით, სოფლებში გეგმიური სამუშაოები მიმდინარეობს: ,,შუახევის სოფლებში ავარიული გათიშვა არ არის,  გეგმიური სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, შუქი ყველა სოფელში არის. დანარჩენი სხვასთან გაარკვიეთ,” – გვითხრა თემურ მიქელაძემ სატელეფონო საუბარში. მიუხედავად სადისპეტჩეროს განცხადებისა, რომ ქედაში ელექტროენერგიის მიწოდებაში პრობლემა …

მოსახლეობა: „ენერგო-პრო ჯორჯია“ მრავალწლოვანი ხეების მოჭრას აპირებს

„ენერგო-პრო ჯორჯია“ წინსვლაში, ქარსაფარ ზოლში დარგული წიწვოვანი მცენარეების მოჭრას აპირებს – ამის შესახებ „ბათუმელებს“ სოფელ წინსვლიდან აცნობეს. ამ სოფელში ამბობენ, რომ სულ ათ ძირამდე ფიჭვის და ნაძვის ხე არის მონიშნული მოსაჭრელად: „მრავალწლოვანი ხეების მოჭრის იდეა [დაახლოებით, 20-30 ხის] ერთი წლის წინ გაჩნდა, მოტივაცია არის ის, რომ თითქოს სადენები ეხება ამ ხეებს. ჩვენ ვიცით, რომ სადენებს შეხება არ …

5862 კვ/მ მიწა 1 ლარად „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თურქეთთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზისთვის

ჯამში 5862 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთები, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაში იყო, კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მთავრობამ საკუთრებაში სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადასცა. კერძო კომპანიისთვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემა თურქეთთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას უკავშირდება. მიწის ნაკვეთები მდებარეობს აჭარაში, კერძოდ, დაბა ხელვაჩაურსა და ხელვაჩაურის სოფლებში: კაპანდიბი, მახო, ერგე, სიმონეთი, მირვეთი, მარადიდი, კირნათი. საქართველოს მთავრობის შესაბამის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ …

ხელვაჩაურის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის 13 ივლისს, 06:00-დან 10:00 საათამდე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მირვეთში, აჭარისწყალსა და მიმდებარე სოფლებში, 1673 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. კომპანია ელექტროენერგიის მიწოდების დროებით შეწყვეტის მიზეზად ქსელის გეგმიურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებს.

შეზღუდვები ელექტროენერგიის მიწოდებაში

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 5 ივლისს, 12:00-დან 17:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 420 აბონენტს ზემო აჭარის სოფლებში: მერისში, გუნდაურსა და ნამონასტრევში. 5 ივლისს, 06:00-დან 09:00 საათამდე, ელექტროენერგია ასევე შეეზღუდება 1100 აბონენტს ბათუმის ნაწილში [ბაგრატიონის, მელიქიშვილისა და მიმდებარე ქუჩებზე].  

შეზღუდვები ბათუმის ენერგომომარაგებაში

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, ხვალ, 30 ივნისს, 03:00-დან 06:00 საათამდე, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ბათუმში, კერძოდ 2570 აბონენტს – მაიაკოვსკის, თაბუკაშვილის და წერეთლის ქუჩებზე. ასევე ფერიის და სალიბაურის დასახლებებში.   იმავე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 05:00-დან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 516 აბონენტს გონიოსა და კვარიათშიც.

4 ივნისს ქობულეთსა და ხელვაჩაურში დენის მიწოდება 2882 აბონენტს შეუწყდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის შეზღუდვების გრაფიკის მიხედვით, 4 ივნისს, დღის საათებში ელექტროენერგიის მიწოდება ხელვაჩაურსა და ქობულეთში 2636 აბონენტს შეუწყდება. კონკრეტულად, დენის მიწოდება 4 ივნისს, დილის 8 საათიდან საღამოს 7 საათამდე შეუწყდება 1527 აბონენტს ხელვაჩაურის რაიონის სოფლებში: კაპანდიდი, ერგე, კიბე, მირვეთი, ასევე წყალსადენის დასახლებაში დილის 10 საათიდან საღამოს 5 საათამდე; დილის 11 საათიდან საღამოს 5 საათამდე კი 1355 …

გონიოს, სარფსა და კვარიათს დღეს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის შეზღუდვის გრაფიკით, დღეს, პირველ ივნისს, 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება  2140 აბონენტს გონიოში, სარფსა და კვარიათში. კომპანიაში აცხადებენ, რომ შეზღუდვა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.

700 აბონენტს ქედაში ელექტროენერგია არ მიეწოდება

ამ დროისთვის [ 16 მაისის 18 საათისთვის], ქედის მუნიციპალიტეტში შუქი 700 აბონენტს არ მიეწოდება. შუქი ქედის სოფლებში თითქმის ყოველდღიურად ითიშება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენელი თეიმურაზ ბოლქვაძე განმარტავს, რომ შუქის მიწოდებაში შეზღუდვები მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას უკავშირდება. შუქი არც წინასწარ დაანონსებულ დროს ირთვება. ხშირ შემთხვევაში შუქი სოფლებში დილის 8 საათზე ითიშება და საღამოს 6 საათის ნაცვლად, …

შეზღუდვები აჭარის ენერგომომარაგებაში

ხვალ,  28 აპრილს, 06:00-დან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 5890 აბონენტს ბათუმის მიმდებარე სოფლებში: ორთაბათუმში, ყოროლისთავში, აგარაში, დაბა მახინჯაურსა და ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დასახლებაში. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, შეზღუდვების მიზეზი ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

მოქალაქემ, რომელსაც 4 წელია შუქი არ აქვს, სახელმწიფოს სასამართლო დავა მოუგო

მოქალაქე დავით ცინცაძემ სასამართლოს ყველა ინსტანცია მოუგო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს. მისი ოჯახი მწვანე კონცხზე, ყოფილი სანატორიუმის ერთ-ერთი შენობაში თვითნებურადაა შესახლებული და 4 წელია უშუქოდაა დარჩენილი. სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში დავით ცინცაძე 2006 წლიდან ცხოვრობს. მეზობელთან, ვისგანაც ელექტროენერგიის ხაზი ჰქონდათ გამოყვანილი, ცინცაძეებს კონფლიქტი მოუვიდათ. მეზობელმა კი ელექტროენერგიით სარგებლობაზე უარი უთხრა. „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ დავით ცინცაძე, შენობის მესაკუთრის თანხმობის გარეშე, …

ახლად დაგებულ ტროტუარზე ფილები ისევ აყრილია

ბათუმში, დემეტრე თავდადებულისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში,  ახლად დაგებული ტროტუარი რამდენიმე კვირაა აყრილია. აქ ქვეითების გადაადგილება შეზღუდულია. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, თენგიზ პეტრიძის განმარტებით, მათ ტროტუარზე ახალი ფილები დააგეს, თუმცა ამჟამად ტექნიკურ სამუშაოებს „ენერგო პრო-ჯორჯია“ აწარმოებს. „ენერგო პრო-ჯორჯია“ თვითონ აღადგენს ტროტუარს, მერია ამაში დამატებით თანხას არ ხარჯავს“. „ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ არ ხდება წინასწარ შეთანხმება კომუნიკაციის …

შეზღუდვები აჭარის ენერგომომარაგებაში

ენერგო პროს ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ხვალ, 7 აპრილს აჭარაში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, კერძოდ: 11:00-დან 18 საათამდე  ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ბათუმში გორგილაძისა და მახარაძის ქუჩების კვეთაში მცხოვრებ 600-მდე აბონენტს. ასევე 1:00-დან 15:00 საათამდე ლექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1172 აბონენტს შემდეგ დასახლებებში: მეჯინისწყალი, თოდოგაური, ინჯალო და მიმდებარე სოფლებში.

დენის მიწოდებაში შეზღუდვები აჭარის მთიანეთში მაისამდე გაგრძელდება

„ენერგო პრო-ჯორჯიას“ აჭარისა და გურიის სადისპეტჩერო განყოფილების უფროსის, ჰაიდარ ფარტენაძის თქმით, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანასთან დაკავშირებით აჭარის მთიანეთში ელექტროენერგიის მიწოდებაში შეზღუდვები აპრილის თვის ბოლომდე გაგრძელდება. მისივე თქმით, დაანონსებულ სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაციას აბონენტები sms-ით მიიღებენ, ხოლო სოფლებში ეტაპობრივად, სამდღიანი გრაფიკით, დღისით შეწყდება შუქის მიწოდება. „220-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანასთან დაკავშირებით შუქი მოსახლეობას დღით, სამდღიანი გრაფიკით გაეთიშება. …

აჭარის სოფლებში დენის გათიშვის მორიგი გრაფიკი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გამოქვეყნებული ელექტროენერგიის შეზღუდვის გრაფიკის მიხედვით, დღეს, 28 მარტს, ელექტროენერგიის მიწოდება აჭარაში დროებით შეუწყდება: ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კაპანდიდში 125 აბონენტს, დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე; დაბა ჩაქვში 6446 აბონენტს დილის 7:30 საათიდან საღამოს 6 საათამდე; ზემო აჭარის რაიონის სოფლებში: ქედა, მერისი და მიმდებარე სოფლებში 1830 აბონენტს, დილის 10:30 საათიდან საღამოს 6 საათამდე.

ფურტიოს, ყინჩაურს, კვატიასა და მიმდებარე სოფლებს დენის მიწოდება დროებით შეუწყდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის შეზღუდვების გრაფიკით, 27 მარტს, დილის 10 საათიდან საღამოს 5 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება 3391 აბონენტს ზემო აჭარის სოფლებში: ფურტიოში, ყინჩაურში, კვატიასა და მიმდებარე სოფლებში. „ენერგო-პრო ჯორჯია“, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ელექტროენერგიის მიწოდებაში შეზღუდვებს წინასწარი გრაფიკით ახორციელებს, რასაც მიმდინარე სამუშაოებით ხსნიან. გრაფიკი კომპანიის ვებგვერდზე ქვეყნდება. ამ გრაფიკის გამოქვეყნებას მიმწოდებელს კანონი ავალდებულებს, თუმცა ხშირად არ არის …

შეზღუდვები ელექტროენერგიის მიწოდებაში აჭარის სოფლებში

„ენერგო-პრო“ ჯორჯიას ინფორმაციით, დღეს, 23 მარტს, ელექტროენერგიის მიწოდება დილის 11 საათიდან საღამოს 5 საათამდე შეუწყდება 750 აბონენტს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მირვეთში, მარადიდში, კირნათში, აჭარის წყალსა და კაპნისთავში. დღესვე, დღის 3 საათიდან 4 საათამდე შეუწყდება ელექტროენერგიის მიწოდება 2 200 აბონენტს ზემო აჭარის სოფლებში: ღორჯომში, დიდაჭარაში, აგარასა და ნამონასტრევში.  

რა უნდა გააკეთოთ თუ მაღალმთიანეთში დენის გადასახადზე შეღავათით ვერ სარგებლობთ

2017 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა კანონის ის მუხლი, რომლითაც მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათით უნდა ესარგებლა, თუმცა ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა ბევრმა ოჯახმა „მთის კანონით“ გაწერილი ეს სარგებელი ვერ მიიღო. ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე მერაბ ტაკიძე ამბობს, რომ ქედაში ელექტროენერგიის შეღავათით ძირითადად იმ ოჯახებმა ვერ ისარგებლეს, რომელთა სააბონენტო ქვითარზე მითითებული …

სახელმწიფოს პრინციპულობა ადამიანის წინააღმდეგ – 4 წელი უშუქოდ

დავით ცინცაძის ოჯახი მეოთხე წელია ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ ოჯახისთვის შუქის მიწოდების მოთხოვნა დააკმაყოფილა, ოჯახი ისევ სიბნელეშია. მწვანე კონცხზე, ყოფილი სანატორიუმის შენობაში დავით ცინცაძე მეუღლესთან და შვილთან ერთად 2006 წელს თვითნებურად შესახლდა. მეზობელთან, ვისგანაც ელექტროენერგიის ხაზი ჰყავდათ გამოყვანილი, ცინცაძეებს კონფლიქტი ჰქონდათ. 2013 წლიდან დავით ცინცაძის ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება. სამეზობლო …

„ენერგო-პრო ჯორჯია”: რადგან 150 კაცს ეხებოდა შუქის გამორთვა, ამიტომ არ გავაფრთხილეთ

ბათუმში, მემედ აბაშიძის, ლუკა ასათიანისა და რუსთაველის ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცხელ ხაზზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიმდინარეობს გეგმიური სამუშაო, კონკრეტულად – ტრანსფორმატორის გამოცვლა და შუქის მიწოდება სავარაუდოდ, ერთი საათის შემდეგ აღდგება. კომპანიის ინფორმაციით, შუქი დაახლოებით 150-მდე აბონენტს აქვს გათიშული. რატომ არ გააფრთხილეთ მოსახლეობა წინასწარ, რასაც კანონმდებლობაც გავალდებულებთ? – …

რას აკეთებს მთავრობა იმისთვის, რომ 130 ოჯახი უშუქოდ არ დარჩეს

„ვერავისგან ვერ მივიღეთ პასუხი, რას გააკეთებენ. დღე-დღეზე უშუქოდ დარჩენას ველოდებით“, – გვითხრა გივი მიქელაძემ. ის ერთ-ერთია ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე თვითნებურად შესახლებულთაგან. ამ დასახლებაში მცხოვრები 130 ოჯახი ერთი ადგილობრივი მკვიდრის, თემურ ბოლქვაძის მრიცხველით სარგებლობს. თვითნებურად შესახლებულებს ენერგოკომპანია ცალკე აბონენტად არ არეგისტრირებს. მათ საკუთრების ან ქონების კანონიერი ფლობის რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვთ. „თემურ ბოლქვაძის სახლი აღებაშია და …

დენის გათიშვის გრაფიკი აჭარაში – 23-26 იანვარი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გამოქვეყნებული ელექტროენერგიის შეზღუდვების გრაფიკის მიხედვით, 23-26 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება ბათუმში, ქობულეთში, ხულოში, ხელვაჩაურსა და ქედაში სულ 3572 აბონენტს. აქედან, 23 იანვარს ბათუმში 650 აბონენტს, 11-დან 16 საათამდე; ქობულეთში, გელაურის დასახლებაში 464 აბონენტს, 11-დან 13 საათამდე; ხულოში 438 აბონენტს, 11-დან 14 საათამდე; ხელვაჩაურში 356 აბონენტს, 11-დან 17 საათამდე; 24 იანვარს ბათუმში 340 …

შუქის გათიშვის გრაფიკი ბათუმსა და ჭარნალში

„ენერგო პრო–ჯორჯიას“ ინფორმაციით 18 იანვარს, 11:00-დან 17:00 საათამდე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჭარნალის 300-მდე აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. 20 იანვარს კი, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ბათუმში, სამებასა და ბარცხანის დასახლებაში, 2018–მდე აბონენტს, 11:00-დან 15:00 საათამდე. კომპანიაში აცხადებენ, რომ შეზღუდვები გეგმიურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.

დენის გათიშვის გრაფიკი აჭარაში – 21-23 დეკემბერი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ დადგენილი გრაფიკის მიხედვით, აჭარის ტერიტორიაზე, 21-23 დეკემბერს ელექტროენერგია დროებით გაეთიშებათ:   21 დეკემბერს: ბათუმში [ურეხი, ინჯალო, ციხე და ხახულის ქუჩა] 11:00-დან 14:00-მდე; განთიადი, მახინჯაური და მწვანე კონცხი 11:00-დან 17:00-მდე; ხელვაჩაურის რაიონის სოფლებში ავგია და ახალისოფელი 11:00-დან 17:00-მდე; ქობულეთში აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩებზე 11:00-დან 14:00-მდე. 22 დეკემბერს: ბათუმში [აღმაშენებლის, ტაბიძის და რურუას ქუჩებზე]  11:00-დან …

დენის გათიშვის გრაფიკი აჭარაში – 19-22 დეკემბერი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ დადგენილი გრაფიკის მიხედვით, აჭარის ტერიტორიაზე, 19-22 დეკემბერს ელექტროენერგია დროებით გაეთიშება 11 ათასზე მეტ აბონენტს: 19 დეკემბერს 1448 აბონენტს ბათუმში [ლერმონტოვის, ორბელიანის, ჯავახიშვილის, ბაგრატიონის და გიორგი ბრწყინვალის ქუჩები] 11:00-დან 14:00-მდე; 647 აბონენტს ქობულეთის გარეუბანში 11:00-დან 14:00-მდე; 20 დეკემბერს 1251 აბონენტს ბათუმში [განთიადი, მახინჯაური და მწვანე კონცხი] 11:00-დან 13:00-მდე; 281 აბონენტს ბათუმში [ხახულის ქუჩა და …

15 დეკემბერს ქობულეთის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეუწყდება

15 დეკემბერს, 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 2100 აბონენტს ქობულეთის მუნიციპალტეტის შემდეგ სოფლებში: კოხში, ჭახათში და ხუცუბანში, 11:00-დან 15:00 საათამდე კი – 977 აბონენტს ქობულეთის სოფელ კვირიკეში. ინფორმაციას ამის შესახებ „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ელექტროენერგია ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გაითიშება.

აქცია „ოცნების ქალაქში“ – „თუ დენს არ ჩაგვირთავენ, გზას ისევ გადავკეტავთ“

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლების ნაწილი ამ წუთებში აქციას მართავს. აქციის მონაწილეთა თქმით, „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აქ მცხოვრებ 140-მდე ოჯახს ელექტროენერგია გაუთიშა. „თითქმის ნახევარი საათი გადაკეტილი გვქონდა ბათუმი-ხელვაჩაურის ავტომაგისტრალი. ხელვაჩაურის პოლიციის უფროსმა გვითხრა, რომ რამდენიმე წუთში ჩაირთვება შუქი. თუ ასე არ მოხდა, ისევ გადავკეტავთ გზას… მიმდინარე გადასახადი გადახდილი გვაქვს და რაღაც ძველ დავალიანებას გვთხოვს მგონი კომპანია,“ – განაცხადა …

შეზღუდვები ელექტროენერგიის მიწოდებაში

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს განცხადებით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 24 ნოემბერს, ხუთშაბათს, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. 24 ნოემბერს, 13:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 7 335 აბონენტს ბათუმში ჯავახიშვილის, გრიბოედოვის, გორგილაძის, პუშკინის, ლერმონტოვის, თაყაიშვილის, გორგასლის, ნინოშვილის, კომახიძის, ფიროსმანის და მიმდებარე ქუჩებზე; ასევე 24 ნოემბერს, 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება  1 738 აბონენტს …

ევკალიპტებს ჩაქვშიც ჭრიან

ჩაქვში, ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალის მიმდებარედ მრავალწლიან ევკალიპტის ხეებს ჭრიან. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე გამგეობის მიერ გაცემულია 8 ძირი ევკალიპტის მოჭრის ნებართვა და სამუშაოები მიმდინარეობს. „ხეებს ენერგოკომპანია ჭრის. გამგეობამ ნებართვა გასცა მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომართვის საფუძველზე. აღნიშნული ხეები საფრთხეს წარმოადგენდა იქ არსებული ელექტროგადამცემი ხაზებისთვის. მერქანი დასაწყობდება და გამგეობა მას სოციალურად დაუცველ …

აჭარის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

დღეს, 16 სექტემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით,  12:00-დან 17:00 საათამდე,  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში – წიქარეულში, მასაურსა და წინსვლაში, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდბა 250 აბონენტს. 19 სექტემბერს, 12:00-დან 14:00 საათამდე, ელექტროენერგია შეუწყდება 1730 აბონენტს ქედის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში – წონიარისი, ცხმორისი და დანდალო. 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება  შეეზღუდება ბათუმში მცხოვრებ 7577 აბონენტს – ურეხის დასახლებაში, ჯავახიშვილის, ლერმონტოვის, ბაგრატიონის, ორბელიანის, აღმაშენებლის, ტაბიძის, ლეონიძის, პუშკინის, …

ზემო აჭარის ზოგიერთ სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, დღეს, 13 სექტემბერს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 18:00-დან 19:00 საათამდე 383 აბონენტს ზემო აჭარის რაიონის სოფლებში: 1 მაისი, კოლოტაური, დაბა ქედის ნაწილი; დღეს, 09:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ასევე 1832 აბონენტს ზემო აჭარის რაიონის სოფლებში: მერისი და დაბა ქედა.

აქცია შუქის მოთხოვნით

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან დღეს, ბათუმში, თამარის დასახლებაში [ტბეთის ქუჩა 12-ში] უნებართვოდ შესახლებული ოჯახების წევრები შეიკრიბნენ. ისინი სამინისტროსგან ითხოვენ თანხმობას, რათა შეძლონ დარეგისტრირდნენ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებად. აღნიშნულ მისამართზე უძრავი ქონება – მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები, სადაც ეს ოჯახები ცხოვრობენ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა. ამ დროისთვის აქ 20-მდე ოჯახი, ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს. 2014 წლის დეკემბერში …

ბათუმის ორ უბანში აბონენტებს დენი არ მიეწოდება

დღეს, 23 ივნისს, ბათუმის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, №58-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწისქვეშა ელექტროგადამცემი კაბელები დაზიანდა, რის გამოც ახალდაგებული ასფალტის საფარის გადათხრა გახდა საჭირო. „მონაკვეთის კეთილმოწყობას „ენერგო-პრო ჯორჯია“ საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ უთხრეს „ბათუმელებს“, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 1 500-მდე აბონენტს. მათივე თქმით, …

ბათუმისა და ხელვაჩაურის აბონენტების ნაწილს 3 ივნისს დენის მიწოდება დროებით შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო აჭარისა და გურიის რეგიონების გარკვეულ სოფლებს, ასევე ქალაქ ბათუმის ზოგიერთ ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. „ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 ივნისს, 08:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დაბა ხელვაჩაურის ნაწილის, სამრეწველო ზონის, შარაბიძეებისა და მახვილაურის დასახლების, სოფლების: სატეხიას და ვარშალომიძეების 6 000 აბონენტს. 06:00 სთ- დან 07:00 …

27 მაისს ბათუმში 7 500 აბონენტს დენის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, 27 მაისს, 11-დან 18 საათამდე, ბათუმში, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7500 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. ბათუმში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ  ჯავახიშვილის, აბუსერიძის, ჭავჭავაძის, რუსთაველის, გრიბოედოვის, პუშკინის, ოძელაშვილის, გორგილაძის, გორგასლისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების აბონენტებს. „სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება ყველა გათიშულ აბონენტს“, …

სამი წელი ელექტროენერგიის გარეშე

„ეს არის მოწმობა, რითაც დასტურდება, რომ სხვა თვითნებურად შესახლებულებს მიეწოდებათ ელექტროენერგია. თუ სხვებისთვის შეიძლება, რატომ არ შეიძლება ამ ოჯახისთვის?“ – ჰკითხეს ადვოკატებმა სასამართლო სხდომაზე  მოპასუხე მხარეს – კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს. ამ უწყებებს მოქალაქე დავით ცინცაძე უჩივის. მისი ოჯახი მესამე წელია ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს. ის მწვანე კონცხზე, ყოფილი სანატორიუმის შენობაში 2006 …

Exit mobile version