რა სინდრომზე მიუთითებს მუცლის ირგვლივ ცხიმის დაგროვება

მეტაბოლური სინდრომი არის მდგომარეობა, როცა ადამიანს აღენიშნება სამი ან მეტი ისეთი სიმპტომი, რომელიც ზრდის გულის დაავადების, ინსულტის და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის რისკებს. ამ მდგომარეობებიდან თვალით აღქმადი მხოლოდ ერთი – მუცლის ირგვლივ ცხიმის დაგროვებაა. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის” ენდოკრინოლოგი გიზო გორგილაძე ამბობს, რომ თითოეული ეს მდგომარეობა განკურნებადი და მართვადია ცხოვრების წესის ცვლილებებით და/ან მედიკამენტებით. 2022 წლის …

რაზე შეიძლება მიანიშნებდეს შიმშილის გაძლიერებული გრძნობა – ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან

პოლიფაგია სამედიცინო ტერმინია, რომელიც უკიდურეს, დაუოკებელი შიმშილის გრძნობას გამოხატავს. შიმშილი სხეულის ნორმალური რეაქციაა ისეთ სიტუაციებზე, როგორიცაა საკვები არ მიღება ან ინტენსიური ფიზიკური აქტივობა, მაგრამ ისეთი ძლიერი შიმშილი, როგორიცაა პოლიფაგია, ხშირად ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიანიშნებს, რომელიც აუცილებლად საჭიროებს მკურნალობას. ამ თემაზე „ბათუმელები“ ესაუბრა ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგს, თეონა გოგიტიძეს.  რა სამედიცინო მდგომარეობების ნიშანი შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი …

ორსულობა და დიაბეტი – ჯანსაღი კვებისა და ფიზიკურ აქტივობის როლი რისკების შემცირებაში

მსოფლიოში დაახლოებით 422 მილიონი ადამიანია დიაბეტით დაავადებული. ცხადია, მათ რიცხვში ორსულობის მსურველებიც/მომავალი ორსულებიც არიან. ორსულობის დროს კი უმართავი შაქრიანი დიაბეტი გარკვეულ რისკებთან ასოცირდება როგორც ორსულისთვის, ისე მისი განვითარებადი ნაყოფისთვის. გარდა ამისა, ორსულობის დაგეგმვამდე საყურადღებოა ისეთი რისკფაქტორები, როგორიცაა ჭარბი წონა და პრედიაბეტი, რაც ზრდის რისკებს,  განვითარდეს გესტაციური დიაბეტი ანუ დროებითი, უშუალოდ ორსულობის პერიოდში მიმდინარე დიაბეტი, რაც …

რატომ გვჭირდება ვიტამინი B12 და გვემუქრება თუ არა მისი დეფიციტი – ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან

ვიტამინი B12 აუცილებელი საკვები ნივთიერებაა, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს, ამიტომ ის გარე წყაროებიდან უნდა მივიღოთ. საკვებიდან მისი ძირითადი წყარო ცხოველური წარმოშობის პროდუქტებია, ამიტომ ვეგანური კვებით, შესაძლოა, რთული იყოს სათანადო რაოდენობის B12-ის მიღება. ვიტამინი B12-ის დეფიციტი შესაძლოა ბევრი სხვა მიზეზითაც განვითარდეს, მათ შორის, იმ ადამიანებთანაც, რომლებიც ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს მოიხმარენ. „ბათუმელები“ ამ მიზეზებზე „ბაუ საერთაშორისო …

როგორია ნაადრევი სქესობრივი მომწიფების ნიშნები ბავშვებში – ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან

ნაადრევი პუბერტატი ნიშნავს სქესობრივ მომწიფებას, რომელიც ჩვეულებრივზე ბევრად ადრე იწყება. „მედცენტრის“ ბავშვთა ენდოკრინოლოგი, ლია კაკაურიძე ამბობს, რომ მშობლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნაადრევი პუბერტატის ნიშნების ცოდნა. ქალბატონო ლია, რას ნიშნავს ნაადრევი პუბერტატი? პუბერტატი არის სქესობრივი მომწიფება გარდატეხის ასაკში, ეს ინდივიდუალურია ყველასთან და შესაძლოა ვარირებდეს გარკვეული ასაკის ფარგლებში. ნორმის ფარგლებში გოგონებში პუბერტატი იწყება 9-11 წლიდან და გრძელდება 15-17 …

რა რისკებს შეიცავს წონის ზედმეტი მატება ორსულობის დროს – ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან

ორსულობის დროს წონის მატება ნორმად მიიჩნევა, მაგრამ დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, არ მოხდეს წონის ჭარბი მატება. ორსულობის დროს ჭარბი წონის მატებამ, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, შეიძლება მკვეთრად გაზარდოს გესტაციური [ორსულობის დროს განვითარებული] დიაბეტის რისკი და მასთან დაკავშირებული გართულებების განვითარება. ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგს, თეონა გოგიტიძეს ესაუბრა.  ქალბატონო თეონა, რა საფრთხის შემცველია ჭარბი …

ჯანმრთელობის რა პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა

თმის ცვენა, როგორც თმის ზრდის ციკლის ნაწილი, ბუნებრივი პროცესია. ადამიანი დღეში საშუალოდ თმის 50-100 ღერს კარგავს, რომელიც შემდეგ ისევ იზრდება, მაგრამ ასაკის მატებამ, მემკვიდრეობითმა წინასწარგანწყობამ, ასევე, გარკვეულმა დაავადებებმა და ჰორმონალურმა ცვლილებებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს თმის ზრდის ციკლს, რის შედეგადაც ახალი თმა არ ცვლის ჩამოცვენილ თმას. „სოლომედის“ ენდოკრინოლოგი, ლია ჯაში „ბათუმელებთან“ თმის ცვენის ენდოკრინულ მიზეზებზე საუბრობს …

რა გავლენა აქვს ჰაშიმოტოს დაავადებას ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაზე – ექიმის რჩევები

ჰაშიმოტოს დაავადება ქრონიკული ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც გავლენას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაზე. დაავადება უფრო ხშირად 30-50 წლის ასაკში ვლინდება, მაგრამ ქალებში ეს დიაგნოზი 10-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე კაცებში. კლინიკა “სოლომედის” კლინიკური დირექტორი, მედიცინის დოქტორი, ექიმი-ენდოკრინოლოგი ინგა აბესაძე ჰაშიმოტოს დაავადების სიმპტომებზე, გართულებებსა და მართვაზე საუბრობს „ბათუმელებთან“.  ქალბატონო ინგა, რა არის ჰაშიმოტოს დაავადება?  ჰაშიმოტო – ეს ტერმინი ძალიან …

რატომ არის საშიში ბავშვთა სიმსუქნე – „შეცდომა შეიძლება დაშვებული იქნას ჩვილობის ასაკიდან“

ბავშვთა სიმსუქნე და ჭარბი წონა სერიოზული სამედიცინო მდგომარეობაა – ზედმეტი კილოგრამები შეიძლება გახდეს ისეთი დიაგნოზების გამომწვევი, როგორიცაა დიაბეტი და გულის დაავადებები. კლინიკა „მედცენტრის“ მოზრდილთა და ბავშვთა ენდოკრინოლოგის, ლია კაკაურიძის თქმით, ბავშვების ჭარბი წონა და სიმსუქნე მზარდი პრობლემაა საქართველოში, სადაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ჭარბწონიანობა ან/და სიმსუქნე 7-9 წლის ბავშვების 28%-ს აწუხებს. ბავშვთა სიმსუქნის …

რა ვჭამოთ მაღალი ქოლესტერინის დროს – ენდოკრინოლოგის რჩევები

სისხლში ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებელი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც გულის დაავადებისა და მიოკარდიუმის ინფარქტის რისკებს ზრდის. არსებობს მედიკამენტები, რომლებიც ქოლესტერინის დონის დარეგულირებაში გვეხმარება, თუმცა ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგის, თეონა გოგიტიძის თქმით, უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის შეცვლა და ჯანსაღი კვება. ენდოკრინოლოგი პასუხობს „ბათუმელების“ კითხვებს – რომელი საკვებია კატეგორიულად დაუშვებელი მაღალი ქოლესტერინის დროს, რომელი – სასარგებლო და …

რა კავშირშია სიცხის აუტანლობა ენდოკრინულ პრობლემებთან

ზაფხულის სიცხე შეიძლება ზოგჯერ ძალიან შემაწუხებელი იყოს, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთათვისაც სიცხე პირდაპირი მნიშვნელობით აუტანელია. მათთვის შეიძლება შემაწუხებელი იყოს ჰაერის ის ტემპერატურა, რომელიც სხვა ადამიანებისთვის კომფორტულია. სიცხის აუტანლობა არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმი სათანადოდ ვერ არეგულირებს სხეულის ტემპერატურას, ეს კი სითბური დაკვრის განვითარების რისკებს ზრდის, რაც შეიძლება ჯანმრთელობისთვის და ზოგჯერ სიცოცხლისთვისაც კი საშიში იყოს.  საქმე ის …

რა არის და როგორ ვლინდება უშაქრო დიაბეტი | ექიმის რჩევები

უშაქრო დიაბეტი შედარებით იშვიათი დაავადებაა, რომელიც იწვევს ორგანიზმში არსებული სითხეების ბალანსის დარღვევას. ეს აიძულებს ორგანიზმს გამოიმუშაოს დიდი რაოდენობით შარდი, პაციენტს აწუხებს წყურვილის ძლიერი შეგრძნება. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგი თეონა გოგიტიძე ამბობს, რომ მიუხედავად სახელების მსგავსებისა, „უშაქრო დიაბეტს“ და „შაქრიან დიაბეტს“ ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ. „სახელები მსგავსია, იმიტომ, რომ ამ ორი მდგომარეობის დროს კლინიკური სურათი ერთმანეთს …

რატომ არის საზიანო მოზარდებისთვის ენერგეტიკული სასმელები

არაჯანსაღი კვება ბავშვებსა და მოზარდებში სიმსუქნისა და სხვადასხვა დაავადების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. როგორც საერთაშორისო კვლევები მოწმობს, მოზარდების არაჯანსაღი დიეტის ერთ-ერთი გავრცელებული პროდუქტი ენერგეტიკული სასმელებია. ამ სახის პროდუქტებს  შეფუთვაზეც აქვს გაფრთხილება, რომ ის „არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის და კოფეინის მიმართ მგრძნობიარე ადამიანებისთვის“. ამავდროულად, კანონში არ არსებობს რაიმე სახის შეზღუდვა ამ პროდუქტების მოზარდებისთვის მიყიდვასთან დაკავშირებით. ევროპის …

რა უნდა ვიცოდეთ შაქრის შემცვლელების შესახებ – ექიმის რჩევები

შაქრის ჭარბად მოხმარება ზოგადად საზიანოა ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით საზიანო კი შაქარი დიაბეტის დიაგნოზის მქონე ადამიანებისთვისაა.  სწორედ შაქრის ჩასანაცვლებლად შექმნეს ბუნებრივი წარმოშობისა და ხელოვნური დამატკბობლები, რომლებიც დღეს ბაზარზე სხვადასხვა დასახელებითა და ფორმითაა ხელმისაწვდომი. თუმცა ყველა დამატკბობელი ერთნაირად სასარგებლო არ არის. ასევე, ხელოვნური და ბუნებრივი წარმოშობის შაქრის შემცვლელები იყოფა ორ – კალორიულ და არაკალორიულ კატეგორიად. ამ თემაზე „ბათუმელები“ …

ვისთვის არის ყავა სასარგებლო და ვისთვის არა? | ექიმის რჩევები

რამდენად სასარგებლოა ყავა ჯანმრთელობისთვის? – ადრეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ყავას შეუძლია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამოწვევა, თუმცა ახალი, საკმაოდ მასშტაბური კვლევების თანახმად, ყავას ნამდვილად აქვს ჯანმრთელობისთვის სხვადასხვა სარგებელი. „ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის“ ენდოკრინოლოგის, თეონა გოგიტიძის განმარტებით, ადამიანების უმრავლესობისთვის მოხარშული ან სხვა სახის, არახსნადი ყავის ზომიერი მოხმარება თავისუფლად შეიძლება იყოს ჯანსაღი დიეტის ნაწილი. თუმცა, მისივე თქმით, არსებობს პათოლოგიები, …

როგორ ამოვიცნოთ რა ვიტამინი გვაკლია? – ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან

ორგანიზმში ვიტამინების დეფიციტი, იგივე ავიტამინოზი ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული მდგომარეობაა. თუ დეფიციტი მძიმე არ არის, ის ხშირად კლინიკურად ამოუცნობია, თუმცა ზოგ შემთხვევაში, ამავდროულად მსუბუქ დეფიციტსაც კი შეიძლება ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები ჰქონდეს. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგი ქეთი გაბაიძე საუბრობს, რა გავლენას ახდენს ამა თუ იმ ვიტამინის დეფიციტი ორგანიზმზე, რა კლინიკური ნიშნები ახასიათებს ამ პროცესებს და როგორ …

რა უნდა ვიცოდეთ ღამით ხილის ჭამის შესახებ – ექიმის რჩევები

ექიმები ამბობენ, რომ ძილის წინ რამდენიმე საათით ადრე ვახშამს შეუძლია დაარღვიოს თქვენი ძილის ციკლი, თუმცა, ღამით ხილის მიღება, სხვა მძიმე საკვებთან შედარებით, ნაკლებად უშლის ხელს ძილს. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ენდოკრინოლოგი გიზო გორგილაძე ამბობს, რომ ხილი და ბოსტნეული, პირველ და ყველაზე დიდ თაროს იკავებს ჯანმოს კვების ექსპერტების მიერ შემუშავებულ, სწორი კვების პირამიდაში. „ეს იმას ნიშნავს, რომ …

რა უნდა ვიცოდეთ ფარისებრი ჯირკვლის კვანძებზე – ექიმის რჩევები

კვანძები ფარისებრი ჯირკვლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა, მაგრამ პაციენტთა უმრავლესობამ შესაძლოა იქამდე ვერ გაიგოს, რომ კვანძი აქვს, სანამ ეს პროფილაქტიკური გამოკვლევისას ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემის დიაგნოსტირებისას არ გამოჩნდება. თუმცა “ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის” ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, თეონა გოგიტიძე ამბობს, რომ ფარისებრი ჯირკვლის კვანძი ზოგჯერ შეიძლება ზომაში იმდენად გაიზარდოს, რომ გახდეს ხილული ან/და გაართულოს ყლაპვა ან სუნთქვა. …

როგორ ამოვიცნოთ შაქრიანი დიაბეტი და რა მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას | ექიმის რჩევები

დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც პანკრეასი არ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს, ან როცა ორგანიზმი ეფექტურად ვერ იყენებს მის მიერ გამომუშავებულ ინსულინს. სტატისტიკის თანახმად, დიაბეტით დაავადებულთა 80% განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს. საქართველოში, ოფიციალური მონაცემებით, 85 000 ადამიანია დიაბეტით დაავადებული. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ენდოკრინოლოგი გიზო გორგილაძე ამბობს, რომ დიაბეტის ადრეულ დიაგნოსტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბატონო გიზო, …

რა არის საჭირო დიეტასთან ერთად წონაში დასაკლებად – ექიმის რჩევები

სიმსუქნე და ჭარბი წონა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, რადგან იგი ჯანმრთელობის სხვა, მძიმე გართულებების მიზეზიც ხდება. არაჯანსაღი კვება და დაბალი ფიზიკური აქტივობა მთავარი რისკ-ფაქტორებია ისეთი მნიშვნელოვანი არაგადამდები დაავადებებისათვის, როგორიცაა კარდიოვასკულური დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2. ჭარბ წონასთან საბრძოლველად თვითნებურ დიეტას დღემდე ხშირად მიმართავენ, თუმცა ამით ბევრი ადამიანი  იზიანებს ჯანმრთელობას. რა უნდა გაითვალისწინონ ადამიანებმა, …

როგორ ამოვიცნოთ და დავწიოთ სისხლში მომატებული ქოლესტერინის დონე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გლობალურად, გულის იშემიური დაავადების მესამედი ორგანიზმში მაღალი ქოლესტერინის დონეს უკავშირდება და ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 2.6 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება, რაც მთლიანი გარდაცვალებების 4.5 პროცენტს შეადგენს. ქოლესტერინი ცხიმოვანი ნივთიერებაა, რომელიც ძირითადად ჩვენს სისხლში ცირკულირებს. ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა ამბობს, რომ ორგანიზმში ქოლესტერინის არსებობა ხშირად არასწორად ესმით. ექიმის თქმით, ქოლესტერინი ყოველთვის „ცუდი“ არ …

Exit mobile version